სინერჯი ჯგუფის 15 წლიანი საქმიანობის პერიოდი 100-მდე ალუმნს ითვლის. დღეს ისინი საქართველოს და სხვა ქვეყნების სხვადასხვა სფეროს, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციების წამყვანი პირები არიან. ფორმალური და არაფორმალური შეხვედრებით სინერჯი ამ ადამიანებს ისევ აერთიანებს და მათ შორის ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს.

ნახეთ ვიდეოების სერია >> რას ამბობენ სინერჯის ალუმნები სინერჯიზე


ca1cfb_2041cc367d4b4bb5ae7fa934c0a8d352ბაკურ მაისურაძე

სინერჯი ჯგუფის პარტნიორი 2002-2005 წლებში. ფლობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. დღეს ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საინვესტიციო ოფიცერია. იქამდე 4 წლის განმავლობაში Deloitte&Touche უკრაინის წამყვან მენეჯერად მუშაობდა კორპორაციული ფინანსების საკონსულტაციო მომსახურებაში.
 
კახაბერ კოლელიშვილი _MG_7123 - Copyსინერჯი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი. ფლობს მაგისტრის ხარისხს ფინანსებში უნივერსიტეტისგან – Science Po Strasbourg.საუბრობს ხუთ ენაზე. ამჟამად BMB Asset Management–ის გენერალური დირექტორია. კახაბერი სხვადასხვა დროს უმაღლესი მენეჯმენტის და მმართველი საბჭოს წევრის იყო წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში, საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო, უძრავი ქონების და სხვა ინდუსტრიებში. მათ შორის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა – კასტელ საქართველო, ბრიტანულ-კავკასიური სადაზღვევო კომპანია, ლისის ტბის განვითარების პროექტი, ბანკი ქართუ, რუსთაველის კინოთეატრი, აბსოლუტ ბანკი და ა.შ.

 

 

 ca1cfb_1de0793722d04e75822c9dadcaea3d76გუგა ცანავა

სინერჯის ჯგუფის პარტნიორი 2006-2008 წლებში. ფლობს სტენფორდის ბიზნესის სკოლის მაგისტრის დიპლომს მენეჯმენტში და სტენფორდის საინჟინრო სკოლის მიერ არის სერტიფიცირებული პროექტების მართვაში. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო პროგრამები ისეთ უნივერსიტეტებში როგორიცაა - Harvard Business School, Wharton School of the University of Pennsylvania და Grenoble Ecole de Management. დღეს Ras Al Khaimah Investment Authority Georgia-ს გენერალური დირექტორია და ამავე დროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ბანკის, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის უმაღლესი მენეჯმენტის წევრი. თითქმის 8 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს სტრატეგიაზე და საერთაშორისო ბიზნესზე კავკასიის ბიზნეს სკოლაში. დღეს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ლექტორთა რიგებში ირიცხება.

 


ca1cfb_9dd10b72c378407783dc8babd0496b3aჯაბა ბურჯალიანი

სინერჯი ჯგუფში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო წლებში სინერჯის პარტნიორი იყო. ფლობს მანჩესტერის უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლიდერების განვითარების პროგრამის სერტიფიკატს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის განხრით. დღეს Start Business Solutions-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. იქამდე პეგასი ჯგუფის გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა.    feath2


Bekaბექა ბექაია

​​სინერჯი ჯგუფის დამფუძნებელი და პარტნიორი 2002 წლამდე და 2008-2010 წლებში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინჟინრო-ეკონომიკური განხრით. 2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს კომპანია კოდას და დილის პროდუქტების გენერალური დირექტორის პოზიციები ეკავა. ამჟამად ბექა აგრო თრეიდ ჯორჯიას დამფუძნებელი და დირექტორია.  feath2

  


ca1cfb_1a909499fc7347409dfec9ed22b69de0დავით ჯაფარიძე

დათო 2001 წლიდან სინერჯი ჯგუფის წევრია, 7 წლის განმავლობაში მუშაობდა და ბოლო 2 წელი პარტნიორის პოზიცია ეკავა. ფლობს INSEAD-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. სერტიფიცირებულია ადამიანური რესურსების სერტიფიცირების უნივერსიტეტის მიერ, როგორც Senior Professional in Human Resources. დღეს თიბისი ბანკის მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილების მიმართულებას ხელმძღვანელობს.  feath2

 


ca1cfb_1ef8181daec9451c9290ea31eeebfcddცოტნე ებრალიძე

ცოტნე 2002-2005 წლებში იყო სინერჯის აქტიური წევრი. ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს. 2013 წლის სექტემბრიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი მმართველი დირექტორია. იქამდე თიბისი ბანკის კორპორატიული დეპარტამენტის მოადგილის პოზიცია ეკავა. 2005-2010 წლებში კი ცოტნე არსის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. 

 


ca1cfb_030ae293f81f4857a8aa4386926eddedარჩილ შიშმანაშვილი

არჩილი სინერჯის ჯგუფის პარტნიორი 2006-2008 წლებში იყო. ფლობს მაგისტრის ხარისხს ფინანსებსა და კონტროლინგში Berufsakademie Mosbach, 2005 და ბაკალავრის ხარისხის ESM თბილისის ბიზნეს სკოლიდან. სხვადასხვა დროს მენეჯერული პოზიცია ეკავა იუსტიციის სახლში, სილქნეტსა და თბილცემენტში.   feath2

 


ca1cfb_e4a76e5133504be2b0ef2ddae2ae6268ლალი გიგაშვილი

ლალი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სინერჯიში კონსულტანტად. სპეციალიზირებული იყო ბიზნესის განვითარებასა და სტრატეგიის ფორმირებაში. ფლობს მაგისტრის ხარისხს საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტიდან, Grenoble Ecole de Management. საუბრობს ხუთ ენაზე. აქვს სხვადასხვა ქვეყანაში Fortune Global 500-ის რეიტინგის კომპანიებში მუშაობის ფართო გამოცდილება.


1464674_769979749746823_7966867916764270910_n - Copy

გიორგი ბაიდარაშვილი

გიორგი სინერჯი წამყვანი კონსულტანტი იყო 2001-2005 წლებში. ამჟამად თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარეა. აქამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატში, მრჩევლად. 2007-2013 წლებში გიორგი მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომპანია არსში, იქამდე კი გაყიდვების და ქსელის განვითარების დეპარტამენტს PSP ჯგუფში.

 


ca1cfb_0beb3aba014041dab315ee591aef884f

დავით წინწკალაძე

დავითი 2002-2004 წლებში იყო სინერჯის კონსულტანტი. ამჟამად ის კომპანია ვიანორის გენერალური დირექტორია. იქამდე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ციფროვიკს, იბერია ტექ ავტომოტივს, საქართველოს სავაჭრო კორპორაციას. ასევე სხვადასხვა დროს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაბდა ქეი-ეს-ბი ბანკსა და პროკრედიტ ბანკში.


  ca1cfb_7f6432d67f3b43fea500da90d5a080a5 დავით მაღულარია

დავითი 2006-2007 წლებში სინერჯის აქტიური წევრი იყო. ფლობს მაგისტრის ხარისხს კოლუმბიის ბიზნეს სკოლიდან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით და ბაკალავრის ხარისხს კავკასიის ბიზნეს სკოლიდან. ამჟამად დავითი მუშაობს მენეჯმენტის განვითარების პროგრამაზე კომპანია ინდიტექსისთვის ესპანეთში. ის კომპანიების Adress, Eacon თანადამფუძნებელია, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა.


Nana Tsetsvadzeნანა ცერცვაძე ნანა 2006-2011 წლებში იყოს სინერჯის კონსულტანტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს პროექტების მართვაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად ხელმძღვანელობს სექტორის განვითარებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში და ამავე დროს სწავლობს საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (ISB) სტრატეგიული მართვის და ლიდერობის პროგრამაზე.   feath2


irakli chkhaidze

ირაკლი ჩხაიძე

ირაკლი 2003–2006 წლებში იყოს სინერჯის კონსულტანტი. 2013 წელს დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ბოლონიის უნივერსიტეტში. არის „ახალგაზრდა ლიდერთა“ განვითარების პროგრამის კურსდამთავრებული მანჩესტერის ბიზნესის სკოლაში. ამჟამად მუშაობს კომერციულ დირექტორად ღვინის მწარმოებელ კომპანია ხარებაში. მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ჯიპისიში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე და ბიზნესის განვითარების მენეჯერად პეგასი ჯგუფში.   feath2


salo lamazi - Copyსალომე ჟორჟოლიანი

სალომე სინერჯის HR კონსლუტანტი იყო 2008–2010 წლებში. ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს BDO Georgia-ში. იქამდე მუშაობდა იუსტიციის სახლში HR მრჩევლად და იქამდე ფარმაცევტულ კომპანია ჯიპისიში HR მენეჯერად. ამჟამად კარიერული წარმატების ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.   feath2

 


khosiashvili

დავით ხოსიაშვილი

დავითი 2001-2005 წლებში იყო სინერჯის კონსულტანტი. ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ESM ბიზნეს სკოლიდან. ამჟამად დავითი რეგიონალური დირექტორის პოზიციას იკავებს კომპანიაში – NGT Group (უკრაინა). იქამდე ის კომპანია CPG-ის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

 


eka kolbaia

ეკა ყოლბაია

ეკა სინერჯის კონსულტანტი 2007-2009 წლებში იყო. არის ESM ბიზნეს სკოლის ბაკალავრი. ამჟამად ხელმძღვანელობს სადაზღვევო პროგრამას საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში. იქამდე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში რეფორმების კოორდინირებისა და სოციალური ინიციატივების პარტნიორობის საკითხებზე.

 


anta

ნინო ანთაძე

2008–2012 წლებში, ნინო სინერჯი ჯგუფის აქტიური წევრი იყო. არის ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად კორპორატიული ადმინისტრირების მიმართულებას ხელმძღვანელობს ჯეოჰოსპიტალსში – საქართველოს ერთ–ერთ წამყვან რეგიონალურ საავადმყოფოთა ქსელში. სინერჯიში მუშაობის პერიოდში ნინო აქტიურად იყო ჩართული სინერჯის წიგნების გამოცემის და ბრენდის განვითარების მიმართულებებში.

 
მაკო ჯანჯღავა
2010 წლიდან სინერჯი ჯგუფის პროექტის მენეჯერი იყო სხვადასხვა დროს. განხორციელებული აქვს 10-მდე პროექტი. პროექტების კეთების განსაკუთრებული კომპეტენციები დაუგროვდა კომერციულ სექტორში. ამჟამად მუშაობს IBS-ის პროექტების მენეჯერად.