მომსახურების მიზანი და შედეგი

პროექტის მიზანია დაეხმაროს დამკვეთს ისეთი შრომის ანაზღაურების, შეფასება-ანგარიშგების და მოტივაციის სისტემების შემუშავებაში, რომელიც სწორ მოტივებს შეუქმნის თანამშრომლებს, გაზრდის მათ პროდუქტიულობას და მათი პოტენციალის ეფექტიანად რეალიზების საშუალებას მისცემს ორგანიზაციას.

პროექტის შედეგად დამკვეთი იღებს:

  1. განახლებულ სახელფასო ბადეს;
  2. მოტივაციის სისტემის კონცეფციას;
  3. ანგარიშგების სისტემას;
  4. შეფასების პროცედურას, შეფასების პარამეტრებსა და კრიტერიუმებს;
  5. მოტივაციის სისტემის დანერგვის გეგმას.

მომსახურების პირობები

პროექტის ხანგრძლივობა: ორგანიზაციის ზომიდან გამომდინარე პროექტი შეიძლება გაგრძელდეს 4-დან 10 კვირამდე.
პროექტის ღირებულება: ორგანიზაციის ზომიდან და სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე პროექტის ღირებულება მერყეობს 3,000$-იდან 15,000$-მდე.

პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთის მოქმედი ორგანიზაციული სტრუქტურა არ შეიცავდეს მნიშვნელოვან ხარვეზებს და რეალურად ემსახურებოდეს ორგანიზაციის პრიორიტეტებს. ამიტომ, პროექტის დაწყებამდე ტარდება სტრუქტურის დიაგნოსტიკა, რათა შეფასდეს არსებული სტრუქტურა და იმ შემთხვევაში თუ სისტემურ ხარვეზებს მოიცავს, პირველ რიგში ამ ცვლილებების შეთავაზება ხდება დამკვეთისთვის.