საკონსულტაციო პროექტების განხორციელების ჩვენეული მიდგომა ეფუძნება რამდენიმე პრინციპულ ნაბიჯს:
ა. სამუშაოების მიზნისა და ამოცანების მკაფიოდ განსაზღვრას და შეთანხმებას დამკვეთთან;
ბ. დეტალურ შესწავლას - როგორც კლიენტის შიდა მდგომარეობის, ისე დასმულ ამოცანასთან მიმართებაში კონკურენტების მიდგომებისა და არსებული საუკეთესო პრაქტიკების.
გ. კლიენტთან სამუშაო ჯგუფის ფორმირებას და დასმულ საკითხებზე მასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობას; ამოცანაზე მუშაობის ყველა ეტაპზე ალტერნატივების ერთად განხილვას და გადაწყვეტას.
ეს მიდგომა გვეხმარება იმაში, რომ არა მარტო გადაწყვეტილებები იყოს უფრო პრაქტიკული და ღირებული კლიენტისთვის, არამედ მათი განხორციელებაც ბევრად ადვილი იყოს.
მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორ ვმუშაობთ, გაგაცნობთ უფრო დეტალურ მიდგომებს რამოდენიმე ყველაზე ხშირად დასმული ამოცანის გადასაწყვეტად.