სინერჯი ჯგუფი

გაყიდვების სისტემის განვითარება

გაყიდვების სისტემა მოიცავს სტრატეგიის, პროცესების, სტრუქტურის, მოტივაციის სისტემების და ტექნოლოგიების ისეთ ერთმანეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლია კომპანიის პროდუქტის და მომსახურების შესახებ ინფორმაცია ისეთი შინაარსით, ისეთი არხებით და ისეთი ინტენსივობით მიიტანოს მომხმარებელთან, რომ ყველა შემთხვევაში მისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღოს - იყიდოს თუ არ იყიდოს.

რას გულისხმობს გაყიდვების სისტემის განვითარება?

გაყიდვების სისტემა მოიცავს სტრატეგიის, პროცესების, სტრუქტურის, მოტივაციის სისტემების და ტექნოლოგიების ისეთ ერთმანეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლია კომპანიის პროდუქტის და მომსახურების შესახებ ინფორმაცია ისეთი შინაარსით, ისეთი არხებით და ისეთი ინტენსივობით მიიტანოს მომხმარებელთან, რომ ყველა შემთხვევაში მისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღოს – იყიდოს თუ არ იყიდოს.

 

თუმცა უარის შემთხვევაში კარგად აწყობილ სისტემას ასევე უნდა შეეძლოს რაც შეიძლება სრულყოფილი ინფორმაცია მოიტანოს უარის მიზეზების შესახებ. რაც ხშირ შემთხვევაში პროდუქტის და მომსახურების განვითარების გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ქმნის.

პროექტის ფარგლებში კეთდება დეტალური ანალიზი თუ:

  1. რამდენად მკაფიოდ და სწორად არის დაპრიორიტეტებული მომხმარებლების სეგმენტი;
  2. როგორ არის აწყობილი გაყიდვების პროცესები არხების და პროდუქტების მიხედვით;
  3. რამდენად გამართულად მუშაობს ორგანიზაციული სტრუქტურა გაყიდვების ნაწილში;
  4. რამდენად სწორად არის აწყობილი მოტივაციის სქემები;
  5. როგორ არის შერჩეული ინფორმაციის მიწოდების არხები და რამდენად ხარისხიანად ხდება ინფორმაციის მომზადება გავრცელება;
  6. რამდენად სწორად არის შეთავაზებები ჩამოყალიბებული;
  7. რამდენად გამართულად მუშაობს კლიენტებთან უკუკავშირის სისტემა.

ამ საკითხების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთება ძირითადი გამოწვევები რაც გადასაჭრელია გაყიდვების სისტემის განვითარების მიზნით. იქმნება სამუშაო ჯგუფი კლიენტი კომპანიის შესაბამისი თანამშრომლების მონაწილეობით და მათთან ერთად მუშავდება გაყიდვების სისტემის განვითარების გეგმა.

პროექტის საბოლოო ნაწილი უშუალოდ მიღებული გადაწყვტილებების განხორციელების მაქსიმალური მხარდაჭერაა.

ამ პროექტების საზღაური ძირითადად შეიცავს შედარებით მცირე ფიქსირებულ საფასურს და ძირითადი ნაწილს კი კლიენტი წინასწარ შეთანხმებული შედეგების მიღწევის შემთხვევაში იხდის.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დანიშნოთ ჩვენთან შეხვედრა და ჩვენ მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში.