GEO ENG
GEO ENG

ორგანიზაციის სრული სისტემური დიაგნოსტიკა

 

ორგანიზაციის სრული დიაგნოსტიკა მმართველ გუნდს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია კომპანიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ და იყოს ინფორმირებული იმ ხარვეზების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია არასწორად მოწყობილი მართვის სისტემებით, როგორიცაა - სტრატეგია, 

ორგანიზაციული სტრუქტურა, ბიზნეს პროცესები, შეფასებისა და მოტივაციის სისტემები და ორგანიზაციული კულტურა.

ორგანიზაციის მართვის სისტემის თითოეულ კომპონენტში გამოვლენილი ხარვეზები მმართველ გუნდს ეხმარება:

        ინფორმირებული იყოს დღევანდელი შედეგების გამომწვევ მიზეზებზე

        გამოვლინოს პოტენციალი ორგანიზაციის არსებულ და სასურველ შედეგებს შორის

        გამოავლინოს ორგანიზაციის განვითარების შესაძლებლობები სწორი სისტემური ცვლილებების შედეგად

 

 

ძირითადი ეტაპები

 

        ორგანიზაციის სტრუქტურის დიაგრამის საფუძველზე ანალიზის მომზადება

        ორგანიზაციის სრული სისტემური შესწავლა / დიაგნოსტიკა თანამშრომლებთან და გარე მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრებისა და ჩაღრმავებული ინტევიუების მეშვეობით 

        სრული სისტემური დიაგნოსტიკის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით