პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის და სტარტაპებისთვის

ვორქშოპის მიზანია, შექმნათ ორგანიზაციული ფუნდამენტი გრძელვადიანი წარმატებისთვისა და განსაკუთრებული შედეგებისთვის:

  • გქონდეთ ცხადი და შეთანხმებული ხედვა მმართველ გუნდში ორგანიზაციის დანიშნულებაზე, გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ბიზნეს-მოდელზე.
  • გქონდეთ გუნდში მკაფიოდ გამიჯნული როლები – ვინ რა შედეგზეა პასუხისმგებელი, რაც უზრუნველყოფს, არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ დარჩეს ყურადღების გარეშე და ორგანიზაციის ყველა ლიდერული რესურსი მაქსიმალურად დანიშნულების რეალიზებისკენ მიიმართოს.

 ვორქშოპის შედეგად მუშავდება:

  • ორგანიზაციის სტრატეგიული პრიორიტეტები

დანიშნულება, სტრატეგიული ამოცანები, გრძელვადიანი ხედვა – ვინ იქნებიან მომხმარებლები, რა პროდუქტებს/სერვისებს შესთავაზებს მათ და როგორი გაყიდვების მიდგომებით;

  • ორგანიზაციის გენერალური მოდელი

როგორ უნდა ნაწილდებოდეს პასუხისმგებლობები მმართველ გუნდს შორის, რა ტიპის მუდმივმოქმედი შეხვედრები უნდა ტარდებოდეს, რა რეგულარობით;

  • სტრუქტურის აღწერები

თითოეული სტრუქტურული ერთეულების მიზანი, ამოცანები და ფუნქციები, ასევე რეგულარული შეხვედრების შემადგენლობა, პერიოდულობა და განსახილველი საკითხები;

 __________________________________________

ვორქშოპს ესწრება ორგანიზაციის მმართველი გუნდის წევრები.

ვორქშოპის ჩატარებამდე აუცილებელია 1 შეხვედრა მმართველ პირთან, ინტერვიუს სახით.     

ვორქშოპის ხანგრძლივობა: 4 საათი

სინერჯი ჯგუფის როლი არის განსახილველი საკითხების მომზადება, მსჯელობის სწორი მიმართულებით წაყვანა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა.

სინერჯი ჯგუფის კონსულტანტი უზრუნველყოფს, ის სტრუქტურა, რაც შეთანხმდება, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ორგანიზაციის დანიშნულებას, სტრატეგიულ ამოცანებს და ლიდერულ რესურსებს და არ შეიცავდეს არასწორ სისტემურ გადაწყვეტილებებს.

ვორქშოპის შემდგომ ერთ კვირაში ორგანიზაციის მენეჯმენტს მიეწოდება საბოლოო დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

  __________________________________________

ვორქშოპის ღირებულება:  950$