GEO ENG
GEO ENG

პროცესების ოპტიმიზაცია ოპერაციული ეფექტიანობისთვის

პროცესების ოპტიმიზაცია ოპერაციული ეფექტიანობისთვის არის ორგანიზაციის ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, თანმიმდევრული და სისტემური მოქმედებების ერთიანობა. იგი ეხმარება მმართველ გუნდს, მის წინაშე მდგარი ამოცანების უფრო ეფექტურად და შედეგიანად გადაწყვეტაში. სწორად დამუშავებული პროცესი ორგანიზაციაში იწვევს:

     თანამშრომლების გაზრდილ პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას

     ორგანიზაციაში არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია

     ამოცანების გადაწყვეტის თანმიმდევრულობასა და გამჭვირვალობას

     თანამშრომელთა მოქმედებების უწყვეტ მიმდინარეობას და მათი განხორციელების პროცესში მოქნილობას, სწორ კოორდინაცასა და კომუნიკაციას.

 

ძირითადი ეტაპები

        ორგანიზაციაში მიმდინარე მთავარი პროცესების შესწავლა და ხარვეზების გამოვლენა

        პროცესების აღწერა-დამუშავება

        პროცესების შეთანხმება, კორექტირება და დანერგვაში მხარდაჭერა.