სინერჯი ჯგუფი

ისტორიები

„სინერჯი ჯგუფის“ მიერ გადაჭრილ სხვადასხვა რთულ სისტემურ და მმართველობით ამოცანაზე დაფუძნებული საქმიანი მოთხრობები

#1 კმაყოფილი თანამშრომლები

არაერთი შეხვედრისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, ეკა შიშობს, რომ თანამშრომლების მოტივაციის სისტემამ, რომლის შემუშავებაზეც დიდი ძალისხმევა დახარჯეს, შეიძლება ამოქმედებამდე დაკარგოს აქტუალობა. დაძაბულობის მატებასთან ერთად, ერთი ობიექტური ადამიანის ხმა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ამ ნამუშევრის გადასარჩენად.

გაიგეთ მეტი »

#2 ღვინის გასინჯვაა მთავარი

ღვინის მაღაზიაში ხანგრძლივი სტრატეგიული შეხვედრის დროს ეკას არ ასვენებს განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ინსაითი აკლიათ. როცა საბოლოოდ ამოიღებს ხმას, მისი მცირედი ჩართულობა მთლიანად შეუცვლის განხილვას მიმართულებას და გამოავლენს რა სჭირდება ბიზნესს სინამდვილეში.

გაიგეთ მეტი »

#3 გადანაწილებული პასუხისმგებლობა

თავიდან აცილებული კრიზისი კლიენტი კომპანიის ხარისხის კონტროლის სისტემაში უფრო დიდ პრობლემებს გამოავლენს. სანამ მმართველი გუნდი დამნაშავის გამოვლენას ცდილობს, ეკა და გიორგი მთავარი პრობლემის გადაწყვეტას ეცდებიან. ამ გადაწყვეტამ კი შეიძლება კომპანიას სამომავლო კატასტროფები აარიდოს თავიდან, თუ გუნდი მზად იქნება შეცვალოს პასუხისმგებლობის გადანაწილების არსებული პრინციპი.

გაიგეთ მეტი »

#4 გაფუჭებული ვაშლი

ცელქი ბავშვის დასასჯელად მასწავლებლის მიერ იმპროვიზებულმა მეთოდმა დასჯილ მოსწავლეს სკოლაში მისვლის სურვილი დაუკარგა.
სკოლის მმართველი საბჭოს შეხვედრაზე დამსწრეთა ნახევარი მასწავლებელს ამართლებს, ზოგი კი ბავშვის მხარეს იცავს, რაც დირექტორს კიდევ უფრო ურთულებს ამ შემთხვევის გადაწყვეტას.
სწორი მიმართულების მისაცემად, კონსულტანტს უწევს, შეახსენოს სკოლას მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტისა და განათლების სისტემის რეალური პრიორიტეტის შესახებ.

გაიგეთ მეტი »