GEO ENG
GEO ENG

თანამშრომლობის შეფასების, მოტივაციისა და ანაზღაურების სისტემა

თანამშრომლების შეფასების, მოტივაციის და ანაზღაურების სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზაციის თანამშრომლების სწორად შეფასებას და მათთვის სწორი მოტივების შექმნას ისე, რომ მათი მუშაობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს როგორც ორგანიზაციისთვის ასევე თავად თანამშრომლების თვითგანვითარებისთვის. სწორი და გამართული თანამშრომლების შეფასების, მოტივაციის და ანაზღაურების სისტემა კომპანიას ეხმარება:

        ორგანიზაციაში თანამშრომლები თავს გრძნობდნენ კომფორტულად და სტაბილურად

        თანამშრომლებს ნათლად ესმოდეთ ორგანიზაციაში მათი როლი და განვითარების პერსპექტივები. თავს ხედავდნენ ორგანიზაციაში გრძელვადიანად და იყვნენ მოტივირებულები

        თანამშრომლებს ქონდეთ სწორი მატერიალური და არამატერიალური მოტივები, რომლებიც დაეხმარება კომპანიას მისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში

 

თანამშრომლების შეფასების, მოტივაციის და ანაზღაურების სისტემის განვითარების პროექტზე მუშაობის ძირითადი ეტაპები

  1. ორგანიზაციის საქმიანობის და არსებული სახელფასო და სამოტივაციო სისტემების დეტალური შესწავლა
  2. თანამშრომლების ფიქსირებული ანაზღაურების სისტემების დამუშავება
  3. თანამშრომლების შეფასების სისტემის დამუშავება
  4. თანამშრომლების მოტივაციის სისტემების დამუშავება