“ხანძთელის ფონდი” 2008 წლის ბოლოს “სინერჯი ჯგუფის” მხარდაჭერით დავაარსეთ. გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ქველმომედება სწორედ აგვისტოს კრიზისის შემდეგ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ქვეყანას.
ოფიციალური საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი 7 წლიანი აქტიური ქველმოქმედების საფუძველზე მოვიპოვეთ.
2015 წლიდან კი საქველმოქმედო პროექტებთან ერთად, განვითარების პროექტებშიც ჩავერთეთ და ვეხმარებით ისეთი იდეების განხორციელებას - რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ ღირებულებას.
ფონდის მიზანია დაეხმაროს ადამიანებსა და ორგანიზაციებს უფრო მეტი და უფრო ღირებული ქველმოქმედების განხორციელებაში.
ჩვენი მიზნის მისაღწევად ვთანამშრომლობთ ან/და ვეხმარებით ფორმირებაში ქმედით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ. მათ შორის არიან შემდეგი ორგანიზაციები:
1. გენი ქართული - რომლის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
2. ახალი საზოგადოება - ორგანიზაცია ზრუნავს რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩაერთოს და დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით;
3. ეკოლოგიკა - ორგანიზაციის დანიშნულებაა გარემო, მისი მუდმივი გაუმჯობესებითა და გაჯანსაღებით, ნაკლებად საზიანო გახადოს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის.