GEO ENG
GEO ENG

ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება და დანერგვა

ორგანიზაციული სტრუქტურა ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის - ყურადღების განაწილების სისტემაა, ძალაუფლების, პასუხისმგებლობისა და ფუნქცია-მოვალეობების განაწილების სქემა. სწორად ორგანიზებული სტრუქტურა ეხმარება ორგანიზაციას უკეთ განახორციელოს დანიშნულება და მიაღწიოს დასახულ მიზნებს ოპტიმალური ძალისხმევით, შედეგად სწორად მოწყობილი სტრუქტურა ეხმარება:

ორგანიზაციის დასახული მიზნებისა და პრიორიტეტების შესრულებას, სტრატეგიულ ამოცანებზე საჭირო რესურსებისა და მენეჯმენტის ყურადღების კონცენტრაციას;

მთავარი ბიზნეს-პროცესების შეუფერხებელ, უწყვეტ და გამართულ მიმდინარეობას, კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესებას;

ინიციატივების ნაკადის ზრდას ორგანიზაციის წევრებისგან, გადაწყვეტილებების ხარისხისა და აღსრულების ეფექტიანობის ამაღლებას;

ორგანიზაციაში არსებული ლიდერული რესურსის ოპტიმალურ გამოყენებასა და თანამშრომლების მაქსიმალურ თვითრეალიზებას.

თანამშრომლებისთვის მკაფიო ამოცანების განსაზღვრასა და ფუნქციების სწორ განაწილებას.

 

ორგანიზაციულ სტრუქტურაზე მუშაობის ძირითადი ეტაპები

 

ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავების და დანერგვის პროცესი მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

ორგანიზაციის საქმიანობის დეტალური შესწავლა/დიაგნოსტიკა.

ორგანიზაციის დანიშნულების და ბიზნეს მოდელის შემუშავება, სტრატეგიული ამოცანების პრიორიტეტიზაცია.

მთავარი 5-7 ბიზნეს პროცესის მაკრო დონეზე აღწერა სქემატურად

ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელის დამუშავება დეტალურად

სტრუქტურული ერთეულების აღწერების, იგივე დებულებების მომზადება

ახალი სტრუქტურის ამოქმედების გეგმის შეთანხმება და გეგმის განხორციელების მონიტორინგი