სემინარი ორგანიზაციული სტრუქტურების მნიშვნელობაზე მაღალი რანგის მენეჯერებისთვის


საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფი ყოველი თვის ბოლო პარასკევს უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ატარებს სემინარებს თემაზე:

20140530_172140

„ქართული ორგანიზაციების სტრუქტურებში გავრცელებული პრობლემები და მათი გავლენა საქმიანობის შედეგებზე“.

სემინარი მიზნად ისახავს ორგანიზაციული სტრუქტურების მნიშვნელობის გაზრდას უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯმენტში და იმ ძირითადი წესების განხილვას, რომელთა ცოდნაც აუცილებელია მენეჯმენტისთვის ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირებისა და ცვლილებისას.

სემინარზე განიხილება რეალური ორგანიზაციების სტრუქტურები, მათში არსებული ხარვეზებისა და დარღვეული წესების გავლენა საქმიანობის შედეგებზე.

15 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, სინერჯი ჯგუფმა ჩამოაყალიბა ორგანიზაციული სტრუქტურის ძირითადი წესები, რომელთა დარღვევა იწვევს სისტემურ პრობლემებს ორგანიზაციებში, რასაც ხშირად მენეჯმენტი კადრებს, არასწორ პროცესებსა და სხვა საკითხებს აბრალებს. სემინარი საშუალებას აძლევს მონაწილეებს ცხადად დაინახონ სტრუქტურის გავლენა საქმიანობის შედეგებზე და საკუთარი ორგანიზაციების სტრუქტურებში აღმოაჩინონ პრობლემები, რომელთა მოგვარება არაერთ სისტემურ პრობლემას გადაჭრის.

ქეისები პერიოდულად იცვლება. განხილული ქეისების დიდი ნაწილი კომპანიებია, თუმცა სახელმწიფო სექტორიდანაც ხდება ქეისებად ორგანიზაციების შერჩევა.

სემინარი ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს. ქეისების განხილვისას კითხვა-პასუხისა და ერთობლივი მსჯელობის რეჟიმში ხდება მონაწილეთათვის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. სემინარის ხანგრძლივობა 3 საათია. სემინარს უძღვება სინერჯი ჯგუფის მმართველი პარტნიორი პაპუნა ტოლიაშვილი.

სემინარზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ყოველი სემინარისთვის ხდება დამსწრეთა ინდივიდუალური შერჩევა და მსურველთაგან პრიორიტეტი ენიჭება ორგანიზაციის პირველ პირებს, დირექტორებსა და მსხვილი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

უახლოეს სემინარზე დასწრებით დაინტერესებულებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია.


white