მართვის ახალი გეომეტრია
„მართვის ახალი გეომეტრია“ აერთიანებს სტატიებს ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე. წიგნში საუბარია იმაზე, როგორ შეიძლება ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწა, თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა, მენეჯმენტის მუშაობის გაუმჯობესება, საქმიანობის სწორად დაგეგმვა და გადაწყვეტილებების ეფექტიანად განხორციელება. ასევე განხილულია ბიზნესპროცესების ორგანიზებისა და გაუმჯობესების გზები. წიგნში წარმოდგენილი მოსაზრებები და მიდგომები ორგანიზაციების მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.