კომპანიის შესახებ ____________________________________________________________________________________________________________________________________________________

სიბოლო-ფერადი

 

სინერჯი კაპიტალი | Synergy Capital - სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს, აერთიანებს და ეხმარება ადამიანებს გაზარდონ თავიანთი კაპიტალი ისეთი ორგანიზაციების განვითარებაში ინვესტირებით, რომლებსაც ღირებულების გაზრდა ძალიან სწრაფად შეუძლიათ.


წარმოგიდგენთ იმ პროცესს, რომელსაც  პორტფელის გაფართოების ამოცანაზე მუშაობისას გავდივართ:

rsz_1picture1

ამის გარდა, სინერჯი ჯგუფი აქტიურად მუშაობს ამ კომპანიების ზრდაზე, რომ ისინი ქვეყნის საუკეთესო და უდიდესი კომპანიების რიცხვში შევიდნენ. ამ კომპანიების ღირებულების ზრდა მნიშვნელოვნად გაზრდის ამ კომპანიებში ჩვენი ერთობლივი წილების ღირებულებას წლიდან წლამდე. ეს არის ის მთავარი სარგებელი, რასაც ჩვენი პარტნიორები მიიღებენ.

yellow_line

ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა:

  • ჩვენ არ ვაფინანსებთ სტარტაპებს. ჩვენ ვაფინანსებთ უკვე არსებულ ორგანიზაციებს, რომლებსაც რაღაც პროდუქტი, რაღაც მომსახურება უკვე აქვთ, გარკვეული გუნდი ჰყავთ და გარკვეული გამოცდილება, თუნდაც ძალიან წარუმატებელი, მაგრამ უკვე დაუგროვდათ.
  • ჩვენ ვაფინანსებთ და ინვესტიციებს ვდებთ ისეთ ორგანიზაციებში, სადაც მთავარი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი არის ადამიანი და არა მიწა;
  • ჩვენ არ ვაფინანსებთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებული ერთ ან ორ ადამიანზე, მათ ცოდნაზე, ინფორმაციაზე, რომელსაც ფლობენ, მათ კავშირებზე, მათ გამოცდილებაზე. სადაც მათ წასვლას ან გარდაცვალებას არსებითად შეუძლია ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობაზე იმოქმედოს;
  • ჩვენ არ ვაფინანსებთ მაღალალკოჰოლური პროდუქციის ან იარაღის მწარმოებელ კომპანიებს; ჩვენ არ ვაფინანსებთ აზარტული თამაშებით დაკავებულ ორგანიზაციებს, თამბაქოს, ნებისმიერი ფორმით დამოკიდებულების ან სხვა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის საფრთხის შემცველი პროდუქციის მწარმოებელ, მოვაჭრე ან მომსახურე ორგანიზაციებს;
  • ორგანიზაციები, რომლებსაც ჩვენ ვაფინანსებთ და კაპიტალში შევდივართ აუცილებლად უნდა იყონ მასშტაბირებადი და ქონდეს გაზრდის შესაძლებლობა;
  • ის პროდუქცია ან მომსახურება, რომელსაც ჩვენი პორტფელის კომპანიები ახორციელებენ, უნდა იყოს საექსპორტო პოტენციალის მქონე.

თუ პორტფელის კომპანიებში არსებული მდგომარეობა გაუარესდება სხვადასხვა გარე და შიდა ფაქტორის გამო, ჩვენ გამოვიყენებთ მართვაში შესვლის უფლებას და სინერჯი ჯგუფი დაიწყებს ამ კომპანიების მდგომარობიდან გამოყვანის პროექტს, რისი საკმარისი გამოცდილებაც გვაქვს.

სინერჯის კაპიტალის პარტნიორების დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას სტაბილურად მზარდი მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდეს მომავლის ლიდერი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ.

სინერჯის კაპიტალის პარტნიორების დაარსების ისტორიასა და მის შემდგომ განვითარებაზე იწერება სტატიები, რომელთა ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

facebook_square-512 square-linkedin-512