GEO ENG
GEO ENG

სტრუქტურასთან დაკავშირებული ონლაინ კონსულტაცია || სპეციალურად შუა რგოლის ხელმძღვანელებისთვის

შიდა სტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული ონლაინ კონსულტაციები 

შუა რგოლის ხელმძღვანელებისთვის 

 

თუ თქვენ შუა რგოლის ხელმძღვანელი ხართ და გსურთ კარგად მოაწყოთ თქვენი ქვედანაყოფი და მისი მუშაობა სათანადოდ გამართოთ, 

აუცილებლად დაგჭირდებათ: 

  1. კარგად გაიაზროთ და ჩამოაყალიბოთ თქვენი სტრუქტურული ერთეულის მიზანი და მთავარი ამოცანები, ამოცანების გადაწყვეტის ძირითადი მიდგომები, განსაზღვროთ რომელია ქვედანაყოფის ძირითადი პროცესები და როგორ უნდა იყოს აწყობილი ისინი.

  2. ამის შესაბამისად განსაზროთ შიდა სტრუქტურა, რამდენი ადამიანი გჭირდებათ, როგორ უნდა იყოს მათ შორის პასუხისმგებლობები გადანაწილებული, რა უნდა იყოს თითოეული თანამშრომლის მიზანი, ამოცანა და ძირითადი ფუნქციები.

  3. ასევე ქვედანაყოფის მართვისთვის რა ტიპის რეგულარული შეხვედრები უნდა ტარდებოდეს, რა თემატიკის, რა პერიოდულობით და რა შემადგენლობით. როგორ უნდა მიმდინარეობდეს დღე, კვირა, წელი. 

 

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი გამოცდილებით, ყველა ამ საკითხის კარგად გააზრებაში, ჩამოყალიბებაში და დანერგვაში დაგეხმაროთ. 

 

რისთვისაც გთავაზობთ ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ  ონლაინ კონსულტაციის სესიებს. სადაც შესაძლებელი იქნება ყველა ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტა.

 

  1. მომსახურების მისაღებად დაგჭირდებათ გაიაროთ რეგისტრაცია აქ.

  2. რის შემდეგაც დაგიკავშირდებიან ჩვენგან და პირველი გასაუბრებისთვის თქვენთვის მოსახერხებელ დროს შეგითანხმებთ. (პირველი გასაუბრება უფასოა)

    პირველ გასაუბრებაზე გამოგკითხავთ არსებული სიტუციააციის შესახებ. რის საფუძელზეც დავგეგმავთ პირველ შეხვედრას, რის თემატიკასაც და ჩატარების დროსაც დამატებით შეგითანხმებთ.

  3. კონცულტაციის ღირებულება საათში 300 ლარია. რომელიც წუთობრივად ითვლება და პირველი შეხვედრის შემდეგ იწყება მისი ათვლა. 

    1. ღირებულებაში არ შედის შეხვედრისთვის მოსამზადებლად ჩვენს მიერ დახარჯული დრო, ასევე, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირებაზე დახარჯული დროც. მასში ითვლება მხოლოდ საკონსულტაციო სესიის ხანგრძლივობა;

    2. თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ სესიის გაგრძელებაზე ნებისმიერ მომენტში, რაც ავტომატურად ნიშნავს მომსახურების მოწოდების დასრულებას;

    3. თუმცა ასევე უფლება გაქვთ სესიის დასრულების შემდეგ თქვენთვის წარმოდგენილი ანგარიშის ანაზღაურებაზე თქვათ უარი ყველანაირი განმარტების გარეშე. რაც ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ მომსახურება თქვენთვის ღირებული არ იყო და ავტომატურად შევწყვეტთ თქვენთან ურთიერთობას. 

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ აქ: სინერჯი ჯგუფი