სინერჯი ჯგუფი

შრომის ანაზღაურების სისტემის ფორმირება და დანერგვა

შრომის ანაზღაურების სისტემებს ვამუშავებთ იმ ორგანიზაციებში, რომლებშიც ორგანიზაციული სტრუქტურა საკმარისად ცხადად, გასაგებად და ლოგიკურად არის აწყობილი.მნიშვნელოვანი გამოწვევები და ის ნაბიჯები, რაც საჭიროა გადაიდგას ამ გამოწვევების საპასუხოდ.

პროექტის შედეგად მუშავდება:

სახელფასო სისტემა – სადაც ჩვენი ძირითადი მიზანია, ერთიან სისტემაში მოვიდეს სახელფასო ანაზღაურების ნაწილი მთელს ორგანიზაციაში იმგვარად, რომ თანამშრომლებისთვის ცხადი გახდეს გრძელვადიან პერიოდში როგორ გაიზრდება მათი ანაზღაურების დონე, როგორც კარიერის განვითარების, ისე იმავე როლში გრძელვადიან პერიოდში დარჩენის შემთხვევაში.

პრემირების სისტემა – სადაც ჩვენი მიზანია ყველა როლისთვის განისაზღვროს შეფასებისა და წახალისების ისეთი სქემა, რომელიც მაქსიმალურად სწორად დაამოტივირებს თანამშრომლებს ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვან ამოცანებზე.

საქმიანობის შეფასების სისტემა – სადაც ჩვენი მიზანია როგორც პრემირების სისტემის, ისე მის მიღმა ყველა საჭირო ერთეულისთვის არსებობდეს საქმიანობის შეფასების მაქსიმალურად ობიექტური, გამჭვირვალე პროცესი.

სინერჯი ჯგუფი

პროექტის განხორციელების მიდგომა

პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად დეტალურად ვაფასებთ ორგანიზაციის სტრუქტურას, მის ამოცანებს, სპეციფიკასა და ინტერესებს;

ვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს ორგანიზაციის მენეჯმენტის გუნდის წევრების შემადგენლობით და მათთან ერთად დეტალურად ვამუშავებთ სისტემის სამივე კომპონენტს;

საბოლოდ ვამზადებთ სისტემის ამსახველ ყველა დოკუმენტაციასა და სისტემის დანერგვის დეტალური გეგმას;

პროექტის ფარგლებში ასევე ხდება სისტემის დანერგვის ძირითადი სამუშაოების ორგანიზება;

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დანიშნოთ ჩვენთან შეხვედრა და ჩვენ მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში.