სინერჯი ჯგუფი

ჩვენი ისტორია

შპს „სინერჯი ჯგუფი“ მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ემსახურება საქართველოში არსებული კერძო და საჯარო ორგანიზაციების განვითარებას, მათთვის რთული მმართველობითი ამოცანების გადაჭრას და დანიშნულების უკეთ განხორციელების მიზნით, მმართველობითი სისტემების დახვეწას.

ორგანიზაციის ისტორია

"სინერჯი ჯგუფი"

დაარსების პირველ წლებში სინერჯი ჯგუფის ძირითადი კლიენტები მსხვილი ბანკები იყვნენ,  შემდგომ 5-6 წელიწადში კი კომპანიამ დარგობრივი გამოცდილება გაიფართოვა და მისი კლიენტების სიას შეემატა სადაზღვევო, ფარმაცევტული, დეველოპერული და სხვა ბევრ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები.

2006 წლიდან სინერჯი ჯგუფმა სახელმწიფო ორგანიზაციების დახმარება დაიწყო მმართველობითი ამოცანების გადაჭრის მიმართულებით და მას შემდეგ თითქმის ყველა სამინისტრო, მსხვილი სსიპ-ი, თვითმმართველობები და ა.შ. სინერჯის მომსახურებით სარგებლობდა.

2008 წლის შემდეგ სინერჯი დაკონცენტრირდა ორგანიზაციული სტრუქტურების შემუშავებაზე და მას შემდეგ განხორციელებული პროექტების 80% სხვადასხვა ორგანიზაციების სტრუქტურების დახვეწა-განვითარებას ეხება.

ჯამში, სინერჯი ჯგუფს განხორციელებული აქვს 400-ზე მეტი პროექტი 200-ზე მეტ ორგანიზაციაში, 20-ზე მეტ განსხვავებულ დარგში საქართველოში. სინერჯის კონსულტანტები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წერენ სტატიებსა და ინსაითებს მმართველობით საკითხებზე, საიდანაც რჩეული სტატიებისგან შემდგარი 8 ბეჭდური წიგნი გამოიცა.

სინერჯის 100-მდე ალუმნი დღეს წამყვანი ორგანიზაციების მმართველ პოზიციას იკავებს.

0
პროექტი
0
ორგანიზაცია
0
ინდუსტრია