სინერჯი ჯგუფი

დაგეგმვისა და კონტროლის ერთიანი სისტემა

დაგეგმვისა და კონტროლის ერთიანი სისტემა ეხმარება ორგანიზაციებს თავიანთი ყველა ერთეულისთვის დროის ნებისმიერი მომენტისთვის ჰქონდეთ როგორც სამოქმედო, ისე რაოდენობრივი გეგმა

დაგეგმვისა და კონტროლის ერთიანი სისტემა ეხმარება ორგანიზაციებს თავიანთი ყველა ერთეულისთვის დროის ნებისმიერი მომენტისთვის ჰქონდეთ როგორც სამოქმედო, ისე რაოდენობრივი გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ერთმანეთთან (ერთეულების მიხედვით) და გამომდინარეობს ორგანიზაციის საერთო მიზნებიდან და სტრატეგიიდან.

ამ სისტემის დამუშავება-დანერგვას შედარებით დიდი სტრუქტურის მქონე ორგანიზაციები გვიკვეთავენ, ბევრი ქვედანაყოფებით, სადაც მენეჯმენტს სურვილი აქვს, რომ თითოეული ქვედანაყოფის დონეზე საუკეთესო ეფექტიანობას მიაღწიოს.

number

ძირითადი მიდგომა

დაგეგმვისა და კონტროლის სისტემა პირველ რიგში არის პროცესი, რომელშიც მთელი ორგანიზაცია მონაწილეობს ჯერ დაგეგმვის ფაზაში (რომელიც 3-4 თვე გრძელდება) და შემდეგში კონტროლის ფაზაში, რომელიც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. 

პროექტის ფარგლებში ჩვენ ვქმნით როლს ან ერთეულს, რომელიც ამ სისტემას უნდა მართავდეს ორგანიზაციაში და მისი დახმარებით ვცდილობთ აღნიშნული სისტემის აწყობას. როგორც წესი, ერთი წელი ჩვენ მიგვყავს დაგეგმვისა და კონტროლის პროცესი და ეს ქვედანაყოფი გვეხმარება; ხოლო მეორე წელს უკვე თვითონ მიჰყავს და ჩვენ ვაკვირდებით ინტენსიურად და ვეხმარებით, სადაც დახმარება სჭირდება. მესამე წელს მხოლოდ ვაკვირდებით პროცესს და რეკომენდაციებს ვაძლევთ ორგანიზაციებს – როგორ იმუშაონ უფრო შედეგიანად ამ მიმართულებით. 

number1

მთავარი ეტაპები

პროცესი იწყება სიტუაციური ანალიზით, რომლის მეთოდლოგიასაც კონკრეტულ კომპანიებს ვარგებთ, მაგრამ ძირითადად შედგება გარე ანალიზისგან, შიდა ანალიზისგან და SWOT ანალიზისგან. ორგანიზაცია მისი ბაზრისთვის ამზადებს (ან თვითონ, ან გარეთ უკვეთავს) მაკრო ანალიზს, სექტორის ანალიზს და კონკურენციის ანალიზს თავის სექტორში, როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში. ეს ანალიზი ძალიან ეხმარება დაგეგმვის დანარჩენ პროცესს უკეთესი ხარისხის გადაწყვეტილებების მიღებაში. 

პარალელურად კეთდება უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯმენტისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იწყებს გენერალურ სტრატეგიაზე მუშაობას და შესაბამის გადაწყვეტილებებზე ჯერდება. ერთად გადიან წინასწარ მომზადებული მეთოდოლოოგიით ორგანიზაციის დანიშნულებას, მომავლის ხედვას, გენერალურ მიზნებს, სტრატეგიულ ამოცანებს და თოთოეული ამოცანის გადაწყვეტის მთავარ მიდგომებს. 

შემდეგ, სიტუაციური ანალიზის და გენერალური სტრატეგიული გადაწყვეტილებების ბაზაზე მზადდება დავალებები სტრუქტურული ერთეულებისათვის სამოქმედო გეგმების და რაოდენობრივი გეგმების მოსამზადებლად და იმ რესურსებზე მოთხოვნის განსასაზღვრად, რაც დასჭირდება ორგანიზაციას ამ გეგმების განხორციელებისთვის. 

მნიშვნელოვანი პროცესია უმაღლესი მენეჯმენტის მონაწილეობით თითოეულ ერთეულთან მათ მიერ მომზადებული გეგმების ცალ-ცალკე მოსმენა, ოპონირება და მიმართულებების მიცემა – რა მიმართულებით დახვეწონ საკუთარი გეგმები უფრო მეტად. 

დაგეგმვის დასკვნით ეტაპზე ყველა გეგმა ბიუჯეტში გადადის, ბიუჯეტი გამოდის პირველი განხილვის მერე დაფიქსირებული შენიშვნების მიხედვით, კორექტირდება და საბოლოოდ მტკიცდება; რის შემდეგაც უკვე იწყება გეგმების მართვა. 

ამავე პროექტის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით სისტემის მმართველ ერთეულს, რომ ისწავლოს ამ გეგმების შესრულების ყოველთვიური, ყოველკვარტალური მონიტორინგი და წელიწადში ერთხელ  (ძირითადად, ზაფხულში) მაინც მოახერხოს ერთიანად, ყველას გეგმაში აუცილებელი კორექტირების შეტანის ორგანიზება. 

number2

პროექტის მთავარი შედეგები

სისტემის დანერგვის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილია დეტალური მეთედოლოოგიის ჩამოყალიბება და დატოვება – თუ როგორ უნდა მუშაობდეს სისტემის მმართველი ერთეული თითოეულ ეტაპზე. მათ შორის, სისტემის განვითარების ნაწილშიც. ეს საბოლოოდ თვითგანვითარებადს ხდის ამ სისტემას – ანუ, უკვე ჩვენი მონაწილეობის გარეშე შეუძლიათ თვითონ გააგრძელონ არა მარტო ოპერირება ამ სისტემის, უკვე მესამე წლიდან, არამედ შემდგომი განვითარებაც. 

ორგანიზაციები, რომლებიც დაგეგმვის და კონტროლის სისტემას ნერგავენ, გაცილებით სწრაფად და დიდ მასშტაბებამდე იზრდებიან, როგორც წესი.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დანიშნოთ ჩვენთან შეხვედრა და ჩვენ მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში.