სინერჯი ჯგუფი

სტრატეგიისა და მართვის სისტემების დიაგნოსტიკა

სტრატეგიისა და მართვის სისტემების დიაგნოსტიკა, როგორც ცალკე პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეხმარება ორგანიზაციას, დაინახოს მის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები და ის ნაბიჯები, რაც საჭიროა გადაიდგას ამ გამოწვევების საპასუხოდ.

როდის და რისთვის გვიკვეთავენ?

დიაგნოსტიკის პროექტი, როგორც წესი მაშინ არის ხოლმე საჭირო, როდესაც ორგანიზაციის მმართველები მოდიან ისეთი ჩივილებით, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს, ჩვენი შეხედულებით, არა მარტო ორგანიზაციულ მოწყობას, არამედ სხვა ისეთი საკითხებიც აწუხებთ, რის გადაწყვეტასაც მეტი ჩაღრმავება და ანალიზი სჭირდება.

სინერჯი ჯგუფი

პროექტის ძირითადი ეტაპები

დიაგნოსტიკის პროექტი მეტწილად მოიცავს ორგანიზაციის თანამშრომლებთან ინდივიდუალური და ანონიმური ინტერვიუების ჩატარებას.

აღნიშნული თანამშრომლების სიას აუცილებლად წინასწარ ვათანხმებთ ორგანიზაციის მენეჯმენტთან. ამ სიაში შედიან როგორც უმაღლესი მენეჯმენტი, ისე შუა რგოლის მენეჯერები და რიგითი თანამშრომლები.

შემდეგ ვგეგმავთ მათთან შეხვედრებს შესაბამისი თანმიმდევრობით და წინასწარ განსაზღვრული კითხვარების მეშვეობით ვიღებთ მათგან ყველა საჭირო ინფორმაციას ორგანიზაციის მოწყობის, ძირითადი პროცესების, მათი მოვალეობების და ყოველდღიური რუტინის შესახებ.

 

მიღებულ ინფორმაციას ვაანალიზებთ დეტალურად, ყველა საჭირო კომპონენტს ვკრავთ ერთიან სურათში და ამ სურათში ვეძებთ იმ წერტილებს, რაც ორგანიზაციაში არსებულ გამოწვევებზე შეიძლება მიგვანიშნებდეს.

შემდეგ გამოვყოფთ დიაგნოსტიკის შედეგად ორგანიზაციაში გამოვლენილ მაქსიმუმ 10 – ჩვენი შეხედულებით – ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას (გამოწვევას) და ვალაგებთ მათ პრიორიტეტულობის მიხედვით – ყველაზე მეტად აქტუალურით ვიწყებთ და შედარებით ნაკლებ აქტუალურით ვამთავრებთ ჩამონათვალს.

სანამ უშუალოდ დავიწყებთ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ნაბიჯებზე რეკომენდაციების მომზადებას, მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ დანახული აქტუალური საკითხები ორგანიზაციის მმართველებს გავუზიაროთ, რათა დავინახოთ რამდენად არის თანხვედრა ამ კუთხით ჩვენსა და მათ შეხედულებებს შორის. ამისათვის ცალკე სამუშაო შეხვედრას ვატარებთ მათი ჩართულობით და დეტალურად განვიხილავთ თითოეული გამოწვევის არსს, მნიშვნელობას და აქტუალურობას.

მას შემდეგ, რაც კლიენტთან შევთანხმდებით ყველაზე აქტუალური პრობლემების (გამოწვევების) ჩამონათვალზე, ვიწყებთ რეკომენდაციების მომზადებას – რაც გულისხმობს იმ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალს, სპეციალური თანმიმდევრობით, რაც გადასადგმელია დასახელებული გამოწვევების საპასუხოდ. ამასაც განვიხილავთ, რა თქმა უნდა, მენეჯმენტის გუნდთან ერთად და რაც შეიძლება დეტალურად ვუხსნით მათ თითოეული ამ მოქმედების არსს, საჭიროებას და განხორციელების მიდგომას.

პროექტის შედეგები

ჩვენ მიერ მომზადებული საბოლოო დოკუმენტში – დიაგნოსტიკის დასკვნაში დასახელებული გამოწვევები, როგორც წესი, დაკავშირებულია ან სტრატეგიაში არსებულ აცდენებთან, ან ორგანიზაციულ მოწყობაში არსებულ ხარვეზებთან, კომპანიაში არსებულ სამუშაო გარემოსთან ან მუშაობის მიდგომებთან და სხვა.

დიაგნოსტიკის პროექტის გაგრძელება შეიძლება იყოს ან ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება, ან რომელიმე კონკრეტული სისტემური მმართველობითი ამოცანის გადაჭრაში დახმარება. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ დიაგნოსტიკის შედეგად ჩვენ მიერ გაცემული დეტალური რეკომენდაციები საკმარისი აღმოჩნდეს ორგანიზაციისთვის, რომ ცხადად დაინახოს შემდეგი ნაბიჯები და დამოუკიდებლად შეუდგეს საჭირო ცვლილებების განხორციელებას.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დანიშნოთ ჩვენთან შეხვედრა და ჩვენ მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში.