GEO ENG
GEO ENG

ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფორმირება

სტრატეგია ორგანიზაციის საშუალო და გრძელვადიანი მიზნების ამსახველი დოკუმენტია, რომელიც აერთიანებს მენეჯმენტისა და თანამშრომლების ხედვებს და პრიორიტეტებს და კონცენტრირებულად აერთიანებს მათ ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაჭრელად. სამოქმედო გეგმა კი სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის საჭირო დროში გაწერილი კონკრეტული მოქმედებების ერთობლიობაა. სწორად გააზრებული და ჩამოყალიბებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ორგანიზაციას ეხმარება:

 

არსებობდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებული, ჩამოყალიბებული ხედვა ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების შესახებ

სტრატეგიული ამოცანების გადაჭრის მიდგომების გააზრებაში მოქმედებების დონეზე, რაც უფრო ცხადყოფს დასახული მიზნების მიღწევის გზებს

არსებობდეს კონკრეტული შინაარსობრივი და რაოდენობრივი მიზნობრივი პარამეტრები, რომლების გამოყენებითაც მოხდება ორგანიზაციის და კონკრეტული  პოზიციების საქმიანობის შეფასება შემდეგი წლების/თვეების განმავლობაში

 

ორგანიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ძირითადი ეტაპები

 

ორგანიზაციის საქმიანობის და ხელმძღვანელი პირების ხედვების დეტალური შესწავლა

ორგანიზაციის დანიშნულების და ბიზნეს მოდელის შემუშავება

ხედვის განსაზღვრა 3-5 წლის პერიოდისთვის

ორგანიზაციის მთავარი სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა და პრიორიტეტიზაცია

სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ფორმირება თანამშრომლების აქტიური მონაწილეობით

გეგმების განხორციელების მონიტორინგი და კორექტირება