GEO ENG
GEO ENG

დღის ინსაითები

თავისუფლება და კომპეტენციის ნდობა

ის რისი გაკეთებაც ჩვენს თანამშრომელს დაახლოებით ჩვენს მსგავსად გამოუვა, ჯობია მას  მივცეთ მისი კეთების თავისუფლება. ამ გადაწყვეტილებას ორი ძირითადი დადებითი ეფექტი ახლავს თან:   დავეხმაროთ თანამშრომლებს უფრო თავისუფლად აიღონ იმაზე რთული ამოცანები საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, ვიდრე დღეს ჭრიან, დაუშვან შეცდომები, ისწავლონ ორმაგი დატვირთვით, აიმაღლონ რწმენა საკუთარი შესაძლებლ...

ერთი პრინციპი

თუ გუნდის შიგნით ერთი პრინციპის ამორჩევას შევძლებდით, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა იმ სულისკვეთებას, რაც გუნდს და ჩვენ გვჭირდება, აქტიურად გავავრცელებდით ამ პრინციპს გუნდის წევრებს შორის და პირველები ვიქნებოდით, ვინც ამ პრინციპს დაიცავდა, ამით ძალიან დავეხმარებოდით გუნდს მუშაობის სწორ ორიენტირებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და საქმიანობის შეფასებაში.   სამუშაო პრინციპის მიზა...

უკუკავშირის მიღების ერთი გზა

როცა ჩვენი უშუალო ან არაუშუალოდ დაქვემდებარებული ხელმძღვანელისგან გვსურს უკუკავშირის მიღება ჩვენს საქმიანობაზე და ამის ფორმალიზებული ფორმა არ არსებობს ორგანიზაციაში, ან არსებული არ გვაკმაყოფილებს, ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან ქმედითი გზაა ვთხოვოთ, მივწეროთ მას, რომ გამოყოს მცირე დრო ჩვენთვის, როცა ამის საშუალება ექნება და მოგვწეროს:   3 რამ, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს ჩვენს მ...

ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი

ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი ხანდახან არის ის, რომ რასაც ვაკეთებთ დღის იმ მონაკვეთში არ ვაკეთებთ რა დროც უმჯობესია მის გასაკეთებელად.   ბუები, ჭოტები, ტოროლები არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დილას ადამიანის გონება ბევრად უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე საღამოს ან მითუმეტეს გვიან ღამით. ამიტომ ყოველთვის უკეთეს შედეგებს ვიღებთ, თუ მოსაფიქრებელ, გასააზრებელ საკითხებ...

სამი მთავარი კითხვა

სამი მთავარი კითხვა, რომლებსაც ხელმძღვანელები ძალიან ხშირად უნდა უსვამდნენ თანამშრომლებს: რა არის თქვენი მთავარი ამოცანები, რა გიშლით ხელს მათ გადაწყვეტაში, რით შემიძლია მე გავაადვილო მათი გადაწყვეტა.     სასურველია ყველა ხელმძღვანელი კვირაში ერთხელ მაინც ეკითხებოდეს უშუალოდ დაქვემდებარებულებს ამ სამ კითხვას, ხოლო მათ ქვეშევრდომებს კი თვეში ერთხელ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში ...

როდესაც გვეჩვენება, რომ ყველა ჩვენი წინააღმდეგია

როდესაც გვეჩვენება, რომ ჩვენს გარშემო ყველა ჩვენი წინააღმდეგია, თითქოს გადაირივნენ და გვებრძვიან, ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ, ჩვენი დავალებების მოსმენა არ სურთ. გვიღიმიან, მაგრამ ზურგს უკან ჩვენზე ლაპარაკობენ, შეიძლება დაგვცინიან კიდეც ან გვჭორავენ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენში რაღაცა წესრიგში არ არის და დროა, რაღაცა მნიშვნელოვანი შევცვალოთ ჩვენს ქცევაში, მიდგომებში, აზრებში...

რისი უნდა სჯეროდეს ხელმძღვანელს

ხელმძღვანელს თუ საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების და უკეთესი ხვალინდელი დღის არ სჯერა თვითონაც ძალიან წვალობს და სხვებსაც აწვალებს.     ბევრი ძალიან დალაგებულად, არგუმენტირებულად გადმოსცემს მოსაზრებას, მაგრამ უყურებ და ხვდები, რომ არ სჯერა თვითონ რასაც ლაპარაკობს და შენც სურვილი გიჩნდება, ყური დაიხშო და წუთიც აღარ დაკარგო მის მოსასმენად.   ამის ...

წარმატების მტერი

არაფერი ისე არ უშლის ხელს დიდ წარმატებას, როგორც პატარა წარმატებები, რომლებიც ჩვენ დიდი მიღწევები გვგონია. და არაფერი ისე არ ეხმარება დიდი წარმატების მიღწევას, როგორც დიდი წარუმატებლობა, თუ ჩვენ მას ღირსეულად ვხვდებით. ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება.     გვიხარია და თავს ვიწონებთ იმით, რაც სულ მცირეა იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეგვ...

დამსახურების ტვირთი

ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა, მახსოვს, ერთხელ მითხრა, რამდენიც არ უნდა გქონდეს გაკეთებული ორგანიზაციისთვის, სადაც მუშაობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ დღეს მისთვის საჭირო აღარ ხარ და სარგებელს ვეღარ ქმნი აუცილებლად წასვლა მოგიწევსო.  უსამართლობაა შეიძლება, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ასე ხდება და ამაში არის რაღაცა ცივი, მაგრამ ძალიან რაციონალური.     მაშინაც კი, თუ წლებ...

ნათელი ხედვის გემო

როგორც ამბობენ, როდესაც ადამიანი უანგაროდ აკეთებს სიკეთეს მისი ხედვა უფრო ნათელი ხდება. იგი ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც ადრე ვერ ხედავდა და ისეთ რაღაცეებს ხვდება, რასაც ადრე ვერ ხვდებოდა. პირველ რიგში კი იმას აცნობიერებს, როგორ იცვლება ფერები მის გარშემო, როდესაც აკეთებს რაღაცას კარგს სხვებისთვის, სანაცვლოდ კი საერთოდ არაფერს ითხოვს მათგან და არც არაფერს ელოდება.     სწორედ ...

როცა მთლიანი სურათის დანახვა გვიჭირს

მთლიანი სურათის ხედვის საჭიროება და მნიშვნელობა რომ დიდია ლიდერებისთვის და უკვე არამარტო ლიდერებისთვის, ყველასთვის ცხადია. მუდმივად თუ არა პერიოდულად მაინც, მთლიანი სურათის წარმოდგენა და  ყველაზე სასურველ სურათთან შედარება ერთგვარი საშუალებაა, რომ დროულად მივხვდეთ, ჩვენი საქმე სწორ გზას ხომ არ ასცდა.   ეს საქმე კი, რომელსაც ვაკეთებთ, ერთ დიდ ასაწყობ თავსატეხ სურათს ჰგავს. დაწ...

ეს ნიშნავს რომ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო

ყველაზე ხშირად გვეკითხებიან ტოპ – მენეჯერები, თუ როგორ უნდა მიხვდნენ, როდის სჭირდება ორგანიზაციულ სტრუქტურას მნიშვნელოვანი რედიზაინი. მოკლე პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, როდესაც ხვდებით, ქვევიდან ზევით ინიციატივები არ მოდის, აღარ მოდის, ან იმდენი არ მოდის, რამდენიც საჭიროა. როდესაც თქვენ, ტოპ – მენეჯერებს გიწევთ თვითონ მოიფიქროთ იდეებიც და მერე დიდ...

ექსპორტის ხელშეწყობისათვის

სახელმწიფომ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ექსპორტის განვითარებას. ამისთვის ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც საკუთარ პროდუქციას უცხო ქვეყნის მედიასაშუალებებში რეკლამირებას გაუკეთებს, იმასაც მიუთითებს რომ ეს პროდუქცია საქართველოშია წარმოებული და სარეკლამო ხარჯების ნაწილს დაუფინანსებს.     ცალკეული მწარმოებლები მუდმივად ეძებენ გზებს საკუთარი ბაზრის უცხო ქვეყნებში გასაფ...

ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურები

როცა ადამიანებს ორგანიზაციაში არაფორმალური ძალაუფლება აქვთ მოპოვებული მათი კავშირებიდან, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე პირადი გავლენიდან ან სხვა პიროვნული მომენტებიდან გამომდინარე, და რომელიც ძალიან განსხვავდება მათი ფორმალური ძალაუფლებისგან, ან ისეთი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომელიც მათ სამსახურებრივად არანაირად არ ეხებათ, ქმნის განსხვავებას ფორმალურ და არაფორმალურ სტრუქტურებს შორის. ...

განვითარების ახალი მიმართულება ელმავალმშენებლისთვის

ვფიქრობთ, თუ “ელმავალმშენებელი” ქარხანა მობილურ სარემონტო ჯგუფებს გააკეთებდა და კლიენტებს ადგილზე შესთავაზებდა სამუშაოების ჩატარებას, საკმაოდ გაზრდიდა დაინტერესებულთა რიცხვს და სარგებლის მომტანი გახდებოდა როგორც კომპანიისთვის, ისე იქ დასაქმებულთათვის.     რადგან “ელმავალმშენებელი” მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების ერთადერთი მწარმოებელია ყოფილი სსრ...

ხარისხის მართვის ოფიცრები კლიენტების კმაყოფილების გასაზრდელად

ვფიქრობთ სუპერმარკეტების ქსელებისთვის კლიენტების კმაყოფილების გაზრდის კარგი შესაძლებლობაა ხარისხის მართვის ოფიცრების სისტემის შემოღება.   ამისთვის საჭიროა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოკითხვა ჩაატაროს თანამშრომლებში საუკეთესო იდეებზე _ რა შეიძლება გაკეთდეს კლიენტების კმაყოფილების გასაზრედელად. მონაწილეებს შორის გამოარჩიოს ყველაზე კრეატიული და მონდომებული თანამშრომლები, დანიშნ...

ეგზოტიკური პროდუქტების განვითარების შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელებისთვის

ვფიქრობთ, სუპერმარკეტების ქსელისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ეგზოტიკური პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით განვითარება.   მსგავს პროდუქტებზე, თუნდაც ზღვის პროდუქტებზე (მოლუსკები, ხამანცკები, მიტილუსები, კალმარები, შრიმპები, რვაფეხა..) მოთხოვნა სამომავლოდ უფრო და უფრო გაიზრდება და ის ქსელი, რომელსაც ამ მიმართულებით განვითარება უკვე დაწყებული ექნება, მოთხოვნის ზრდასთან ერთად მყა...

“მისტიური მყიდველის” ეფექტი მომსახურების ხარისხის გასაზრდელად

სუპერმარკეტების ქსელის მომსახურების ხარისხის განვითარებისთვის ერთ–ერთი წარმატებული წინაპირობა მისტიური მყიდველების გააქტიურება შეიძლება გახდეს.   ჩვენი აზრით, ამისათვის საჭირო იქნება ქსელმა შესაბამის კომპანიას მისტიური მყიდველის სერვისი შეუკვეთოს, რომლის დახმარებითაც გააკონტროლებდა და თან გაზრდიდა მომსახურების ხარისხს თავის სავაჭრო ობიექტებში. ამ შემთხვევაში მისტიური მყიდველ...

ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანება

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების ერთი ბრენდის ქვეშ მოქცევა უფრო გაუადვილებს მათი შერჩევის პროცესს როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე ადგილობრივებს.   ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა უფრო იაფფასიან სასტუმროებზე. ჩვენ კი როგორც ასეთი ტიპის სასტუმროების სიმცირეს განვიცდით, ისე მათზე ხელსაყრელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სირთულეს.   ვ...

რატომ შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი ბანკისთვის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსება

ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი რაიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლებისა და იმ პერიოდში ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს დაუფინანსებდა (სესხის სახით, სწავლების დამთავრების შემდეგ გადახდის პირობით) სარგებელს მოუტანდა, როგორც თვითონ რაიონს, ასევე შეძლებდა საკრედიტო პორტფელის მოცულობის გაზრდასაც.   ეს შესაძლებლობა, ვფიქრობთ, ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებ...

ექსპორტის ხელშეწყობა – ზრდის საუკეთესო საშუალება ბანკებისათვის

ის ქართული ბანკები, რომლებიც ექსპორტის დაკრედიტების ძლიერ დეპარტამენტებს შექმნიან, შემდეგი სამი-ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე სწრაფად გაიზრდებიან.     მას შემდეგ, რაც ქართულმა ბანკებმა საცალო საბანკო მომსახურების ბუმი მეტ-ნაკლები წარმატებით გადაიარეს და მისგან გამოწვეულ კრიზისსაც ასე თუ ისე გაუმკლავდნენ, ახლა მათ წინაშე მორიგი ამოცანა დგას _ შეძლონ რეალურად დაეხმარონ იმ კო...

რა საინტერესო პროდუქტის შეთავაზება შეუძლიათ ბანკებს სტუდენტებისა და ახალდაქორწინებული წყვილებისათვის

ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი ახალდაქორწინებულ წყვილებს და სტუდენტებს დაუფინანსებს, ბინის გირაოს, შეძლებს პორტფელიც, შესაბამისად, შემოსავლებიც გაზარდოს და ახალი კლიენტებიც შეიძინოს. სესხით სარგებლობისას კლიენტები გადაიხდიან გირაოს თანხის სესხის პროცენტს. ეს გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ბინის ქირის გადასახადი. ბანკი მიიღებს პროცენტებს და გირაოს ვადის გასვლის შემდეგ მთლიან თანხას. მსგავ...

როგორ შეიძლება პენსიების გამცემმა ბანკმა ასეულობით ათას ოჯახში წარმომადგენლები გაიჩინოს

თუ პენსიების დამრიგებელი ბანკი დამატებით სახსრებს გამოყოფდა თავისი კლიენტი პენსიონრებისთვის გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ამით, ვფიქრობთ, რომ პენსიების პროგრამაში მონაწილეობის გრძელვადიან შესაძლებლობებსაც გაზრდიდა და ასეულობით ათას ოჯახში კეთილგანწყობილ წარმომადგენლებსაც გაიჩენდა, რომლებიც მასზე ხშირად და დადებით კონტექსტში ისაუბრებდნენ.   პენსიონერი კლიენტებისთვის, ბან...

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს ხელი შეუწყონ დაზღვევის ბაზრის ზრდას

თუ სადაზღვევო კომპანიები შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც მიზნად დაისახავს მიაჩვიოს მოსახლეობა მანქანისა და ბინის დაზღვევის აუცილებლობის აზრს, დააფინანსებენ შესაბამის სარეკლამო კამპანიას, ხოლო ხარჯებს წლის ბოლოს მიღებული შედეგების მიხედვით გაინაწილებენ – შეძლებენ მნიშვნელოვნად გაზარდონ დაზღვევის ბაზარი.     მოსახლეობაში დაზღვევის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება...

გააკეთეთ მოძრავი კაბინეტები რეგიონების მოსახლეობისთვის

კარგი იქნებოდა, თუ ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც კლინიკები რეგიონებშიც აქვთ, მოძრავ კაბინეტებს გააკეთებდნენ. ისინი აღჭურვებოდა თერაპიული მოწყობილობებით და ახლოს მდებარე სოფლებში გეგმურად გაწერილი პერიოდულობით ივლიდა.   რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ტერიტორიული სიშორის გამო, ნაკლებად სარგებლობს კლინიკების მომსახურებით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მათ. მოძრავ კლი...

შემოსავლის მიღების დამატებითი წყარო მეტროსთვის

ვფიქრობთ, თუ მეტრო დამატებით რამდენიმე საინტერესო და ღირებულ მომსახურებას შესთავაზებდა თავის მომხმარებლებს, ეს კიდევ უფრო გაზრდიდა მის შემოსავლებს.   ეს იდეები შეიძლება ღირებული და გამოსადეგი აღმოჩნდეს:   მეტროში Wi-Fi-ით სარგებლობის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ მომხმარებლებს, გაცილებით საინტერესოდ და სარფიანად გაატარებდნენ იქ მგზავრობის დროს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანე...

სადაზღვევო კომპანიები სკოლის მასწავლებლების სამსახურში

ვფიქრობთ, იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი კლინიკები აქვთ, კარგი შესაძლებლობაა სკოლებში მასწავლებელთა უფასო გამოკვლევების ჩატარება. ამით კომპანიისადმი კმაყოფილება და ნდობა გაიზრდება.   ამისთვის, მათშეუძლიათ მოელაპარაკონ საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე რამოდენიმე დღის განმავლობაში, უფასოდ შესთავაზებენ მასწავლებლებს გამოკვლევებს, მისცემენ რჩევე...

სარეკლამო ბანერები ელექტრონული საათების ქვეშ

ვფიქრობთ, სარეკლამო კომპანია კლიენტების რიცხვს გაზრდიდა, თუ ქუჩებში  ელექტრონულ საათებს დაამონტაჟებდა, მათ ქვემოთ კი სარეკლამო ბანერებს განათავსებდა. ქალაქში ძალიან ბევრი ასეთი ადგილის მოძებნა შეიძლება, სადაც დღის განმავლობაში ხალხის დიდი ნაკადი მოძრაობს. ასეთი ადამიანებისთვის დრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გაჩერებებზე მდგომები აკონტროლებენ დროს, მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა ქუჩე...

როგორ შეუძლია თსუ-ს გახდეს უფრო მიმზიდველი აბიტურიენტებისთვის და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ აქტივობებს დამსაქმებლებისთვის

ვფიქრობთ, რამდენიმე საინტერესო იდეის მოფიქრება შეიძლება, რომელიც თსუ-ს აბიტურიენტების თვალში უფრო მიმზიდველს გახდიდა, მეორეს მხრივ დამსაქმებლებისთვის კარგ შესაძლებლობებს შექმნიდა ღირებული კადრის მიღების საშუალების თვალსაზრისით.   სასურველია უნივერსიტეტში არსებობდეს დასაქმების სამსახური, რომელიც სწავლების სტიმულის და სტუდენტების დასაქმების გაზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება...

როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს უფრო თანმიმდევრული გახადონ განვითარების პროცესი განვითარების საბჭოების მეშვეობით

თუ თქვენი ორგანიზაცია შექმნის განვითარების საბჭოს, რომელშიც შევლენ უმაღლესი და საშუალო რანგის, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, თუ საბჭო თვეში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბება და განვითარების საკითხებს განიხილავს, გადაწყვეტილებებს მიიღებს და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობას გადაამოწმებს, ორგანიზაციის განვითარების პროცესი ბევრად დაჩქარდება.   გა...

როგორ შეუძლიათ სატაქსო კომპანიებს კლიენტებისთვის მომსახურების გაიოლება

ის სატაქსო კომპანიები, რომლებიც ძირითადად კორპორატიულ სეგმენტს ემსახურებიან, ბევრად გაუმარტივებენ კლიენტებს მომსახურებას, თუკი შესაძლებელს გახდიან გამოძახებას SMS-ის ან Skype-ის მეშვეობით.   ასეთ შემთხვევაში, კლიენტები, რომლებიც ტაქსების მომსახურებას საქმიან შეხვედრებზე სასიარულოდ იყენებენ, შეძლებენ, თავიდან აიცილონ უხერხულობა, რომელიც შეხვედრის დროს დარეკვის აუცილებლობასთანაა დაკ...

როგორ შეიძლება სააფთიაქო ქსელმა დამატებითი კომფორტი შეუქმნას მომხმარებელს?

ვფიქრობთ რომელიმე სააფთიაქო ქსელი მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას შეძლებდა, თუკი მას იმ სპეციფიკური მედიკამენტებისა თუ ინვენტარის შეკვეთით ჩამოტანის მომსახურებას შესთავაზებდა, რომელზეც მომხმარებელს ხელი ადვილად არ მიუწვდება.   ხშირად არის შემთხვევა, როცა მომხარებლისათვის საჭირო მედიკამენტი ან სამედიცინო ინვენტარი არ იშოვება ჩვენს ქვეყანაში. ვისაც უცხოეთში ნათესავი ან...

მომხმარებლის მოზიდვის საინტერესო შესაძლებლობა აფთიაქებისთვის

ვფიქრობთ, კარგი იდეა შეიძლება იყოს, რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ, თავისივე კლიენტების გამოკითხვებით, უბნის საუკეთესო ექიმი რომ გამოავლინოს.   იქიდან გამომდინარე, რომ აფთიაქი ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, მომხმარებლისთვის კარგი იქნებოდა, თუკი აფთიაქი მათი უბნის საუკეთესო ექიმს გამოარჩევდა. ამისთვის საჭიროა აფთიაქში შემოსულ მომხმარებლებში ჩატარდეს გამოკითხვა – უბნის ...

ქართული პროდუქცია ქართველი ემიგრანტებისთვის

ჩვენი აზრით, თუ კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი კომპანია თავისი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართველები მასობრივად ცხოვრობენ, ამით ეს კომპანია თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას შეძლებდა.   ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის გაყიდვები შეიძლება გახდეს სტაბილური შემოსავლის წყარო. უცხოეთში მყოფი ქართველები, რომლებიც მონატრებულნი არიან ქართულ პროდუქციას, უპირატეს...

როგორ შეუძლიათ ბანკებს მოიზიდონ ანაბრები საბერძნეთიდან

თუ ბანკები მოახერხებენ თანამშრომლობაზე დაითანხმონ “ინტელ – ექსპრესი”, რომელსაც საბერძნეთიდან სწრაფი გადმორიცხვების ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უკავია და იქ იმიგრანტებისაგან ფულის მიღების და გადმორიცხვისთვისათვის საკმაოდ ფართო ქსელიც აქვს, შეძლებენ რამოდენიმე ათეული მილიონი ევროს გრძელვადიანი ანაბრების მოზიდვას ყოველწლიურად.     ყველასათვის ცნობილია, რომ საქა...

საინტერესო გადაცემის იდეა სატელევიზიო მაუწყებლებისთვის

ვფიქრობთ, ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი რომელიმე სატელევიზიო კომპანია გააკეთებდა გადაცემას, სადაც კომპეტენტური ადამიანი მაყურებლებს კომპიუტერული პროგრამებისა და ზოგადად კომიუტერის მოხმარების შესწავლაში დაეხმარებოდა.     ხანშიშესული ადამიანებისათვის (და არამარტო), რომლებსაც კომპიუტერი აქვთ სახლში, თუმცა მოხმარება არ იციან კარგად, ზოგჯერ უხერხულია სხვა შეაწუხონ უამრავი კით...

საინტერესო იდეა ტელეკომპანიებს – არხის მიყიდვა საკაბელო ტელევიზიისთვის

სატელევიზიო მაუწყებლებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ საკაბელო ტელევიზიებისთვის გააკეთონ სხვადასხვა სეგმენტსა თუ თემატიკაზე მორგებული არხები და მიჰყიდონ მათ.   ამ არხებზე გავა მაღალი ხარისხის, მაყურებლისთვის ღირებული გადაცემები რეკლამების გარეშე. შემოსავალს მაუწყებლობა მიიღებს იმ აბონენტებისგან, ვინც საკაბელო არხის მომხმარებელი იქნება.   ჩვენი აზრით, ამ არხებით ბევრი ისარგებლებს, მ...

დამოუკიდებელ მწარმოებელთა ასოციაცია – პროდუქციის ექსპორტის საინტერესო შესაძლებლობა

საქართველოში ამჟამად მრავლად მოღვაწეობენ დამოუკიდებელი მწარმოებლები, რომლებიც მცენარეებისგან ამზადებენ მალამოებს, საცხებს, ნაყენებს ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე. მათ თავისი კლიენტები ჰყავთ. ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, თუ შეიქმნება ასოციაცია, რომელიც მსგავს მწარმოებლებს გააერთიანებს.   ეს უზრუნველყოფდა ხარისხის დაცვის სტანდარტებს ყველა მწარმოებლისათვის. ამასთან ერთად ის გარკ...

რატომ და როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს მცირე ბიზნესები მის გარშემო

თუ რომელიმე ცნობადი ავტობრენდის დილერი შეარჩევს ერთ ან რამოდენიმე მოდელს კორპორატიული კლიენტებისთვის და მათთვის სატაქსო მომსახურების გასაწევად გამოიყენებს, მანქანებს არ გაუკეთებს ტაქსებისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ნიშნებს, ეცდება, რომ ერთ ორგანიზაციასთან ერთი და იგივე მძღოლები ამუშაოს და მოძრაობის ტრაექტორიის მართვის ეფექტურ სქემას შექმნის, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებას შ...

როგორ შეუძლია ცნობილი ბრენდების ავტოდილერს განავითაროს ტაქსების მიმართულება

თუ რომელიმე ცნობადი ავტობრენდის დილერი შეარჩევს ერთ ან რამოდენიმე მოდელს კორპორატიული კლიენტებისთვის და მათთვის სატაქსო მომსახურების გასაწევად გამოიყენებს, მანქანებს არ გაუკეთებს ტაქსებისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ნიშნებს, ეცდება, რომ ერთ ორგანიზაციასთან ერთი და იგივე მძღოლები ამუშაოს და მოძრაობის ტრაექტორიის მართვის ეფექტურ სქემას შექმნის, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებას შ...

ბენზინ გასამართი სადგურების ქსელის მქონე კომპანიის ახალი შესაძლებლობა – ელექტრომობილების ბაზარზე განვითარება

ჩვენი აზრით, ბენზინ გასამართი სადგურების ფართო ქსელის მქონე კომპანიას შეუძლია ბაზარზე თავისი მომსახურების დივერსიფიკაცია ელექტრომობილების საქართველოში ჩამოყვანით, დამტენი სადგურების დამონტაჟებით და ჩვეულებრივი ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობის სერვისის დანერგვით.   საწყის ეტაპზე კომპანიას, რომელიც ამ შესაძლებლობით დაინტერესდება, შეუძლია ჩამოიყვანოს რამოდენიმე ელექტრომობილი...

როგორ შეუძლია ბენზინ გასამართი სადგურების ქსელს მიიზიდოს კლიენტები მაგისტრალებზე არსებულ სადგურებზე

ვფიქრობთ, ბენზინ გასამართი სადგურების ქსელის მქონე კომპანიას მის რეგიონალურ ავტოგასამართ სადგურებზე შეუძლია გააკეთოს პატარა სამედიცინო კაბინეტები, სადაც იჯდება ზოგადი პროფილის თერაპევტი და ასევე შესაძლებელი იქნება ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა. კაბინეტით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებიც მგზავრობისას გახდნენ შეუძლოდ.   მგზავრობას ბევრი ვერ იტანს, განსაკუთრებით ბავშვები. ავტომაგის...

რა ალტერნატიული დანიშნულება შეიძლება შესძინონ დიდმა ფარმაცევტულმა ქსელებმა მათ საუბნო აფთიაქებს

ვფიქრობთ, რომ დიდმა ფარმაცევტულმა ქსელებმა მომხმარებლებისაგან დაცარიელებულ აფთიაქებს ალტერნატიული დანიშნულება უნდა მოუძებნონ. კერძოდ, შეუძლია გადააკეთოს ისინი:     1. საუბნო კლინიკებად, სადაც კლიენტებს მოიზიდავენ ძირითადად პროფილაქტიკური გამოკვლევების გაყიდვით. საჭირო იქნება უბნის მაცხოვრებლების ბაზა, რომელთაც დაუკავშირდებიან და არსებულ მომსახურებას შესთავაზებენ ადექვატურად ...

რა ახალი მიმართულების განვითარება შეუძლია ელექტრო ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებს

ვფიქრობთ, რომ ელექტრო ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიებისათვის საინტერესო შესაძლებლობა იქნება ტექნიკის გაქირავების სერვისის დამატება.   ასეთი სერვისით სარგებლობა ისეთ პროდუქციაზე შეიძლება გავრცელდეს, როგორიცაა პროექტორი, ვიდეო აპარატი, ფოტოკამერა, აუდიო-ვიდეო მოწყობილობები, ტელევიზორი…   მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ეს პროდუქტი ყოველდღიურად არ სჭირდება, მაგრამ ...

როგორი შეიძლება იყოს “ფულის მოზიდვის” ახალი გზა ბანკისათვის

ჩვენი აზრით, ბანკს, რომელიც ამ იდეით დაინტერესდება, შეუძლია თავის  საოპერაციო დარბაზებში ქართული და უცხოური, ახალი და ძველი ფულის ბანკნოტების და მონეტების გამოფენა მოაწყოს, ექსპონატები კი ამ გამოფენისათვის კოლექციონერებისგან, ნუმიზმატებისგან ან იმ ჩვეულებრივი ოჯახებისგან ითხოვოს, რომლებსაც ფულადი ნიშნების უნიკალური სახეები აქვთ და დათანხმდებიან ისინი ცოტა ხნით ბანკს ათხოვონ. შედეგად...

სტუდენტური ქალაქი – ახალი შესაძლებლობა დეველოპერებისათვის

დეველოპერული კომპანიებისათვის კარგი შესაძლებლობა შეიძლება აღმოჩნდეს სტუდენტური ქალაქის მშენებლობა.   გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სტუდენტი რეგიონებიდან ჩამოდის თბილისში და საცხოვრებელ ფართს საჭიროებენ, ამასთან, დედაქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც უჩნდებათ სურვილი დამოუკიდებლად იცხოვრონ, სტუდენტურ საცხოვრებლებზე მოთხოვნა მართლაც დიდი იქნება.   დეველოპერს, რომელიც ამ პროექტი...

რა შესაძლებლობებს იძლევა თბილისში არსებული საწარმოო ფართები დეველოპერებისთვის

დეველოპერული კომპანიების ახალი მიმართულებით განვითარების კარგი საშუალება შესაძლოა აღმოჩნდეს დიდი წარმოებების მიმდებარე ტერიტორიის დეველოპმენტი.   ერთის მხრივ ეს შეიძლება იყოს ქალაქგარეთ არსებული საწარმოების მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება. მეორეს მხრივ კი თბილისში არსებული დიდი წარმოებებისთვის ქალაქგარეთ, ყველა საჭირო პირობით მოწყ...

სკოლებში ინგლისურის სწავლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი

თუ სკოლები კვირის რომელიმე დღეს შემოიღებენ ინგლისურ ენაზე ფილმების ჩვენების გაკვეთილებს, უცხო ენის სწავლება უფრო სასიამოვნო გახდება და მოსწავლეებსაც უკეთ განუვითარდებათ სმენითი და სასაუბრო უნარები.     ამისათვის უნდა გამოიყოს დარბაზი, პროექტორით და სხვა საჭირო მოწყობილობებით. ერთ-ერთ კონკრეტულ დღეს გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები შეიკრიბებიან ამ დარბაზში და ერთობლივად უყურებ...

გაყიდვების გაზრდის საინტერესო შესაძლებლობა კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი კომპანიებისთვის

ის ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც პროდუქტის დასამზადებლად ქართულ ნედლეულს იყენებენ, მაგრამ ძირითადად საკუთარ მოსავალზე არიან დამოკიდებულნი. კარგი იქნებოდა, თუ ისინი მოახერხებდნენ გლეხების კოოპერირებას მათი მოსავლის შესყიდვის მიზნით.   ამისთვის საჭიროა, გამოიყოს ნაყოფიერი რეგიონები, ბოსტნეულის, ხილის თუ სხვა მცენარეულობის მოსაყვანად. შემდეგ ამ რეგიონის სოფლებში კომპანიებმა მოლაპა...

ვისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი სამთო კურორტების განვითარება

ვფიქრობთ, თუ დიდი ფარმაცევტული კომპანიები (პსპ, ავერსი) ცნობილი ქართული სამთო კურორტების განვითარებას დაიწყებენ, სანატორიუმებს და სამკურნალო–გამაჯანსაღებელ კომპლექსებს აღადგენენ, საგზურებს კი აფთიაქების მეშვეობით გაყიდიან გაცილებით დიდ მოგებას მიიღებენ, ვიდრე თბილისში ამდენი კლინიკების მშენებლობითა და რეკონსტრუქციით. ტურიზმის ეს მიმართულება ბევრად უფრო პერსპექტიურლია ჩვენთან, ვიდრე...

ვისთან თანამშრომლობით შეუძლიათ ბანკებს გაზარდონ ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა

აუდიტორული კომპანიები და ცნობილი კერძო აუდიტორები საუკეთესო პარტნიორები შეიძლება აღმოჩნდნენ ბანკებისათვის ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის სწრაფად გასაზრდელად. აღნიშნული საკითხი, მოგეხსენებათ, ბანკების უმეტესობისათვის ძალიან აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს.საქმე იმაშია, რომ აუდიტორებს საშუალო და მცირე ზომის კომპანიების დიდი კლიენტურა ყავთ, რომელთა ფინანსური მდგომარეობა ძალიან კარგად იციან. ...

როგორ შეუძლიათ სატელევიზიო კომპანიებს ბევრად მიმზიდველი გახადონ საკუთარი ეთერიც და ინტერნეტ საიტებიც

სატელევიზიო კომპანიებისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კარგად განვითარებული ინტერნეტ–საიტები, ვინაიდან მაყურებელთა დიდი ნაწილისათვის დღის განმავლობაში ეს ბევრად უფრო კომფორტული საშუალებაა მათი პროდუქცის ნახვისათვის.   ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა მათთვის მრავალფეროვანი გახადონ საკუთარი სიუჟეტები, და მათი მეშვეობით საზოგადოებისათვის საინტერესო ბევრი თემა მოიცვან. სამოყვარუ...

რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი 2010 წელს

წესით, თუ დასაქმება მთავრობის რეალური პრიორიტეტია, არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს განათლების სამინისტროსთვის, თუ არა სახელობო, ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სწავლების მიმართულების განვითარება. გასაგებია, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, როგორც სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის გაზრდის, ისე სამეცნიერო მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით. თუმცა სწორედ სახელობო სწავ...

როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს ბავშვებში და მოზარდებში წიგნების კითხვის სურვილის გაღვივებას შეუწყოს ხელი

ვფიქრობთ, რაიონული ბიბლიოთეკების რეორგანიზაციით, მათი ახლებური მოწყობით, საკადრო დაკომპლექტებით და მათთვის მუშაობის ახალი ინსტრუქციების მიცემით განათლების სამინისტროს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალი თაობების განათლების დონის ამაღლებაში. რაც ამ სამინისტროს უპირატესი მიზანია. ხოლო კითხვის სურვილის და ჩვევის გაჩენის გარეშე კი ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. &nb...

რა უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ და რატომ სასკოლო აღზრდის ხარისხის ასამაღლებლად

სკოლის ფუნქციებს შორის ერთ–ერთი მთავარია და შესაძლოა უმთავრესიც, მოზარდებში სწორ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალი არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორედ სასკოლო აღზრდის დონის სწრაფი ამაღლება. მითუმეტეს, რომ განათლების ხარისხის გაზრდისგან განსხვავებით, ამ მიმარ...

რა უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისია

ჩვენი ზომის და თავისებურებების მქონე ქვეყანაში განათლების სამინისტრო თავის უმთავრეს დანიშნულებად უნდა მიიჩნევდეს   მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში ჯანსაღი ფასეულობების, შრომისუნარიანი, განათლებული ახლგაზრდა თაობის ჩამოყალიბებას.   მისი  საქმიანობა სწორედ ამ მისიის რეალიზაციას უნდა ემსახურებოდეს, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ძალისხ...

რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი ამოცანები 2010-2011 წლებში

განათლების სამინისტროს წინაშე ბევრი პრობლემა და ამოცანა დგას. მათ გადაჭრაზე იქ უამრავი ადამიანი მუშაობს. თუმცა, თუ სამინისტრო ვერ შეძლებს სწორად გამოყოს ის რამოდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტაზე ზრუნვაც ყველაზე მეტად პრაქტიკული და ღირებული შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, მაშინ, სავარუადოდ, დროის გასვლის შემდეგ მისი საქმიანობა დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება ვერც საზოგადოების და ვე...

რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი ამოცანები 2010-2011 წლებში

განათლების სამინისტროს წინაშე ბევრი პრობლემა და ამოცანა დგას. მათ გადაჭრაზე იქ უამრავი ადამიანი მუშაობს. თუმცა, თუ სამინისტრო ვერ შეძლებს სწორად გამოყოს ის რამოდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტაზე ზრუნვაც ყველაზე მეტად პრაქტიკული და ღირებული შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, მაშინ, სავარუადოდ, დროის გასვლის შემდეგ მისი საქმიანობა დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება ვერც საზოგადოების და ვე...

რა შეიძლება შეცვალოს პრეზიდენტის ფონდმა უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელი ახალგაზრდების დაფინანსების პოლიტიკაში

სწორედ ახლა იწყება იმ ახალგაზრდების შერჩევის პროცესი, ვისაც სახელმწიფო საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიზნეს–განათლების მიღებას დაუფინანსებს. ეს პროცესი უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს და ბევრ ადამიანს მისცა დამატებითი სტიმული, ეფიქრათ ხარისხიანი განათლების მიღებაზე. პროცესი უდაოდ მნიშვნელოვანია, ამასთან რამოდენიმე საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. კერძოდ,ძალიან მნიშვნელოვანია,...

რა შეიძლება შეცვალოს პრეზიდენტის ფონდმა უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელი ახალგაზრდების დაფინანსების პოლიტიკაში

სწორედ ახლა იწყება იმ ახალგაზრდების შერჩევის პროცესი, ვისაც სახელმწიფო საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიზნეს–განათლების მიღებას დაუფინანსებს. ეს პროცესი უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს და ბევრ ადამიანს მისცა დამატებითი სტიმული, ეფიქრათ ხარისხიანი განათლების მიღებაზე. პროცესი უდაოდ მნიშვნელოვანია, ამასთან რამოდენიმე საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. კერძოდ,ძალიან მნიშვნელოვანია,...

როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს გაზარდოს განათლების სისტემის დაფინანსება

თუ განათლების სამინისტრო ქმედით დახმარებას გაუწევს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს (სახელობო სასწავლებლებსაც, როცა იქნებიან)  ყოფილი მოსწავლეებისაგან, მოსწავლეთა მშობლებისაგან და ადგილობრივი მსხვილი და საშუალო საწარმოებისაგან თანხების ორგანიზებულად მოძიებაში, ამით მთლიანად გაანთლების სისტემაში მნიშვნელოვანი სახსრების შემოდინებას შეუწყობს ხელს.     არ უნდა იყოს რთული ამ...

როგორ შეუძლიათ ავტოდილერებს გაზარდონ ახალი მანქანების გაყიდვები ამხანაგური სალაროების მეშვეობით

თუ ავტოდილერები მათი მოდელების ყიდვის მსურველებს შორის ამხანაგური სალაროს ფორმირების ორგანიზებას გააკეთებენ ამით სავარაუდოდ გაზრდიან ახალი ავტომობილების გაყიდვებს.ბევრი ადამიანია ვისაც სტაბილური ანაზღაურება აქვს და ახალი მანქანის ყიდვასაც გეგმავს, მაგრამ არ ეჩქარებათ და ბანკებისთვის სესხის ამხელა პროცეტების ხდის იდეაც არ ხიბლავთ. ასევე არსებული მანქანების გაყიდვაზე წვალებაც ეზარებათ. &n...

როგორ შეუძლია საავტომობილო კომპანიას გაზარდოს მისი ბრენდების მიმართ ლოიალურობა და ყოველთვიური შემოსავლებიც

თუ საავტომობილო კომპანია მანქანების მეპატრონეებს შესთავაზებს გაერთიანდნენ სპეციალურ ავტოკლუბში, სადაც ყოველთვიური მცირე თანხის სანაცვლოდ (მაგ.:20 ლარი) მიიღებენ მთელ რიგ მომსახურებებს უფასოდ, ფასდაკლებებს სათადარიგო ნაწილებზე და ავტოსერვისებზე შეძლებს გაზარდოს მისი ბრენდების მიმართ ლოიალურობა და მნიშვნელოვანი დამატებითი ყოველთვიური შემოსავლებიც მიიღოს.   კონსულტაციები ავტომანქანის...

ბიზნესის რა ახალი მიმართულება შეიძლება იყოს საინტერესო ფარმაცევტული კომპანიებისთვის

ფარმაცევტული ბაზრის ლიდერები აქტიურად უსვამენ ხაზს იმ გარემობას, რომ მათი მისია კლიენტების ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვაა. და თუ ისინი მართლაც ფიქრობენ, რომ ეს მათი მთავარი დანიშნულებაა მაშინ არსებობს ბიზნესის ახალი მიმართულება, რომელსაც მათთვის 20-25 000 მდე ლოიალური კლიენტი ოჯახის დამატება და წლიურად 4 მილიონამდე შემოსავლების გაზრდა შეუძლია მხოლოდ ამ ბიზნესიდან (კლიენტების მატება ...

როგორი შეიძლება იყოს “დედის ანაბარი” -სპეციალური საბანკო პროდუქტი დიასახლისებისათვის

დიასახლისები (დედები, რომლებსაც ოჯახის მოვლის გარდა სხვა სამსახური არ აქვთ), რომლებიც თბილისში და მთლიანად საქართველოში მრავალი ათეული ათასია, მათ ერთ ერთ მნიშვნელოვან საქმედ, სხვადასხვა მიზნობრიობით, ფულის დაზოგვას მიიჩნევენ. ამას ისინი მეტ ნაკლები წარმატებით ახერხებენ მეუღლეების მიერ მათთვის სხვადასხვა საყიდლებისათვის მიცემული ფულიდან. თუ რომელიმე ბანკი, სასურველია ფილიალების ფართო ქსე...

როგორ შეუძლია მრავალფილიალიან ბანკს გაზარდოს ლოიალური კლიენტების რიცხვი და უფრო აქტიური გახადოს ფილიალებიც

ფილიალების ქსელის უფრო აქტურად დასატვირთად, საოპერაციო შემოსავლების გასაზრდელად, ლოიალური კლიენტების რაოდენობის ზრდისა და მათი ლოიალურობის ასამაღლებლად კარგი გზა შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტული კლიენტების კონკრეტულ ფილიალებთან უფრო აქტიური დაკავშირების სტიმულირება. იდეა მარტივია. ბანკი მისცემს საშუალებას მის არსებულ ან პოტენციურ კლიენტებს, მათი საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის, ან სხვა პ...

როგორ შეუძლიათ ბეტონის მსხვილ მწარმოებლებს გაყიდვების გაზრდა

მშენებლობების შემცირებამ ბუნებრივად გამოიწვია ბეტონზე მოთხოვნის შემცირებაც. შესაბამისად ყველა შესაძლებლობის გამოყენება გაყიდვების მოცულობების მაქსიმალური შენარჩუნებისათის აქტუალური გახდა ბეტონოს ყველა დიდი მწარმოებლისთვის. სამი რამ არის მნიშვნელოვანი დღეს ამ ბაზაზე, ჩვენი აზრით :   ა) საინფორმაციო ნაკადების აწყობა ისე, რომ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოდიოდეს მოსალოდნელი მშენებლ...

როგორ შეუძლიათ ფარმაცევტულ კომპანიებს პარაფარმაციის მიმართულების განვითარება

ამ ბოლო დროს ფარმაცევტული კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პარაფარმაციის მიმართულების განვითარებას. მოსახლეობაში შემოსავლების მატება მოთხოვნას ზრდის თავის მოვლის ძვირ და ხარისხიან საშუალებებზე. შესაბამისად ეს მიმართულებაც შედარებით აქტიურად ვითარდება და იაფ, ცნობილ მწარმოებლებს სულ უფრო ჩაენაცვლებიან შედარებით ძვირი, ექსკლუზიური, კონკრეტულ პრობლემებეზე მიმართული თავის მოვლის ს...

რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვით გამოწვეული მსხვერპლი?

აღდგომის დღესასწაულზე მძიმე ავარია მოხდა ჩემს უბანში. სამი ადამიანი დაიღუპა. ამბობენ ნასვამი იყო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. ამასწინათ ერთ ჟურნალს წავაწყდი სახლში, სადაც ავტოკატასტროფის სტატისტიკა ვნახე. მიზეზთა 40%-ზე მეტში ალკოჰოლია დასახელებული. პირველად, ჩემი ავტომობილით ავტოავარიაში რომ მოვყევი, ნასვამი ვიყავი და სიჩქარის გადაჭარბების გამო წყნეთის გზაზე ამოვტრიალდი. მანქანა ჯართში ...

რა შეიძლება იყოს კიდევ ერთი გზა ახალი მანქანების გასაყიდად

ახლა, როცა კატასტროფულად არის შემცირებული ისეთი ადამიანების რიცხვი, ვისაც მარტოს შეუძლია ახალი ავტომანქანის ყიდვა უფრო საინტერესო ხდება გაყიდვის ერთობლივი ფორმა. დიახ, ბევრი ადამიანი გააკეთებს ამას. ქორწილი კი ერთ ერთი საუკეთესო მიზეზი შეიძლება იყოს ასეთი, შესყიდვისათვის.     ახალი ავტომანქანა საუკეთესი საჩუქარი შეიძლება იყოს ახლად დაქორწინებულთათვის. თუ ავტოდილერები შეძლებე...

რა უნდა გააკეთონ ბანკებმა საკრედიტო პორტფელის გასაზრდელად

დღეს, როდესაც ბანკებისთვის დაკრედიტების ადრინდელი პოლიტიკა და მიდგომები ფაქტიურად აღარ მუშაობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უძრავი ქონება, როგორც მთავარი უზრუნველყოფის რეალიზაცია ძალიან გართულებულია და ღირებულებაც უკიდურესად შემცირებული, ბანკებისათვის აქტუალური ხდება კითხვა – როგორ გაზარდონ საკრედიტო პორტფელი ისე, რომ მნიშვნელოვნად არ იმატოს სესხების დაბრუნებასთან დაკავშირებულმა რის...

რის გაკეთებას ვურჩევდით ქალაქის მერს

ეს ინსაიტი დაიწერა ამ თემაზე სტრატეგიული კლუბის წევრების მოსაზრებების შეჯერებით   თბილისში, როგორც მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემაა, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ. ძირითადი პრობლემებია:  • გადაადგილება და ტრანსპორტი • სისუფთავე • ქალაქის განტვირთვა   გადაადგილებას ძალიან უშლის ხელს ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები. კარგი იქნება, თუ განვითარდება ...

რა გზით შეუძლია რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს დედების და ახალშობილების სეგმენტის ათვისება

ვფქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ რძის პროდუქტების მწარმოებელი რომელიმე კომპანია შექმნის ახალ საპროდუქტო ხაზს სპეციალურად მომავალი დედებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ფეხმძიმობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალმა დედამ მიიღოს გარკვეული ვიტამინები, რათა ჰყავდეს ჯანმრთელი შვილი. თუ ყველა სასარგებლო და აუცილებელ ვიტამინებს ამ ახალ პროდუქტებში შეიტანს და გაუკეთებს რეკლამას, როგორც ყველაზე ჯა...

როგორ შეიძლება გახდეს უფრო გამჭვირვალე და სასარგებლო ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში (ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე) კარგი იქნება რომ მერიამ, ან მენაშენეთა ასოციაციამ გააკეთონ ვიდეო პორტალი სადაც მოხდება დაფინანსებული პროექტების პირდაპირი ტრანსლიაცია.   1. ასეთი პორტალი შედის მენაშენეების ინტერესებში ვინაიდან მათი მშენებლობის ინტერნეტ ტრანსლაცია ხელს შეუწყობს ბაზარზე მოთხოვნის იმ ნაწილის აღდგენას რომელიც დაკავშირებუ...

როგორ შეუძლია თელასს შეიქმნას დამატებითი შემოსავლების მიღების კარგი წყარო ინტერნეტის, სატელეფონო და საკაბელო კომპანიებისგან

თუ თელასი კაბელების განახლების და შეკეთების პროცესში, მის გაყვანილობას პარალელურად ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებსაც გააყოლებს შეიქმნის მნიშვნელოვან წყაროს დამატებითი შემოსავლების მისაღებად.   ამ კაბელების ჩაყრისა და მომსახურებისათვის თელასს დამატებითი სამსახურების და სიმძლავრეების შექმნა ფაქტობრივად არ დასჭირდება. მაშინ როდესაც ამ ქსელების გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება. ისინი შეიძლებ...

რა გზით შეუძლია აითვისოს ბავშვების სეგმენტი რომელიმე ტურისტულ კომპლექსს

ვფიქრობთ, დიდი და აუთვისებელი მიმართულებაა მაღალი ხარისხის საზაფხულო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისათვის. ძალიან ბევრი მშობელი კი გადაიხდის ფულს მათი შვილების შინაარსიან და ხარისხიან დასვენებაში ზაფხულობით. ვფიქრობთ ისეთ ტურისტულ კომპლექსს, ვისაც ამ მიმართულების კარგად განვითარება შეუძლია,  აქვს პოტენციალი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო საზაფხულო ბანაკი გააკეთოს აზერბაიჯანელი, ...

რატომ უნდა წაახალისონ ხორცპროდუქტების კომპანიებმა ადგილობრივი ხორცის წარმოება და როგორ

ნახევარფაბრიკატი ხორცპროდუქტების მწარმოებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი ხორცის წარმოების განვითარებას, რაც მათი სანედლეულო ბაზრის გაზრდას და გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.   ერთ-ერთი კარგი გზა, რითაც ასეთი წარმოებები ხელს შეუწყობენ ხორცის წარმოების განვითარებას, არის დაეხმარონ ფერმერებს შექმნან დარგობრივი, ან რეგიონალურ-დარგობრივი ასოციაციები, რომლებიც შემდეგში და...

რისი გაკეთება შეუძლია თბილისის მეტროს მომხმარებლების რაოდენობისა და კმაყოფილების გასაზრდელად

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ თბილისის მეტრო თავის სადგურებთან გააკეთებს სამარშრუტო ტაქსების ქსელს – “მიკრო მეტროს”, რომელიც მგზავრებს გადაიყვანს სხვადასხვა მიმართულებით (მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე).    ამჟამად პრობლემაა, რომ თუ მეტროსთან ახლოს არ ცხოვრობ, მაშინ მეტროთი მგზავრობა არ გაწყობს, რადგანაც გიწევს ტრანსპორტის გამოცვლა, ან ავტობუსში ან სამარშუტო ტაქს...

რა პროდუქტი შეიძლება შესთავაზონ ბანკებმა ფერმერებს

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ რომელიმე ბანკი ფერმერებს გაუკეთებს განვადებას შხამქიმიკატებზე. ამით იგი შეძლებს კლინტების ბაზის გაფართოებას, ხოლო ფერმერები მიწების დამუშავებას და სეზონზე ბანკისთვის თანხის გადახდას.   ფერმერებს ხშირად არ აქვთ ერთბაშად მთლიანი თანხა, საჭირო შხამქიმიკატების შესაძენად, მიწების დამუშავებისათვის რომ სჭირდებათ. თუ ბანკი გააკეთებს ასეთ პროდუქტს, ვფიქრობთ, ბევრ...

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს საკუთარი შეთავაზება გახადონ განსაკუთრებით საინტერესო პედაგოგებისთვის და სოციალურად დაუცველებისათვის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში

კონკრეტული პროფესიებისათვის (მიზნობრივი ჯგუფებისათვის) შექმნილი პროგრამების სადაზღვევო პაკეტში შეტანა და მერე ამის სწორად მიტანა ამ ადამიანებამდე, შესაძლოა, სადაზღვევო პროდუქტის მთავარი კონკურენტული უპირატესობა გახდეს დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებისას.   მაგალითად, თუ სადაზღვევო კომპანია სპეციალურად პედაგოგებისათვის მომსახურების პაკეტში შეიტანს პროფილაქტიკურ კურსს, რომელიც გარკვე...

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს გაზარდონ ავტო დაზღვევის გაყიდვები

ავტომობილის მართვის ინსტრუქტორებთან თანამშრომლობა ძალიან კარგი გზა შეიძლება აღმოჩნდეს სადაზღვევო კომპანიებისათვის ავტოდაზღვევის პოლისების უკეთ გასაყიდად. ავტომანქანებთან დაკავშირებით ამ ხალხს მოსწავლეები ენდობიან, მათთან დალაპარაკების და დარწმუნებისთვის დროც საკმარისზე მეტი აქვთ ტარების სწავლების პროცესში. როგორც წესი ეს ადამიანები (ან მათთვის) მანქანებს მოკლე დროში იყიდიან, ისე, რომ საკ...

რა შეიძლება გახდეს მთავარი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი ინტერნეტისა და მობილური ოპერატორებისათვის

მობილური, ისევე როგორც ინტერნეტპროვაიდერები, ბევრ ფულს ხარჯავენ ახალი პროდუქტების თუ აქციების მოფიქრებაზე და მერე მათ მარკეტინგზე. ქმნიან სამსახურებს, იბირებენ ერთმანეთისგან კადრებს.  არა და მომხმარებლების უმეტესობისათვის ნელ-ნელა თანაბრდება მათი სერვისიც და ასორტიმენტიც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მობილური ოპერატორების მიერ შემოთვაზებულ ახალ-ახალ ინოვაციურ სერვისებს ადამიანები ნაკლებ...

რა მომგებიანი პროდუქტი შეიძლება აწარმოოს ზარაფხანამ

თუ “ზარაფხანა” დაიწყებს უცხოური სიმბოლოების ასლების დამუშავებას, მათ სერიულ წარმოებას და შეთავაზებას უცხოური ბაზრებისთვის, მის ბიზნესს სერიოზულ გასაქანს მისცემს.   “ზარაფხანას” ძირითადი კომპეტენცია სხვადასხვა რთული ნაკეთობების სერიული წარმოებაა, რისი მაგალითიცაა მის მიერ გამოშვებული “ლომი”, “წმ. გიორგის მონუმენტი”, “ფიროსმანის ...

რა შეიძლება გახდეს ფარმაცევტული კომპანიებისათვის წარმატების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი

ის, ვინც პსპ, ავერსი, ჯიპის თუ სხვა, შედარებით უფრო მცირე სააფთიაქო ქსელებს შორის ყველაზე კარგად შეძლებს მომხმარებლის დარწმუნებას იმაში, რომ რეალურად ზრუნავს და ეხმარება ადამიანებს ნაკლებად გახდენენ ავად, არსებული კლიენტების ლოიალურობასაც გაზრდის და ახლებსაც ბევრს შეიძენს.   ვიღაცას, შესაძლოა, ეს მოსაზრება აბსურდულად მოეჩვენოს. ერთი შეხედვით ისინი ხომ ადამიანების ავადმყოფობაზე შოუ...

როგორ შეუძლია ადგილობრივ წარმოებას ანანასის წვენის გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა

კვების პროდუქტების მწარმოებლებისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს ანანასის წვენის გამოშვება 0,5 ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში, ანუ ისეთ შეფუთვაში, რომ მოსახერხებელი იყოს ქუჩაში დალევა.   მაგალითდ, მოსახლეობის უმეტესობა 0,5 ლიტრიან კოკა-კოლას, ან თუნდაც პეპსი ლაითს ყიდულობს იმის გამო, რომ მოსახერხებელია ქუჩაში დასალევად და მას გაუკეთდა პრომოცია, როგორც უკალორიო გამაგრილებელ სასმელს. &nb...

რა ახალი ასორტიმენტი შეუძლია განავითაროს წიგნების მაღაზიამ

ვფიქრობთ, შეიძლება ღირდეს, რომ წიგნების მაღაზიამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს პროფესიული წიგნების მიმართულებას და იზრუნოს მის განვითარებაზე. მაგალითად, ჩამოიტანოს სპეციალური ლიტერატურა ეიჩარებისთვის, ბუღალტრებისთვის, არქიტექტორებისთვის, სკოლის დირექტორებისთვის (მსოფლიოში არსებულ სკოლებზე, პრაქტიკაზე), პედაგოგებისთვის, მკვლევარებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, პრაქტიკული სამედიცინო წიგნები და ა....

რა შეუძლიათ კომპანიებს გააკეთონ თანამშრომლების კმაყოფილების გასაზრდელად და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ მცირე და საშუალო სიდიდის კომპანიები გააკეთებენ სავარჯიშო დარბაზებს საკუთარი თანამშრომლებისთვის.   ამისათვის, ალბათ, საჭირო იქნება კომპანიამ გამოჰყოს ფართი, სადაც გაკეთდება კორპორატიული სავარჯიშო დარბაზი. ასეთი დარბაზით სარეგებლობა უნდა შეეძლოს ყველა თანამშრომელს დღეში, ვთქვათ, 1 საათით – სამუშაოს შემდეგ, ან სამუშაო საათების დროს.   მსგავსი ს...

რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ჯანდაცვის სისტემის საექსპორტო ნაწილი საქართველოში

ვფიქრობთ, დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში სამედიცინო-დიაგნოსტიკური მომსახურების განვითარებას. ქვეყნის მდებარეობა, ტრადიციები და მეზობელ ქვეყნებში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა კარგ პირობებს ქმნის იმისათვის, რომ საქართველო და კერძოდ თბილისი რეგიონალური ცენტრი გახდეს ურთულესი და ყველაზე თანამედროვე სამედიცინო გამოკვლევების თვალსაზრისით. თუ ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ამ მიმართულე...

რა პროდუქტები შეიძლება დაამატოს თავის ასორტიმენტს მჭიდროდ დასახლებულ უბნებში არსებულმა სუპერმარკეტებმა

ვფიქრობთ, რომ თუ ასეთი სუპერმარკეტი თავის ასორტიმენტს დაამატებს გარშემო მცხოვრებ მოსახლეობაზე მორგებულ სპეციალურად შერჩეული მზა კერძების ასორტიმენტს ამით იგი შეძლებს დამატებითი მომხმარებლების მოზიდავს. მთავარია კერძები იყოს შეზღუდული რაოდენობის მიხედვით, თანაც შედარებით მარტივად დასამზადებელი და იაფი.   ვფიქრობთ, რომ ასეთი მზა კერძები შეიძლება იყოს კატლეტი, პიურე და წიწიბურა. ეს ი...

როგორ შეუძლია “ზარაფხანას” მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი წილი ოქროს ოპერაციებში საქართველოში

ზარაფხანა წლების განმავლობაში უმსხვილესი, საკავშირო მასშტაბის ორგანიზაცია იყო. იგი საიუველირო ნაწარმს ამზადებადა. ასეთი მაშტაბის წარმოება სულ რამოდენიმე იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ამჟამად ამ წარმოებიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. ის ოქროს ნაკეთობათა საქართველოს ბაზრის 5% მდეღა ფლობს, რაც ფაქტიურად ნულოვანი დატვირთვის ტოლფასია ამ ერთ დროს ძალიან ძლიერი ორგანიზაციისათვის. შედეგად საკმა...

რა მომსახურება შეუძლია შესთავაზოს სამშობიარო სახლმა ახალბედა დედებს

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ სამშობიარო სახლი ახალბედა დედებს შესთავზებს, გაწერიდან პირველი რამოდენიმე კვირა, გამოცდილი ბებია ქალის მომსახურებას.   ახალბედა დედას, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, ახალშობილის მოვლაში ძირითადად ან დედა, ან დედამთილი, ან ძიძა ეხმარება. ალბათ დედისთვის და სხვა ახლობლებისთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ ბავშვს გამოცდილი ბებია ქალი მოუვლის და ამასთან ერ...

ტელევიზია ხალხის დასაქმების სამსახურში

თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს ისეთი ტიპის გადაცემას მათთვის, ვინც ეძებს სამსახურს , მაგრამ არ მიუწვდება ხელი ინტერნეტ დასაქმების საიტებზე, მეორეს მხრივ კომპანიებსაც მისცემს საშუალებას ფართო აუდიტორიის წინაშე გააკეთოს ვაკანსიის მოკლე პრეზენტაცია, ვფიქრობთ, ასეთი გადაცემა შეიძლება ძალიან საჭირო და რეიტინგული გახდეს. ამ გადაცემაში გაცხადდება, როგორც დაბალი და საშუალო პოზიციების, ას...

რა შეიძლება იყოს რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ბავშვების სეგმენტზე გასვლის ერთ-ერთი ეფექტური გზა

კარგი იქნება, თუ რძის პროდუქტების რომელიმე მწარმოებელი გააკეთებს შემდეგი ტიპის აქციას: ვინც ერთდროულად შეიძენს კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, მაგალითად, ხაჭოს, მაწონს, რძეს, მაიონეზს და კარაქს, საჩუქრად მიიღოს ქართული მულტფილმების დისკი.   მულტფილმები უყვარს ყველა ბავშვს და ვფიქრობთ, ამ გზით კომპანია შეძლებს ბავშვებში დადებითი ემოციების გამოწვევას და მათში რძის პროდუქტ...

უფრო კომფორტული ინტერნეტი – როგორ შეუძლიათ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს აბონენტების რაოდენობისა და კმაყოფილების ზრდა

ვფიქრობთ, შეიძლება, ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიისათვის მომგებიანი და აბონენტებისთვის საინტრესო იყოს 24 საათიანი ინტერნეტ პაკეტების შემოღება. იხდი მობილურით რაღაც X თანხას და 24 საათის განმავლობაში ჩაგერთვება შენთვის სასურველი სიჩქარის ინტერნეტი. მაგალითად, თუ უბრალოდ გინდა მეილების შემოწმება, ჩართავ 1 ლარიან პაკეტს, თუ გინდა უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ფილმების ან სხვა რამის გადმოწერ...

რომელი მთავარი ამოცანები უნდა გადაჭრას დღეს ქართულმა ტელევიზიებმა

სამი მთავარი ამოცანა, რომელიც ამჟამად ქართლი ტელეკომპანიების წინაშე დგას: ა) ადგილობროვი სატელევიზიო პროდუქციის გაფართოვების ხელშეწყობა; ბ) ინტერნეტგვერდებისა და მაუწყებლობის აქტიური განვითარება; გ) მაყურებლის უფრო აქტიური ჩართვა სატელევიზიო პროდუქციის ხარისხის და ასორტიმენტის გაუმჯობესებას.   ტელევიზია, რომელიც უკეთ შეძლებს ამ ამოცანების გადაწყვეტას, მაყურებელსაც უფრო აქტიურად...

რა პროდუქციის წარმოებას აქვს ექსპორტის დიდი პოტენციალი და როგორ შეუძლია მწარმოებლებს შორის კოოპერაციას ხელი შეუწყოს ამ პროცესს

ვფიქრობთ, ყველა, ვინც, ვთქვათ, ბავშვებისათვის განკუთვნილ პროდუქციას აწარმოებს, ან შეუძლია და სურს, რომ აწარმოოს, გაერთიანდება და კოოპერირებულად გააგრძელებს ბაზარზე განვითარებას, მათთვის ექსპორტის მიმართულებით წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.    შეიძლება ძნელი იყოს და დიდი დროც დასჭირდეს, მაგრამ საქართველოს კარგი შესაძლებლობები აქვს ბავშვებისათვის განკუთვნილი პროდუქ...

რა კუთხით შეიძლება განავითარონ საკუთარი ბიზნესი ღვინის კომპანიებმა

ვფიქრობთ, ღვინის რომელიმე მწარმოებელმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის, შესაძლოა, იზრუნოს ასორტიმენტის გაფართოებაზე. ღვინის გარდა შეიძლება დაიწყოს ყურძნის წვენის, ფელამუშისა და ჩურჩხელის წარმოება–რეალიზაცია. ამით ის შეძლებს, არა უბრალოდ გამორჩეული იყოს სხვა ღვინის მწარმოებლებისაგან, არამედ ახალი ბაზრებიც აითვისოს.    ასეთი პროდუქტები, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, შეიძ...

როგორ შეიძლება ქართული დიასპორების როლი გაიზარდოს ქვეყნის განვითარების საქმეში

ვფიქრობთ, თუ სახელმწიფო მკაფიო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს დიასპორებთან მიმართებაში და იტყვის, რომ მათი ლოიალურობა ქვეყნის მიმართ, მათი მზრუნველობა საქართველოზე და ქართველებზე პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მზრუნველი იქნება სახელმწიფო მათდამი, რამდენად დაეხმარება იგი იქ დამკვიდრებაში და გაძლიერებაში. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სამშობლოსადმი მათ დამოკიდებულებას. მათ ...

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ თავის პროდუქციას გაუკეთოს ლამაზი შეფუთვები

თუ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია, თავის პროდუქციის გარკვეულ ასორტიმენტს გაუკეთებს ლამაზ შეფუთვებს, ეს, შეიძლება, დადებითად აისახოს მის გაყიდვებზე.   ამჟამად არის რაღაც ტრადიციასავით, რომ სტუმრად წასვლისას თან მიაქვთ ტკბილეული, რაც ძირითადად, არის ხოლმე შოკოლადის კანფეტები. არჩევანის გაკეთებისას კი ყურადღებას აქცევენ გარეგნულ მხარეს, შეფუთვას და საბოლოო ჯამში ირჩევენ იმას, რომელი...

როგორი შეიძლება იყოს აითი ინტეგრატორების განვითარების ერთ-ერთი პერსპექტივა საქართველოში

ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება დროთა განმავლობაში აითი ინტეგრატორებმა საქმიანობის მოდელიც შეცვალონ და დარგობრივი კომპეტენციების დაგროვება დაიწყონ მათთვის ყველაზე პერსპექტიულ დარგებში.    დღეს ინტეგრატორების უმრავლესობას ვენდორზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰყავთ სტრატეგიული პარტნიორები, მომწოდებლები, რომელთა გადაწყვეტილებების დანერგვაზე და გავრცელებაზე...

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს ჯერ კიდევ დაუზღვეველი მანქანების დაზღვევა

ვფიქრობთ, სადაზღვევო კომპანიების მიერ საკმაოდ ეფექტური იქნება მოკლევადიანი, ერთდღიანი ან რამოდენიმე დღიანი დაზღვევის განვითარება იმ ა/გ სადგურებისთვის, რომლებიც საქართველოს დიდი ქალაქების გასასვლელებში მდებარეობენ.   ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ ქალაქიდან ქალაქში დგანან საფრთხის წინაშე, რომ თუ რაიმე სახის მცირე ავარიის შემთხვევაში, მათ მოუწევთ საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა (ევაკუ...

როგორ შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციიდან მიღებული თანხების გაზრდა

ვფიქრობთ, თუ ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს გაყიდის, როგორც ბიზნესებს და არა როგორც მიწას ან შენობას, რეალიზაციას გაიიოლებდა და შემოსავალსაც ბევრად მეტს მიიღებს.    სავარაუდოა, რომ ყველა ამ ობიექტისთვის არსებობს ყველაზე ეფექტური პოტენციური დანიშნულება, რომლის მიგნების შემთხვევაში გაცილებით ადვილი შეიძლება გახდეს მი...

როგორ შეუძლია ქათმის ხორცის მწარმოებელ კომპანიას გაზარდოს მომხმარებლების კმაყოფილება და კვერცხის გაყიდვები ერთდროულად

კარგი იქნება, თუ ქათმის ხორცის მწარმოებელი რომელიმე კომპანია დაიწყებს აქციას “თვის რეცეპტი” და ყოველთვიურად კვერცხის შეფუთვებს (შიგნიდან) მიაკრავს კერძების, ნამცხვრებისა და კოქტეილების იმ ახალ-ახალ რეცეპტებს, რისი დამზადებაც შეიძლება კვერცხის მეშვეობით. მაგ.: ნოემბრის რეცეპტი, დეკემბრის რეცეპტი, იანვრის რეცეპტი და ა.შ.       ვფიქრობთ, ამან შეიძლება ბევრს უბ...

როგორ შეუძლია გათბობის სისტემებში სპეცილიზირებულ კომპანიას თავისი ბაზრის გაფართოება

ვფიქრობთ, მომგებიანი იქნება, თუ გათბობის სისტემებით დაკავებული რომელიმე კომპანია ნახშირზე მომუშავე სისტემების იმპორტის, მონტაჟისა და შემდგომი მომსახურების მიმართულებას განავითარებს. ძირითად მომხმარებლებად კი მოიაზრებიან დიდი ორგანიზაციები, საწარმოები, ფერმები, სათბურები, შესაძლოა საცხოვრებელი კორპუსები და მცირე ზომის დასახლებებიც.    გაზის გაძვირების პერიოდში ამგვარი საწვავით...

როგორ შეუძლია “ელკანას” თავისი მისიის უკეთ შესრულება

“ელკანას” მნიშვნელოვნად შეუძლია შეუწყოს ხელი ბიოპროდუქციის წარმოების განვითარებას, თუ მეტი აქტიურობით დაიწყებს მსხვილი ქართული მწარმოებლების დარწმუნებას, მათი საწარმოო სიმძლავრეების მცირე ნაწილი მაინც გადაიყვანონ ბიომეურნეობაზე.  მაგალითად, “ელკანას” შეუძლია დაარწმუნოს “კოდა” _ აწარმოოს ბიოკვერცხი, “სანტე” _ აწარმოოს ბიომაწონი, ბიოყვე...

როგორ შეუძლია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შემოსავლებიც გაზარდოს, კლიენტების რაოდენობაც და მათი კმაყოფილებაც

ვფიქრობთ, ყველასათვის მომგებიანი იქნება, თუ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მცირე ფირმების საკონსულტაციო ჯგუფს გააკეთებს. შეიყვანს მასში ბუღალტერს, გადასახადების სპეციალისტს, იურისტს, მარკეტოლოგს და კადრების სპეციალისტს. ისეთებს, რომლებიც მცირე ფირმებისთვის აქტუალურ თემებზე არიან სპეცილიზირებული.    თუ ეს ორგანიზაცია, სესხების მიცემასთან ერთად, კლიენტებს მისცემს 5-10 საათ...

როგორ შეუძლიათ სატელევიზიო არხებს აბიტურიენტების დახმარება და რეიტინგული გადაცემის გაკეთება

ვფიქრობთ, ძალიან სასარგებლო, რეიტინგული გადაცემა გამოვა, თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს უნარ-ჩვევების შემსწავლელ გადაცემას. გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება რამოდენიმე სტუმარი, რომლებიც ერთად განიხილავენ სხვადასხვა ტესტებს, იმსჯელებენ და გამოიტანენ დასკვნებს. შესაძლოა, გადაცემის მსვლელობისას ტარდებოდეს კონკურსი, მაყურებელს შეეძლოს სმსით სწორი პასუხების გაგზავნა დ...

ავტოდილერი ფერმერების გვერდით – ახალი მიმართულება

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ რომელიმე ავტოდილერი ახალი ბიზნესით დაინტერესდება, კერძოდ, ჩამოიყვანს მეორად ტრაქტორებს, რომლებსაც ფერმერებს მიაქირავებს.   საქართველოში სასოფლო-სამეურნო მიწები დაახლოებით 3025.8 ათასი ჰექტარია, ხოლო გამოყენებული კი _ დაახლოებით 20%. ამ საქმიანობით ავტომანქანების იმპორტიორი მიიღებს როგორც დამატებით შემოსავლებს, ასევე დაეხმარება ქართული სოფლის მეურნეობის გ...

რა შეიძლება აღმოჩნდეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სასკოლო განათლების ხარისხის გასაზრდელად

დროში  სკოლების ფუნქცინირების ყველაზე ეფექტური გაუმჯობესებისათვის დირექტორების საქმიანობის ხარისხის გაზრდა შეიძლება გახდეს. ვფიქრობთ, ამ ამოცანის გადაწყვეტა შედარებით ადვილად შეიძლება თუ:     ა) განათლების სამინისტრო შეიმუშავებს სკოლების დისტანციური და ადგილზე შესწავლის საფუძველზე შეფასების რეიტინგულ სისტემას. იგი სკოლის დირექციის, სამეურვეო საბჭოს, მასწავლებელთა კორპუს...

როგორ შეუძლიათ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს ერთობლივად დაეხმარონ გაყიდვებში ორგანიზაციებს

ვფიქრობთ, ვაჭრობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს, თუ ბანკები საკრედიტო რისკების ანალიზს, როგორც მომსახურებას, მიყიდიან სადაზღვევო კომპანიებს, რომლის საფუძველზეც ეს კომპანიები კონსიგანციით გაცემული საქონლის ფინანსურ რისკებს დააზღვევენ.   ამ ოპერაციებს ბანკებიც და სადაზღვეოვებიც ამჟამად დამოუკიდებლად აკეთებენ. ეს, სავარაუდოდ, იმიტომ ხდება, რომ ერთობლივად არ მოქმედებენ, ო...

დეველოპერების გადარჩენის ახალი გზა და მისი მეოხებით განვითარების მიმართულებები

ვფიქრობთ, რომ დეველოპერებისათვის ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის მოკლე დროით გახანგრძლივების საშუალებაა. სხვა შედეგს ისინი აქედან ვერ მიიღებენ (ვერც არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ და ვერც გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას გაიზირდიან). ერთადერთი გზა მათი საქმიანობის ბიზნეს მოდელის ცვლილება შეიძლება გახდეს.    ვფიქრობთ, მათ აქტიურად უნდა იფიქრონ ...

როგორ შეუძლია სადაზღვევო კომპანიას საპენსიო ფონდის მომგებიანობის კიდევ უფრო გაზრდა

თუ სადაზღვევო კომპანია, საპენსიო ფონდის სახსრებით, მიკრო საფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტებას დაიწყებს, შეძლებს, სწრაფად გაზარდოს ფონდის შემოსავლიანობა.  ეს მისი საპენსიო სქემების არსებული მონაწილეობის კმაყოფილებასაც გაზრდის და ახალ მონაწილეებსაც დაიმატებს.    ამისათვის მას მოუწევს ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ისეთი სქემის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც მას ექნე...

ხორცპროდუქტების მწარმოებლები – სკოლებში მოსწავლეთა კვებისთვის

ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, გაზარდონ გაყიდვები სასკოლო კვების ბიზნესში გააქტიურებით. ამისთვის მათ სპეციალურად ბავშვებისთვის უნდა შეიმუშაონ, ან დახვეწონ სხვადასხვა პროდუქტები, მაგალითად, სოსისი, კატლეტი, სენდვიჩი, ბუტერბროდი და ა.შ. ამასთან დანერგონ გაყიდვების ეფექტური სისტემა, რომელიც სკოლების სპეციფიკაზე იქნება მორგებული.

როგორ უნდა შეუქმნას აფთიაქმა მეტი ღირებულება მომხმარებლებს

ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ რომელიმე აფთიაქი რეგიონებში მდებარე საკუთარ ფილიალებს სხვა ფუნქციებსაც დაუმატებს. ამით მომხმარებლების ლოიალობასაც გაზრდის და ხალხსაც დაეხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.   ფუნქციებს რაც შეეხება, ასეთი შეიძლება იყოს ისეთ მედიკამენტებზე შეკვეთების მიღება და შემდეგ ჩატანა, რომელიც რაიონში არ იყიდება, ან ძნელად იშოვება. ას...

როგორ შეუძლიათ დღის მატარებელებს შემოსავლებიც გაუზარდონ რკინიგზას და კლიენტების კმაყოფილებაც

ვფიქრობთ, შესაძლოა, კარგი სიახლე იყოს საბავშვო ვაგონების დამატება დღის მატარებლებზე. მინიმუმ ბათუმის მიმართულებით და ზაფხულში ამან შეიძლება კარგად იმუშაოს.    ვაგონი მოწყობილი უნდა იყოს სათანადოდ. იგი უნდა აღიჭურვოს სათამაშოებით, კინოთეატრით მულტფილმების და საბავშვო ფილმების საჩვენებლად. უნდა ჰყავდეთ სპეციალური პერსონალი, რომელიც ბავშვებს გაართობს და ყურადღებას მიაქცევს. მშობ...

როგორ შეუძლიათ ბანკებს გარკვეულ დონეზე მოაგვარონ იპოთეკურ სესხებზე მასიური ვადაგადაცილებებით გამოწვეული პრობლემა

ვფიქრობთ, თუ ბანკები იპოთეკური მსესხებლების იმ ნაწილს, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი ბინები აქვთ უზრუნველყოფაში ჩადებული,  შესთავაზებენ მათი ბინების ბანკისათვის გადაცემას, რის სანაცვლოდაც ბანკი მათ სესხს დაუფარავს, ხოლო მათ კი ქირის ხელშეკრულებას გაუფორმებს იმ თანხაზე, რაც მსესხებელს შეუძლია არსებული შემოსავლებიდან გამომდინარე, ბანკიც და მსესხებლებიც სარგებელს მიიღებენ აქედან.&nbs...

რა სიახლე შეუძლია შემოიტანოს თბილისის მეტრომ

ვფიქრობთ, კარგი იქენბა, თუ მეტროში იაფად გაიყიდება ცხელი ჩაი და ყავა. ძალიან ხშირია, როდესაც აგვიანდებათ სამსახურში ან სასწავლებელში და სახლში ვერ ასწრებენ ჩაის ან ყავის დალევას, ხოლო თუ მეტროში სულ რამოდენიმე წამში ჩამოუსხამენ ცხელს, ვფიქრობთ, საკმაოდ ბევრი იყიდის. ამით მეტრო დამატებით შემოსავლებს მიიღებს და მგზავრებსაც მეტ კომფორტს შეუქმნის.  

რა სიახლე შეუძლია შემოიტანოს რომელიმე კომპიუტერულმა კომპანიამ

თუ რომელიმე კომპიუტერული კომპანია დაიქირავებს 2-3 მხატვარს და მყიდველებს მოუხატავს კომპიუტერებს თავისი სურვილის მიხედვით, ვფიქრობთ, ბევრი ახალგაზრდა გაალამაზებს თავის კომპიუტერს. შესაძლოა არსებობდეს კატალოგები, ან მყიდველმა თვითონ აღუწეროს, ან აჩვენოს, თუ რა დიზაინი სურს. რეკლამისთვის, შესაძლოა, თავიდანვე მოხატონ რამოდენიმე კომპიუტერი და ვიტრინებში დააწყონ.

რითი შეუძლია ფერმერების დახმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს სხვადასხვა კვლევების ჩატარებასა და საჯაროდ გამოქვეყნებას. ამით იგი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობით ან გადამამუშავებელი მრეწველობით დაინტერესებულ პირებს საქმიანობის პროცესში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში. კვლევები შეიძლება ეხებოდეს წარმოების მოცულობებს, ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკას, სხვა ქვეყნების ანალოგიურ გამოცდილებებს და ა...

რა შეიძლება გახდეს ბანკისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების თითქმის 60%-ზე მეტი რუსეთზე მოდის (რაც ყოველწლიურად 600 მილიონ დოლარამდეა), ხოლო თანხების გადმოსარიცხად ადამიანები საკმაოდ ძვირადღირებულ სისტემებს იყენებენ, ვფიქრობთ, ბანკისთვის კარგი შესაძლებლობები არსებობს ამ ბაზარზე უფრო აქტიური მოქმედებისთვის.    თუ ბანკი შეძლებს, მისი მთავარი მეპატ...

რა შესაძლებლობები აქვს საავიაციო ქარხანას სპორტული ინვენტარის ბაზარზე

ვფიქრობთ, თუ საავიციო ქარხანა სხვადასხვა გამზომი ხელსაწყოებით აღჭურვილი ტრენაჟორების წარმოებას განავითარებს, შესაძლოა, კარგი ბიზნესი გამოუვიდეს. მისი მომხმარებლები საქართველოს გარდა მომიჯნავე ქვეყნებიც გახდებიან.   ამ ტიპის სპორტულ ინვენტარზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრების და საშუალო ფენის ეკონომიკურ მომძლავრებასთან ერთად. ...

როგორ შეუძლიათ დეველოპერებს თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთონ და თვითონაც დამატებით შემოსავლები მიიღონ

თუ რომელიმე დეველოპერული კომპანია თბილისში და მის გარშემო არსებული გამოუყენებული დიდი ნაგებობების და საწარმოო ეზოების აღწერას გააკეთებს, მოიფიქრებს მათი ეფექტური გამოყენების გზას, ხოლო ამის შემდეგ მფლობელებს ასეთი შენობების გაყიდვაში ან გაქირავებაში დახმარებას შესთავაზებს, შემოსავლებსაც მიიღებს და თბილისისთვისაც კარგ საქმეს გააკეთებს.    ასეთი შენობების და ტერიტორიების რაოდენ...

ბანკი როგორც საკლირინგო ცენტრი

ამჟამად ქართულ ბანკებს შორის საანგარიშსწორებო ოპერაციები ეროვნული ბანკის გავლით ხორციელდება, რაც დროში აფერხებს კლიენტების მიერ გადარიცხვების შესრულებას.   ბანკისთვის, რომელსაც მცირე ქსელი აქვს, კარგი შესაძლებლობა იქნება, გახდეს საანგარიშსწორებო ცენტრი სხვა ქართული ბანკებისთვის ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვებისთვის. მითუმეტეს, თუ ბანკს არ აქვს ფინანსური სახსრების პრობლემა, მცირე ქსელ...

რა შეიძლება აღმოჩნდეს ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო რეკლამა შიდა ტურიზმით დაკავებული კომპანიებისათვის

თუ რომელიმე ტურისტული კომპანია სტაციონარულ, სათვალთვალო ჭოგრიტებს დაამონტაჟებს მცხეთის ჯვრის ეზოში, მონასტერს დაუთმობს მთლიან შემოსავალს მოვლისა და ზედამხედველობის სანაცვლოდ, თვითონ კი, უბრალოდ, სარეკლამო წარწერას დატოვებს მასზე, ეს მისთვის საუკეთესო რეკლამა იქნება. თითქმის ყველა ქართველი და საქართველოს სტუმარი გაიხედავს ამ ჭოგრიტებში. ერთჯერადი ხარჯით 3-5 ათასი დოლარის ოდენობით თქვენ გა...

რა უნდა გააკეთოს ფარმაცევტულმა კომპანიამ ბავშვებისთვის ლოიალურობის გასაზრდელად

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ აფთიაქი, რომელსაც აქვს ლოიალურობის ბარათი, გააკეთებს გასართობ ცენტრს ბავშვებისთვის მისი ბარათის სახელწოდების შესაბამისად. ამ ცენტრში შესაძლებელი იქნება დაბადების დღეების გადახდა, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, იქ ბავშვის თუნდაც ერთი საათით მიყვანა და დატოვება.   ასეთი ტიპის ცენტრის გაკეთება აფთიაქისთვის კარგი იქნება რამოდენიმე მიზეზის გამო: 1. ბრენდ...

როგორ შეუძლია “საქცემენტს” საცალო ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავება

უამრავ ოჯახს სჭირდება ჩამონგრეული ნალესის პატარა მონაკვეთის შელესვა, სხვადასხვა სანტექნიკური გაყვანილობების დაზიანების და გამოცვლის შემთხვევაში სიცარიელის ამოვსება და ა.შ. ამას რა თქმა უნდა, ცემენტი სჭირდება. ცემენტის ორმოცდაათკილოგრამიანი პარკები, რომლებიც დღეს საცალო ბაზარზე იყიდება, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და ზედმეტი, გამოყენების შემდეგ კი მომხმარებელმს დარჩენილი ცემენტის გადაყ...

რა უნდა დაისახოს ეროვნულმა ბანკმა უახლოესი წლების მთავარ მიზნად

დღეს საქართველოს საბანკო სისტემის აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის 25-30% შეადგენს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია არა მარტო განვითარებული ქვეყნებისთვის (სადაც რამოდენიმეჯერ აღემატება საბანკო აქტივები მთლიან პროდუქტს), არამედ განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ეს, საერთო ჯამში, იმას ნიშნავს, რომ საბანკო სისტემა რეალურ როლს ეკონომიკის განვითარებაში ფაქტობრივად ვერ ასრულებს.    ვფიქრ...

როგორ შეიძლება ნავთობის კომპანია გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი კორპორატიული კლიენტებისთვის

თუ ბენზინგასამართი სადგურების რომელიმე ქსელი კორპორატიულ კლიენტებს, საწვავთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით, დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს, ბევრი მათგანისთვის კიდევ უფრო სასურველი პარტნიორი გახდება.    ასეთი მომსახურებები შეიძლება იყოს:   ა) წვის თვალსაზრისით ავტომანქანის გამართულობის ანალიზი და კონტროლი. ბ) ოპტიმალური საწავავის შერჩევა და შეთავაზება ...

რამ შეიძლება ბანკს მოუტანოს სწრაფი წარმატება

თუ რომელიმე ბანკი მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შესთავაზებს უზრუნველყოფაზე 150-200% მეტი სესხების მიცემას, სანაცვლოდ კი მოითხოვს მათგან :   ა) ბრუნვების ბანკის ანგარიშებზე გატარებას (იურიდიული ან ფიზიკური პირების ანგარიშების გამოყენებით). ბ) ნაყიდი აქტივების უზრუნველყოფაში ეტაპობრივად დამატებას. გ) მენეჯმენტის პერიოდულ გადამზადებას მართვისა და გაყიდვების სპეციალურ მოკლ...

როგორ უნდა გაუმკლავდნენ სადაზღვევო კომპანიები ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მომავალ საფრთხეს

ავერსმა სადაზღვევო ოპერაციების წარმოების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ის აპირებს, აქტიურად შევიდეს სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის იქ მოღვაწე კომპანიებს.   ვფიქრობთ, მათი მხრიდან ამ ცვლილებაზე ყველაზე სწორი რეაგირება შეიძლება იყოს:   ა) სამკურნალო დაწესებულების ამორჩევის თავისუფლების მინიჭება მომხმარებლისათვის. ავერსი, სავარაუდოდ, მომხმარე...

თურქეთის ტერიტორიებზე არსებული ქართული ძეგლების დაცვის საქველმოქმედო ფონდი მობილური ოპერატორისაგან

ვფიქრობთ, რომელიმე მობილური ოპერატორი მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებსაც, აბონენტების რაოდენობასაც და მის მიმართ მომხმარებლების ლოიალურობასაც, თუ მეურვეობას აიღებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე. თუ აბონენტების მიერ გადახდილი თანხებიდან ნაწილს ის ამ ტაძრების კონსერვაციაზე, რესტავრაციაზე ან მიმდინარე შენახვაზე მიმართავს, ბევრი უფრო დიდი სიხარულით გამოიყენებს ...

რა ახალი პროდუქტის შეთავაზება შეუძლიათ რძის პროდუქტების მწარმოებლებს ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის

რძის პროდუქტების მწარმოებელმა რომელიმე კომპანიამ უნდა გამოუშვას კალცით გამდიდრებული იოგურტი სპეციალურად ბავშვებისთვის, რომელსაც პირდაპირ შეიძლება ასეც დაარქვას – “კალცი”.    კალცი არის ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთიერება, სწორედ ამიტომ მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, სხვადასხვა გზით მიაღებინონ ის თავიანთ შვილებს. იოგურტი კი უყვარს თითქმის ყველა პატარას და მშ...

როგორ შეუძლია სასწავლო ტრეინინგ-ცენტრებს სკოლის მოსწავლეების სეგმენტის ყველაზე სწრაფად და წარმატებით ათვისება

ტრეინინგ-ცენტრებმა უნდა გახსნას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრები (კაბინეტები) შიგ სკოლებში. ამით ისინი შეძლებენ, მოკლე პერიოდში მოიცვან სკოლის მოსწავლეების ძალიან დიდი ნაწილი. კურსები ჩატარდება გაკვეთილების შემდეგ და ეს იქნება ძალიან მოსახერხებელი იმ მშობლებისათვის, ვინც ვერ ახერხებს სკოლიდან ბავშვების ადრე გამოყვანას.     ამან რომ არ გამოიწვიოს უკმაყოფილებისა და პროტესტის გ...

მობილური ოპერატორის ახალი პროდუქტი-“აკონტროლე”

თუ რომელიმე მობილური ოპერატორი გააკეთებს ისეთ პროდუქტს, რომელიც იქნება შექმნილი სპეციალურად მშობლებისთვის, რათა აკონტროლონ არასრულწლოვანი შვილის ნომერზე შემომავალი და გამავალი ზარების, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების ადრესატები, სავარაუდოდ ამ სერვისს აქტიური გამოყენება ექნება. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ორივე ნომრის თანმხმობით, რეგისტრაციის გავლის საფუძველზე.

რა სიახლის შემოტანა შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს

ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ თსუ გააკეთებს დისტანციური სწავლების კურსს, ანუ ყველას ექნება შესაძლებლობა, ინტერნეტით მცირე თანხის გადახდის შემდეგ, შეისწავლოს მისთვის საინტერესო საგნები სხვადასხვა სფეროდან.   კურსები შეიძლება იყოს რამოდენიმე თვიანი, პერიოდულად ჩატარდეს ტესტირებები, რის შედეგადაც საბოლოოდ გაიცემოდეს სერთიფიკატი.   ასევე, შესაძლოა, იყოს 4 წლიანი სწავლება, რ...

როგორ შეუძლიათ ბანკებს დაეხმარონ ბიზნესის დაწყების მსურველებს და თან მოზიდული ანაბრების მოცულობაც გაზარდონ

თუ რომელიმე ბანკი საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებს, რომლებიც საკმაოდ ბევრია, შესთავაზებს, მათი დანაზოგი განათავსონ სპეციალურ ანაბარზე, რომელზეც, რაც უფრო დიდი თანხა ექნებათ შენახული და რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მით მეტი სესხის აღება შეეძლებათ, როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან, რა ბიზნესის დაწყება უნდათ და როგორ. კარგი იქნება, თუ იგივე ბანკი ბიზნესის დაწყების მსურველებს, მარტ...

როგორ შეიძლება გამოიყენოს საცალო ქსელმა სხვა კომპანიების მომხმარებლების ლოიალობის საბარათე პროგრამები

საცალო ვაჭრობის რომელიმე ქსელმა, შესაძლოა, დაიწყოს ლოიალობის პროგრამაში გაწევრიანებული ყველა პირის მომსახურება შეღავათიანად და ამ გზით მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი გაყიდვები.    მაგალითად, თუ გაქვს ფარმაცევტული კომპანიის, სუპერმარკეტის, ბენზინგასამართი ან სხვა ტიპის კომპანიის ბარათი, ერთ-ერთი რომელიმე დაგიკლებთ 3%-ს შესყიდულ პროდუქციაზე ნებისმიერი ამ ბარათის წარმოდგენისას. ა...

როგორ შეუძლია კვერცხის მწარმოებელს გაზარდოს გაყიდვები სათამაშოების მაღაზიასთან თანამშრომლობით

მწარმოებელმა კვერცხის შეფუთვებში უნდა ჩადოს პატარა, მრგვალი კუპონები, რომელიც იქნება რაღაც თანხის შესაბამისი, მაგალითად, 10 თეთრის და თავის მუდმივ მომხმარებელებს საშუალება მისცეს, ამ თანხით (დაგროვილი კუპონებით) სათამაშოების მაღაზიაში შეიძინონ სათამაშო.    ეს იგივე იქნება, რაც დაახლოებით 5%-იან ფასდაკლება, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ეს არ აისახება ფასზე. კვერცხი ეღირება იმდენი, ...

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს შედარებით შეუმსუბუქონ სტრესი ავარიულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს

თუ სადაზღვევო კომპანიები გააკეთებენ ერთთვიან, ავტომატურად განახლებად პოლისებს ავარიული სახლების ჩამონგრევისაგან დასაზღვევად, რომელიც დაზარალებულს პოლისში გადახდილი თანხის, ვთქვათ, 1000 ჯერად ოდენობას აუნაზღაურებს სახლის ჩამონგრევის შემთხვევაში, კარგი პროდუქტი გამოვა და მყიდველიც, სავარაუდოდ, ბევრი ეყოლება.    ამ პოლისების გაყიდვაც არ უნდა იყოს რთული. უბნები, სადაც ასეთი სახლე...

რატომ უნდა წახვიდეთ ერთ რომელიმე კინოთეატრში და არა სხვაგან ერთი და იგივე ფილმზე, ან პირიქით

კინოთეატრმა მაყურებლების უფრო მეტად მოსაზიდად, შეიძლება მოაწყოს გათამაშებები ყოველ კინოსეანსზე. ამისათვის ფილმის დასაწყისში, ან დასასრულს გაათამაშოს ადგილები ნომრების მიხედვით (მაგ.: მე-5 რიგი, ადგილი 11) და ვისი ნომერიც ამოვა, შესთავაზოს სხვადასხვა პრიზები. ეს შეიძლება იყოს ბილეთი სხვა ფილმზე, ან ფასდაკლების ბარათი თვითონ კინოთეატრ რუსთაველში მდებარე მაღაზიებში, ან თუნდაც იქ შეძენილი ქუ...

რატომ შეიძლება იყოს განათლების სფერო მიმზიდველი ბანკებისთვის

ვფიქრობთ, ის ბანკი, რომელიც სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბებას შეძლებს, განათლების სფეროში ძალიან ადვილად და დიდი წარმატებით დაიკავებს მნიშვნელოვან სეგმენტს.    ეს სეგმენტი ერთ–ერთი ყველაზე სტაბილურია ყველაზე ძლიერი კრიზისის დროსაც კი. სახელმწიფო ინვესტიციები და ხარჯები ამ სფეროში თუ არ გაიზრდება, არც შემცირდება. ეს სეგმენტი იძლევა ჯერ ბავშვებზე, შემდეგ კი მათ მშობლებზე გას...

რა ახალი პროდუქტის შეთავაზება შეუძლიათ რძის პროდუქტების მწარმოებლებს ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის

რძის პროდუქტების მწარმოებელმა რომელიმე კომპანიამ უნდა გამოუშვას კალცით გამდიდრებული იოგურტი სპეციალურად ბავშვებისთვის, რომელსაც პირდაპირ შეიძლება ასეც დაარქვას – “კალცი”.    კალცი არის ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთიერება, სწორედ ამიტომ მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ, სხვადასხვა გზით მიაღებინონ ის თავიანთ შვილებს. იოგურტი კი უყვარს თითქმის ყველა პატარას და მშ...

როგორ შეუძლია სასწავლო ტრეინინგ-ცენტრებს სკოლის მოსწავლეების სეგმენტის ყველაზე სწრაფად და წარმატებით ათვისება

ტრეინინგ-ცენტრებმა უნდა გახსნას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრები (კაბინეტები) შიგ სკოლებში. ამით ისინი შეძლებენ, მოკლე პერიოდში მოიცვან სკოლის მოსწავლეების ძალიან დიდი ნაწილი. კურსები ჩატარდება გაკვეთილების შემდეგ და ეს იქნება ძალიან მოსახერხებელი იმ მშობლებისათვის, ვინც ვერ ახერხებს სკოლიდან ბავშვების ადრე გამოყვანას.     ამან რომ არ გამოიწვიოს უკმაყოფილებისა და პროტესტის გ...

რა ახალი პროდუქტი დაეხმარება ლუდის მწარმოებელს ზამთრის გაყიდვების ზრდაში

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ ლუდის მწარმოებელი რომელიმე კომპანია, ზამთრის და ცივი ამინდების დადგომისას, ქართველ მომხმარებელს შესთავაზებს ცხელ ლუდს.   ცნობილია, რომ ზამთარში ლუდის მოხმარება მნიშვნელოვნად კლებულობს, რადგანაც საქართველოში ლუდს მხოლოდ ჩაციებულ მდგომარეობაში მოიხმარენ. შემთბარი ლუდი კი საკმაოდ პოპულარულია ევროპულ ქვეყნებში და ასევე ცნობილია, რომ ლუდი ბევრად უფრო არომატულ...

როგორ გააუმჯობესოს რომელიმე აითი ინტეგრატორმა კომპანიამ სასტუმროების მომსახურება

თუ მსხვილი აითი ინტეგრატორი შექმნის პროგრამულ უზრუნველყოფას სპეციალურად სასტუმროებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ინტერნეტით ნომრების დათვალიერება, დაჯავშნა და ელექტრონულად ფულის გადახდა, ვფიქრობთ, საქართველოში (და შესაძლებელია აზერბაიჯანსა და სომხეთშიც) მას საკმაოდ ბევრი დიდი სასტუმრო შეიძენს.   ამით კომპანიაც შემოსავალს მიიღებს და ქართული სასტუმროების განვითარებაც ...

რისი გაკეთება შეუძლია აგრარულ უნივერსიტეტს დამატებით სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

აგრარულ უნივერსიტეტს, მისი პროფილიდან გამომდინარე, კარგი შესაძლებლობა აქვს დაამუშაოს და შესთავაზოს მსურველებს მოკლევადიანი (1,2,3 თვიანი) სპეციალური სასწავლო კურსები. მათი მეოხებით შეასწავლის თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში. მაგალითად, ცხოველის კვება, ფრინველის გაზრდა, ვეტერინარია, საკვების დამზადება, სხვადასხვა ტიპის ბოსტნეულის მოყვანა და ა.შ.   ასე...

როგორ შეუძლია რომელიმე კომპიუტერულ კომპანიას მომსახურების მიმართულების განვითარება

თუ რომელიმე მსხვილი კომპიუტერების კომპანია ინტრნეტპროვაიდერებს ახალ კლიენტებთან საჭირო ინსტალაციების “აუთსორსინსგს” შესთავაზებს, განავითარებს მომსახურების მიმართულებას, რაზეც დღეს მოთხოვნა ძალიან დიდია, და ახალ კლიენტებსაც მიიზიდავს.   მეორეს მხრივ, ინტერნეტპროვაიდერებსაც ბევრი პრობლემა მოეხსნება: ხარჯები შეუმცირდება, ხარისხი აუმაღლდება და კლიენტების კმაყოფილებაც გაიზრ...

როგორ შეუძლიათ სადაზღვეო კომპანიებს ქონების დაზღვევით მიღებული შემოსავლების ზრდა

თუ სადაზღვევო კომპანიები შესთავაზებენ ნახევარსარდაფებში გახსნილ მაღაზიებს გასაყიდი საქონლის და მაცივრებისა თუ სხვა დანადგარების წვიმის მოვარდნისაგან და დატბორვისაგან დაზღვევას, წარმატებული პროდუქტი შეიძლება გამოუვიდეთ.   პოლისები ერთთვიანი რომ იყოს და ავტომატურად განახლებადი, ყოველთვიური თანხის გადახდასთან ერთად, დავუშვათ, გადახდილი თანხის ასმაგი ოდენობით (კოეფიციენტი დამოკიდებული...

როგორ შეუძლია შექმნას სარგებელი ფარმაცევტულმა კომპანიამ მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული მოსახლეობისთვის

თუ რომელიმე ფარმაცევტული კომპანია გამოყოფს ავტომობილს (ან რამოდენიმეს), რომლებიც ივლიან შედარებით მაღალმთიან და მიუვალ სოფლებში და ადგილზე მიიტანენ მედიკამენტებს (თანაც შედარებით იაფად), ვფიქრობთ, ხალხსაც დაეხმარება და კარგ იმიჯსაც შეიქმნის საზოგადოების თვალში.   ავტომობილში შესაძლოა იყოს ასევე თერაპევტიც, რომელიც მსურველებს ზოგად თერაპიულ შემოწმებას ჩაუტარებს, მისცემს რჩევებს და ...

როგორ შეუძლია დეპოზიტების მოზიდვა უცხოეთიდან რომელიმე ბანკს

თუ რომელიმე ლიდერი ბანკი, დავუშვათ, 1000 დოლარიან დეპოზიტურ სერტიფიკატებს გამოუშვებს, მსოფლიო განაკვეთების კვალობაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და პერიოდულად პრიზებსაც გაათამაშებს, ინტერნეტ გაყიდვების ეფექტურად აწყობის შემთხვევაში შესაძლოა დიდი თანხმების მობილიზაციაც მოახერხოს.   მსოფლიოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ნაცნობები ჰყავთ საქართველოში, ან ნამყოფები არ...

ქუთაისის ავტოქარხნის პერსპექტიული შესაძლებლობები

თუ ქუთაისის ავტოქარხანა შეისწავლის სავარაუდო მოთხოვნას სამრეწველო ტიპის დანადგარებზე, რომლებზე მოთხოვნაც ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაიზრდება და დაამუშავებს მათი წარმოების ტექნოლოგიას, საკმაოდ პერსპექტიულ საქმეს ჩაუყრის საფუძველს, რომელსაც როგორც ლოკალური, ასევე დიდი საექსპორტო პოტენციალი ექნება.   ასეთი დანადგარები შეიძლება იყოს, მაგალითად: სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტიორები ...

მობილური ოპერატორის ოქტომბრის სახე

კარგი იქნება, თუ რომელიმე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ჩაატარებს სილამაზის კონკურსს სკოლის მოსწავლეებში გოგონებსა და ბიჭუნებში ყოველ თვე, ან თუნდაც წელიწადში ერთხელ. გამარჯვებულის გამოვლენა შეიძლება მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ზარების საშუალებით. დიდი ალბათობით მოსწავლეების მშობლები გააქტიურდებიან მათი შვილების გასამარჯვებლად. ამით კი შეიძლება კომპანიამ დამატებითი შემოსავალი მიიღო...

გადაიღე შენი სიუჟეტი ტელევიზიისათვის

თუ რომელიმე სატელევიზიო არხი მისცემს საშუალებას ყველა მოქალაქეს, გადაიღოს მისთვის საინტერესო სიუჟეტი თავისივე რესურსით, ან თუნდაც არხის ჟურნალისტების დახმარებით მათთვის საინტერესო თემებზე, და შემდეგ ასეთი სიუჟეტები გავა ერთ კონკრეტულ გადაცემაში, დიდი ალბათობით ძალიან ბევრი მაყურებელიც ეყოლება. ეს იქნება დემოკრატიული გადაცემა საზოგადოებაზე ორიენტირებული არხის ეთერში.

როგორ შეუძლია რესპუბლიკურ საავადმყოფოს გაზარდოს პაციენტთა რაოდენობა როგორც საქართვლოდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან?

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა განავითაროს ურთიერთობები მსოფლიოში ცნობილ სხვადასხვა დარგის ექიმებთან და ორგანიზება გაუწიოს პერიოდულად მათ საქართველოში ჩამოყვანას.   ამისათვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციას ევალება: 1. შეისწავლოს საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაცია, რა პრობლემებია, რომელი დარგის ექიმებზეა მოთხოვნა 2. დაუკავშირდეს მსოფლიოში შესაბამის დარ...

პირველი ექვსი თვე

ბევრ ისეთ ადამიანთან მისაუბრია, ვისაც მისთვის ორგანიზაციაში მისვლისას პირდაპირ მაღალ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. განსაკუთრებით მაინტერესებდა, როდიდან დაიწყეს რეალური სარგებლის შექმნა. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იდეები და წამოწყებები პირველივე დღიდან ყველას ძალიან რევოლუციური ჰქონდა, პირველი ექვსი თვის განმავლობაში თითქმის ვერც ერთმა ვერ შეძლო ორგანიზაციისათვის რაიმე განსაკუ...

კონკურენტების დაცინვის უარყოფითი ეფექტები

ჩვენთან ხშირად ხდება, რომ მენეჯმენტი, ძირითადად ქვეცნობიერად, თანამშრომლებშიც და კლიენტებშიც, ერთ-ერთი ან რამოდენიმე კონკურენტის მიმართ, ზიზღის და სიძულვილის დანერგვას ცდილობს. იქ გადასვლას კი ყველას და ყველაფრის ღალატად აღიქვამს. მოწინააღმდეგის მუდმივი ქილიკი (რეკლამებშიც კი), მათი წარმატებების შემთხვევითობაზე მიწერა, მათი ხელმძღვანელების დაცინვა პირად საუბრებში, შიდა თათბირებზე, კონკურ...

რა შეუძლია გააკეთოს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასს გამძაფრებული კონკურენციის პირობებში?

თუ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი შეუქმნის საქმიანი მიზნით ჩამოსულ ადამიანებს მაქსიმალურ კომფორტს და დანერგავს მათზე მორგებულ მომსახურებას, ვფიქრობთ, დიდი კონკურენციის მიუხედავად, ძალიან ბევრ მუდმივ კლიენტს შეიძენს.    ასეთი მომსახურება შეიძლება იყოს სპეციალური საკონფერენციო ოთახების, სამუშაო კაბინეტების მოწყობა და გაქირავება საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრებისათვის. ავტომანქ...

როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ხელმძღვანელი

რაც უფრო ცუდია ხელმძღვანელი მით უფრო ცდილობს, იგნონირება გაუკეთოს ჩვენს მიერ გულით და კარგად გაკეთებულ საქმეებს, არ შეიმჩნიოს ჩვენი უნარები, არავის უთხრას ჩვენი სახით რამდენად ნიჭიერი და პერსპექტიული თანამშრომელი ჰყავს, გვიბლოკავს ბევრ კარგ იდეას, მათ შორის ყველაზე საუკეთესოებს, რამოდენიმე თვეში პატარა სახეცვლილებით საკუთარ იდეებად რომ ასაღებს. ჩვენზე ცუდს ლაპარაკობს მის ხელმძღვანელებთან...

როგორ შეუძლია კინოთეატრებს დამატებითი მაყურებლების მოზიდვა

ვფიქრობთ, თუ კინოთეატრი  გაუშვებს ძველ კლასიკურ მელოდრამებს, ძალიან ბევრი ძველი თაობის წარმომადგენელი გახდება მისი ხშირი სტუმარი.   რომაული არდადეგების, მუსიკის ჰანგების და მსგავსი ფილმების სანახავად სავარაუდოდ ახალგაზრდებიც დიდი სიამოვნებით ესტუმრებიან ამ კინოთეატრს.   ამასთანავე, ასეთი ფილმების შეძენა იაფი დაჯდება, და შესაბამისად, ბილეთის ფასიც მიზერული იქნება, რაც ე...

როგორ შეუძლია რომელიმე მობილურ ოპერატორს აბონენტების ქსელის გაფართოება?

მობილური ოპერატორებისათვის ძალიან მომგებიანი იქნება, თუ აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შესთავაზებს სპეციალურ პაკეტს.   პაკეტში შეიძლება იყოს 5 ლარიანი სასაუბრო ლიმიტი და მისი ამოწურვის შემდეგ შეღავათიანი ტარიფი. ხოლო თითო სიმ ბარათს შეეძლოს უფასოდ ესაუბროს ერთ რომელიმე იგივე ოპერატორის ნომერს ულიმიტოდ.   ბარათების ეფ...

როგორ შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს ახალი კლიენტების მოზიდვა

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ რომელიმე სადაზღვევო კომპანია შემოიღებს დაზღვევის ახალ პაკეტს შინაური ცხოველების დასაზღვევად.   საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახში ჰყავთ ძაღლი ან კატა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი ავად ხდებიან, ან რამეს იზიანებენ. მათ ხშირად სჭირდებათ ვეტერინართან მიყვანა და აცრების გაკეთება. ამიტომ, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დააზღვევს თავის ოთხფეხა მეგობარს.   დაზ...

როგორ შეიძლება გახდეს მეტროთი მგზავრობა სასიამოვნო

კარგი იქნება, თუ “თბილისის მეტრო” მიწისქვეშ არსებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ტიპის გამოფენა-გაყიდვებს (სურათები, ნაკეთობები, სუვენირები და ა.შ.) გაუკეთებს ორგანიზებას.   მეტროს ყოველდღიურად 250 000-მდე მგზავრი გადაჰყავს. მათ გარკვეული დროის გატარება ბაქნებზე დგომასა და მატარებლის ლოდინში უხდებათ. თუ მათ, ამ პერიოდში, საშუალება ექნებათ რამე დაათვალიერონ (სურვილის შემთხვე...

ორგანიზაციის ლიდერული რესურსები

ნებისმიერი ორგანიზაციის წამყვანმა პირებმა უნდა იცოდნენ, რა ლიდერული რესურსები გააჩნია ორგანიზაციას. ეს საჭიროა,  რათა გაცილებით ეფექტურად გამოიყენონ ამ პიროვნებათა უნარები დასახული მიზნების განსახორციელებლად.   ამისათვის ორგანიზაცია მუდმივად უნდა ეძებდეს ასეთ პოტენციალს არსებულ თანამშრომლებში – არა მხოლოდ ზედა დონეებზე, არამედ ნებისმიერ რგოლში. ამის ძიება არც ისე რთულია...

როგორ შეუძლიათ ფარმაცევტულ კომპანიებს საკუთარი ლოიალობის პროგრამების გაზრდა

თუ, მაგალითად, PSP გამოუშვებს ახალ ბარათს, რომელსაც, როგორც საკუთარი ღიმილი ბარათის, ასევე ზღარბი ბარათის (ჯიპისი), მტრედი ბარათის (ავერსი) პრემიუმ და ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს გაუცვლის მათ კუთვნილ ბარათებში, გააკეთებს მათთვის ცალკე სააფთიაქო ბაზას, სადაც პრეპარატები სასაწყობო ფასში გაიყიდება, ამასთან სასაჩუქრე კატალოგსაც ბევრად უფრო მდიდრულსა და საინტერესოს გაუკეთებს, ამით არსებული ბ...

ლიდერის ტვირთი

ლიდერობა უფრო პასუხისმგებლობაა, ვიდრე სტატუსი და ძალაუფლების წყარო. ლიდერის როლი გვაიძულებს, ვიფიქროთ სხვებზე მეტად, ვიყოთ დისციპლინირებულები სხვებთან შედარებით, ვინარჩუნებდეთ სიმშვიდეს, როცა სხვები ღელავენ, ვაკეთებდეთ სხვებზე მეტს, ვმუხტავდეთ და შემოქმედების სურვილით ვავსებდეთ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ.   ისინი, ვინც ამ ტვირთს გრძნობენ, ასე ცხოვრობენ, ხვდებიან, რომ სხვანაირად ვერ ...

რა ტიპის აქცია შეიძლება გააკეთოს ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა გაყიდვების გასაზრდელად

“ჩაასხი კვირას” – ასეთი ტიპის აქცია შეიძლება გააკეთოს ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა საწვავის გაყიდვების გასაზრდელად. ევროპაში დამკვიდრებული წესის მიხედვით, ძირითადად, შაბათ-კვირას ასხამენ საწვავს.    აქციის მიხედვით, კვირას საწვავი ფასდაკლებით გაიყიდება. ამით ხალხს გაუჩნდება სურვილი, მთელი კვირის მარაგი საწვავი შეიძინოს. ვფიქრობთ, შესაძლოა, ამ აქციამ ძალ...

როგორ შეუძლია გაზარდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ კლიენტების რაოდენობა და მათი კმაყოფილება

ვფიქრობთ, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისი მსესხებლების, მათი პროდუქციისა და მომსახურების რეკლამირებისათვის, პერიოდულად, სპეციალურ კატალოგს დაბეჭდავს და გაავრცელებს, ასევე გააკეთებს ინტერნეტ საიტს იმავე მიზნებისათვის, არსებული მსესხებლების კმაყოფილებასაც გაზრდის, მათ სესხების დაბრუნებასაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს და რაც მთავარია, ბევრად მეტ მცირე ზომის ორგანიზაციასაც გაუჩენს მასთან გ...

ლიდერობის არჩევანი

ამბობენ, ლიდერებად იბადებიანო და რომ გახდე ლიდერი შეუძლებელია, თუ ამისათვის საჭირო აუცილებელი მონაცემები, არ გაგაჩნია. აქვს თუ არა შანსი ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ასეთი ნიშნები გახდეს აღიარებული ლიდერი . მიუხედავად დიდი სურვილისა ?   ლიდერობის პირველი პირობაა, ლიდერობა გინდოდეს, თანაც ისე უნდა გინდოდეს, რომ ეს სხვებზე მეტ ძალას გაძლევდეს, გამხნევებდეს და გმუხტავდეს ისე ძლიერად...

რა დახმარების გაწევა შეუძლია თსუს სტუდენტებისთვის

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ თსუ გააკეთებს საკონსულტაციო ცენტრს და სპეციალურ სასწავლო კურსებს იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურთ მაგისტრატურა უცხოეთში გაიარონ.   ეს ცენტრი უნდა აძლევდეს სტუდენტებს ინფორმაციას უცხოეთში არსებულ საუკეთესო სასწავლებლებზე, უწევდეს რეკომენდაციებს, თუ რა არის საჭირო იქ ჩასაბარებლად, ამასთან ამზადებდეს მათ ტესტირებებისთვის და გამოცდებისთვის მაღალ დონეზე.  ...

ლიდერი, რომელიც ზრუნავს

იმისათვის, რომ გუნდის წევრებისგან ლიდერის მანდატი მივიღოთ, აუცილებელია მათგან რაღაცით გამოვირჩეოდეთ. პირველ რიგში ეს განსაკუთრებული ზრუნვის შეგრძნებაა, ეს არის ზრუნვა მომხმარებლებზე, გუნდის წევრებზე და საზოგადოებაზე მთლიანად.   თუ გვინდა ვიყოთ ლიდერი, გუნდში სხვებზე მეტად უნდა ვზრუნავდეთ მომხმარებლებზე, გვინდოდეს შევქმნათ მაქსიმალური სარგებელი მათთვის.ეს მოგვცემს ენერგიას აქტიური ...

კანფეტებიანი მძღოლი

ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ყოველ ამომსვლელს კანფეტს ჩუქნის. დღეს მეც მქონდა ბედნიერება, ამ მიკროავტობუსით მემგზავრა. დილა სიხარულით და კარგი განწყობით დაიწყო ყველასათვის, ვინც აქ მოხვდა. ღიმილი, პატარა საჩუქარი, სითბო, სტიკერებით მორთული ფერადი გარემო და კარგი მუსიკა, ყველაფერი სასიამოვნო მგზავრობისათვის.   ძალიან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ ამ ადამიანისაგან, მაგრამ მე ხაზი მ...

როგორ შეუძლიათ კომპიუტერების იმპორტიორებს გაზარდონ გაყიდვები

ჩვენი აზრით, ძალიან დიდი მოთხოვნილება შეიძლება იყოს იაფფასიან ნოუთბუქებზე, რომელსაც უფასო უკაბელო ინტერნეტი მოყვება, უვადოდ, ან ხანგრძლივად.   თუ კომპიუტერების რომელიმე იმპორტიორი მოახერხებს ბაზარზე იაფი ნოუთბუქების შემოტანას და მოელაპარაკება უკაბელო ინტერნეტის ერთ-ერთ პროვაიდერს, მიაწოდოს ინტერნეტის მინიმალური პაკეტი ნოუთბუქის მყიდველს და მიმღებიც თვითონ კომპიუტერში ჩაუმონტაჟოს, ...

როგორ შეიძლება ისარგებლოს საშუალო და პატარა ბანკმა არსებული სიტუაციით

არსებული ფინანსური სირთულეების გამო, ზოგიერთ საშუალო და პატარა ბანკს მძიმე მდგომარეობა შეექმნა. ალბათ ამ ბანკების კლიენტები მალე გადანაწილდებიან მსხვილ ბანკებში.   არსებულ სიტუაციაში, ვფიქრობთ, ბანკს აქვს კარგი შესაძლებლობა, გადმოიბიროს კლიენტები და გაფართოვდეს. ამისთვის საჭიროა, ამოიღოს საკუთარი კლიენტების გადარიცხვები და ჩარიცხვები ამ ბანკებიდან, რათა გააკეთოს მათი პარტნიორი ორგ...

ლიდერი, რომელსაც საკუთარი გუნდის წევრების ამოუწურავი შესაძლებლობების სჯერა

ნამდვილ ლიდერებს სჯერათ საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების და ხშირად იმაზე მეტად, ვიდრე თვითონ მათ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.     თითოეული ადამიანის შესაძლებლობა პრაქტიკულად ამოუწურავია. სამწუხაროდ ადამიანების დიდ უმრავლესობას ამისი არ სჯერა. მათ შორის ხშირად არათუ სხვების, საკუთარი შესაძლებლობებისაც არ სჯერათ. ბევრს ეს ძალიან უშლის ხელს იმაში, რომ მეტი პასუხისმგ...

ოპტიმისტი და პესიმისტი ხელმძღვანელები

ძალიან რთულია ისეთ ხელმძღვანელთან მუშაობა, ვისაც ყოველი ახალი დღის დადგომის ეშინია, დარწმუნებულია, რომ ყველაფერი უკან – უკან მიდის და რომ ხვალინდელი დღე ბევრად უარესი იქნება, ვიდრე დღევანდელია, მიუხედავად იმისა, თუ რას, რამდენს და როგორ გავაკეთებთ.   სამაგიეროდ, ბევრად ადვილი და ძალიან კომფორტულია მუშაობა ხელმძღვანელთან, ვინც ოპტიმიზმს ასხივებს, თვითონაც სჯერა და სხვებსაც არ...

როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს დაეხმაროს აბიტურიენტებს

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო სკოლების, მაღალ კლასებში შემოიღებს ახალ საგანს – უნარ-ჩვევებს, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული მასწავლებლები შეასწავლიან.   როგორც ცნობილია, სწორედ ეს საგანი განსაზღვრავს უმაღლესში უფასო სწავლებას. ამიტომ მომზადების სურვილი დიდია, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს და პროფესიონალი რეპეტიტორებიც ცოტაა. განსაკუთრებით რაიონებში დგას ეს ...

როგორ შეძლებენ ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები ნედლი ქათმის ბაზარზე სწრაფად დამკვიდრებას

ქათმის ხორცის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები ადვილად შეძლებენ წარმოების გაზრდას და ნედლი (გაუყინავი) ხორცის ბაზარზე დამკვიდრებას, თუ ასეთი სქემით იმოქმედებენ:       • უარს იტყვიან ტრადიციულ მიდგომაზე, კონკრეტულად ქათმის საკუთარი რესურსებით გაზრდაზე და ამ საქმეს, გარკვეული საკომისიოს ფასად, წვრილ ფერმერებს მიანდობენ;   • უზრუნველყოფენ წვრილ ფერმერებს წი...

თანამშრომლების კმაყოფილება

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატების საიდუმლო მომხმარებლებისათვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაა, ვერსად მოახერხებენ ამას თანამშრომლებზე ზრუნვის გარეშე.   თუ თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ორგანიზაციისათვის არაფერს წარმოადგენენ და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაანაცვლონ, არ უფასდებათ მონდომება, შრომა, ორგანიზაცია არ ზრუნავს მათ კმაყოფილებაზე, კეთილდღეობაზე, ს...

ხელმძღვანელი როგორც წყალი თუ ხელმძღვანელი როგორც კლდე

არიან ლიდერები, რომლებიც იქცევიან როგორც წყალი, ახერხებენ თითქოს დაყვნენ,  მაგრამ ამით გვერდი აუარონ მიმდინარე წინააღმდეგობებს, საბოლოოდ კი მაინც მიაღწიონ დასახულ მიზანს და არიან ლიდერები, რომლებიც ჰგვანან კლდეს, ცდილობენ ყველა წინააღმდეგობას დახვდნენ მედგრად და სადამდეც შეძლებენ, წინააღმდეგობა გაუწიონ მოწინააღმდეგეს.   მართვის სამყაროში, რა თქმა უნდა, ორივე ტიპის ხელმძთვანელ...

რა ახალი პროდუქტის წარმოება შეიძლება იყოს საინტერესო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებისთვის საქართველოში

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ, მაგალითად, კოკა-კოლა დაიწყებს არაგაზირებული არომატული წყლის ჩამოსხმას, რომელსაც ჩაის და სხვადასხვა ხილის გემო ექნება.   ხალხს მოწყურებისას უჩნდებათ სურვილი, დალიონ რაიმე გემრიელი, რომელიც არ იქნება ზედმეტად ტკბილი, კალორიული ან გაზიანი. ამისათვის მათთვის ყველაზე მისაღები, ალბათ, არომატიზირებული სასმელები იქნება.   ამით ისინი წყურვილსაც მოიკლავენ ...

წარმატება და განსხვავებული აზრი

რაც უფრო წარმატებულად მიიჩნევს საკუთარ თავს ხელმძღვანელი, მით უფრო უჭირს განსხვავებული აზრის მოსმენა. რაც უფრო უჭირს განსხვავებული აზრის მოსმენა ხელმძღვანელს, მით უფრო ნაკლები შანსი აქვს მას, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს წარმატება შეინარჩუნოს.   ადამიანები, რომლებიც რაღაც ეტაპზე წარმატებას აღწევენ და ამ წარმატებას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ, როგორც წესი, სხვების მხრიდან გამოთქმ...

მენეჯერების ორი ცუდი თვისება

მენეჯერებს ძალიან ხშირად აქვთ ჩვევა თუ თვისება გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდეთ საკუთარ უნარებზე და შესაძლებლობებზე, ასევე ძალიან ხშირად ისინი ბევრად ნაკლებად აფასებენ საკუთარი ქვეშევრდომის უნარებს და შესაძლებლობებს იმასთან შედარებით ვიდრე ეს უკანასკნელნი ამას რეალურად იმსახურებენ.   სწორედ ეს ორი ცუდი თვისება, საკუთარი შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენა და ქვეშევრდომების უნა...

როგორ შევაფასოთ ხელმძღვანელი

თუ გვინდა შევაფასოთ, როგორია ხელმძღვანელი, უნდა ვნახოთ, როგორ მუშაობს მისი ორგანიზაცია, როდესაც ის სამსახურში არ არის.   საქმე იმაშია, რომ ორგანიზაციების უმეტესობაში ხელმძღვანელის გარეშე არაფერი ხდება. თუ ისე მოხდა, რომ მან სამსახურში მისვლა ვერ მოახერხა, თითქმის ყველაფერი ჩერდება – შეხვედრები აღარ ტარდება, გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღება, ჩერდება არა მარტო განვითარების, არამ...

რაც უფრო მნიშვნელოვანია ადამიანები ორგანიზაციისთვის

რაც უფრო მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის ადამიანები, მათი ნიჭისა და უნარების ორგანიზაციის ინტერესების სამსახურში ჩაყენება, მით უფრო აქტუალურია, როგორ არის განაწილებული როლები, პასუხისმგებლობა და ძალაუფლება მათ შორის.   დიდ ნაწილში სწორედ ეს განაწილება ქმნის მათ მოტივაციას. იგი განსაზღვრავს მათი მოქმედების ორიენტირებს ყოველდღიურ საქმიანობაში, განაპირობებს მათში დაგროვებულ ცოდნას და...

წრიული სტრუქტურების მთავარი განსხვავება

წრიული სტრუქტურების მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი ხაზოვანი სტრუქტურებისგან იმაშია, რომ მასში თითოეულ ადამიანს მხოლოდ ერთი, ძალიან კონკრეტული დავალება აქვს. მკაფიო ამოცანა, რომლის მიხედვითაც ფასდება და რომლის გადაწყვეტაზეც მას სრული უფლებამოსილება და თავისუფლება გააჩნია, იმ რესურსების ფარგლებში, რაც მენეჯმენტს უღირს, ამ კონკრეტულ ამოცანაზე დახარჯოს.   ისინი ვისაც, მკაფიო ამოცანა ...

ერთჯერადი და პერმანენტული დავალებები

თუ დაქვემდებარებულს ერთ, პერმანენტულ დავალებას მივცემთ, მას ყოველდღე ახალ-ახალი დავალებების მიცემა აღარ დასჭირდება. იგი გაცილებით ინიციატივიანი გახდება და თვითონ შეგვაწუხებს, როდესაც იდეები ექნება ან რაღაცაში დახმარება დასჭირდება. ჩვენი როლი მის მართვაში მისთვის სათანადო დროის დათმობა, ყურადღებით მოსმენა, საჭირო რესურსების გამოყოფა და სხვა მხარდაჭერის გაწევა იქნება მხოლოდ. დანარჩენს თვით...

როდესაც ხელმძღვანელები იმას აკეთებენ, რაც მათ არ უნდა აკეთონ

ხელმძღვანელები, რომლებიც იმას აკეთებენ, რასაც თვითონ არ უნდა აკეთებდნენ და რასაც დაქვემდებარებულებს უნდა აკეთებინებდნენ წესით, ამით როგორც ამ დაქვემდებარებულების, ისე საკუთარი და მთლიანად ორგანიზაციის განვითარებას სერიოზულად აფერხებენ.   სამწუხაროდ ძალიან ბევრი როგორც მაღალი, ისე საშუალო რგოლის ხელმძღვანელი, იმ მოტივით, რომ თითქოს ამდენი დრო არ აქვს და ურჩევნია სწრაფად თვითონ გააკ...

გუნდები თანამედროვე ბიზნესში

თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე ბიზნეს სამყაროში ყველა ორგანიზაცია აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპი, თუმცა ძალიან ცოტა თუ ახერხებს ეფექტური გუნდების ჩამოყალიბებას. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ჯგუფი იქცეს წარმატებულ გუნდად?   გუნდების ეფექტიანად მუშაობისთვის აუცილებელია მათი დაკომპლექტება მოხდეს სწორად და შესაფერისი ადამიანებით. ამისთვი...

ვის ვებრძოლოთ, ვისზე ვიზრუნოთ?

ადამიანების უმრავლესობა სხვებს ვებრძვით და საკუთარ თავზე ვზრუნავთ, არადა სხვებზე ზრუნვა და საკუთარ თავთან ბრძოლა გაცილებით მომგებიანი უნდა იყოს წესით.   ადამიანები ვინც სხვებზე ზრუნავენ, სავარაუდოდ გაცილებით მეტად მოტივირებულები არიან, გაცილებით მეტი თანამოაზრე და მხარდამჭერიც უნდა ყავდეთ წესით და უფრო დიდი მიზნების უფრო ადვილად მიღწევასაც უნდა ახერხებდნენ ალბათ.   ამავე დრ...

რა პერსპექტივა აქვს ადგილობრივი წარმოების შაქარს

თუ აგარის შაქრის კომბინატი ადგილობრივი ჭარხლის შაქრის წარმოებას დაიწყებს და არა მხოლოდ იმპორტირებული ლერწმის შაქრის გათეთრებით მიიღებს “ქართულ შაქარს”, თავისთვისაც კარგი იქნება და სოფლის მეურნეობის განვითარებასაც წაეხმარება.   გასაგებია, რომ ამ სახის შაქრის თვითღირებულება ბევრად მაღალი იქნება, ვინაიდან, შაქრის ლერწამთან შედარებით, ჭარხლის მოყვანა გაცილებით ძვირი დაჯდებ...

როგორ შეიძლება ქვემო ქართლის რესურსების უკეთესად გამოყენება

ვფიქრობთ, დიდ ქალაქებში მცხოვრები 40 წელს გადაცილებული ბევრი წყვილი, რომელსაც შვილები შეძლებისდაგვარად დაბინავებული ჰყავს, დათანხმდება ქვემო ქართლში ცხოვრებას, თუ მათ ამისათვის გარკვეულ პირობებს შეუქმნის ადგილობრივი ხელისუფლება.    ამ ასაკის ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში საკუთარი თავის რეალიზებას ვეღარ ახდენს, ამიტომ, თუ ქვემო ქართლის ხელისუფლება გამოყოფს მიწებს, ...

როგორ შეიძლება ქვემო ქართლის რესურსების უკეთესად გამოყენება

ვფიქრობთ, დიდ ქალაქებში მცხოვრები 40 წელს გადაცილებული ბევრი წყვილი, რომელსაც შვილები შეძლებისდაგვარად დაბინავებული ჰყავს, დათანხმდება ქვემო ქართლში ცხოვრებას, თუ მათ ამისათვის გარკვეულ პირობებს შეუქმნის ადგილობრივი ხელისუფლება.    ამ ასაკის ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში საკუთარი თავის რეალიზებას ვეღარ ახდენს, ამიტომ, თუ ქვემო ქართლის ხელისუფლება გამოყოფს მიწებს, ...

ჯერ მარტომ მიაღწიე რამე წარმატებას და მერე დანარჩენებიც გამოგყვებიან

როცა ადამიანები არ მოგყვებიან, ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ შენი წარმატების ან შენთან ერთად წარმატების მიღწევის არ სჯერათ. წარუმატებლობის ნაწილად ყოფნა კი არავის არ სურს.   ასეთ დროს, თანამშრომლებისთვის ისევ დავალებების მიცემას და რაღაცების გაკეთების დაძალებას აზრი აღარ აქვს. სჯობს წახვიდე და პირველი წარმატების მიღწევას შენი უშუალო ჩართულობით ან სულაც მხოლოდ საკუთარი ძალებით შე...

როგორ შეიძლება განახლებული, აღდგენილი მცხეთის გააქტიურება და ტურიზმის განვითარება ერთროულად

თუ ტურიზმის დეპარტამენტი აღდგენილ მცხეთაში ტურმიზმის კოორდინაციის ერთიან ცენტრს შექმნის, ამ ქალაქსაც კიდევ უფრო აქტიურს გახდის და ტურიზმის განვითარებასაც დაეხმარება.    ცენტრის ფუნქცია უნდა იყოს ტურისტული ნაკადის კოორდინაცია მთელი საქართველოს მაშტაბით. იმისათვის, რომ თითოუელ ჯგუფს (დიდს თუ მცირეს) არ შეექმნას მოგზაურობის დროს პრობლემები, იყოს უზრუნველყოფილი საპიკნიკე ადგილები...

ბოდიშის სწორად მოხდას საოცრებების მოხდენა შეუძლია

განსაკუთრებით ხელმძღვანელის მხრიდან თანამშრომლისთვის ან თანამშრომლებისთვის ბოდიშის მოხდას, თუ ამას დროულად ვაკეთებთ, გულით, იმ ადამიანების თანდასწრებით, ვისთანაც უნდა ვაკეთებდეთ ამას, შეუძლია ყველაზე რთული სიტუაციებიდან და კრიზისებიდანაც კი არათუ უმტკივნეულოდ, არამედ ბევრად ღირსეულად გამოყვანა.   ხელმძღვანელები ან არ ვიხდით ბოდიშს, ან ძალიან ვაგვიანებთ სამწუხაროდ. ხშირად იქ არ ვამ...

როგორ შეიძლება ქართულმა სატელევიზიო მაუწყებლებმა ხელი შეუწყონ ქართული წარმოების განვითარებას

თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს სპეციალურ გადაცემას, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესახებ იქნება, ძალიან დაეხმარება ქართულ ეკონომიკას და საინტერესო გადაცემაც გამოვა.    ასეთი გადაცემის მიზანი უნდა იყოს, რომ ქართულ ორგანიზაციებს დაეხმაროს საქართველოში წარმოებულ პროდუქციის გაყიდვაში. ამისათვის საჭიროა შეირჩეს ის ორგანიზაციები, რომლებიც ქართულ პროდუქტს ქმნია...

რა შეიძლება გააკეთოს გარემოს დაცვის სამინისტრომ იმისათვის, რომ საზოგადოებაში დაამკვიდროს გარემოზე ზრუნვის კულტურა?

ალბათ, ძალიან ხშირად გინახავთ დამწვარი, დამტვრეული ნაგვის ურნები ან ურნებთან ახლოს ქუჩაში დაყრილი ნაგავი. რამოდენიმე დღის წინ ვმსჯელობდით, თუ როგორ შეიძლება საზოგადოება მიეჩვიოს თავის ქალაქზე ზრუნვას. ვფიქრობთ, რომ ამას ხალხი უნდა მიეჩვიოს პატარაობიდანვე, რადგანაც, რაც არ უნდა ჯარიმები შემოიღო, ძნელია ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი გაადააჩვიო იმას, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. &nb...

რა შეიძლება აღმოჩნდეს ახალი წარმატებული პროდუქტი ნახევარფაბრიკატების მწარმოებლისთვის

თუ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი რომელიმე კომპანია სენდვიჩების კეთებას დაიწყებს, ეს საკმაოდ შემოსავლიანი შეიძლება იყოს მისთვის. პლასტიკატის ყუთში ჩადებული გემრიელი პურით მომზადებული სენდვიჩი, რომელიც ძირითადად მისივე პროდუქციით გაკეთდება და თანაც იქნება მუდმივად ახალი, ძალიან გემრიელი და შესაჭმელადაც მოსახერხებელი, ალბათ საკმაოდ კარგად გაიყიდება. ასეთ სენდვიჩებს უცხოეთში ხშირად შეხვდ...

“თუ დამავალე, მაცალე კიდეც”

ხშირად ხელმძღვანელები თანამშრომლებს რაღაცა მნიშვნელოვანს ვავალებთ, მაგრამ იმის გაკეთებაში დიდ მონაწილეობას მაინც ჩვენ ვიღებთ. იმის არგუმენტით, რომ გვინდა ძალიან კარგად გამოვიდეს, რამე შეცდომა არ დაუშვას, რამე არ გააფუჭოს. შედეგი შეიძლება ერთი შეხედვით იყოს კარგი, მაგრამ ეგ იქნება ერთჯერადად, იმ კონკრეტულ შემთხვევაში და სხვა დროსაც ჩვენ ამგვარ ჩართვას მოითხოვს.   რაც არ უნდა გვექავ...

როგორ გავხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფრო მიმზიდველი

თუ უნივერსიტეტი შეძლებს  წარჩინებული სტუდენტების დიდ ნაწილს დაეხმაროს დასაქმებაში, ვფიქრობთ, მისი მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ეფექტური ნაბიჯი შეიძება აღმოჩნდეს უნივერსიტეტში დასაქმების ცენტრის შექმნა.   ამ ცენტრმა სამი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს: პირველ რიგში, ყველა წამყვან სტუდენტს გაუკეთოს სრულყოფილი CV საჭირო დახასიათებებით, ლექტორებისაგან რეკომ...

რა ძირითადი ფუნქცია შეიძლება შეიძინოს სიღნაღმა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიღნაღი შეიძლება ძალიან ადვილად გახდეს ურთიერთობის განახლებისთვის საუკეთესო ადგილი იმ წყვილებისათვის, რომლებსაც თანაცხოვრების მრგვალი თარიღი უსრულდებათ, ან, უბრალოდ, დიდხანს ცხოვრობენ ერთად.  ამისათვის კი კარგი იქნებოდა, არსებობდეს ბილეთი სიღნაღში – პლასტიკური ბარათი, რომელზე ჩარიცხული თანხის გამოყენებაც მარტო სიღნაღში, მის ყველა ძირითად ობიექტში იქნება შეს...

როგორ შეუძლია “ენერგოპროს” გაზარდოს ამოღების მაჩვენებელი რთულ რეგიონებში

თუ “ენერგოპრო” შეძლებს აუმაღლოს აბონენტებს მორალური ვალდებულება (რაც ბევრ სოფელში კანონისმიერ ვალდებულებაზე მაღლა დგას) გადაიხადონ ელექტროენერგიის გადასახადი, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ამოღების მაჩვენებლებს ასეთ რეგიონებში. მორალური ვალდებულების ამაღლებას “ენერგო-პრო” მოახერხებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს კომპანია შეძლებს თითოეული აბონენტისთვის გახდეს “თანასოფლე...

ელაპარაკეთ თანამშრომლებს

არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა, ველაპარაკოთ თანამშრომლებს. ველაპარაკოთ სტრატეგიაზე, გეგმებზე, პრობლემებზე, მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზებზე, მოლოდინებზე და საფრთხეებზე მომავალთან დაკავშირებით. ველაპარაკოთ ინდივიდუალურად, მცირე ჯგუფებად, ველაპარაკოთ დიდ შეხვედრებზე, ვიდეო ან წერილობითი მიმართვებით. ყველა ფორმით, მთავარია ვეცადოთ რაც შეიძლება ნათლად გადავცეთ რას ვგრძნობთ, რას ვფიქრობთ, როგ...

როგორ შეიძლება მთაწმინდის პარკი გახდეს უფრო აქტიური დღის საათებში

კარგი იქნება, თუ მთაწმინდის პარკი სპეციალურ ბარათებს გააკეთებს საბავშვო ბაღების და სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის. და ჯგუფების ავტობუსით მომსახურებასაც თვითონვე უზრუნველყობს დღის კონკრეტულ საათებში. ამასთან, თუ ამ ბარათებით დღის იგივე მონაკვეთში მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებენ ატრაქციონების იმ ნაწილზე, რომელიც ამ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ეს მიზანშეწონილი ი...

როგორ შეიძლება „ორი ლულა“ დაიტვირთოს უქმე დღეებში

თუ „ორი ლულა“ კვირა დღეს მიუძღვნის ბავშვებს – გააკეთებს ცალკე მენიუს პატარებისთვის, შექმნის მათთვის მიმზიდველ გარემოს, ყოველ კვირას დაგეგმავს და ჩაატარებს სპეციალურ გასართობ ღონისძიებეს მათთვის, შეიქმნება მოლოდინი, რომ იქ კვირაობით ბავშვებისთვის რაღაც ძალიან საინტერესო ხდება.    კვირა დღე იდეალურია ამისათვის, რადგან მშობლები ცდილობენ ეს დღე შვილებს მიუძღვნან...

მომხმარებლებზე რიგით თანამშრომლებს გაცილებით დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე ხელმძღვანელებს

ორგანიზაცია მით უფრო მდიდარია რამდენი რიგითი თანამშრომელიც გულშემატკივრობს და ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს მისი წარმატებისთვის. სწორედ რიგითი და არა საშუალო რგოლის ან უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი.   თუნდაც ერთ რიგითს, რომელიც გულით მოინდომებს გააოცოს მომხმარებელი, გაცილებით დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია კლიენტზეც, პროდუქტზეც და სხვა კოლეგების მოტივაციის დონეზეც, ვიდრე შესაძლოა მთელს ...

როგორ შეუძლია, მაგალითად, Block Georgia-ს გარემოც დაიცვას და შემოსავლებიც გაზარდოს

კარგი იქნება, თუ  Block Georgia, ან სხვა კომპანია, რომელსაც ანალოგიური ტიპის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება გააჩნია, დაიწყებს საწარმოო გამონაბოლქვისაგან გარემოს  დამცავი ფილტრების გაყიდვას და მონტაჟს.   გაყიდვა, ვფიქრობთ, რთული არ უნდა იყოს. აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გარემოს ასეთი დამაბინძურებლების გამოვლენას და მხილებას დაისახავს მიზნად, შესაბამისი აპ...

როგორ შეიძლება წარმატებით შეცვალონ ლიფტების მომსახურე კომპანიებმა მათი საქმიანობის მოდელი?

ამჟამად ბევრი უკმაყოფილოა კორპუსებში ლიფტებით მომსახურების გადახდის სქემებით – მეზობლებში ფიქსირებული თანხის აგროვებით,  ან ლიფტში დამონტაჯებულ აპარატში 5-10 თეთრიანების ჩაყრით. ამიტომ , ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ  ლიფტების მომსახურე კომპანიები ზემოთ ხსენებულ აპარატებს კორპუსის მაცხოვრებლებს მართვაში გადასცემენ. მოსახლეობას შეეძლება თვითონ გახსნას ყუთი, ლიფტების კომპანია...

როგორ შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის რეალიზაციის ზრდას

ალბათ, ყველასთვის ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციისა და წარმოების განვითარება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. ამაში, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამისათვის მან უნდა:   1. აწარმოოს სპეციალური კამპანია, რათა ხალხს გაუჩნდეს სურვილი, იყიდონ რაც შეიძლება ...

გზა ელიტელექტრონიქსის კრიზისიდან გამოსაყვანად

ჩვენი აზრით, ელიტელექტრონიქსს ჯერ კიდევ შეუძლია კრიზისიდან გამოსვლა, თუ “თრეიდინ” მომსახურებას განავითარებს და აქცენტს მეორად და მცირეფასიან ტექნიკაზე გადაიტანს.     ამისათვის კარგი იქნება, თუ შექმნის ახალ ბრენდს მაგ.: TOTAL ELECTRONICS. იგი არ იქნება ასოცირებული შედარებით ძვირადღირებულ პროდუქციასთან და სავაჭრო ობიექტების დიდ ნაწილს ამ ბრენდზე გადაიყვანს.  ...

რა შეიძლება გამოვიდეს საპენსიო ანაბარის და სიცოცხლის დაზღვევის კომბინაციის შედეგად

თუ შეგაქვს X ლარი ყოველთვიურად, 30 წლის ასაკის შემდეგ გარანტირებული ხარ 10X ლარიანი საპენსიო კომპენსაციით ყოველთვე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე. ან მის მიღწევამდე უბედური შემთხვევის გამო შრომისუუნარობის შემთხვევაში.ან მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევაში 10 წელი შენი ოჯახი მიიღებს ამ თანხას. მაგრამ თუ ამ შენატანებს დაიწყებს 40 წლის შემდეგ მაშინ კოეფიციენტი იქნება 5 დ...

რა გამოუყენებელი შესაძლებლობა არსებობს „პოპულის“ სუპერმარკეტების ქსელში

იქნება შთაბეჭდილება, რომ დღეს პოპულის ქსელს  გაყიდვების რიცხვი საგრძნობლად შეუმცირდა. ფინანსურმა სირთულეებმა განაპირობა ის, რომ მომხმარებლებმა ბაზრობებს მიაშურეს, რადგანაც ბევრი პროდუქციის შეძენა პოპულის ქსელში საკმაოდ მაღალ ფასებთან ასოცირდება. საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს ერთჯერადი აქციები, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს და მომხმარებლებს ლოიალურობას გაუზრდის, თან გაყიდვებ...

როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული ბიზნესის განვითარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შექმნას სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საქართველოს საელჩოების შეფასებისა და მოტივასიის სისტემა, რომელიც იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ მათ უფრო აქტიურად იმუშაონ ქართული პროდუქციის გაყიდვაზე და ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვაზე.   ამისათვის ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს ცალკეული საელჩოს როლის შეფასება ქართული პროდუქციის ექსპორტი...

როგორ შეიძლება დაეხმაროს სუპერმარკეტების ქსელი მონასტრებში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს

თუ მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი გამოიყენებს აქამდე  განუხორციელებელ შესაძლებლობას, დაეხმარება მონასტრებში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს მათ მიერ ხელით ნაკეთი პროდუქციის გაყიდვაში, ალბათ ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს არა მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის და გაყიდვების ასამაღლებლად, არამედ თავად მონასტრებისთვისაც. საქართველოში არსებული მონასტრების უმრავლესობაში ხდება  ხელით ნაკეთი უნიკალური ნი...

რამ შეიძლება შეუწყოს დამატებით ხელი საბარათე ბიზნესის განვითარებას

ამას წინათ ვმსჯელობდით ამ საკითხზე და ასეთ მოსაზრებამდე მივედით:   სავარაუდოდ ბარათების დიზაინი სულ უფრო მნიშნელოვანი ფაქტორი გახდება საბარათე ბიზნესში წარმატების მისაღწევად. მაშინ როცა ძირითადი მახასიათებლებით სხვადასხვა ბანკების პლასტიკური ბარათები ერთმანეთისგან ფაქტიურად აღარ გასნხვავდებიან, დიზაინი შეიძლება გახდეს ფაქტორი, რამაც შესაძლოა კლეინტების გააქტიურება გამოწივიოს ამა თ...

რა გზით შეუძლიათ ერთობლივი წარმატების მიღწევა სოკარს და ფარმაცევტულ კომპანიებს

სოკარისთვის ძალიან მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს თუ პსპ-ს, ავერსს, ან ჯიპისის (ან სამივეს ერთად) შესთავაზებს ფასდაკლებას მათი ლოიალურობის პროგრამებში ჩართული ადამიანებისათვის (ღიმილი, მტრედი, ზღარბი ბარათის მომხმარებლებისათვის). და თანაც თუ ამ ფასდაკლების შესახებ ინფორმაციასაც თვითონვე გაავრცელებს.    როგორც ცნობილია მარტო პსპ-ს 120 000 მეტი ასეთი მომხმარებელი ყავს. საიდანაც ...

რა გზით შეუძლიათ ერთობლივი წარმატების მიღწევა სოკარს და ფარმაცევტულ კომპანიებს

სოკარისთვის ძალიან მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს თუ პსპ-ს, ავერსს, ან ჯიპისის (ან სამივეს ერთად) შესთავაზებს ფასდაკლებას მათი ლოიალურობის პროგრამებში ჩართული ადამიანებისათვის (ღიმილი, მტრედი, ზღარბი ბარათის მომხმარებლებისათვის). და თანაც თუ ამ ფასდაკლების შესახებ ინფორმაციასაც თვითონვე გაავრცელებს.    როგორც ცნობილია მარტო პსპ-ს 120 000 მეტი ასეთი მომხმარებელი ყავს. საიდანაც ...

როგორ შეუძლიათ IT კომპანიებს ტურისტებზე ორიენტირებული პროგრამის დაწერით დამატებითი შემოსავლების მიღება

ჩვენი აზრით კარგი იქნება, თუ IT კომპანიები მოამზადებენ ელექტრონული გიდის მსგავს სპეციალურ პროგრამას ტურისტებისთვის, ჩაწერენ მას IPAQ-ებში და გააქირავებენ აეროპორტში. პროგრამაში დეტალებში უნდა იყოს მოცემული ტურისტებისთვის საჭირო ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მაგ.:    ქალაქის ქუჩები;  ისტორიული ძეგლები და მუზეუმები (სად მდებარეობს, რომელი საუკუნისაა, რითია განსაკუთრებული, რისი ნახ...

რა შეუძლია გააკეთოს მთავრობამ წარმატებული რთველისთვის

ვფიქრობთ, უფრო მეტი ოჯახის წახალისებას სახლში დაწუროს ღვინო, რისი მიღწევაც ოჯახებში დაწურული ღვინის კონკურსის მოწყობით ძალიან ადვილად შეიძლება, მნიშვნელოვნად შეუძლია გაზარდოს მოთხოვა ყურძენზე და რთველიც გაცილებით უფრო წარმატებული გახადოს.    თუ ობიექტური, გამოცდილი სპეციალისტების მიერ გაისინჯება და შეირჩევა რამოდენიმე კატეგორიაში ჯერ უბანში (რაიონში), მერე ქალაქში, ბოლოს კი ქ...

როგორ შეიძლება გაზარდონ გაყიდვები ისეთმა მაღაზიებმა, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ.

ვფიქრობთ კარგი იქნება, თუ ტანსაცმლის მაღაზიები, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა celio*, cop. copine, 123 და ა.შ. გააკეთბენ ერთგული მომხმარებლების კლუბს, სადაც გასაწევრიანებლად მომხმარებელმა გარკვეული რაოდენობის ან ღირებულების პროდუქცია უნდა შეიძინოს. სპეციალურად კლუბის წევრებისთვის შესაძლებელია პერმანენტულად სხვადასხვა ტიპის ძალიან მაგარი აქციების და საღამოების მოწყობა, სადაც შესვლა დაშვ...

როგორ შეიძლება უკაბელო ტელეფონების გაყიდვების ზრდა

ვფიქრობთ, უკაბელო ტელეფონების ბაზარზე უპირატესობას მოიპოვებს ის კომპანია, რომელიც დაამუშავებს გაყიდვების უფრო აგრესიულ სქემას და უფრო ახლოს მივა პოტენციურ კლიენტებთან.   სავარაუდოდ ასეთი ტიპის ტელეფონების მომხმარებლები  ძირითადად სოფლის მაცხოვრებლები იქნებიან. ამდენად, ვფიქრობთ, ეფექტური იქნება მძლავრი სადილერო ქსელის შექმნა, რომელიც მოიცავს თითოეულ რაიონს. დილერები მომხმარებ...

რა მისიის შესრულება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის მიერ

დღეს ბევრი ადამიანი არის ისეთი რომელმაც ანაბარი გამოიტანა ბანკიდან და სახლში ან მისი გადასახედიდან სხვა უფრო უსაფრთხო ადგილას ინახავს. არადა ეკონომიკური წინსვლისთვის  ყოველი ლარიც კი მნიშვნელოვანია რომ უქმად არ იყოს და რაღაცაში გამოიყენებოდეს.   ვფიქრობთ ეროვნულმა ბანკმა უნდა აწარმოოს კამპანია, რომლითაც მოსახლეობას მიმართავს რომ ნუ შეეშინდებათ და შეიტანონ ანაბრები ბანკში, რად...

რატომ არის მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებლების თბილისიდან გაყვანა? რა შესაძლებლობებს იძლევა ეს ქვეყნისთვის და დეველოპერებისთვის

წარმოიდგინეთ რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს აგრარული უნივერსისტეტის  თბილისიდან თელავში გადატანას?! მნიშვნელოვნად შეიცვლება ქალაქის ეკონომიკა, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, ამაღლდება ცხოვრების დონე. უხეში გათვლებით გამოდის, რომ აგრარული უნივერსიტეტის თელავში გადატანით ქალაქის შემოსავლები გაიზრდება დაახლოებით 1 მილიონი ლარით თვეში.   აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს 4 0...

რა უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ ინვესტიციების მოსაზიდად

  ყველასთვის ცნობილია და გასაგები რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ახალი ინვესტიციების მოძიება და რამდენს ცდილობს ხელისუფლება ეფექტური ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. არწმუნებენ პოტენციურ ინვესტორებს, რომ საქართველოში ფულის დაბანდება შეიძლება და მისი მხრიდან ინტერესის შემთხვევაში იწყება აქტიური ძებნა პროექტების (ძირითადად მსხვილი) რომელშიც მისი ჩართვა შეიძლება იყოს ეფექტური. ...

ახალი ავტომანქანა თუ ახალი ტრაქტორი

ვფიქრობთ რომ, დღეს ავტომანქანებით მოვაჭრე კომპანიებისთვის ახალი ავტომანქანების გაყიდვასთან შედარებით გაცილებით მარტივი იქნება ახალი ტრაქტორების გაყიდვა.   დღევანდელ პირობებში, ახალი ავტომანქანის შეძენა, რომელიც სოციალურ სტატუს განსაზღვრავს, ნაკლებად საჭირო შენაძენად ითვლება. ხოლო საფერმერო ტრაქტორებზე მოთხოვნა სავარაუდოდ იგივეა რაც კრიზისამდე იყო, რადგანაც ის ქმნის სასარგებლო და ს...

როგორ შეუძლია თელასს თბილისში კიდევ უფრო მდგრადი გახადოს ელექტრო სისტემა

რაც უფრო მეტი კვალიფიციური ელექტრიკოსი იქნება ქალაქში, მით ნაკლები იქნება უხარისხო გაყვანილობით, არასწორი მონტაჟით, გაუმართავი ელექტრო სისტემის გამო წარმოქმნილი შეფერხებების რაოდენობა. თელასს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ეს პრობლემები თუ შექმნის სპეციალიზირებულ სასწავლებელს ან ტრენინგ-ცენტრს ელექტროტექნიკოსების მოსამზადებლად, და მასთან ერთად გააკეთებს საკუთარ სერტიფიცირების ორგანოს, მ...

რა შეუძლიათ გააკეთონ IT კომპანიებმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ

ქართული IT კომპანიები სათანადო ყურადღებას რომ უთმობდნენ ამ საკითხს, ახალ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ სახელმწიფო თუ კერძო სექტორების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებაში. ამასთან, დიდ სარგებელს მოუტანდა თვითონ ამ კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ მოძებნონ სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები, დაამუშავონ და დანერგონ რეალობაში.   ერთ-ერთი ასეთი ...

როგორ შეიძლება გახდეს ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელი (ვინც მოასწრებს ამის გაკეთებას) უფრო მეტად საინტერესო მომხმარებლებისთვის

წარმოიდგინეთ შედიხართ აფთიაქში და იქვე კუთხეში დგას დაახლოებით ისეთი აპარატი როგორიცაა კომუნალური გადახდების აპარატები. მიდიხართ ამ აპარატთან და ატარებთ თქვენს ლოიალობის ბარათს (მაგ: ზღარბი ბარათი, ჩემი ოჯახის ბარათი, მტრედი ბარათი და სხვ.), რის შემდეგაც ეკრანზე გამოდის შეკითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. თქვენ გაქვთ 20 წამი რათა აირჩიოთ სწორი პასუხი. თუკი თქვენს მიერ არჩეული პასუხი სწორი ა...

რა შეიძლება იყოს ყაზახური ბანკების მისია საქართველოში

საქართველოში მოღვაწე ყაზახურ ბანკებს აქვთ კარგი შესაძლებლობა დაეხმარონ იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ყაზახეთისთვის მიმზიდველ პროდუქციას აწარმოებენ ან ყიდიან.   ბანკების როლი შეიძლება იყოს მათ მოძებნაში, დახმარება პროდუქციის სწორად შერჩევაში, იქაური პარტნიორის მოძიებაში და ასევე ლოგისტიკური პროცესების აწყობაში.   მეორე ეტაპზე იგივენაირად შეიძლება დაეხმარონ ბანკები ყაზახურ კ...

რატომ არის მნიშვნელოვანი მუზეუმების მოწესრიგება თბილისის განვითარებისათვის

თუ გიფიქრიათ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს თბილისში არსებული მუზეუმების სულ მცირე რეკონსტრუქციას და უფრო აქტიური მარკეტინგით დამთვალიერებლების მოზიდვას?!   დღეს თბილისში არსებობს დაახლოებით 40 მუზეუმი და სახლ-მუზეუმი, რომლებიც ფაქტიურად ცარიელია. რაც მთავარია ეს მაშინ, როდესაც ადამიანების დიდმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის სად წავიდეს თავისუფალ დროს თანამშრომლებთან, მეგობრენთან ან ოჯახის ...

რა შეიძლება გახდეს ინტერნეტ-პროვაიდერების მთავარი პრიორიტეტი

ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარება დღეს ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა ვიდრე ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობის ზრდა ან მათ მიერ ინტერნეტის მოხმარების სტიმულირება ზოგადად.   ვისაც ინტერნეტთან აქტიური შეხება აქვს კარგად იცის, რამდენად განუვითარებელია ამ მხრივ ქართული სივრცე. ანუ ადამიანები რომლებიც დღეს უცხო ენებს (როგორც ინგლისურს ისე რუსულს) სა...

როგორ შეუძლია პირველ არხს დილის გადაცემა გახადოს კიდევ უფრო სასარგებლო და რეიტინგული

ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ პირველი არხის დილის გადაცემაში დაემატება რუბრიკა ”გაიცანით მეწარმე” ან რამე ამდაგვარი, სადაც მცირე მეწარმეების წარმატებული ისტორიები დეტალურად იქნება აღწერილი – თუ რატომ და როგორ დაიწყო ამა თუ იმ ქართველმა საკუთარი მცირე ბიზნესი და შემდგომ როგორ განავითარა ის.   სავარაუდოა, რომ ეს რუბრიკა საქართველოში არსებულ მცირე მეწარმეებს დააინტე...

როგორ შეიძლება გაიზარდოს ორგანიზაციების როლი გარემოს დაცვაში

”გააშენე შენი კორპორატიული ტყე” – ასეთი ტიპის აქციას შეიძლება გაუწიოს ორგანიზება გარემოს დაცვის სამინისტრომ, რაც გულისხმობს ორგანიზაციების მიერ საკუთარი სახელობის ტყის გაშენებას.   მთავრობამ სპეციალურად ამ აქციისთვის შესაძლოა განსაზღვროს და გაანაწილოს მიწები, სადაც იმ კომპანიებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს შეეძლებათ დარგონ ნერგები და გააშენონ საკუთარი ტყე. ამით...

რა როლი შეიძლება ითამაშოს ფრანგულმა წარმომავლობამ ბანკ რესპუბლიკისათვის მომხმარებლების რაოდენობასა და ლოიალურობის გაზრდაში

მაშინ, როდესაც გამძაფრებულია ბანკებს შორის კონკურენცია და მომხმარებლის გულის მოგებას ყველა თავისებურად ცდილობს, განსაკუთრებით კი ფართოდ გამოიყენება გათამაშებები და მომხმარებელთა გულის მოსაგები სხვადასხვა მეთოდები,  ვფიქრობთ, რომ ბანკ რესპუბლიკას  ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს რომ განსხვავებული, სრულიად ახალი მიდგომით მოიზიდოს ახალი კლიენტები და გაზარდოს არსებულთა ლოიალურობა. ...

რა შესაძლებლობა არსებობს მობილური ოპერატორებისთვის კომუნალური გადასახადების კუთხით

ვფიქრობთ რომ მობილურ ოპერატორებს აქვთ შესაძლებლობა რომ მიიღონ დამატებითი შემოსავლები და გაზარდონ თავიანთი მომხმარებლების კმაყოფილება თუ მობილურის ასაშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა გადასახადების გადახდა. მოკლედ იყიდი ბარათს, შეავსებ ანგარიშს და გადაიხდი გადასახადს.   ბანკებმა ბოლო პერიოდში დაიწყეს “მობაილ ბანკის” დანერგვა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ზემოთ ნახს...

როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს რამოდენიმე წელში სწრაფად აამაღლოს განათლების დონე სკოლებში

საქართველოში რამოდენიმე ასეული სკოლაა და ყველას კარგად ესმის რომ სწავლების ხარისხის გაზრდას მასწავლებლების გადამზადებით ძალიან დიდი დრო და დიდი რესურსი სჭირდება, მითუმეტეს, რომ პროგრამებიც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო დონის. არადა სასკოლო ასაკში განათლების დონის ამაღლება რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველასათვის ძალიან ცხადია (სხვა შემთხვევაში არც საუნივერსიტეტო განათლების დონის ამა...

როგორ შეიძლება გაზარდოს თბილისის მეტრომ შემოსავლები მგზავრთა რაოდენობის გაზრდის გარეშე

როგორ შეიძლება გაზარდოს თბილისის მეტრომ შემოსავლები მგზავრთა რაოდენობის გაზრდის გარეშე? ყოველდღიურად მეტროში ჩადის დაახლოებით 300 000 ადამიანი. წარმოიდგინეთ რამდენი შემოსავლის მიღება შუძლია მეტროს თუ გააკეთებს ისეთ რაღაცას, რომ ჩასული მგზავრების ნახევარი მაინც ხარჯავდეს დამატებით 1 ლარს?!   ვფიქრობთ ესეთი რაღაცა შეიძლება იყოს საკუთარი გამომცემლობის გაკეთება და პატარა წიგნებისა და ...

დროა დეველოპერები თბილისის განაშენიანებიდან მთელი საქართველოს განაშენიანებაზე გადავიდნენ

საქართველოს მთაში, ბარში და ზღვის სანაპიროზე უამრავი ულამაზესი ადგილია სადაც დღეს შეიძლება კვადრატული მეტრი მიწა სულ 2-3 დოლარად იყიდო. საკმარისია გაიაზრო რა დანიშნულება შეიძლება ამ ადგილმა შეასრულოს, დაარქვა სახელი, შეიყვანო  გზა, ელექტროენერგია მიაწოდო, ბილიკები მოაწყო, ერთი ორი პატარა შენობა ააშენო (მაღაზიისთვის ან საყარაულო ან სხვა დანიშნულების), დაყო ნაწილებად დანიშნულების მიხე...

გლეხის სახელობითი ღვინოები – გამოუყენებელი შესაძლებლობა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის

ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა დაიწყონ გლეხებთან მოლაპარაკებები და გამოუშვან მათი სახელობის ღვინოები. ღვინო აწარმოონ თვითონ გლეხებმა, მათვე დაწურონ და მათვე დააყენონ. ღვინის კომპანიებმა უბრალოდ ჩამოასხან, შეფუთონ და დისტრიბუციაში დაეხმარონ. ესე ღვინის კომპანიებს შეუმცირდებათ წარმოებაზე გასაწევი ხარჯები და შეძლებენ გაცილებით მეტი ხარისხიანი ღვინის რეალიზაციას.   ღვინის ხარისხ...

რა გზით შეუძლიათ ბანკებს რძის წარმოების ზრდაში წვლილის შეტანა და ამასთან საკუთარი მოგების გაზრდა

ისეთ ბანკებს, რომელთაც სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მეტ-ნაკლები გამოცდილება გააჩნიათ, სერიოზულად შეუძლიათ განვითარდნენ ამ მიმართულებით, თუკი დაახლოებით ასეთ სქემას დაამუშავებენ:• შეარჩევენ კონკრეტულ რეგიონს, სადაც რძის წარმოება გამართლებულია ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ან ისტორიულად დიდი გამოცდილება არსებობს ამისი; (მაგალითად სამეგრელოს ნაწილი კოლხეთის დაბლობზე ან მთიანი რე...

რომელი გაყიდვების არხით შეუძლია სადაზღვევო კომპანიას სიცოცხლის დაზღვევის ეფექტური გაყიდვა

ვფიქრობთ, სადაზღვევო კომპანიებს გაუადვილდებათ სიცოცხლის დაზღვევის გაყიდვა თუ ისინი ამ პროდუქტის ყიდვას დასაზღვევი მამაკაცების დიასახლისებს შესთავაზებენ (მარტო თბილისში 50 000 ზე მეტი დიასახლისია რომელთა და რომელთა შვილების კეთილდღეობაც მხოლოდ ერთ ადამიანზე, ოჯახის მარჩენალ მამაკაცზეა დამოკიდებული). ვფიქრობთ ისინი სიხარულით დათანხმდებიან მათივე ქმრების ნაჩუქარი ან სხვადასხვა საყიდლების კე...

სტანდარტული პროექტის ბინები – გამოუყენებელი შესაძლებლობა დეველოპერებისთვის

მარტო თბილისში 200 000 ზე მეტი სტანდარტული ტიპის ბინაა, ხრუშოვკები, ჩეხურები, ყავლაშვილის, სტალინის და ა.შ. ასეთი პროექტებით აშენებულ ბინებში ძალიან ბევრი ოჯახი ათეული წლებია ცხოვრობს. დღეს როდესაც ახალი, ძველი, მშენებარე სახლების ყიდვა ძალიან გართულდა, ოჯახების გაყოფა-გამრავლება კი ძველი ან კიდევ უფრო აქტიური ტემპებით მიმდინარეობს სულ უფრო დიდია მოთხოვნა არსებული სტანდარტული ბინების გად...

რატომ შეიძლება იყოს კარგი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებისათვის გარემოზე ზრუნვა

კონკურენცია ბენზინგასამართი ქსელების ბაზარზე რომ ძალიან გამწვავდა, ყველა ხედავს. ბაზარს ახალი მოთამაშეები ემატებიან და ბრძოლა მომხმარებლის მოსაპოვებლად უფროდაუფრო საგრძნობი ხდება. მომსახურების ხარისხი და ფასები თითქმის მსგავსი აქვთ კომპანიებს. ამდენად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბრენდის განვითარება. არამარტო ცნობადობა, არამედ ის თუ როგორ აღიქვავს კომპანიას საზოგადოება.   ვიფიქრეთ...

კოლმეურნეობების რა ფორმით დაბრუნება დაეხმარებოდა სოფლის მეურნეობას საქართველოში

კოლმეურნეობების დაბრუნება, რომლებიც სააქციო საზოგადოებებად შეიძლება იყვნენ ჩამოყალიბებული და რომლებსაც ეყოლებოდა მენეჯერი, ზედამხედველი საბჭო, ტექნოლოგიები, გაყიდვებზე პასუხისმგებელი ადამიანები. რომლებიც დაასაქმებდა სოფლის მოსახლეობას, რომლებიც ასევე აქციონერებიც იქნებოდნენ, რომელიც სტრატეგიულ ჯიშებზე აიღებდა აქცენტს, რესურსებსაც უფრო ეფექტურად გამოიყენებდა, სოფლებში ხალხის დაბრუნებაზეც ...

რა უნდა გააკეთოს აჭარის ხელისუფლებამ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტების მოსაზიდად

დღეს აჭარის ხელისუფლებას ალბათ ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს რა გააკეთოს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტების მოსაზიდად..  ამასწინათ ვიხილავდით ამ საკითხს და ჩვენის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი სამი მთავარი თემა დავინახეთ:   ა) ესტრადის ვარსკვლავები – 10 კვირა, ათი მომღერალი შესაბამისი კონცერტით ყველაზე პოპულარული შემსრულებლები შერეული გრაფიკით რუსეთიდან, სომხეთიდან და...

რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით მცხეთა-მთიანეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

თბილისური ოჯახების უმეტესობას ერთი მუდმივი პრობლემა აწუხებთ ხოლმე, სად შეიძინონ ნამდვილად ნატურალური, არაიმპორტირებული კვების პროდუქტები და მშვიდად იყვნენ, რომ მათი შვილები ჯანმრთელ საკვებს მიირთმევენ.   ამ პრობლემას სხვადასხვანაირად წყვეტენ, ზოგს ნათესავი ჰყავს სოფელში, ზოგი თვითონ მიდის თბილისთან შორიახლო მდებარე რაიონულ (დუშეთი, საგარეჯო, მარნეული და ა.შ.) ბაზრებში და მარაგებს ...

რა დამატებითი შესაძლებლობები არსებობს მაღალმთიან რეგიონებში მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის

სტეფანწმინდის რაიონში მთის მდინარეების სიუხვე კარგ შესაძლებლობას იძლევა ამ ადგილებში საკალმახე მეურნეობების განვითარებისათვის. თუმცა, ამას ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ საკუთარი სახსრებით რა თქმა უნდა ვერ შეძლებს.გარდა იმისა, რომ საკალმახეების მოწყობას თავდაპირველი ინვესტიცია ესაჭიროება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია თევზებისთვის ხარისხიანი საკვების მიწოდება დაბალ ფასებში, ამ პროდუქტ...

როგორ შეუძლიათ გაზეთებს შეცვალონ საქმიანობის ფინანსური მოდელი

”კარგად ინფორმირებული საზოგადოების ინტერესები თითქმის სრულად შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს” – ასეთი მოსაზრება გამოთქვა რამოდენიმე წლის წინ ერთმა მაღალჩინოსანმა ერთ-ერთი პროექტის კეთების დროს შეხვედრაზე და ვფიქრობთ, არც შემცდარა. თუმცა ინფორმირებული საზოგადოების მიღწევა არც თუ ისე მარტივი ამოცანა ჩანს. სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებები დღეს ამ ფუნქციას ჯე...

რომელია ყველაზე აქტუალური პროდუქტი ბანკებისთვის დღეს

გამომდინარე იქიდან რომ დიდია პოლიტიკური, სამხედრო და სხვა სახის არასტაბილურობის საფრთხე, და რომ ცნობილი მოვლენების და პროცესების გამო ბანკების რეპუტაციაც  შერყეულია ქართველი მომხმარებლის თვალში და ის ხშირ შემთხვევაში არამეგობრულ ორგანიზაციად აღიქმება, ბევრი ადამიანი  ფულის სახლში შენახვას ანიჭებს უპირატესობას,  ვფიქრობთ, ქართულმა ბანკებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა დახარჯ...

რა შესაძლებლობა არსებობს მეორადი ავტონაწილების ბაზარზე

მას შემდეგ რაც ბანკებმა სესხების გაცემა შეაჩერეს ყველამ ვიცით რომ ძალიან შემცირდა ახალი მანქანების გაყიდვა. ამით კი სავარაუდოა რომ თუ არ გაიზრდება არ შემცირდება მოთხოვნა ავტომომსახურებასა და აუცილებელ ავტონაწილებზე.   ასეთია იდეა მოგვივიდა რომ შესაძლოა გაამართლოს მეორადი ნაწილების მაღაზიის გახსნამ, რადგანაც კომფორტულად მეორადი ნაწილის ყიდვა შეუძლებელია. დღეს ისეა რომ უნდა წახვიდე ...

ერთი პატარა ცვლილება შრომის კანონმდებლობაში რამდენ საინტერესო ცვლილებას მოგვიტანდა

საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავში მიტრიალებდა ფიქრები იმის შესახებ თუ რატომ იყო გაცილებით უფრო სასიამოვნო ევროპაში ცხოვრება? რით განსხვავდებოდა ევროპული ყოველდღიურობა ქართულისაგან?  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი განსხვავება რაც დავიჭირე, ჩემი აზრით შრომის კულტურაა… წარმოიდგინეთ ევროპული სამუშაო დღე. დილით ადრე დგებით, სამსახური გათენებიდან ერთ საათში იწყება,...

რა შესაძლებლობებს იძლევა მიწისქვეშა თბილისის განვითარება

როგორც ვარაუდობენ თბილისის ქვეშ არსებობს მეორე თბილისი, რომელიც არ არის შესწავლილი და შესაბამისად გამოუყენებელია. თანაც ეს იმ უბნებში, სადაც ფართის ლიმიტები თითქმის ამოწურულია.ამ არგუმენტების გააზრების შედეგად დაიბადა იდეა –  მიწისქვეშა  თბილისის განვითარება, უფრო კონკრეტულად კი, თბილისის ცენტრალური, ძველი უბნების მიწისქვეშა ფართების პოტენციალის შესწავლა და გამოყენება. &...

რა შეიძლება უყონ ბანკებმა სესხებში დარჩენილ ბინებს

ბინები რომლებიც ბანკებს რჩებათ უზრუნველყოფაში შეიძლება მათ გამოიყენონ იმაში, რომ შესთავაზონ უფრო მაღალი ყოველთვიური გადახდის მქონე პრობლემურ მსესხებლებს გადავიდნენ უფრო დაბალი ყოველთვიური გადახდის მქონე ბინებში საცხოვრებლად და ამით შეიმცირონ ყოველთვიური გადახდები არა დროებით (როგორც ეს სესხების რესტრუქტურიზაციების შემთხვევაში ხდება), არამედ საერთოდ, ხოლო შედარებით ძვირი ბინები უნდა გადაკ...

როგორ შეიძლება გადარჩნენ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები კრიზისის დროს

არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც მკვეთრად არის შემცირებული ტურისტების რაოდენობა, ბევრი მცირე და საშუალო ზომის სასტუმრო დგას დატვირთვების პრობლემის წინაშე.   ვფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში სასტუმროებმა აქცენტი უნდა გააკეთონ კორპორატიულ სექტორზე. კორპორტიულ სექტორში კი იგულისხმება ის ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ უცხოელი პარტნიორი კომპანიების თანამშრომლები. &...

როგორ შეიძლება გაზარდონ თავიანთი ბაზარი ინტერნეტ პროვაიდერებმა

დღეს უკვე იმ სეგმენტის ინტერნეტიზაცია, ვინც იცის როგორ და რაში შეიძლება გამოიყენოს ინტერნეტი სირთულეს აღარ წარმოადგენს. ეს გარდაუვალი პროცესია და თავისითაც აუცილებლად განხორციელდება დღეს თუ არა ხვალ.   ინტერნეტ პროვაიდერებს ფიზიკური პირების ბაზარზე განვითარებისათვის სჭირდებათ რაღაც ახალი, ჯერ კიდევ აუთვისებელი ნიშის მოძებნა და მასზე მიზანმიმართული მუშაობა. ამ მხრივ ვფიქრობთ ძალიან...

რა შეუსწავლელი შესაძლებლობა არსებობს გათბობისა და კონდიცირების სისტემების ბაზარზე

ყველამ ვიცით როგორ მიეცა დავიწყებას საბჭოთა კავშირის დროს დანერგილი ერთიანი გათბობის სისტემები, როგორ მოიჭრა რადიატორები და როგორ დაიწყო ხალხმა ნელ-ნელა ინდივიდუალური სისტემების დაყენება. რა თქმა უნდა ეს ბუნებრივი პროცესი იყო, მაგრამ თუ ვინმე დაფიქრდება ამის შესახებ შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ერთიანი სისტემა უფრო მეტად იაფი შეიძლება იყოს მომხმარებლებისათვის.   ვფიქრობთ, რომ დღეს ბაზა...

რა ტიპის იდეები შეიძლება განახორციელონ ბენზინგასამართი სადგურების ქსელებმა დამატებით მომხმარებლების მოსაზიდად

აშკარაა, რომ  დედაქალაქში არა მარტო ავტომობილების რიცხვმა იმატა, არამედ ბაზარზე საწვავის  მიწოდების კონკურენციაც გაიზარდა. დღეს უკვე რამდენიმე წამყვან  კომპანიას უჭირავს ადგილი ამ სექტორში. კონკურენცია მართლად საგრძნობლად  დიდია.   ამასთან დაკავშირებით რამდენიმე  იდეაც გაჩნდა.  ხომ არ შეიძლება რომელიმე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა რაიმე ისეთ მარკ...

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საშუალო და მაღალშემოსავლიანი ადამიანები უფრო აქტიურად იყენებდნენ ბილაინის მომსახურებას

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც არა მარტო არ შეეხოთ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაცია, არამედ პირიქით, გარკვეული სარგებელიც კი მიიღეს აქედან. ვფიქრობ ერთ-ერთი ასეთი კომპანია ბილაინია. დაბალი ტარიფების გამო ჯეოსელისა და მაგთის აბონენტები ნელ-ნელა გადადიან ბილაინის ნომრებით სარგებლობაზე. ორი ტელეფონის ქონა, საიდანაც ერთ-ერთში ბილაინის ნომერი იდება, უკვე ჩ...

რა შესაძლებლობას იძლევა კრიზისი ელექტრო ტექნიკით მოვაჭრეებისთვის

ყველასთვის ცნობილია, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები ფუფუნებისა და ძვირადღირებული პროდუქციის შეძენაზე. ცხადია ისიც, რომ ადამიანებმა დაიწყეს იგივე მოთხოვნილებების იაფი საშუალებებით დაკმაყოფილების გზების ძიება.   დღეს როგორც ყველა კომპანიისათვის, მათ შორის ელექტო-ტექნიკით იმპორტიორებისთვისაც, აუცილებელია საკუთარი ...

რა შეიძლება იყოს დეველოპერებისთვის გაძლიერების ერთ-ერთი გზა

ალბათ ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა პატარა ბაღები და სკვერები, რაც ძალიან კარგია, მაგრამ რეალურად თბილისშიც და მის შემოგარენშიც არის დასასვენებელი პარკების ნაკლებობა. ისეთი პარკების, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახთან ერთად დასვენება, პიკნიკის მოწყობა, წიგნის წაკითხვა და უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება.   არა და ასეთი ტიპის პარკებზე მოთხოვნა საკმაო...

როგორ გაზარდოს რკინიგზამ სამგზავრო გადაზიდვები

ბევრს ვსმჯელობთ იმის შესახებ თუ როგორ უნდა  გაზარდოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანების მიმართულება. ყველამ ვიცით რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც რკინიგზის ასევე საერთოდ ქვეყნისთვისაც. რამდენადაც ბერვს ვმსჯელობთ, ვფიქრობთ, ვსწავლობთ და ვაანალიზებ ამ ამოცანის გადასაწყვეტად ბევრი იდეაც იბადება. ზოგი ეფექტური, ზოგიც ნაკლებად. გუშინ გაჩნდა ასეთი იდეა რომ რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანების მატ...

როგორ მოვიზიდოთ კლიენტები ავტომაგისტრალებზე მდებარე ავტოგასამართ სადგურებზე

რა შეიძლება გააკეთოს ავტო გასამართი სადგურების ქსელმა, რომ ყველა მძღოლმა ავტომაგისტრალზე იქ ჩაასხას ბენზინი? ერთ-ერთ შეხვედრაზე ვმსჯელობდით ამ საკითხზე და ასეთი რაღაც მოვიფიქრეთ: ბენზინგასამართი სადგური უნდა იყოს გაჩერების ისეთი წერტილი სადაც მძღოლები და მგზავრები შეძლებენ მიიღონ ის, რაც გზაში მათ შეუქმნის კომფორტს და შეძლებენ განახლებული ძალებით მგზავრობის გაგრძელებას. შესაბამისად, ავტო...

გავხადოთ იმ თანამშრომლების მუშაობაც საინტერესო, ვისაც რუტინული საქმის კეთება უწევთ

ერთი მარტივი გამოსავალი არსებობს როგორ გახადო მუშაობა უფრო სასიამოვნო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მოსაწყენ საქმეს ასრულებენ – ძალიან რუტინულს, ტექნიკურს, ნაკლებად შემოქმედებითს – დააკომპლექტეთ ამ ადამიანებისგან პატარა გუნდები და თითოეულს მიეცით პატარა, მაგრამ საინტერესო და თან კომპანიისთვის სასარგებლო ამოცანები გადასაწყვეტად. ნებისმიერ ადამიანში არის შემოქმედებითი ნაპერწკ...

როცა ვგრძნობთ რომ გეგმები ინერციით მიდის

როცა ვგრძნობთ გეგმები ინერციით მიდის, შესრულებული სამუშაოს ოდენობა მცირდება, ნაჩქარევად შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი არადამაკმაყოფილებელია, ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი გზა გეგმების მართვის კულტურის გაჩენა და არსებობაა.     მიმდინარე საქმეების სიმრავლე ხანდახან კონცეტრირებას გვაკარგვინებს და გვავიწყებს რომ გეგმებს მუდმივად გადახედვა, ცვლილებების შეტანა და მხარეებ...

გაუთავებელი შეხვედრები

როცა ხედავთ, რომ თქვენი კოლეგები სამუშაო დღის დიდ ნაწილს ორგანიზაციის შიდა შეხვედრებში ატარებენ, თან ატყობთ, რომ შეხვედრების ხანგრძლივობა ნელ-ნელ იზრდება, ხოლო შედეგიანობა კი იკლებს, დაიწყეთ:   შეხვედრის მონაწილეების წინასწარი მომზადება – ყველაზე კარგი საშუალება შეხვედრამდე პატარა – 5-10 წუთიანი ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარებაა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირებთან, ვი...

ჯვარედინი გაყიდვების გასააქტიურებლად

თუ ჯვარედინი გაყიდვების გააქტიურებაზე ფიქრობთ, ან თქვენს ორგანიზაციაში მისი ეფექტიანობა გაწუხებთ, გადაამოწმეთ რამდენად აქვს თქვენს  პერსონალს საჭირო ინფორმაცია, შესაბამისი აღჭურვილობა და სათანადო მოტივაცია გაყიდვების საწარმოებლად.     რთულია მოვთხოვოთ გაყიდვებში ჩართულ თანამშრომლებს პასუხი ჯვარედინი გაყიდვების მაჩვენებლებზე, თუ ამ სამიდან რომელიმე მაინც არასრულყოფილად გ...

„პროფესორობა ყველაფერში“

ხედვის ფორმირებისას თუ მოვინდომებდით, რომ აგვერჩია ერთი მთავარი პროდუქტი, რომელიც გახდებოდა ჩვენი საქმიანობის ერთგვარი ნიშანსვეტი, ხოლო დანარჩენი პროდუქტები უმთავრესი პროდუქტის განვითარების ხელშესაწყობად დაგვეტოვებინა, უფრო მეტ სარგებელს შევქმნიდით, ვიდრე მაშინ, თუ ბევრ მიმართულებას თანაბრად მოვედებოდით.     მენეჯმენტისთვის ეს რთული გადაწყვეტილებაა – უარი თქვა ისეთ თემ...

არსებული კლიენტების შესწავლა

კლიენეტის შესწავლა, თუ ვინ არიან ისინი და რატომ ყიდულობენ ჩვენს პროდუქტს, მომსახურებას ხშირ შემთხვევაში ძალიან ღირებული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. იგი გვეხმარება უკეთ დავინახოთ ჩვენი პროდუქტის/მომსახურების პოტენციალი, სეგმენტები, რომლისთვისაც ის საინტერესოა და ბევრად უკეთესი და უფრო სტაბილური გაყიდვების საშუალებას გვაძლევს.     სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ კომპა...

სუპერ შემსრულებლები

სუპერ შემსრულებლები იმათ ჰქვიათ, ვინც განუზომელ ძალისხმევას დებენ, რათა დავალება მაღალ პროფესიონალურად შეასრულონ და  დამკვეთი ძალიან კმაყოფილი ჰყავდეთ. თუკი რომელიმე კომპონენტი დააკლდება საბოლოო პროდუქტს, გამოდის, რომ მისი ღირებულება დამკვეთისთვის დაბალია, ხოლო ჩვენთვის უარყოფითი ბონუსი.   სუპერ შემსრულებლებმა იციან, რომ:   მხოლოდ ცალკე აღებული პროფესიონალიზმი დიდ არაფ...

სანდო ადამიანები თუ პროფესიონალები

რაც უფრო მნიშვნელოვანია პოზიცია, მით უმჯობესია მასზე პროფესიონალი გავაპიროვნოთ და მის საქმიანობაზე ქმედითი კონტროლი დავაწესოთ, ვიდრე ჩვენთვის თუნდაც ძალიან სანდო პიროვნებას ჩავაბაროთ ასეთი თანამდებობა.   ჯერ ერთი, იდეალური და სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ და ყველას შეიძლება შეგვექმნას გარემობა, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებზეც კი უარის თქმას გვაიძულებს. ამ...

ანგარიშვალდებულების გაზიარება

რაც უფრო მეტი აქვს ხელმძღვანელს საფიქრალი და მის გარდა, მათზე რაც ნაკლები ანგარიშვალდებული პირი არსებობს, მით ნაკლებია შანსი, ეს საკითხები მოგვარდეს.     რაც უნდა იდეალური სტრუქტურა გვქონდეს, ყოველთვის ჩნდება საკითხები, რომლებიც ხელმძღვანელებს გვაწუხებს, გვაფიქრებს და სანამ პრობლემად არ იქცევა, მანამ ჩვენში იხარშება. ჩვენს გარდა კი იშვიათია მათ მოგვარებაზე, გადაჭრაზე ან კონტ...

მოლოდინებით დამდგარი რეალობა

უმეტესწილად, რაც უფრო ზომიერი და მოკრძალებულია მოლოდინი ჩვენს მიმართ, მით უფრო კარგი და მისაღებია სხვებისთვის ჩვენი საქმის შესრულების შედეგად დამდგარი რეალობა და პირიქით, რაც უფრო მეტია და ამბიციური მოლოდინი ჩვენს მიმართ, მით უფრო ნაკლებად მიახლოებულია ჩვენი შესრულებული საქმისგან დამდგარი რეალობა მანამდე წარმოდგენილ შედეგებთან.   სინამდვილეში კი რეალობა ზუსტად ერთიდაიგივია, კმაყოფ...

თანამშრომლების მოსაზრებები ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ

არიან ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც, წელიწადში ერთხელ, საკუთარ თანამშრომლებში ატარებენ გამოკითხვას ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ მათი მოსაზრებების დასადგენად. აერთიანებენ ამ მოსაზრებებს და უმაღლესი მენეჯმენტის სპეციალურ სხდომაზე იხილავენ მათ, იმისათვის, რომ ომავალი წლის სამოქმედო გეგმის განსაზღვრისას გაითვალისწინონ.   ეს გამოკითხვა ტარდება როგორც ელექტრონულ...

ორგანიზაციის პრობლემების მთავარი მიზეზი

როგორც გამოცდილება აჩვენებს, ყველაზე მთავარი მიზეზი, რაც ორგანიზაციაში პრობლემების უმთავრეს ნაწილს განაპირობებს, მენეჯმენტის წევრებს შორის შეუთანხმებელი ხედვაა. ეს მინიმუმ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან მთავარი მომხმარებლები, რა სარგებელს ქმნის მათთვის ორგანიზაცია, რა არის (ან უნდა იყოს) მთავარი კონკურენტული უპირატესობა.     როდესაც უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის მინ...

გაყიდვების კარგი სისტემა

გაყიდვების ყველაზე კარგი სისტემა ის არის, რომელიც ეხმარება კლიენტს მიიღოს ჩვენი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვასთან დაკავშირებული არა დადებითი, არამედ მისთვის სწორი გადაწყვეტილება. თუმცა იგი, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გვაძლევს ინფორმაციას, თუ რატომ არ გადაწყვიტა კლიენტმა ჩვენი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა. კარგი გაყიდვების სისტემა გვეხმარება განვავითაროთ პროდუქტები ...

იმაზე მეტი, ვიდრე ელიან

გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ჩვენი ლიდერები, გუნდის წევრები, მომხმარებლები და გარშემომყოფები მოელიან. ამისთვის, ნემისმიერი დავალების მიღებისას  დავისახოთ მეორე მიზანი, რომელიც გაჟღერებული მიზნის შესრულების ხარისხს უფრო გაზრდის და უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება.     გაჟღერებული მიზნების მიღწევა მოსალოდნელი, აუცილებელი და მოთხოვნადია. მისი განხორციელება შე...

ცუდი მოგება

ცუდია მოგება, რომელსაც ხვალინდელი მოგების შემცირება შეუძლია. ანუ თუ ჩვენ დღევანდელ მოგებას ხვალინდელი მოგების შემცირების ხარჯზე ვზრდით ისეთ მოგებას ვიღებთ, რომელიც უფრო გვაზიანებს, ვიდრე სარგებელს გვაძლევს.     მაგალითად, როდესაც კადრებს არ ვასწავლით იმის გამო, რომ დღევანდელი მოგება გავზარდოთ,  ამით ხვალინდელ მოგებას ვამცირებთ და დღევანდელ მოგებას სწორედ ცუდი მოგებით ვზ...

პრიორიტეტებში აცდენა

შეიძლება ხელმძღვანელმა ძალიან ბევრი იშრომოს, დღე და ღამე გაასწოროს, ხალხიც ამუშაოს, დავალებები აძლიოს და მათი შესრულებაც აკონტროლოს. შეიძლება ამ დროს ეჩვენებოდეს კიდეც, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მიზანიც აქვეა, სადღაც ძალიან ახლოს. მაშინ კი, როდესაც ჭეშმარიტების მომენტი დგება და როცა უნდა შეფასდეს მთელი მისი შემოქმედება შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მივიდა სადღაც ძალიან სხვაგან, რომელიც უშორე...

საუკეთესო დრო ცვლილებებისთვის

რაც უფრო მეტად უჭირს ორგანიზაციას მით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია ბევრად უფრო ადვილად. ამიტომ, ყველაზე რთულ პერიოდებში განსაკუთრებით მობილიზებული უნდა იყოს მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები დროულად და სწორად განახორციელოს.   სწორედ ასეთ დროს შეუძლია მენეჯმენტს დასვას სამი ყველაზე მთავარი კითხვა და სრულიად ახალი, განსხვავებული პასუხები გასცეს ...

მთავარი დამკვეთი

საზოგადოებას აქვს უნარი იმსახუროს ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი ორგანიზაცია მიუხედავად იმისა, უნდათ მათ ეს თუ არ უნდათ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ ეს. საზოგადოება სხვადასხვა გარემოებების და მოტივატორების მეშვეობით გვაიძულებს, გვასტიმულირებს, პირობებსაც გვიქმნის მას ვემსახუროთ, მისთვის ვიმუშაოთ ყოველდღიურად, ჩვენი ძალისხმევით სწორედ მისთვის შევქმნათ ახალ-ახალი სარგებელი.     ი...

სტრატეგიის განხორციელების სამი პირობა

იმისათვის, რომ სტრატეგია ცხოვრებაში განხორციელდეს სამი პირობაა საჭირო:   1. ის იმ ადამიანებმა უნდა შეიმუშავონ, ვის მხრებზეც მისმა განხორციელებამ უნდა გადაიაროს. სულ რომ ჩუმად იყვნენ და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას არ იღებდნენ, ან მათი მონაწილეობა მთლად ღირებულიც არ იყოს (რაც ნაკლებად სავარაუდოა), მათი ყოფნა სტრატეგიის დამუშავებისას აუცილებელია.   2. ის საკმარისად...

ვისთან ერთად ვზივართ ნავში

თითქმის ნებისმიერი შიდა ორგანიზაციული კრიზისის გამომწვევი რეალური მიზეზების 99% (თუ სრულად 100% არა) ორგანიზაციის შიგნით არსებული პრობლემებიდან იღებს სათავეს. ამ პრობლემების უდიდესი ნაწილი კი მმართველი გუნდის შემადგენლობით და ამ გუნდის წევრების ერთმანეთთან დამოკიდებულებით არის განპირობებული.   სწორედ ამიტომ ნებისმიერი შიდა კრიზისის მოგვარება იწყება მთავარი კითხვით – “ვ...

შეკრული გუნდი და სასურველი ფუნქცია

თუ თქვენს ორგანიზაციას თქვენთან ერთად შეკრული, ძლიერი გუნდი მართავს; თუ თქვენს კოლეგებთან ერთად მუშაობა ძალიან გსიამოვნებთ და ფიქრობთ, რომ გაგიმართლათ ასეთ ადამიანებთან ერთად რომ მოგიწიათ ყოფნა, მაშინ დაჯექით და მათთან ერთად გაიაზრეთ რისი კეთება გესიამოვნებოდათ ყველაზე უფრო მეტად, ფული რომ არ არსებობდეს დედამიწაზე საერთოდ.     თუ შეთანხმებული, ყველას საერთო პასუხი იქნება, რო...

სისტემა კულტურის გარეშე

რაც არ უნდა მაგარი სისტემა ან სტრუქტურა ავაგოთ, კარგად ჩამოყალიბებული და გათავისებული კულტურის გარეშე, გრძელვადიან პერიოდში, ეს სისტემა განწირულია არაეფექტურად ფუნქციონირებისკენ.   არ არსებობს მუდმივი სტრუქტურები. ყველა სტრუქტურა დროებითია და გარემოში მომხდარი ცვლილებები მათ მცირე ან სრულ ცვლილებას ითხოვენ. ამისგან განსახვავებით ცალკეული ორგანიზაციის კულტურა უფრო სტატიკური მცნებაა...

დღის ხალისიანად დაგეგმვა

საქმიანობების დაგეგმვა რომ მნიშვნელოვანია, ამ მოსაზრებას, თითქმის ყველა ეთანხმება, თუმცა თუ საკუთარი დღის გეგმების გაკეთებას ხალისიანად მივუდგებით და ვინმეს, თუნდაც კოლეგას ან მეგობარს ვთხოვთ დღის ბოლოს გადახედოს თუ რამდენად კარგად შევასრულეთ ჩვენი შედგენილი გეგმა, ერთი შეხედვით, გეგმებისგან თავის არიდების მოტივიც გაგვიქრება, თუ კი ამას მივაღწიეთ მაშინ უფრო მეტის მოსწრებას უფრო ხალისიანა...

რაც ძნელად მოდის

ბევრისგან გამიგია: რაც ძნელად მოდის ბევრად ტკბილია, ბევრად უფრო სასარგებლო, ბევრად უფრო მყარი და სტაბილურია. ის კი, რაც ადვილად და სწრაფად მოდის პირიქით, ბევრად უფრო მყიფეა, სუსტია და ადვილადვე იკარგება.   ეს ალბათ ნიშნავს, რომ როცა რაღაცას ადვილად ვაღწევთ არც ისე ძალიან უნდა გვიხაროდეს და უნდა ველოდოთ, რომ მისი შენარჩუნება გაგვიჭირდება.   და როცა რაღაცის მიღწევა გვიჭირს პი...

ღირებულება ღირებულების წილ

ხშირად რომ გვქონდეს განწყობა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის გვეგრძნობინებინა რამდენად ღირებულნი არიან ჩვენი ორგანიზაციისთვის, მით უფრო მეტი ღირებულების შექმნაში დავეხარმარებოდით მათ.   არის მომენტები, როცა ყველაზე მეტად მათ ჩვენგან სჭირდებათ შეხსენება, რომ გვჯერა და ვაფასებთ მათ კომპეტენციებს, რომ ჩვენ მათთან ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე მათ გარეშე ვიქნებოდით.   როგ...

შრომის სიყვარული

როგორც ერთ ღამეში ნასწავლი უმაღლეს შედეგს არ იძლევა გამოცდაზე, ასევე არათანმიმდევრულად მიმართული შრომა ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. შრომის სიყვარული მუშაობის უნარის გამომუშავებაშია. იგი ძალისხმევის სწორად განაწილებას და მუდმივ თავდადებას გულისხმობს.   ის, რაც ჩვენს წარმატებასა და სარგებლიანობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი შრომისმოყვარეობის უნარია. რაც უფრო თანმიმდევრული და ს...

მუშაობის ეტიკეტი

მუშაობის ეფექტიანობის გასაზრდელად, ჩვენთვის,  მუშაობის ეტიკეტი რომ შეგვემუშავებინა, ძალიან დავეხმარებოდით ჩვენს თავს და იმ საქმეს, რასაც ვაკეთებთ. მუშაობის სწორ ეტიკეტს შეუძლია უზრუნველყოს ის, რომ არა მარტო ვაკეთოთ ჩვენი საქმე, არამედ მუდმივად, ძალიან კარგად ვაკეთოთ ის. ამისთვის რამდენიმე მარტივ და განხორციელებად მაგალითს შემოგთავაზებთ:   1. სამუშაო დღე მომდევნო დღის დაგეგმვი...

ყველაზე მთავარი მოტივატორი

ანაზღაურების არცერთ სქემას, პრემირების თუ საბონუსე სისტემას არ შეუძლია უზრუნველყოს თანამშრომლების   გრძელვადიანი მოტივაცია და შემართება საქმის უკეთ საკეთებლად, როგორც ეს შეუძლია ისეთ სისტემას:   რომელშიც თანამშრომელმა იცის, თუ მისმა ხელმძღვანელმა ყოველთვის ზუსტად იცის, რაზე ხარჯავს იგითავის სამუშაო დროს;   რომელშიც არსებობს განსაზღვრული, სისტემატიური უკუკავშირის პ...

არ გავყიდოთ ის, რაც არ უნდა გავყიდოთ

ხშირად ყველაზე მეტად ორგანიზაციებს გაყიდვებზე უარის თქმა უჭირთ. უარის თქმა მომსახურების ან პროდუქტის მიყიდვაზე მომხმარებლისთვის, რომლებსაც ის არ სჭირდებათ ან რომელსაც ისინი სათანადოდ ვერ გამოიყენებენ.   ახლა რომ ვუყურებთ, ცხადად ვხედავთ, რომ ყველა შემოსავალი, რომელიც ჩვენ არასწორი კლიენტების მომსახურებით მივიღეთ ძალიან საზიანო აღმოჩნდა ჩვენთვის. კლიენტები, რომლებიც ჩვენს მომსახურე...

თავისუფლება ჩარჩოში

ორგანიზაციაში ჭკვიანურად დანერგილი მუშაობის სტანდარტები,  ჯანსაღი წესები,მის თანამშრომლებს ხელს უწყობს უფრო თავისუფლად და კომფორტულად იგრძნონ თავი და თავიანთი საქმიანობა უფრო შედეგიანი გახადონ.   ორგანიზაციაში მუშაობის სტანდარტები თუ არ არსებობს, ან არსებობს მაგრამ მას არავინ იცავს, როდესაც საქმიანობის წესები/რეგულაციები ბუნდოვანია, ეს ძალაუნებურად ხელს უწყობს თანამშრომლების ...

მეტი ინიციატივა

მუდმივად ახალ-ახალი, საინტერესო ინიციატივებით გამოსვლა საუკეთესო გზაა, რათა სწრაფად გავხდეთ ბევრად უფრო ღირებული ჩვენი ხელმძღვანელებისათვის და მთლიანად ორგანიზაციისათვის. მუდმივ ინიციატივას, როგორი დასჯადიც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის ახლა, სინამდვილეში ყველაზე სწრაფად შეუძლია წარმატება მოგვიტანოს.     რაც დრო გადის თითქმის ნებისმიერი ორგანიზაციის ნებისმიერი, თუნდაც ძალიან პასი...

მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინტერესების კონფლიქტი

ის, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად საინტერესო არ არის კერძო მეწარმეებისათვის მოკლევადიან პერიოდში. მეწარმეები ხომ საკუთარ პრიორიტეტებს ძირითადად სწორედ მოკლევადიანი ინტერესებიდან საზღვრავენ. თუ სახელმწიფო შეძლებს მათ მიმდინარე ინტერესი გაუჩინოს ისეთ პროექტებზე, რაც მათაც და ქვეყნის ეკონომიკასაც ეფექტს აუცილებლად მოუტანს საშუალო ა...

შეუსრულებელი მისიები

არის შემთხვევები, როცა დაჟინებული მტკიცება იმის თაობაზე, რომ ოღონდ ადამიანმა მოინდომოს და ყველაფერს შეძლებდა გადაჭარბებულია ხოლმე.  ადამიანების განუზომელი შესაძლებლობების მიუხედავად არსებობენ ტვირთები, რომელთა აწევა გარკვეულ პერიოდსა და გარემოებებში შეუძლებელია. ამ დროს მთელი მოხერხება სწორად მიღებულ გადაწყვეტილებაშია – პასუხისმგებლობის აღებამდე ობიექტურად შევაფასოთ მისი სიმძი...

წიგნების ერთად მკითხველთა კლუბი

დასაქმებული ადამიანების უმეტესობას კარგად აქვს გააზრებული მისი კომპეტენციის ზრდისთვის რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული წიგნების კითხვას, თუმცა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ამისთვის დროის გამოყოფა. დაკავებულობა ხდება ხშირად იმის მიზეზი, რომ ახალი წიგნის აღებას ვერ ვახერხებთ.   ერთ-ერთი მარტივი გზა, როგორ შეიძლება გავზარდოთ წელიწადში ჩვენთვის საჭირო და სასურველი წაკითხული პროფესიული წიგნებ...

კითხვები, პასუხები რომ გვჭირდება

ნებისმიერი საქმის დაწყების წინ, განსაკუთრებით კი ისეთების, რომელთა განხორციელებაც ჩვენგან მაქსიმალურ კონცეტრირებას  და ძალისხმევას მოითხოვს, თუ ვეცდებოდით, რომ მასთან დაკავშირებული მაქსიმალურად ყველა პასუხგასაცემი კითხვა ჩამოგვეწერა, ძალიან დავეხმარებოდით საქმეს სრულყოფილად შესრულებაში.   ხშირად ხდება,საქმის კეთებას ისე შევუდგებით ხოლმე, რომ  ძალიან ცხადად არ გვაქვს წარმ...

წლის ბოლო დღეს

წლის ბოლო სამუშაო დღე ყოველთვის განსაკუთრებით დატვირთულია, ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები, დასამთავრებელი, შესათანხმებელი. თუმცა ამ დიდ ორომტრიალში ის ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა მოვასწროთ,არის ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად წლის შედეგების შეჯამება.   თუ ამ დღის განმავლობაში გამოვყოფდით თუნდაც 1 საათს, სადაც ჩვენს თანაგუნდელებთან გავიხსენებდით ყველა იმ გამორჩეულ და დასამახსოვრებელ მოვ...

პროდუქტი თუ გაყიდვები

კომპანიების დიდ უმრავლესობაში, იმის თუნდაც მეოთხედ დროს და ენერგიას რომ ხარჯავდნენ პროდუქტების განვითარებაზე, რასაც მათ გაყიდვებზე ხარჯავენ, პროდუქტებიც ბევრად უკეთესი იქნებოდა და მათ გაყიდვაზეც ბევრად ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა გახდებოდა საჭირო.     რა თქმა უნდა, ყველა კომპანიისთვის ეს პრიორიტეტი შეიძლება არ იყოს მართებული, თუმცა ორგანიზაციათა ძალიან დიდი უმრავლესობის შემ...

ახალი ან შეცვლილი სტრუქტურის დასანერგად

შეცვლილი ან ახლად გაკეთებული სტრუქტურის ასამოქმედებლად მხოლოდ მისი დამტკიცება არ არის საკმარისი. სტრუქტურის ამოქმედება ისეთივე მნიშვნელოვანი პროცესია, როგორც თავად სტრუქტურის დამუშავება, რადგან სტრუქტურის დასანერგად დაგეგმილი მოქმედებების სისწორე დიდ წილად განაპირობებს ახალი/შეცვლილი სტრუქტურის წარმატებულ მუშაობას.    სინერჯის გამოცდილებით სტრუქტურის დასანერგად/ასამოქმედებლად...

ქმედითი კომიტეტები რომ გვქონდეს

ქმედითი კომიტეტი ისეთ შეხვედრას ჰქვია, რომელიც დიდხანს არ გრძელდება, კონკრეტული გადაწყვეტილებებით სრულდება და დღის წესრიგში დასმული საკითხების უმეტესობას ფარავს. ასეთი კომიტეტი რომ გვქონდეს, საჭიროა 3 სრულიად განსხვავებული და მკაფიო როლი   კომიტეტის მდივანი: მისი მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს კომიტეტამდე შეხვედრის მონაწილეების ინფორმირება კომიტეტზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირე...

უკეთესი სამსახურის ძებნის რეჟიმში

თუ მუშაობის პარალელურად მუდმივად ვიქნებით ახალი სამსახურის ძებნით დაკავებულები, ეს გაზრდის ჩვენი საქმიანობის შედეგებს და მეტ სარგებელსაც მოგვიტანს იქ, სადაც იმ დროისთვის ვიქნებით.   რა თქმა უნდა, პარალელურად სხვა სამსახურის ძებნა აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ არსებული სამსახურის დატოვება გვინდა და როგორც კი რაიმე საინტერესოს ვნახავთ, მაშინევე უნდა დავთმოთ. მუდმივი ძებნის მოტი...

თავიდან გასაკეთებელი სტრუქტურა

რაც უნდა კარგად სტრუქტურირებული სტრუქტურა გვქონდეს, რაც არ უნდა ღირებული გადაწყვეტილებები ჩავდოთ სტრუქტურაში, რაც არ უნდა სწორად გავანაწილოთ როლები და ადამიანები, სტრუქტურა მაინც თავიდან გვექნება გასაკეთებელი თუ ზედა დონეზე ორგანიზაციის დანიშნულება და ამოცანები გააზრებული და შეთანხმებული არაა.   ორგანიზაციები, სადაც, სტრუქტურის ფორმირებისას, ამ ეტაპს ტოვებენ ან ნაკლებ ყურადღებას ა...

რატომ არ ვიყო ხელმძღვანელის ფავორიტი

იყო ხელმძღვანელის ფავორიტი – რაც  უნდა მომხიბვლელი იყოს და მომგებიანად ჟღერდეს ეს, ბევრი უარყოფითი მხარე თუ საფრთხე ახლავს თან, რაც მთლიანად უკარგავს მას მიმზიდველობას. კერძოდ,   თანამშრომელთა დამოკიდებულებები იცვლება, ურთიერთობები არაჯანსაღი ხდება. დიდი ნაწილი თავს უსამართლოდ თვლის, შენ სულ უფრო შორდები მათ, ბევრი კი ამის  გამო ხელოვნურად დაახლოებას ცდილობს შენთ...

რა ვქნათ, როცა ხელმძღვანელს ჩვენთვის დრო არ აქვს

როცა გვგონია, რომ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ხელმძღვანელი ჩვენთან საკითხის განხილვას დიდი ხნის განმავლობაში, ზედიზედ რამდენჯერმე დებს, არ გვპასუხობს მეილებზე, ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავბრაზდეთ, არ უნდა გავუნაწყენდეთ და მითუმეტეს არ უნდა ვაგრძნობინოთ მას ეს, რაც არ უნდა მტკივნეული და გულდასაწყვეტი იყოს ჩვენთვის მისი მოუცლელობა.   თითქმის ყოველთვის არსებობს ...

“უმნიშვნელო” სტრუქტურული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ეფექტები

ძალიან ბევრ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო სტრუქტურულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი, ხშირად უარყოფითი შედეგები მოყვება. მაგალითად,   თუ IT – ს გენერალურ დირექტორს უშუალოდ დავუქვემდებარებთ, დიდი ალბათობით, მათ დიდი სტრატეგიული პროექტები გაიტაცებს, ისეთები, რომელთა ეფექტიც ან ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნება, ან საერთოდ არ იქნება. ამავე დროს, ეს სამსახური თითქმის მიუწვდომელი გახდება ...

როცა ახალი სტრუქტურული ერთეულის დამატებას გადავწყვეტთ

ორგანიზაციის ზომის, სტრატეგიის, გარემოს ცვლილებიდან გამომდინარე ხშირად ჩნდება საჭიროება ორგანიზაციამ ახალი საქმე დაიმატოს/ახალი ფუნქციები შეითავსოს, რაც რა თქმა უნდა სტრუქტურულ გადაწყვეტას მოითხოვს.  ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილება, რასაც ამ დროს იღებენ ხოლმე, არის ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა/ახალი კადრის აყვანა–გამოყოფა.     ეს გადაწყვეტი...

ქართული ორგანიზაციების სტრუქტურების დიდი ნაკლი

ქართული ორგანიზაციების რაც უფრო მეტ სტრუქტურასთან გვაქვს შეხება, მით უფრო იკვეთება ერთი დიდი ნაკლი, რაც უმეტესობა მათგანს ახასიათებს – მათი ორგანიზაციული დიზაინი ისეა მოწყობილი, რომ, ძირითადად, ოპერაციულ საქმიანობაზეა მიმართული და განვითარების ფუნქციების ნაკლებობას განიცდის.   რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, თუმცა მთლიანობაში უმეტესობის სტრუქტურა უფრო მეტად ოპერაციული...

ფოკუსირება ბაზარზე თუ საკუთარ სიმძლავრეებზე

არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ სიმძლავრეებზე არიან ორიენტირებულები: ქმნიან იმ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, რაშიც ყველაზე ძლიერები არიან, რისი უნარებიც აქვთ. ასეთ შემთხვევაში მართლაც დიდია შანსი იმისა, რომ შექმნა კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის პროდუქტი თუ სერვისი.   თუმცა, შეიძლება ორგანიზაციამ ასეთ შემთხვევაში დაიწყოს ისეთი რამის წარმოება ...

საშუალოდ რამდენს ვხარჯავთ ერთი თანამშრომლის განვითარებაზე

ორგანიზაციები, რომელთათვისაც ადამიანური რესურსის განვითარება ორგანიზაციების წინაშე მდგარი მუდმივმოქმედი და პრიორიტეტული ამოცანაა,  მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმ ორგანიზაციებისგან, ვისთვისაც ეს ამოცანა დაკნინებულია,ხოლო პრიორიტეტულობა ცვალებადია.  ამ ორგანიზაციებს შორის მთავარი განმასხვავებელი მიღებული უკუგების ხარისხია.   ადამიანური რესურსების განვითარების ამოცანის პრი...

ხელმძღვანელები და სტრუქტურები

თუ ხელმძღვანელი სტრუქტურაზე სამუშაოდ ვერ იცლის, ეს ნიშნავს, რომ მის ორგანიზაციას არასწორი სტრუქტურა აქვს.     ორგანიზაციული სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა მაქსიმალურად გამოათავისუფლოს პირველი პირი ოპერატიული, მიმდინარე სამუშაოსგან და მისცეს მას საშუალება უფრო მეტი დრო და ყურადღება განვითარების საკითხებს დაუთმოს.   კარგი ხელმძღვანელებიც სწორედ პირველ რიგში იმ...

მომხმარებლები

მუდმივი ფიქრი და ზრუნვა მომხმარებლებზე არის საუკეთესო გზა ორგანიზაციებისათვის, შეინარჩუნონ გრძელვადიანი წარმატება. ხშირად, ორგანიზაციები ფოკუსირებულები არიან პროდუქტებზე და არა მომხმარებლებზე. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რაც არ უნდა მაგარ პროდუქტს ქმნიდეს ორგანიზაცია, მას დროთა განმავლობაში სასიცოცხლო ციკლი გასდის, ან კონკურენტები გადაიღებენ, ან შემცვლელი გამოუჩნდება. განსაკუთრებით ტექნოლოგ...

მუშაობის სქემები ახალი პოზიციებისთვის

ახალი პოზიციების შექმნისას, ხანდახან მხოლოდ დებულებები/სამუშაო აღწერილობები და მათი კომუნიკაცია არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ეს სტრუქტურული ერთეული გამართულად ამუშავდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პოზიციას, ფუნქციებთან ერთად, ბევრი მოვალეობა აკისრია სხვა  ერთეულების მიმართ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ახალშექმნილი პოზიციისთვის მუშაობის ძირითად სქემასაც გავაკეთებთ. ...

როდესაც შენი საქმე გიყვარს

ვისაც გამოუცდია, ყველამ იცის, თუ რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ყოველდღიურად ისეთი საქმის კეთება გვიწევს, რომელიც შეგვიძლია გაუჩერებლად, შესვენების გარეშე ვაკეთოთ, რომლის დროსაც ვცდილობთ, ისე განვვითარდეთ, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ და რომელსაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით მაშინაც, ფული საერთოდ რომ არ არსებობდეს დედამიწაზე.   ორშაბათი მძიმე დღეაო, ხშირად ამბობენ. ეს ალბათ უფრო იმიტ...

როგორ გავზარდოთ ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი პარალელურად მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგებთან ერთად

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოშო ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი ძალიან დაბალია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ამ პრობლემის დასაძლევად შასაძლებელია და, ვფიქრობ, აუცილებელიც ორი ნაბიჯის გადადგმა: 1. პროექტირებაზე ტენდერების ნაცვლად კონკურსების წესის დანერგვა და 2. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის განყოფილებების შექმნა სხვადასხვა სამინისტროებში.   უ...

ზრუნვა, როგორც მართვის კულტურა

ნებისმიერი ორგანიზაცია თავის დანიშნულებას მაშინ ასრულებს, თუ  მომხმარებლებზე ზრუნვა მთავარ ამოცანად აქვს გადაქცეული. რაც უფრო მცირდება ზრუნვის კომპონენტი მის საქმიანობაში, მით უფრო მცირდება ამ ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა , ან კიდევ მახინჯდება და უფასურდება მისი საქმიანობა.     ამ შედეგის მიღების საფრთხე მაშინაც არსებობს, როცა მომხმარებლებზე ზრუნვა მხოლოდ პირველი პი...

შეაჯამეთ 2014 წლის პირველი ნახევარი?

თუ დირექტორატი/მმართველი საბჭო ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს მოსთხოვს 2014 წლის გასული თვეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის მოკლე, 15 წუთიანი, პრეზენტაციის ჩატარებას, ძალიან ღირებულ ინფორმაციას მიიღებს, რომელიც დაეხმარება კომპანიის საქმიანობის და ხელმძღვანელების უკეთ შეფასებაში და წლის დარჩენილი დროის უფრო ეფექტურად დაგეგმვაში. გარდა ამისა, ეს ამ ხელმძღვანელების მობ...

შეაქეთ ადამიანები მათ ხელმძღვანელებთან

თუ გსურთ მუშაკი განსაკუთრებულად წაახალისოთ, ნამუშევარი დაუფასოთ და გაუხმოვანოთ, შეაქეთ იგი ხელმძღვანელის წინაშე. ასეთ შექებას სულ სხვა ძალა აქვს: შექების ობიექტებს ორმაგი მოტივაციით ავსებს, თავად ხელმძღვანელებსაც ეხმარება თანამშრომლის შესახებ “პორტრეტის” ჩამოყალიბებაში და ჩვენც კარგ საქმეს გაგვაკეთებინებს.     როგორი საპრემიო სისტემაც არ უნდა ეხებოდეს ადამიანს, შ...

თმენის ვალდებულება

არის პერიოდები, როცა ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება თმენის ვალდებულება, რომელიც ისევ და ისევ ჩვენთვის და საერთო საქმისთვის არის სასარგებლო. კრიზისები, სტრესული სიტუაციები, რთული შემთხვევები, გადაუჭრელი პრობლემები მუშაობისას სწორედ ის პერიოდებია, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება, ჩვენს გამოცდას ემსახურება და ამასთან არა აღელვებას, არამედ სიმშვიდესა და ფრთხილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.   &nbs...

2015 წლის დაგეგმვის დროა უკვე

ახლა ზუსტად ის დროა, მენეჯმენტმა სტრატეგიას რომ უნდა გადახედოს და 2015 წლის გეგმების და ბიუჯეტის შემუშავება დაიწყოს თანამშრომლებთან ერთად.   სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს ორგანიზაციის ტოპ მენეჯმენტის გუნდი შემდეგი საკითხების გადახედვით, განხილვით და შეთანხმებით უნდა იწყებდეს:   ორგანიზაციის არსებული მისია / დანიშნულება. მომავლის ხედვა – დაუშვათ სამ წლიან პერსპექტივაშ...

ადამიანები თუ სტრუქტურებს ვერ ერგებიან

რაც არ უნდა რთული გადაწყვეტილება იყოს, თუ ვხედავთ, რომ სტრუქტურული რედიზაინის შემდეგ გაჩნდნენ ადამიანები, შეიძლება ძალიან წარმატებულნიც, წინა სტრუქტურის პირობებში,  რომლებიც ახალ სტრუქტურას  ვერ კი არა , არ ეგუებიან, სჯობს შევთავაზოთ დატოვონ ორგანიზაცია, ვიდრე მივცეთ საშუალება სისტემის წინააღმდეგ, უფრო სწორად კომფორტის ზონის შენარჩუნებისთვის, იბრძოლონ.    ასეთი თანა...

როცა ყოველწლიურად სტრატეგიის რევიზიას არ ვაკეთებთ

ასეთ დროს დიდი შანსია გამოგვეპაროს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენგან დროულ რეაგირებას ითხოვს, რაც სტრატეგიის გადახედვის პირობებში არ გამოგვრჩებოდა. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთი საკითხების გადახედვას, როგორიცაა:   ჩვენი მთავარ პროდუქტები / სერვისები   კონკურენტული უპირატესობა   რაოდენობრივი მიზნები   გაყიდვების არხები   ბაზრი...

ხელმძღვანელების შეფასების მთავარი კრიტერიუმი

თანამედროვე ორგანიზაციებში, ხელმძღვანელების შეფასების მთავარი კრიტერიუმი და გამოწვევა გუნდის წევრების განვითარების დონეა, შედეგებზე პასუხისმგებლობა კი ეს უბრალო მოცემულობაა.     ხელმძღვანელები რომ საბოლოო შედეგებზე აგებენ პასუხს, რა თქმა უნდა,  ეს ცხადი და ბუნებრივია. თუმცა, ხელმძღვანელები რეალურ ღირებულებას ქმნიან მაშინ, როცა მათი დაქვემდებარებული ადამიანების ზრდასა და...

მსახურების მენტალიტეტი

რაც უფრო ნაკლებია ლიდერში სხვებისთვის მსახურების კომპონენტი, მით უფრო  ღარიბი და უფერული  სარგებლის შექმნა შეუძლია მისი გუნდის წევრებისთვის, მომხმარებლებისთვის.   რა თქმა უნდა, რთულია მუდმივად იმუშაო სხვებისთვის მსახურების პრინციპით, ყოველთვის გაჩნდება შემთხვევები, როცა პირადი სარგებლის მიღების მოთხოვნილება გვექნება და რაციონალურადაც ასე უფრო სწორიც იქნება, მაგრამ, რაც უ...

სტრატეგიული ამოცანების სამოქმედო გეგმებში გადატანის ეფექტური გზა

ორგანიზაციის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანები მაღალი ხარისხით რომ დაამუშაოს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმებში გადაიტანოს, მენეჯმენტმა მცირე ჯგუფები შეიძლება დააკომპლექტოს, მათ დაავალოს მომავალ წელს გადაწყვეტის გზების ძიება და შესაბამის პასუხისმგებლებს დააკისროს მათი განხორციელება. ამისთვის კი რამდენიმე ნაბიჯისგადადგმაა საჭირო:   მენეჯმენტის გუნდმა უნდა განსაზღვროს კომპანიის ს...

დირექტორის მხარდამჭერი გუნდი

მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თუ თავისი მხარდამჭერი გუნდი ეყოლებოდა, ეს მისი საქმიანობის ეფექტურობას უფრო ხელს შეუწყობდა და მეორეს მხრივ სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც გამოათავისუფლებდა დირექტორის ტექნიკური დავალებების შესრულებისგან.     ქართული ორგანიზაციების ნაწილში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ დირექტორს ჰყავს მდივანი/ასისტენტი და ამასთან ერთად ხშირად ადამიანური რესურსებ...

გააკეთეთ დისციპლინარული კომისია

საშუალო და მსხვილი ორგანიზაციებისთვის ძალიან ღირებული შეიძლება იყოს დისცილინარული კომისიის შექმნა და ამოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში ყველა მნიშვნელოვან დისციპლინალურ “გადაცდომაზე” (როგორც დარღვევებზე ისე გამორჩეული დისციპლინირებულობის შემთხვევებზე) ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფას.   დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კომისიის შემადგენლობის განსაზღვრას, რადგან ...

თანამშრომლეთა კმაყოფილების მენეჯერი

ისეთ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 70-ს აღემატება, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების დეპარტამენტში გაჩნდეს მკაფიო პასუხისმგებელი პირი, ვინც თანამშრომლების კმაყოფილებაზე იზრუნებს.   შესაძლოა ამ ამოცანის შეთავსებაც, თუმცა თუ ერთი ადამიანი იქნება ორგანიზაციის წინაშე ანგარიშვალდებული თანამშრომელთა კმააყოფილებაზე, ამით ამ საკითხს უფრო პრიორიტეტულს და უფრო შედეგიანს&n...

სისტემურად მოაზროვნე ლიდერები

ლიდერები, რომლებიც სისტემურად აზროვნებენ, გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობენ ისეთი ორგანიზაციული მანქანის შექმნას, რომელიც მათი ნაკლები ჩართულობის შემთხვევაშიც მაქსიმალური შედეგის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, არა მარტო ოპერაციული, არამედ განვითარების კუთხითაც.     ასეთი მანქანის შექმნა კი გამუდმებულ მუშაობას ითხოვს სტრუქტურის განვითარების, პროცესებისა და მეთოდოლოგი...

რატომ აძლევს საზოგადოება ორგანიზაციებს არსებობის და განვითარების შესაძლებლობას

როდესაც პირველ პირს და უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის სხვა წევრებს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ძალიან მოკლედ, ლაკონურად თქვან რა დანიშნულებას ასრულებს ორგანიზაცია, რისი კარგად შესრულებისთვისაც ის იღებს შემოსავალს, მოგებას და ზოგადად არსებობის და განვითარების უფლებას, როგორ შეძლებს ეს ორგანიზაცია რაციონალურად გამოიყენოს დრო და დანარჩენი რესურსები?     სამწ...

გასვლითი ღონისძიებები

გასვლითი ღონისძიებები განსაკუთრებით დატვირთულია. ამ დროს ადამიანები უფრო გახსნილები, შინაურულები, მოტივირებულები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ღონისძიება ორგანიზაციის პრიორიტეტების დაზუსტებას, სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას ეხება.     წელიწადში ერთხელ, ალბათ ყველა ორგანიზაციამ უნდა მისცეს ასეთი “ფუფუნება” თავს და მსგავსი ღონისძიება დაგეგმოს. მის...

სტრუქტურის შესაბამისობის შესამოწმებლად

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტესტი, რომლითაც არსებული ორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურობის შეფასება შეგიძლიათ, ორგანიზაციის მამოძრავებელი ფუნქციების და სტრუქტურის ერთმანეთთან კავშირია.   დაასახელეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც თქვენმა ორგანიზაციამ დანიშნულების შესასრულებლად უნდა გადაჭრას, შემდეგ კი გაიხსენეთ:   რამდენი ადამიანი და რა დროით ზრუნავს მათზე,   აქვ...

სახელებად სტრუქტურულ ერთეულებს ამოცანები დაარქვით

ერთი-ერთი მარტივი და სასარგებლო ცვლილება, რაც შეიძლება სტრუქტურის ეფექტურობისთვის გაკეთდეს, ქვედანაყოფებისთვის სახელების სწორად დარქმევაა. თუ თითოეულ ქვედანაყოფს დავარქმევთ ამოცანის სახელს, რომელიც ამ ქვედანაყოფის წინაშე დგას, ამით მნიშვნელოვან და დადებით ზეგავლენად მოვახდენთ ამ ქვედანაყოფის მუშაობაზე.     როგორც წესი, ორგანიზაციები ქვედანაყოფებს ფართოდ გავრცელებულ სახელებს ...

უფრო მეტი, ვიდრე კლიენტები ელიან

ორგანიზაციების სარეკლამო აქტივობები ძირითადად ზედმეტ, არარეალურ მოლოდინებს უქმნიან პოტენციურ მომხმარებლებს. საბოლოოდ შედეგი ერთია – მომხმარებელი ვერ იღებს იმას, რასაც ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ მიღებული პროდუქტი თუ სერვისი სულაც არ არის ცუდი, მაინც უკმაყოფილოა.   თუმცა, თუ ორგანიზაცია იზრუნებს, რომ კლიენტს იმაზე მეტი ღირებულება შეუქმნას, ვიდრე ამას ელოდება, იგივე ხარისხი...

შემოსავლების ზრდა თუ კლიენტების კმაყოფილება

ძალიან ბევრი ორგანიზაციის წარმატება იმაზეა დამოკიდებული დამფუძნებლებსა და მენეჯმენტის გუნდში რომელ ადამიანებს უფრო დიდი გავლენა აქვთ – ვისაც მთავარ მიზნად შემოსავლების ზრდა მიაჩნია, თუ ვინც ყველაზე დიდ მნიშვნელობას კლიენტების ინტერესებისთვის ზრუნვას და მათი კმაყოფილების ზრდას ანიჭებს.   თითქმის ყველა კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის არიან ორივე პრიორიტეტის მქონე...

როგორ გავზარდოთ ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი პარალელურად მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგებთან ერთად

ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოშო ინფრასტრუქტურული მშენებლობების ხარისხი ძალიან დაბალია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ამ პრობლემის დასაძლევად შასაძლებელია და, ვფიქრობ, აუცილებელიც ორი ნაბიჯის გადადგმა: 1. პროექტირებაზე ტენდერების ნაცვლად კონკურსების წესის დანერგვა და 2. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის განყოფილებების შექმნა სხვადასხვა სამინისტროებში.   უ...

ორგანიზაცია, როგორც შეთანხმებების ერთობლიობა

რაღაც თვალსაზრისით ორგანიზაცია ისეთი ურთიერთმომგებიანი შეთანხმებების ერთობლიობაა, რომელიც ბევრ მხარეს საერთო მიზნებისკენ მოძრაობის საშუალებას აძლევს. შეთანხმებები დამფუძნებლებს შორის, შეთანხმებები დმფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის, შეთანხმებები მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, ორგანიზაციასა და მომწოდებლებს შორის, ორგანიზაციასა და კლიენტებს შორის და ა.შ. რაც უფრო ჯანსაღია ეს შეთანხმებე...

ერთადერთი კომპეტენტური პირი დირექტორატში

წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, რომელიც რომელიღაც სფეროში მოღვაწეობს და ეს სფერო მოითხოვს განსხვავებულ, სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას (მაგალითად, სამედიცინო IT, სამშენებლო და სხვა). ასეთი ორგანიზაციების სტრუქტურების ანალიზისას ხშირად ვაწყდებით ერთსა და იმავე პრობლემას, მმართველო გუნდში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც მთავარ კომპეტენტად სახელდება და სხვებს არ აქვთ არანაირი ცოდნა ამ სფეროში. ...

დღეს ჯი პი აი ჰოლდინგი 13 წლის გახდა!

სინერჯი ჯგუფი საყვარელ კლიენტს ულოცავს დაბადების დღეს! კიდევ უფრო მეტ წარმატებებს, ბედნიერ მომხმარებლებს და თანამშრომლებს ვუსურვებთ!  

რატომ განაპირობებს სტრუქტურა შედეგებს

მენეჯმენტის ყურადღება ყველაზე ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი რესურსია ნებისმიერი ორიგანიზაციისთვის. რაზე ხარჯავს უმაღლესი მენეჯერი და მისი გუნდი დროს, რა საკითხებს იხილავენ რა საკითხებზე კამათობენ, რასთან დაკავშირებით ისმენენ ინფორმაციას და რა თემებზე იღებენ გადაწყვეტილებებს ყველაზე დიდ წილად განსაზღვრავს იმას, თუ რაზე იხარჯება ყველა დანარჩენი რესურსი ორგანიზაციაში ყოველდღიურ, რეალურ ცხ...

რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს პროფკავშირებმა ორგანიზაციის მენეჯმენტს

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით კი მსხვილი ორგანიზაციებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობა,  თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ ორგანიზაციების მენეჯმენტი თავისი მიმართულებით არსებულ პროფკავშირებს განიხილავენ როგორც საშუალებას ამ ამოცანის გადასაჭრელად, მათ განსაკუთრებულ შედეგებს შეუძლიათ მიაღწიონ.   როგორც ორგანიზაციის მენეჯმენტს, ისე პროფკ...

ოჯახი, როგორც ორგანიზაცია

თუ ოჯახს, როგორც ორგანიზაციას, ისე შევხედავთ, შესაძლოა ამან ბევრად უფრო ცხადი გახადოს, როგორ ვიცხოვროთ მასში უფრო კომფორტულად და თითოეული წევრისთვის ის კიდევ უფრო მეტად ღირებული როგორ გავხადოთ.     ოჯახში რამდენიმე ადამიანი საერთო დანიშნულების გარშემო ერთიანდება, აქვთ აქტივებიც, ვალდებულებებიც, მიზნებიც და გარკვეული სამოქმედო გეგმებიც სხვადასხვა მიმართულებებით.   ოჯახ...

1 + 1 > 2

მართალია, სინერგიის ეფექტის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით და კარგადაც გვესმის, მაგრამ ხანდახან სინერგიული გაერთიანებების წინააღმდეგ ძალაუნებურად და გაუაზრებლად მივდივართ ხოლმე. მაშინ უბრალოდ ყველას ერთად გვჭირდება გახსენება, რომ ერთად უფრო უკეთ, უფრო ბევრი და უფრო სწრაფად გამოგვდის, და რომ:   რაც არ უნდა გონებამახვილები, პროფესიონალები და პროაქტიულები ვიყოთ, საქმეს მარტო ისე ბრწ...

გაყიდვებზე მაშინ უნდა იმუშაო ყველაზე მეტი, როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება გაყიდვების გაზრდა

ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი მაშინ ააქტიურებს გაყიდვების მიმართულებით ძალისხმევას, როცა გაყიდვების გაზრდა ყველაზე მეტად სჭირდება. არადა ასეთ დროს ფასებშიც აგებ, დამაჯერებლობაც კლებულობს, როცა მყიდველი გრძნობს როგორ გჭირდება გაყიდვა და გაყიდვის პროცესში სტრესიც ზომაზე დიდია. ამას ორგანიზაციაც განიცდის, გამყიდველიც და მყიდველიც გრძნობს.   ყველაზე კარგი გაყიდვების დროს გაყიდვებზე მი...

კარგი ზარალი

თუ მენეჯმენტი ისე მუშაობს, რომ მთავარია ზარალი არ ქონდეთ ამ ორგანიზაციას დიდი მოგება არასდროს არ ექნება.   ზარალისგან გაქცევას მოგება არ მოაქვს. მენეჯმენტი გაცილებით ფრთხილია ინვესტიციებში და ვერ აფინანსებს ვერც მუშაობას ვერც საკმარისი ყურადღების დათმობას ვერ ახერხებს ისეთი საკითხებისთვის რასაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მოგების კიდევ უფრი გაზრდა შეუძლია.   შედეგად ასე...

თუ გინდა, რომ თანამშრომლებმა მართლა მოინდომონ აქციონერების გამდიდრება, ისინი ან აქციონერებად უნდა აქციო ან..

ბევრ დამფუძნებელს ძალიან სწყდება გული იმის გამო, რომ დაქირავებული თანამშრომლები გადახდილი ხელფასის მიუხედავად ძალიან დიდი მონდომებით არ ცდილობენ აქციონერებისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებელი შექმნან.   რაოდენ სამწუხაროც და გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს ადამიანების უდიდეს ნაწილს აქციონერების გამდიდრების იდეა სულაც არ ამოტივირებს. მათ საკუთარი სწავლა- განვითარება, საკუთარი პრემია, კარი...

გადაწყვეტილი პრობლემების რაოდენობა გადასაწყვეტი პრობლემების რაოდენობას არ ამცირებს

ხელმძღვანელების ნაწილი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი პრობლემის გადაწყვეტა უწევს, მათ შორის სასწრაფოდ, მით უფრო ცუდად არის საქმე და რაც უფრო ნაკლები პრობლემა ამოდის მის დონეზე და ითხოვს გადაწყვეტას, მით უფრო კარგად მიდის ყველაფერი.   ხელმძღვანელმა მის წინაშე არსებული პრობლემებიდან, რამდენიც არ უნდა გადაწყვიტოს, ამით გადასაწყვეტი პრობლემების რაოდენობა თუ არ გაიზარდა, შემცირებით არ შემც...

რაც უფრო ხმადაბლა ლაპარაკობს ადამიანი, უფრო ყურადღებით უსმენენ

ადამიანების უმრავლესობა, როცა ვცდილობთ ვიღაცას რაღაცა გავაგებინოთ, ხმას ვუმაღლებთ. თუმცა ამას, როგორც წესი, საპირისპირო ეფექტი აქვს.   აწეულ ხმაზე ადამიანებს თავდაცვის ინსტინქტი ერთვებათ. თითქოს აღარაფერი ესმით და პირიქით, ყველაფერზე იმას ფიქრობენ რა გვიპასუხონ და არა იმას, რას ვეუბნებით. მაშინ როცა, რაც უფრო მშვიდად და ჩუმად ვეუბნებით რაღაცას, უფრო ყურადღებითაც გვისმენენ და გაგებ...

მოკლევადიანი შედეგები გრძელვადიანი წარმატების წინააღმდეგ

მოკლევადიანი შედეგებისკენ სწრაფვა ორგანიზაციისთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ პარალელურად აუცილებელი დრო და ყურადღება საშუალო და გრძელვადიანი შედეგებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმასაც დავუთმოთ.   სხვა შემთხვევაში, მოკლევადიან შედეგებზე ზომაზე მეტ კონცენტრაციას ახლავს საფრთხე, რომ ამ შედეგების ნაწილის მიღწევა სწორედ საშუალოვადიანი და გრძელვადიანი შედეგები...

შიდა დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე კარგი სტრატეგია დანაშაულის პრევენციაა

იმის მაგივრად, რომ ვეძებოთ ვინ ჩაიდენს დანაშაულს რათა დავსაჯოთ, სჯობს ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ დანაშაულის ჩადენის სურვილი არ გაუჩნდეს არავის.   ბევრი გადაწყვეტა არსებობს როგორ არ ვუბიძგოთ თანამშრომლებს დანაშაულზე – გაფრთხილება, შეხსენება, სასჯელის შემთხვევაში ინფორმაციის ფართო გავრცელება სხვებმაც რომ გაიგონ, თუ ჩადენილი აქვთ გამოასწორონ, თუ თვითონ ვეღარ გამოასწორ...

შიდა დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე კარგი სტრატეგია დანაშაულის პრევენციაა

იმის მაგივრად, რომ ვეძებოთ ვინ ჩაიდენს დანაშაულს რათა დავსაჯოთ, სჯობს ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ დანაშაულის ჩადენის სურვილი არ გაუჩნდეს არავის.   ბევრი გადაწყვეტა არსებობს როგორ არ ვუბიძგოთ თანამშრომლებს დანაშაულზე – გაფრთხილება, შეხსენება, სასჯელის შემთხვევაში ინფორმაციის ფართო გავრცელება სხვებმაც რომ გაიგონ, თუ ჩადენილი აქვთ გამოასწორონ, თუ თვითონ ვეღარ გამოასწორ...

შიდა დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე კარგი სტრატეგია დანაშაულის პრევენციაა

იმის მაგივრად, რომ ვეძებოთ ვინ ჩაიდენს დანაშაულს რათა დავსაჯოთ, სჯობს ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ დანაშაულის ჩადენის სურვილი არ გაუჩნდეს არავის.   ბევრი გადაწყვეტა არსებობს როგორ არ ვუბიძგოთ თანამშრომლებს დანაშაულზე – გაფრთხილება, შეხსენება, სასჯელის შემთხვევაში ინფორმაციის ფართო გავრცელება სხვებმაც რომ გაიგონ, თუ ჩადენილი აქვთ გამოასწორონ, თუ თვითონ ვეღარ გამოასწორ...

ტერიტორია ბრძოლისთვის და ტერიტორია შერიგებისთვის

ადამიანები, როგორც წესი, როცა ვინმესთან საბრძოლო გვაქვს, სახლში ვუვარდებით და იქ ვებრძვით, ხოლო თუ ვინმეს შემორიგება გვინდა და მეგობრობა მათთან, სახლში ვპატიჟებთ და კარგად ვუმასპინძლდებით, რომ მათი გული მოვიგოთ და დავიმეგობროთ.   არადა წესით, პირიქით გაცილებით ადვილია ჩვენთვის სასურველი მიზნების მიღწევა. თუ ვინმესთან ბრძოლა გვინდა ჩვენს ტერიტორიაზე რომ ვებრძოლოთ ბევრად დიდი უპირატ...

მიზანი უნდა იყოს ლამაზი

როცა მიზანი ლამაზია, მას უკეთესად შეუძლია თავისი დანიშნულება შეასრულოს, დამუხტოს, დაამოტივიროს, მუდმივად ახსოვდეს ადამიანებს და უნდოდეთ მისი მიღწევა იმიტომაც, რომ მერე დიდხანს გაიხსენონ და მიღწეულით იტრაბახონ.   პირველებმა გადავლახოთ მილიარდიანი ზღვარი ბაზარზე მთლიანი აქტივებით, მივაღწიოთ ას მილიონს შემოსავლებში აქედან მესამე წელს, ორჯერ შევამციროთ ადმინისტრაციული დანახარჯები ერთ ...

თანამშრომლის შესახებ გადაწყვეტილება პირველ რიგში მისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღებოდეს და არა საქმის

თუ თანამშრომლისთვის ასე უკეთესია – უნდა გაუშვა, თუ მისთვის უკეთესია უნდა დააწინაურო, თუ მისთვის უკეთესია უნდა გადაიყვანო სხვაგან, თუ მისთვის უკეთესია უნდა დატოვო იქ, სადაც მუშაობს ახლა. და ეს უნდა გააკეთო მაშინაც კი, ამით საქმე მოკლევადიან პერიოდში რისკის ქვეშ რომ დადგეს.   სამწუხაროდ, ძალიან ხშირად დასაწინაურებელ ადამიანს არ ვაწინაურებთ იმის გამო, რომ ამით საქმე შეიძლება გა...

აღაფრთოვანეთ კლიენტები წინასწარ გათვლილი, დაგეგმილი, მათთვის მოულოდნელი დეტალებით

კლიენტების კმაყოფილება რომ მოლოდინების გადაჭარბების პირდაპირპროპორციულია ყველასთვის ცნობილი ამბავია, მაგრამ თუ ჩვენ მათი აღფრთოვანება გვსურს როგორმე მცირე დეტალებით, სულ პატარა, მაგრამ ეფექტური, წინასწარ დაგეგმილი კარგად გააზრებული, მათთვის მოულოდნელი ნიუანსებით უნდა გავაოცოთ. ისეთი დეტალებით, სადაც ცხადად ჩანს რამდენად მოვინდომეთ, როგორ ვიზრუნეთ, ზუსტად მივმხვდარიყავით რა დასჭირდებოდათ,...

ერთი და იმავე დროს თუ ერთი და იმავე საქმეს გავაკეთებთ სულ უფრო სრულყოფილი გახდება შედეგი და პროცესი სასიამოვნო

თუ დღის, კვირის, თვის, წლის ერთი და იმავე დროს მუდმივად ერთი და იმავე საქმეს გავაკეთებთ ჩვენ თვითონ ბევრ ახალ, საოცარ აღმოჩენას გავაკეთებთ. ჯერ ვიგრძნობთ როგორ გადავა ეს ყველაფერი ჩვევაში, მერე ვიგრძნობთ როგორ სულ უფრო სასიამოვნო გახდება ამის კეთება, მერე კი დეტალებზე მეტი და მეტი ყურადღების დათმობით დავინახავთ როგორ სულ უფრო სრულყოფილი გახდება შედეგი, რომელიც ამ მოქმედებებს მოაქვს. &nb...

მოუსმინეთ, მთავარი რჩევა ყველა ხელმძღვანელს

ყურადღებით მოვუსმინოთ თანამშრომლებს, კოლეგებს, კლიენტებს, მომწოდებლებს, მოვუსმინოთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მოვუსმინოთ კონკურენეტებს, მტრებს, უბრალო გამვლელებს, მოვუსმინოთ ნაცნობებს და უცნობებს, თუნდაც ქარს, წვიმას და თუნდაც სიჩუმეს მოვუსმინოთ, ხშირად, თუ ყოველთვის არა. ყველა სხვა მოქმედებაზე და ლაპარაკზე უფრო ღირებულია და ეფექტური ყველა ხელმძღვანელისთვის.   ყურადღებით მოსმენა ა...

სიმართლის თქმა ძალიან მოსახერხებელია თუნდაც იმიტომ, რომ შეგიძლია არ დაიმახსოვრო რა თქვი

ხშირად, ბევრი არგუმენტის გამო, ვამჯობინებთ რაღაცა ისე არ ვთქვათ როგორც არის ან ისე არ გავაკეთოთ როგორც სწორია მისი გაკეთება. არადა, ამით ძალიან ბევრ სხვა სირთულეს, უხერხულობას ან პრობლემას ვიქმნით.   ძალიან ხშირად თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი ტყუილი ბევრი სხვა ტყუილის თქმას გვაიძულებს. ისევე როგორც ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი ბევრი სხვა არასწორი მოქმედების მიზეზი ხდება. &nb...

ყველა პრობლემის მოგვარება მისი აღიარებიდან იწყება, არადა სწორედ ამის გაკეთება გვიჭირს ხელმძღვანელებს ყველაზე მეტად

ორგანიზაციაში არსებული პრობლემების უდიდესი ნაწილი სწორედ ჩვენგან, ხელმძღვანელებისგან მოდის. ჩვენი მხრიდან დაგვიანებული რეაქცია, არასრული, ფრაგმენტული, ცალმხრივი ანალიზი, სუბიექტური ფაქტორები გამო გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება, განაპირობებს იმას, რომ რიგ შემთხვევებში  არადროულ და ნაკლებად ადექვატურ რეაგირებას ვახდენთ.   არადა, ეს და მსგავსი შეცდომები ბევრ პრობლემას...

თანამშრომლების თვალებში ყველაზე ნათლად ჩანს რამდენად კარგად იმართება ორგანიზაცია

თუ გვინდა შევაფასოთ რამდენად კარგად იმართება ორგანიზაცია, რამდენად კარგი მენეჯმენტი ჰყავს და რამდენად დიდია შანსი, რომ ამ ორგანიზაციას წარმატებები ექნება, ხშირად საკმარისია მის თანამშრომლებს დავაკვირდეთ რამდენად ცოცხალი თვალები აქვთ.   რაც უფრო ბევრი თანამშრომლის თვალებში ვხედავთ ნაპერწკალს, ანთებულს ჟინით, ინტერესით, მიზნისკენ სწრაფვით, მით უფრო ცხადად შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თ...

5-დან 5 ნაბიჯი შეიძლება უშედეგო გქონდეს, მაგრამ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გახადოს ადვილი

ის ადამიანები, ვინც ზუსტად იციან რას აკეთებენ და რატომ, და 5-დან 5 ნაბიჯს არასწორად დგამენ, ფიქრობენ და ცდილობენ ამის მიზეზებს მიხვდნენ. ისინი მეექვსე ნაბიჯს უფრო მყარად წარმატებულად დგამენ.   ისინი ბევრად წინ არიან მათზე, ვისაც პირველი, მეორე ნაბიჯი უფრო წარმატებული ჰქონდათ, მაგრამ ვერც ამ წარმატების მიზეზებს მიხვდნენ ცხადად, მიზნებიც უკეთ ვერ დაინახეს ამის გამო და მათი მიღწევაც ...

ხარჯები, რომელთა ზრდაც მოგებას ზრდის

ზოგადად ითვლება, რომ მოგების გასაზრდელად შემოსავლები უნდა გავზარდოთ და ხარჯები შევამციროთ. სინამდვილეში კი ყველაზე დიდ გავლენას მოგების ზრდაზე სწორედ ხარჯების ზრდა ახდენს. მთავარია ზუსტად მივხვდეთ რა მიმართულებით, რამდენი და რა პირობებში უნდა დავხარჯოთ.   თანამშრომლებზე, მათ სწავლებაზე, მოტივირებაზე დახარჯული თანხები, პროდუქტების ცნობადობის ამაღლებაზე, კომპანიის ბრენდის განვითარებ...

მიზანი გვეხმარება შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში

ცხადი მიზანი ყველა ნაბიჯში გვეხმარება გავაკეთოთ არჩევანი, თან უკეთესი, და ყველა რესურსი უფრო ოპტიმალურად და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ. სულ პატარა საქმიდან დაწყებული. რა გზით მივიდე სამსახურამდე, სად შევიკრიბოთ საღამოს, როგორი კორპორატიული ღონისძიება მოვაწყოთ, როგორ გავყიდო მეტი ან სხვა უფრო სერიოზულ საკითხებშიც.   მაშინ, როცა ვიჭედებით და არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, საკმარისია წამი...

მიიღე მომავალი წარმატება, როგორც გარდაუვალი და მოემზადე შედეგებისთვის

როცა ჩვენივე მიზნების მიღწევისთვის არამარტო ვიღწვით, არამედ მათი მიღწევის მომენტისთვისაც სათანადოდ ვემზადებით, თავდაჯერებულობაც მატულობს, სხვებსაც უფრო სჯერათ, გზაც უფრო ადვილდება და შედეგის გამოყენებასაც ბევრად უკეთესად ვახერხებთ ამ დროს.   ხანდახან ისე ხდება, რომ მიზანს კი ვისახავთ, მაგრამ მისი მიღწევის მომენტისთვის სათანადოდ არ ვემზადებით. ამით მოტივაციასაც ვიმცირებთ, მიღწევის ...

მომხმარებლები იმას უფრო მეტად დაგვიფასებენ მათთვის როგორ მოვინდომებთ, და არა კონკურენტებს როგორ ვაჯობებთ

20%-იანი ფასდაკლება აქვს? მე 30-იანს გავაკეთებ. რამხელა მაღაზია გაუხსნია, მე უფრო დიდს გავუხსნი, გვერდზევე. ის ქულებს აგროვებინებს, ჩემთან გაორმაგებულ ქულებს დავაგროვებინებ,  და სხვ. – დამარცხებულის სტრატეგიაა.   თუ ჩვენ შესადარისად (თუ მაინცდამაინც) საკუთარ თავს ავიღებთ და იმაზე ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ ხვალ როგორ უკეთესები ვიყოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის, საშუალება გვეძ...

ადამიანებს უხარიათ და ეამაყებათ მუშაობა იქ, სადაც მუდმივად რაღაცა მაგარი და საინტერესო ხდება

მაშინაც კი, თუ ისინი პირადად ამაში არ ან ვერ მონაწილეობენ თავიდან, მაგრამ მათი ორგანიზაცია სულ ყურადღების ცენტრშია, საინტერესო განსხვავებულ რაღაცებს აკეთებს, საზოგადოების სიმპათიებს ხშირად იმსახურებს, თანამშრომლებს სიამაყის განცდა უჩნდებათ საკუთარი ორგანიზაციის გამო და თვითონაც უძლიერდებათ სურვილი, უფრო აქტიური როლი და ადგილი ჰქონდეთ ამ პროცესებში.   მაშინაც კი, თუ ხელმძღვანელები ...

ბიზნესში ეთიკური საქმიანობა ბევრად მომგებიანია

როდესაც მენეჯმენტი ბიზნესის კეთების ეთიკურ პრინციპებს აღიარებს და ძალიან მკაცრად მიჰყვება, ბევრად ადვილი ხდება ორგანიზაციის მართვა. ასეთ დროს მეტად შეიძლება ვენდოთ თანამშრომლებს, უფრო მეტი მხარდაჭერის და თანადგომის იმედი შეიძლება გვქონდეს მათგან. ასეთ დროს მომწოდებლები და პარტნიორებიც ბევრად უფრო ლოიალურები არიან და მეტად გვენდობიან; მომხმარებელიც მეტად გვენდობა, გვაფასებს და ერთგული ხდე...

წარმოსახვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები

ხედვის არსებობა ნიშნავს გქონდეს მიზნისკენ მისაღწევი გზის მკაფიო შეგრძნება, ხედავდე ბიზნესის ან ცხოვრების მიმდინარეობას ერთ დიდ სურათად და მართავდე შენს გადაწყვეტილებებს, განსხვავებით იმისგან, რომ სპონტანურად, ცხოვრების არასტაბილური რიტმიდან გამომდინარე იღებდე გადაწყვეტილებებს.   ისტორიის მანძილზე ნებისმიერ წარმატებულ ლიდერს მინიმუმ ერთი საერთო ნიშანი ჰქონდა – ხედვა. ეს ნიშნა...

სჯობს ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს შორის კონკურენცია კიარ გააღვივონ, არამედ თანამშრომლობა წაახალისონ

არიან ხელმძღვანელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასე უკეთესია ან ქვეცნობიერად თანამშრომლებს შორის კონკურენციას და შეჯიბრებითობის გაჩენას უწყობენ ხელს. გარკვეულ შემთხვევებში ეს მოკლევადიანად რაღაც შედეგებს იძლევა, თუმცა უფრო ხშირად გრძელვადიანად მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორგანიზაციას.   ადამიანები, ერთეულები ასეთ დროს ერთმანეთს არათუ აღარ ეხმარებიან და ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან ინფო...

ორგანიზაციის პირველი პირის ყურადღების განაწილება ყველაზე მეტად განსაზღვრავს შედეგებს

თუ პირველი პირი იცლის და დროს ხარჯავს საკითხებზე, ის საკითხები ყოველთვის იჭრება, როგორი რთულიც და როგორი უტოპიურიც არ უნდა იყოს ერთი შეხედვით. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორ ნაწილდება დღის განმავლობაში პირველი პირის დრო და ყურადღება.   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ ნაწილდება პირველი პირის ყურადღება მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან შედეგებზე ზემოქმედ საკ...

ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად ნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული

ძალიან ბევრი ადამიანი იმას, რომ რაღაცას არ აკეთებს იმით ამართლებს, რომ ფული არ აქვს საკმარისი.   თუ სტრატეგია გვაქვს ისეთი, რომელიც გუნდის და გარემოს შესატყვისია და წარმატების მიღწევის გზას ცხადად გვიჩვენებს, ფულის შოვნა მისი განხორციელებისთვის ყოველთვის შეიძლება. არსებობენ ადამიანები, და არც თუ ისე ცოტა, ვისაც შეუძლია და აინტერესებს ამ სტრატეგიის განხორციელებაში ფულადი რესურსებით...

ლიდერის სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის მაგალითი დანარჩენი ადამიანებისთვის რამდენად სწრაფად უნდა გააკეთონ მათაც იგივე

თუ ლიდერი სწრაფად და მარტივად იღებს გადაწყვეტილებებს, ყველა დანარჩენი ადამიანიც ცდილობს იგივე გააკეთოს. თუ ლიდერი ფრთხილია და ნელი გადაწყვეტილებების მიღებისას, მაშინ მისი გუნდის უდიდესი ნაწილიც ასე იქცევა.   ამიტომ, ლიდერებმა უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ჩვენ რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ვაჭიანურებთ, ვფრთხილობთ და გარისკვის გვეშინია, ჩვენ ამით არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას და ამ საქმეს...

99%-ით შესრულებული გეგმაა ყველაზე კარგი, გეგმადაც და შესრულებადაც

ყველაზე კარგია, როცა გეგმა 99%-ით სრულდება. ეს ნიშნავს, რომ დამგეგმავმაც ყველაზე კარგად დაგეგმა და შემსრულებელმაც ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო გეგმის შესასრულებლად.   გეგმის დანიშნულება უპირველეს ყოვლისა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა შესაძლებლობა გვაპოვნინოს და გამოგვაყენებინოს რაც კი არსებობს ჩვენი ამოცანების გადასაწყვეტად. 100 და მეტი პროცენტით შესრულებული გეგმა ყოველთვის გვაფიქრ...

ხანდახან მოქმედება უფრო გვეუბნება რა გავაკეთოთ, ვიდრე ფიქრი

როგორც წესი ჩვენ ძირითადად უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე ვმოქმედებთ, არადა ხანდახან კიდევ მოქმედებას უფრო შეუძლია მიგვიყვანოს სწორ გადაწყვეტილებამდე, ვიდრე ფიქრს.   არის შემთხვევები, როცა ცდილობ, აკეთებ და მერე პროცესში ხვდები, რომ რაღაც არ მუშაობს და სწრაფადვე ცვლი. მაშინ როდესაც იგივეზე შეგიძლია დიდხანს იფიქრო, გეგმები დააწყო, სიღრმეებში ჩახვიდე და მერე მოქმედებისას აღმოჩნდება, რომ ...

მომგებიანობის უწყვეტად ამაღლებას ერთდროულად სამი რადიკალურად განსხვავებული გეგმა სჭირდება

ჩვენ, ჩვენს კლიენტებთან და ორგანიზაციებში, რომლებსაც ვმართავთ, ვცდილობთ ყოველთვის გვქონდეს გააზრებული სამ-სამი განსხვავებული გეგმა. აქედან ერთი 3 თვეში, ერთი 6-ში და ერთი 1 წელიწადში ყოველთვიური მომგებიანობის გაზრდაზე არის მიმართული. ვცდილობთ, ეს გეგმები, როგორც შევძლებთ, მაქსიმალურად განვახორციელოთ, და თან მათ მუდმივ განახლებაზე და გაუმჯობესებაზეც ვიზრუნოთ.   ეს საშუალებას გვაძლე...

ადამიანები ვართ ის, რა გამოცდილებასაც ვაგროვებთ

რაზე ფიქრს, რაზე მოქმედებას, ვისთან შეხვედრებს, საუბრებს ვახარჯავთ ჩვენს დროს, ჩვენც იმ დაგროვილ გამოცდილებას ვემსგავსებით, ჩვენი აზროვნებით, მიღწეული შედეგებით, ემოციური განწყობებით, ჩვევებით და ფიზიკურადაც კი რაღაცნაირად.   და როცა რაღაცა არ მოგვწონს ჩვენს თავში, გამოსწორებისთვის უფრო ეფექტურია დავფიქრდეთ ყოველდღიურად რაზე ვხარჯავთ დროს, ფიქრით რაზე ვფიქრობთ ხოლმე, კეთებით რას ვ...

უფრო ძლიერი ძალა უფრო ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ

როდესაც ვერ ჯობნი რაღაც ძალას, რომელიც შენზე ძლიერია, გჩაგრავს და უსამართლოდ გექცევა, ყველაზე კარგი სტრატეგიაა, იპოვო მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი ძალა და მოელაპარაკო, დაგეხმაროს.   თუ კონკურენტი გვჯობნის და ცუდ მეთოდებს იყენებს, არსებობს პარტნიორი, ვისთან ერთადაც მუშაობის შემთხვევაში კონკურენტი მის უპირატესობებს ან დაკარგავს ან მნიშვნელოვნად დაისუსტებს. მთავარია მივხვდეთ, ვინ შეიძ...

გაცილებით ადვილია მიხვდე რა უნდა გააკეთო, როცა ზუსტად იცი რა გინდა

როცა სააკაძის მოედნიდან სინერჯის ოფისთან ეშვები, ძალიან ძნელია გადაწყვიტო საით სჯობს წასვლა, ვახუშტის ხიდზე გადახვიდე, სანაპიროზე დაეშვა, და იქ კიდევ დიღმისკენ მობრუნდე თუ ორთაჭალისკენ გააგრძელო გზა.   ძნელია, როცა არ იცი სად მიდიხარ, თორემ საკმარისია აირჩიო ნებისმიერი დანიშნულების წერტილი, გადაწყვიტო სად მიდიხარ და მარტივი ტექნიკური საკითხი ხდება ოპტიმალური გზის არჩევაც.   ...

არ კითხო ერთს და არ იკითხო ერთხელ

სამწუხაროდ, როდესაც აზრს მხოლოდ ერთ ადამიანს ვეკითხებით, ან ერთხელ ვიზამთ ამას ძალიან ძალიან როცა გაგვიჭირდება, ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ისე მოგვიბრუნდება, რომ სავარაუდოდ, გულის ტკენას ან დიდ იმედგაცრუებას ვერ ავცდებით.   ერთი მრჩევლის ყოლა ნებისმიერ შემთხვევაში სანანებელი გაგვიხდება, თუნდაც იმიტომ, რომ შეცდომის ალბათობას ზრდის და მისგანაც და გარეშე დამკვირვებლებისთვისაც იმ ადა...

გაასწორე ფოკუსი

მგონი ბრაიან ტრეისს აქვს ნათქვამი, თუ სწორად მახსოვს, რაც არ უნდა ძვირი იყოს კამერა, იაფს ვერ აჯობებს თუ იმაზე უკეთესად ფოკუსს არ გაასწორებს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ამ ფოკუსის გაუსწორებლად ვმოქმედებთ და ამის გამო ვერც ჩვენს ცოდნას, ვერც გამოცდილებას და უნარებს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ვერც ჩვენი უპირატესობებიდან ვიღებთ სათანადო შედეგს.   თუ მუდმივად შევძლებთ, მივხვდეთ რისი კეთებით ვ...

რატომ და როდის კოტრდებიან კომპანიები

კომპანიები იმიტომ კი არ კოტრდებიან, რომ კაპიტალი ეწურებათ, ან ქეშზე წვდომა აღარ აქვთ, ან კრედიტორები აღარ ენდობიან, ამ მომხმარებლები აღარ ყიდულობენ პროდუქტს ან მომსახურებას.   კომპანიები მაშინ წყვეტენ არსებობას, როდესაც დამფუძნებლებს შორის ან მენეჯმენტის გუნდში უკანასკნელი ადამიანი კარგავს ორგანიზაციის გადარჩენის იმედს და სურვილს. მაშინ, როდესაც აღარავინ რჩება, ვინც აგრძელებს ორგა...

ექსპერიმენტები რუტინულად

არც ერთ კონკრეტულ ექსპერიმენტს გრძელვადიანი წარმატების მოტანა აღარ შეუძლია ორგანიზაციისთვის, წარმატება მხოლოდ რუტინად ქცეულ, მუდმივ, გაუთავებელ ექსპერიმენტებს მოაქვს.   როგორ მოვაწყოთ ჩვენი სტრუქტურა, როგორ ავაწყოთ ჩვენი პროცესები, როგორ განვალაგოთ ავეჯი ოფისში, როგორ ჩავიცვათ, როგორ დავგეგმოთ დღე, როგორ დავამოტივიროთ და წავახალისოთ თანამშრომლები, როგორი პროდუქტი გამოვუშვათ, როგორ...

რატომ ლაპარაკობენ ზურგს უკან ჩვენზე არასწორად

ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ვარიდებთ მათთან პირისპირ ლაპარაკს თავს, ან არასაკმარის ყურადღებას ვუთმობთ ამ საკითხს, სხვები იწყებენ ჩვენს მაგივრად ინფორმაციის მიტანას და რატომ გვიკვირს თუ ისინი ამას სათავისოდ აკეთებენ?   ხშირად ხდება, რომ გული მოგვდის, რატომ მიაქვთ ჩვენი და ჩვენი მოქმედებების შესახებ არასწორი ამბავი ადამიანებს სხვა ადამიანებთან, რატომ ამახინჯებენ ინფორმაციას, რატომ ამატებ...

ყველაფერი ვაკეთოთ, რასაც ვამბობთ?

ერთი მნიშვნელოვანი წესი აქვს საქმის კეთებას, როგორც გამიგია, უნდა აკეთო ის, რასაც ამბობ.   მაშინაც კი, როცა სისულელეს ამბობ, შეიძლება ჯობდეს, რომ მაინც გააკეთო რადგან თქვი, რათა მომავალში შედარებით ჭკვიანურად ნათქვამს ჰქონდეს რაღაც ძალა, ნდობას იწვევდეს და სჯეროდეს ვიღაცას, რომ რადგან ამბობ, გააკეთებ.   ამ წესის პლიუსი ისიც უნდა იყოს წესით, რომ როცა ამ პრინციპით ცხოვრობ, ალ...

კომპანიის ღირებულება შეიძლება გააათმაგოს მაგარმა გეგმამ

თუ თქვენ თქვენი კომპანიისთვის მოფიქრებული ისეთი გეგმა გაქვთ, რომელიც მხოლოდ მისია და რომელსაც შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში თქვენი კომპანიის საქმიანობის მასშტაბის გასამმაგება, გახუთმაგება ან გაათმაგება შეუძლია (და ესეთი გზა ნამდვილად არსებობს ორგანიზაციების უდიდესი ნაწილის შემთხვევაში), მაშინ თქვენი კომპანია უკვე ღირს იმაზე სამჯერ-ოთხჯერ მეტი, ვიდრე ამ გეგმის არ ქონის შემთხვევაში ეღ...

ადამიანები თვითონ წყვეტენ იფრინონ თუ იარონ, თუ სულაც იფორთხონ მიწაზე, მაგის მიხედვით ისახავენ მიზნებს და წარმატებასაც მაგის მიხედვით აღწევენ

თუ დავიჯერებთ, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მთავარი გახდება, ვინ რამდენად ამბიციურ მიზანს დაისახავს.   ბევრი ადამიანის და ორგანიზაციის წარმატება იმან განაპირობა, ვინ უფრო მეტი და ვინ უფრო ნაკლები ლიმიტი დაუწესა თავის შესაძლებლობებს თავისივე წარმოსახვაში. ის, ვინც უფრო ზევით გაბედა თავის აწევა, უფრო მეტი გასაქანი მისცა ფანტაზიას, ვინც უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობის დაიჯერა, ნ...

ალბათ ადამიანმა არ უნდა აკეთოს ის, რისი კეთებაც არ სიამოვნებს, მიუხედავად იმისა რამდენად სასურველია შედეგი, რომელიც ამის კეთებას მოაქვს

სირბილში (და ალბათ არამარტო) უფრო მეტ წარმატებას ისინი აღწევენ, ვისაც სირბილის პროცესი იმაზე მეტად  მოსწონს და სიამოვნებს, ვიდრე რეზულტატი, რომელსაც თუნდაც მუდმივად აუმჯობესებდეს.   ასეთი ადამიანები მეტს და მეტი სიამოვნებით ვარჯიშობენ, გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ დეტალებს, უფრო მეტს სწავლობენ და საბოლოოდ შედეგსაც უკეთესს აღწევენ.   თუ მუშაობისას პროცესი არის თვითო...

ადამიანებთან ურთიერთობებს ალბათ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ

არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ადამიანებს შორის ურთიერთობა და ადამიანური ურთიერთობები. ყველა საქმე მაგისთვის არსებობს, მაგიტომ არსებობს, მაგითი იწყება და მაგითი მთავრდება, ყველა საქმის მიზეზიც ეგ არის და შედეგიც, სწორედ ადამიანებს შორის ურთიერთობები.   არასოდეს შედეგი, რამდენად უკეთესიც არ უნდა იყოს ის, ამ ურთიერთობებზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ. და მაშინ როდესაც საქმის ...

ვერავინ ვერ დაგვიშლის ვიზრუნოთ მათზე ან სიკეთე გავაკეთოთ მათთვის

შეიძლება არ ვუყვარდეთ, არც მოვწონდეთ ადამიანს და ამის გამო ვერაფერი მოვაწონოთ, არც არაფერი იყიდოს ჩვენგან, არც მომსახურება არ მიიღოს შეიძლება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიზრუნოთ მასზე და სიკეთე გავუკეთოთ მილიონი გზა შეიძლება მოიძებნოს ამისთვის. გზა და ფორმა რომელზეც უარს არ იტყვის, ვერ იტყვის და შეიძლება ვერც გაიგებს საერთოდ, რომ ჩვენ გავაკეთეთ მისთვის რაღაც.   თუ ჩვენი ზრუნვა ვი...

კითხვას, რომელსაც ელოდები, ჯობია იქამდე უპასუხო, სანამ დაგისვამენ

თუ კითხვას, რომელსაც ველოდებით იქამდე ვუპასუხებთ, სანამ დაგვისვამენ, გაცილებით ნაკლებად მწვავე იქნება მერე უკვე დასმული კითხვაც და გაცილებით ადვილი იქნება მასზე დამატებითი პასუხების გაცემაც.   ჩვენ ხშირად ვცდილობთ გავექცეთ, თავი ავარიდოთ უსიამოვნო, მწვავე კითხვებს. მაგრამ, მაშინაც კი თუ ამას რაღაცნაირად ვახერხებთ, სიტუაცია უკეთესი ამით არ ხდება თითქმის არასდროს. კითხვები, რომლებიც...

ერთად განვავითაროთ ქართული ჩირის ექსპორტი

ჩირის ფორმით ხილის გაყიდვა ალბათ საუკეთესო ფორმაა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ადამიანებთან მისატანად ვინც მათი გემო და ხარისხი იცის. გემრიელი, ვიზუალურად არც თუ ისე მიმზიდველი, სამაგიეროდ ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი.   ჩვენ გვინდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჩირის მწარმოებელთან ერთად ქართული ჩირის ექსპორტზე გატანა და განვითარება დავიწყოთ. გვინდა შევქმნათ ძლიერი ბრენდი, რისთვისაც საქართვ...

ვინც ბევრს ლაპარაკობს, როგორც წესი, ნაკლებს აკეთებს

თუ მაინცდამაინც ტრენერი ან სპიკერი არ არის ადამიანი, სხვა პროფესიებში, ბევრის მოლაპარაკე ადამიანები, როგორც წესი, ნაკლებს აკეთებენ. თუ ადამიანი გასაუბრებაზე ბევრს ლაპარაკობს, ბევრ დაპირებებს იძლევა, ფართოდ და ვრცლად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, დიდი ალბათობით უნდა ველოდეთ, რომ ეს ადამიანი მუშაობის პროცესშიც ენაწყლიანი იქნება, თვითონაც ვერ იმუშავებს ბევრს და სხვებსაც მოაცდენს.   მე ...

შეიძლება გვერდით არ იყო, მაგრამ მეტად ეხმარებოდე

სჯობს ალბათ იმასთან გვერდით არ იყო, ვისაც შენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, მაგრამ უფრო მეტად და უფრო უხმაუროდ ეხმარებოდე, ვიდრე გვერდით ყოფნით მოახერხებდი მაგას. იმის ნაცვლად, რომ გვერდიდან არ ცილდებოდე, რეალურ ღირებულებას ვერ უქმნიდე და ძირითადად მხოლოდ იმის განცდას უჩენდე, რომ ძალიან დავალებულია შენგან.   არიან ადამიანები, შეგაწუხებენ ყურადღებით, მაგრამ რომ გააანალიზებ მიხ...

სრულყოფა მხოლოდ ბევრი მუშაობით შეიძლება

ფეხბურთს ის უკეთესად თამაშობს, ვინც ბურთთან უფრო მეტ დროს ატარებსო ამბობენ. ალბათ თავიდან ნიჭსაც აქვს რაღაც მნიშვნელობა, მაგრამ საბოლოო შედეგი ამაზე უფრო უნდა იყოს დამოკიდებული წესით.   სავარაუდოდ ალბათ ყველა საქმეში ესეა. ის უფრო მაგარია თავის საქმეში, ვინც დახლთან, ჩარხთან, თაროსთან, კლიენტთან, მუშაობაში უფრო მეტ დროს ატარებს. ვიდრე ის, ვინც სრულყოფას ძირითადად ფანჯარაში ყურებით...

როგორც დიდი და პატარა ტყუილი არ არსებობს, ისე დიდი და პატარა პასუხისმგებლობა

ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობის გამოცდა სულ პატარა დავალების შესრულების ხარისხითაც შეიძლება. და რაც უფრო პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მით უფრო კიდევ უკეთ, ჩემი აზრით. შეცდომა რა თქმა უნდა ყველას მოსდის და ახალი შანსის მიცემა უნდა შეგეძლოს, მაგრამ ან ხარ ესეთი ან არ ხარ, ერთნაირად, დიდშიც და პატარა საქმეშიც.

ვინც უფრო ახლოს არის მომხმარებელთან, ყველაზე მეტ სარგებელს იღებს

ის, ვინც ღირებულების შექმნის ჯაჭვში ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან, საბოლოო ჯამში ყველაზე მეტ სარგებელს იღებს.   თუ ადრე მწარმოებლებს რჩებოდათ ყველაზე მეტი მარჟა, მერე რაღაც ეტაპზე დისტრიბუტორებს, დღეს სარგებელს ყველა საბოლოო მომხმარებელზე გამსვლელ არხს უთმობს. ვინც ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან, ვინც ეხება, უსმენს, უყურებს, გრძნობს საბოლოო მომხმარებელს, ვინც ყველაზე კარგად...

იმაზე მნიშვნელოვანი, თუ რას აკეთებს ადამიანი არის ალბათ ის, თუ რატომ აკეთებს ამას

ის კი არ არის მნიშვნელოვანი ადამიანი რას აკეთებს, ის უფრო მნიშვნელოვანია რატომ აკეთებს ამას. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ როდესაც იცი ადამიანის მოტივაცია, მიხვდები რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი ან რეაქცია ამა თუ იმ მომენტში. მაგრამ თუ არ იცი რატომ აკეთებს, რასაც აკეთებს, ადამიანის ნაბიჯების გამოცნობა ძალიან ძნელია. ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისი შემდეგი ნაბიჯის გამოცნობაც ჭირს, ძალიან ძნელ...

ორი მიზანი ერთად ერთ საქმეში ვერ მიიღწევა

შეიძლება გამოგივიდეს ისე, რომ შედეგად ორ სასურველ მიზანს მივაღწიოთ ერთი საქმით, მაგრამ დევნით ორ მიზანს ერთ საქმეში არ უნდა ვსდიოთ, ჩემი აზრით.   ადამიანებს გვაქვს ცდუნება ერთ საქმეში მოვაკვარახჭინოთ რამდენიმე მიზანი და ბარემ ისიც და ბარემ ესეც გამოვიყვანოთ. მაგრამ როგორც წესი არ გამოდის. ან რომელიმე მიზანი ხდება უპირატესი და ის გვაიძულებს მისი მიღწევისთვის საჭირო გზები დავსახოთ დ...

ავტომანქანის ფასს ფარეხში დგომა არ ამცირებს

თუ ავტომანქანა ფარეხში დგას ან გასარეცხია, ან ძალიან პროფესიონალი მძღოლი არ ყავს, ამის გამო მისი ფასი არ მცირდება. ქარხნიდან გამოყვანილ გასაყიდად გამზადებულ ავტომანქანასაც არ აფასებს არავინ იმის მიხედვით რა სარგებელი მოაქვს ან რა მოგებას იძლევა. მას ფასი აქვს იმის მიხედვით, რამდენად ხარისხიანად არის აწყობილი, რამდენად საიმედოა, რამდენად ლამაზია გარეგნულად, ვინ არის მწარმოებელი და ა.შ. &...

ჩემი აზრით (ინსაითი)

ხშირად, როდესაც რაღაც მოსაზრებას ან პოზიციას გამოვხატავთ, გვავიწყდება დავამატოთ “ჩემი აზრით, როგორც ვიცი, როგორც მგონია” და ისე დამაჯერებლად გამოვხატავთ პოზიციას, რომ მსმენელმა შეიძლება ოფიქროს, გადამოწმებულ დამტკიცებულ ფაქტზე ან თეორიაზე ვლაპარაკობთ. მაშინ როდესაც დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენი პოზიცია ბოლომდე ჭეშმარიტება არ იყოს. ხო მარტივია? თითქოს თქმაც რად უნდა ამას, მა...

რას მოვასწრებ 17 დღეში

ზოგისთვის საკმარისი დროა გააკეთოს ბევრი რამ, ზოგისთვის ძალიან ცოტა, რამე მნიშვნელოვანი რომ მოასწროს ამ დროში. ასეა თუ ისე, ჩვენთვის ყველასთვის, კალენდარულად 17 დღეა დარჩენილი 2018 წლის დასრულებამდე.   ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცების გამოსწორება, უკვე გაკეთებულის გამდიდრება, მეტის გაცემა, ბევრის გაკეთებაც შეიძლება, მადლობის თქმა და ბოდიშის მოხდა მაინც შეიძლება. მთავარია დრო არ გავფლან...

როდესაც მზად ხარ, ყველაფერი დაუთმო

თუ მზად ხარ პარტნიორს, მეგობარს კოლეგას, მეზობელს ან უბრალოდ გამვლელს ყველაფერი დაუთმო, მისცე რასაც გთხოვს, ან არ გთხოვს მაგრამ იცი, რომ ფიქრობს ეკუთვნის ან სჭირდება და გჯერა, რომ შენ არაფერს არ დაკარგავ ამით და საბოლოო ჯამში მხოლოდ მოიგებ, შედეგად მაშინ არც კონფლიქტი არ მოგივა არავისთან წესით და არც მტერი შეიძლება არ გყავდეს არასდროს და ცხოვრებაც ბევრად სასიამოვნო და ადვილი შეიძლება გახ...

რაღაცისთვის ვერასდროს მოიცლი და არ გექნება დრო თუ განრიგში არ ჩაისვი

ვერასდროს დაიწყებ ვარჯიშს თუ ამისთვის რეგულარული დრო არ გამოყავი შენს კალენდარში, ვერ დაასრულებ წიგნის კითხვას თუ არ გაითვალისწინე შენს განრიგში რა დროებში კითხულობ ხოლმე, დიდი ხნის უნახავი დაგრჩება მეგობრები თუ არ დაგეგმე როდის ნახულობ ხოლმე და ა.შ. ყველა საქმეში ასეა მემგონი. თითქოს მარტივია, მაგრამ მეც და ჩემს გარშემოც ხშირად უთქვამთ – ვაი მაგისთვის ვერასდროს ვიცლი, იმდენი საქმე...

ხშირად ერთადერთი, რაც გვჭირდება – უბრალოდ ვითხოვოთ დახმარება

სამწუხაროდ ადამიანებს ძალიან გვიჭირს ვითხოვოთ დახმარება. გვრცხვენია, არ ვიცით როდის უნდა გავაკეთოთ ეს, ვისგან ვითხოვოთ თუ როგორ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ამას არ ვაკეთებთ.   არადა ძალიან ხშირად მხოლოდ ეს არის საჭირო, რომ სიტუაციიდან გამოვიდეთ, ამოცანა გადავწყვიტოთ, გავაგრძელოთ მოძრაობა.   ამასთან, სიტუაციების დიდ ნაწილში, თითქმის ყოველთვის, მათ, ვისაც შეიძლება ეს დახმარება...

ყველაზე მეტად ადამიანს კარიერულ წარმატებაში ინიციატივები ეხმარება

ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებები არ არის საკმარისად სწრაფი, ინტენსიური და ეფექტიანი იმის გამო, რომ ერთდროულად ვცდილობთ თან ვიმოქმედოთ თან ვიფიქროთ რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა თან ვწერთ და თან ვფიქრობთ რა დავწეროთ. ასეთ დროს წერა როგორც წესი უფრო იმის სიამოვნებაზეა ორიენტირებული, ვინც წერს, ვიდრე იმაზე, ვინც უნდა წაიკითხოს, ვინაიდან ნაწერი არეულ-დარეული ...

გააზრების და მოქმედების ფაზები ერთმანეთისგან რომ გავყოთ

ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებები არ არის საკმარისად სწრაფი, ინტენსიური და ეფექტიანი იმის გამო, რომ ერთდროულად ვცდილობთ თან ვიმოქმედოთ თან ვიფიქროთ რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა თან ვწერთ და თან ვფიქრობთ რა დავწეროთ. ასეთ დროს წერა როგორც წესი უფრო იმის სიამოვნებაზეა ორიენტირებული, ვინც წერს, ვიდრე იმაზე, ვინც უნდა წაიკითხოს, ვინაიდან ნაწერი არეულ-დარეული ...

ყველაზე მეტად ხელს წინსვლაში ჩვენივე რეაქტიული აზრები გვიშლის

ეს რა შენი გასაკეთებელი საქმეა, მაინც არავინ დაგიფასებს, ვისთვის აკეთებ ეგ რა მაგის ღირსია, შენ რა კარგად რომ გააკეთო შედეგს სხვას მიიწერს მაინც – ძალიან ხშირად ეს აზრები თან დაგვყვებიან და ყოველი საქმის დაწყების წინ გვახსენებენ თავს.   მათი მოსმენა და მათზე რეაგირება რეაქტიულს გვხდის და მოქმედების სურვილს გვიკარგავს, გვაჩერებს, რაღაცა ახლის, საინტერესოს, განსხვავებულის გაკე...

ის, რაც ჩვენ უნდა მოვიფიქროთ და გავაკეთოთ, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ და გავაკეთოთ

ხშირად ისე ხდება, რომ გავცემთ დავალებას თანამშრომელზე, გუნდის წევრზე, რაღაცას რთულს, მნიშვნელოვან ამოცანას ჩავაბარებთ ვინმეს და განცდა გვაქვს, რომ საქმე გავაკეთეთ და ახლა დროა შედეგებს დაველოდოთ.   არ ღირს თანამშრომლებისგან ველოდოთ იმის მოფიქრებას ან იმის გაკეთებას, რაც წესით ჩვენი მოსაფიქრებელი და გასაკეთებელია. დავალება შეიძლება მივცეთ მაინც, რომ იფიქროს, იმეცადინოს, დაგვაზღვიოს...

სურვილი და ძალისხმევა განსაზღვრავს ყველაზე მეტად შედეგებს

მართალია, ჩვენზე დამოკიდებულია მხოლოდ სურვილი და ძალისხმევა, დანარჩენს ყველაფერს გარემოებები განაპირობებენ. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებით, რაც უფრო დიდია სურვილი და შესაბამისად რაც უფრო დიდია დახარჯული ძალისხმევა, როგორც წესი გარემოებები ჩვენს სასარგებლოდ იწყებენ მოწყობას და სულ უფრო და უფრო მეტად გვეხმარებიან ისინიც.   ამასთან, რაც უფრო კარგია და კეთილი მიზანი, რაც უფრო მეტი ადა...

თუ შენთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენ ჩაგეთვალოს, ვიდრე ის, რომ კარგად გამოვიდეს რამე, ძალიან ღირებულის გაკეთება ალბათ ძალიან გაგიჭირდება

როდესაც ჩვენ იმაზე უფრო ვფიქრობთ, ვის ჩაეთვლება გაკეთებული საქმე და ვისი სახელი დაერქმევა მიღწეულ შედეგებს, ვისი იდეით მოხდება ძირითადი გარდატეხა მიმდინარე პროცესში, სავარაუდოდ უფრო და უფრო მარტო ვრჩებით, თანამოაზრე და მოტივირებულ ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტად ვკარგავთ და ტვირთსაც უფრო აუტანელს ვხდით ამით.   თუ ჩვენ პირიქით, იმას ვცდილობთ, რომ სხვების იდეები წამოვწიოთ წინ, სხვ...

რომ არ ავნო არავის

გადაწყვეტილების მიღებისას თუ ვეცდებით ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ არ იქნება ვინმე ან რამე, რასაც ზიანს მოუტანს, შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შედეგები ბევრად უკეთესი იქნება.   თუ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არავისთვის საზიანო არ არის, ბევრად ნაკლებ წინააღმდეგობას ხვდება და ბევრად ადვილად ხორციელდება. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მოფიქრ...

ეს ყველაფერი ზოგადად გასაგებია, მაგრამ ახლა კონკრეტულად რა ვქნათ?

ჩვენი საკონსულტაციო პრაქტიკის განმავლობაში ბევრჯერ მოგვისმენია კითხვა – ეს ყველაფერი ზოგადად გასაგებია და მოგვწონს, მაგრამ ახლა კონკრეტულად რა ვქნათ?   ხანდახან ისეც ხდება, რომ ძალიან კარგად გვესმის სტრატეგია, ზუსტად ვხვდებით როგორია პრიორიტეტები, დეტალურად გვაქვს გაწერილი რაზე უნდა დაიხარჯოს ყურადღება და რესურსები, განხილული და შეთანხმებულია ყველასთან როგორც ზევით იერარქიურ...

როგორ მივიღო მეტი მოგება

ამ კითხვაზე შეიძლება მოიფიქრო რაღაც სასრული რაოდენობის გადაწყვეტა. მაგრამ სადღაც გაიჭედები და არ გეყოფა გზები. მაგრამ როგორ გავახარო ჩემი მომხმარებელი, როგორ უფრო ბედნიერები გავხადო ჩემი თანამშრომლები, რომ ის რასაც აკეთებენ მეტი ხალისით აკეთონ, ამაზე უსასრულოდ შეგიძლია მოიფიქრო და განახორციელო, მოიფიქრო და განახორციელო. ამაში გზები ულევია. და მეტი მოგების მიღება საბოლოო ჯამში ამაზე კონცე...

თითოეული ჩვენგანი საყრდენი წერტილი ვართ ვიღაცისთვის

თითოეული ჩვენგანი საყრდენი წერტილი ვართ ვიღაცისთვის, ან ვიღაცებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მშობლებისთვის, მეუღლისთვის, თანამშრომლებისთვის, მეგობრებისთვის, ბიზნეს პარტნიორისთვის. ყველას ჰყავს ერთი ან მეტი ადამიანი, ვინც სირთულის დროს სწორედ მას ეყრდნობა, მასზე აქვს სწორება, ეიმედება და უბრალოდ მშვიდად არის, როცა მას ხედავს ან გვერდით გრძნობს. ეს ჩვენი პიროვნული დანიშნულების ერთი ძალიან მნ...

უნარები ისეთი აქტივია თუ არ იყენებ კარგავ

არ ვიცი სხვაც იქნება ალბათ ასეთი, მაგრამ უნარები ნამდვილად ისეთი აქტივია ადამიანის, რომელსაც თუ არ იყენებს კარგავს. და რაც უფრო გამოკვეთილი აქვს ადამიანს რამე უნარი, მით უფრო მეტად სჭირდება გაფრთხილება.   როდესაც ვხვდებით, რომ რაღაცა კარგად გამოგვდის სწრაფად უნდა ყურადღების მიქცევა. კარგად გააზრება რაში შეიძლება მისი გამოყენება და ნაბიჯების დაგეგმვა, რომ მისი განვითარებაც რაც შეიძ...

ხანდახან უბრალოდ დრო უნდა გავიდეს

ხანდახან გვგონია, რომ ჩვენი ორგანიზაციის პრობლემებიდან გამოსავალი აღარ არის დარჩენილი. გარშემო ისეა ყველაფერი არეული და გართულებული, რომ ვფიქრობთ თითქოს არანაირი გზა აღარ ჩანს. ვერც ვხვდებით როგორ შეიძლება მოგვარდეს იმ პრობლემების დიდი ნაწილი, რომლებიც ძალიან მწვავედ გვარტყია.   არადა ხანდახან უბრალოდ დრო უნდა გავიდეს, სულ ცოტა, ორი-სამი დღე გაუძლო და საკითხების უდიდესი ნაწილი თვი...

მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა

მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა იმაშია, რომ შეცვალოს ინიციატივების ნაკადის მიმართულება. და თუ დღეს თვითონვეა ინიციატივების დიდი ნაწილის გენერატორი და შემდეგ კი უდიდეს ძალისხმევას მის მიერვე მოფიქრებული იდეების და წინადადებების განხორციელებაზე ხარჯავს, ხვალ იდეების და ინიციატივების გენერატორად თანამშრომლები უნდა აქციოს, თვითონ კი დაიტოვოს ქვემოდან ზემოთ მომავალი წინადადებების გადარჩევი...

პროდუქტის და მომსახურების მაღალი ხარისხი რომ უზრუნველვყოთ

იმისათვის, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტის ან გაწეული მომსახურების მუდმივად მზარდი ხარისხი უზრუნველვყოთ, საჭიროა, ორგანიზაციაში ცალ-ცალკე გვყავდეს:   ა) ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ პროდუქტის/მომსახურების წარმოებაზე;   ბ) ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქტში/მომსახურებაში ხარვეზების, ან სრულყოფის შესაძლებლობების აღმოჩენაზე;   გ) ად...

IT რომ უფრო პროდუქტიული გახდეს

IT დეპარტამენტის დაბალი ეფექტიანობა ბევრი დიდი ორგანიზაციისათვის არის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს ქვედანაყოფი რამდენად დიდიც არ უნდა იყოს და რამდენი თანამშრომელიც არ უნდა მუშაობდეს მასში ვერ აუდის ორგანიზაციის სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან წამოსული უამრავი ამოცანის მომსახურებას. შედეგად თითქმის ყველა ასეთ ორგანიზაციაში სწორედ ეს დეპარტამენტი არის მიჩნეული წარუმატებე...

ხელმძღვანელები, რომლებიც ყოველთვის აგვიანებენ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას

წარმატებული ტოპ-მენეჯერების ერთი დიდი განსხვავება წარუმატებლებისაგან იმაშია, რომ ისინი სწრაფად გრძნობენ რას შეუძლია მათ წარმატება მოუტანოს, მერე ჩაავლებენ ამ თემას ხელს და მანამ არ მოეშვებიან სანამ ბოლომდე არ მიიყვანენ. და თუ თქვენი პირველი პირი ასეთი ვერ არის და ის ყოველთვის იგვიანებს საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას, სავარაუდოდ დიდი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ. თუმცა, ბუნებრივია...

ტექნიკური დირექტორების შესახებ

ბევრ ორგანიზაციაში, სადაც ტექნიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა ბიზნესისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გავრცელებულია ტექნიკური დირექტორის პოზიცია. ტექნიკური დირექტორი ამ საწარმოებში, ტექნოლოგიურსა თუ საკომუნიკაციო კომპანიებში, როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. თუმცა ორგანიზაციების უმეტესობაში, სადაც ასეთი პოზიცია არსებობს ერთი ადამიანის, თუნდაც ძალიან გავლენიანის მ...

გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოები

ყველა საშუალო და დიდი ზომის კომპანიისათვის, ასევე, შესაძლოა, სახელმწიფო ორგანიზაციების დიდი ნაწილისათვის, მიზანშეწონილია, შეიქმნას გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დარგის ექსპერტები, ძირითადი მომწოდებლების, ინვესტორების, მთავარი კლიენტების, ან უბრალოდ საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენლები იქნებიან გაერთიანებული. ამ საბჭოების მთავარი დანიშნულება აღმასრულებელი მენეჯმენტის საქ...

მხარდამჭერი სამსახურების მართვის სქემა

მიღებულია, რომ მხარდამჭერ სამსახურებს, როგორიცაა შესყიდვები, სამეურნეო, ლოჯისტიკა, IT მხარდაჭერა, ზოგან კადრების სამსახურსაც და სხვა მსგავსებს აერთიანებენ ერთი დირექტორის ქვეშ. ეს, ძალიან ხშირად, ამ მიმართულებით ბიუროკრატიას ზრდის, მათი მხრიდან მომსახურების ხარისხს ძალიან ამცირებს და სხვა სტრუქტურების გამართულ მუშაობასაც უშლის ხელს. შესაბამისი დირექტორი, როგორც წესი, თვითონ არჩევს მის ფა...

განვითარების ტემპი რომ დავაჩქაროთ

მნიშვნელობა არ აქვს, ვვითარდებით თუ არა საერთოდ, თუ ჩვენი განვითარების ტემპი უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენი მთავარი კონკურენტების.     ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ მათი ორგანიზაცია ვითარდება, ყოველ შემთხვევაში ერთ ადგილას მაინც არ დგას, იქმნება ახალი პროდუქტები, არსებული პროდუქტებიც იხვეწება, მომსახურების თუ წარმოების მიდგომებშიც მუდმივად შედის რაღაც ცვლ...

კონტროლი დახმარებისთვის და არა დასჯისთვის

შიდა კონტროლი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის შიგნით დაეხმაროს ადამიანებს, შეასრულონ წესები ან გეგმები, ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე კონტროლი, რომელიც დარღვევების გამოვლენას და დამრღვევების დასჯას ისახავს მიზნად. თუმცა ეს მიდგომა არამარტო შიდა კონტროლის შემთხვევაშია უკეთესი.     კონტროლის ცნება უმეტეს წილად უარყოფითი კონტექსტით გამოიყენება, მაგრამ სინამდვილეში კონტროლი...

მიმდინარე და განვითარების სამუშაოების პროპორცია

განვითარების მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებს ყოველთვის, ყველაზე მეტად მიმდინარე, საოპერაციო სამუშაოები უშლის ხელს. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ორგანიზაცია სტაბილურად ვითარდებოდეს, საჭიროა სტრუქტურაში საკმარისი რაოდენობის ისეთი პოზიციები გქონდეს, ვისთვისაც ორგანიზაციის განვითარება მიმდინარე, საოპერაციო, ყოველდღიური სამუშაო იქნება.   რაც უფრო დიდია ასეთი პოზიციების წილი მთლიან სტრუქტუ...

საკადრო კომისიის შესახებ

ყველაზე რთული საკადრო გადაწყვეტილებები ახალი შტატის დამატება, ცალკეული ან ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება და ერთჯერადი პრემიების გაცემის გადაწყვეტილებებია. არც ერთში ამ სამიდან არც დაგვიანება არ შეიძლება და არასწორი გადაწყვეტილების მიღებასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტები მოყვეს. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ მინიმუმ ამ სამ საკითხზე გადაწყვეტილებები კარგად ...

ინოვაციების მაძიებელი

ინოვაციების მნიშვნელობა ყველასათვის ნათელია. მომსახურებაში, პროდუქტებში, საქმის წარმოებაში, შიდა ორგანიზაციაში, შიდა საქმიანობის წესებსა თუ მიდგომებში ახალი, განსხვავებული გადაწყვეტილებების ძიება უწყვეტ პროცესად რომ იქცეს, ინოვაციების მაძიებლის პოზიციის შექმნა, ან რომელიმე არსებული თანამშრომლისათვის ამ ფუნქციის დამატება, შესაძლოა, კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.   ინოვაციების მაძი...

ნდობის ჯგუფი

თუ ორგანიზაცია მაღალი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისგან, ყველაზე ლოიალური და გამოცდილი თანამშრომლებისგან, ასევე მათგანაც, ვინც ორგანიზაციაში ადრე მუშაობდა და ახლაც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს მასთან, ერთგულებას და ლოიალურობას გამოხატავს, შექმნის ნდობის ჯგუფს და შეეცდება ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს მისი დახმარებით მიაღწიოს, ბევრ კარგ შედეგს მიიღებს აქედან: &...

როდესაც ორგანიზაციაში რაღაცის შეცვლა გვინდა

როდესაც ორგანიზაციაში რაღაც გვინდა რეალურად შევცვალოთ უნდა შევცვალოთ მენეჯმენტის და თანამშრომლების მიდგომა, ან ორგანიზაციის სტრუქტურა, ან მოტივაციის სისტემა ან სამივე ერთად.     მხოლოდ ამ სამ ცვლილებას შეუძლია თითქმის მყისიერად, მეორე დღიდან შეცვალოს ორგანიზაციაში ადამიანების ყოველდღიური ქცევა. თავის მხრივ, ორგანიზაციაც რეალურად მხოლოდ იმის შემდეგ იცვლება, როდესაც მისი მენეჯ...

ლიდერობის განვითარების მენეჯერი

თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში იზრდება ისეთი ლიდერების საჭიროება, ვისაც, პროფესიულ კომპეტენციებთან ერთად, თანამშრომლებთან ურთიერთობების კომპეტენციებიც ექნებათ და შეეძლებათ მართონ კადრები ისე, რომ ყოველდღიურად გაზარდონ თითოეულის ღირებულება ორგანიზაციისთვის, ამის ერთ-ერთი საშუალება სტრუქტურაში ლიდერობის განვითარების მენეჯერის პოზიციის გაჩენაა.     ლიდერობის განვითარების ...

მენეჯმენტი ერთ ოთახში

განსაკუთრებით კრიზისების დროს, თუმცა მშვიდობიან პერიოდშიც, ორგანიზაციის მართვისათვის ბევრად უფრო უკეთესი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ტოპ-მენეჯმენტის მთელი შემადგენლობა, თვითონ ტოპ–მენეჯერის ჩათვლით, სამუშაოდ ერთ დიდ ოთახში გადავა. პირად კაბინეტებს კი ისინი თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებისათვის გამოიყენებენ.   მენეჯმენტის გუნდის ასეთი ლოკაცია რაღაცით საშტაბო მართვის სქემას ჰგავ...

მმართველი გუნდის წევრების პროდუქტიულობა

ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრების პროდუქტიულობა, მათი მონდომება, ერთმანეთთან კოორდინაცია და თანმიმდევრულობა მოქმედებებში, დანარჩენი თანამშრომლებისა და მთლიანად ორგანიზაციის პროდუქტიულობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.     თუ მმართველი გუნდის წევრებმა ზუსტად იციან კონკრეტულად რაზე არიან  პასუხისმგებლები თვითონ, კომპეტენციების სფეროებიც სწორად არის მათ შორის განაწილებული,...

ცხადი პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდა

ადამიანებს პროფესიულად ყველაზე უკეთ პასუხისმგებლობა ზრდის. სანამ ისინი პასუხისმგებლობას იგძრნობენ, შედარებით ნელა ვითარდებიან, მაგრამ, როგორც კი მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა გაიზრდება, ან ცხადი გახდება, ისინი მეტს ფიქრობენ რა გააკეთონ, როგორ იმოქმედონ, ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებასაც მეტ დროს უთმობენ და, შესაბამისად, ბევრად უფრო სწრაფად იწყებენ განვითარებას.   იმისათვ...

სწავლებადი ორგანიზაცია

უწოდებენ ისეთი ტიპის ორგანიზაციებს, რომელიც ორიენტირებულია მისი წევრების სწავლებაზე და მუდმივად ახდენს საკუთარი თავის ტრანსფორმაციას.   ეს არის თანამედროვე ორგანიზაციის სახე, რომელიც მუდმივად რჩება კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოში. ასეთი ორგანიზაციის ხუთი მთავარი მახასიათებელია:   1. სისტემური აზროვნება – არის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზაციის ...

თანამშრომელთა მთავარი მოტივატორები

უწოდებენ ისეთი ტიპის ორგანიზაციებს, რომელიც ორიენტირებულია მისი წევრების სწავლებაზე და მუდმივად ახდენს საკუთარი თავის ტრანსფორმაციას.   ეს არის თანამედროვე ორგანიზაციის სახე, რომელიც მუდმივად რჩება კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოში. ასეთი ორგანიზაციის ხუთი მთავარი მახასიათებელია:   1. სისტემური აზროვნება – არის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზაციის ...

კომპეტენციების სისტემური დაგროვება

ორგანიზაციული სტრუქტურა ყველაზე არსებით გავლენას ახდენს ინსტიტუციონალურ დონეზე კომპეტენციის დაგროვების ტემპებზე და მიმართულებაზე. ის, თუ რა სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ დღეს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ რა და რამდენად კარგად გვეცოდინება რამდენიმე წლის შემდეგ.     როდესაც რაღაც ახალ სამსახურს ვქმნით, თუ ამას სწორად ვაკეთებთ, ამით ორგანიზაციაში ავტომატურად ვიწყებთ კომ...

მოვამზადოთ გუნდი ორგანიზაციული ცვლილებებისათვის

ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებებისას შეიძლება გუნდს ახალი ფუნქციები დაეკისროს, ან სრულიად ახალი გუნდი ჩამოყალიბდეს სხვადასხვა პოზიციებისგან. მათ ისეთი საქმიანობა დაევალება, რაზეც მანამდე არ უმუშავიათ. იმის მაგივრად, რომ გუნდი შევატოვოთ გამოწვევას და ველოდოთ, როდის მოერგება ახალ ამოცანებს, უმჯობესი და გაცილებით ეფექტურია, მოვამზადოთ ის, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს გამართული ფუნქციონი...

შრომის ორგანიზაციის თანამედროვე გამოწვევები

თუ ადრე შრომის ორგანიზაციის წინაშე მთავარ ამოცანად ადამიანების კონტროლი იდგა, ახლა მისი უმთავრესი გამოწვევა მათთვის თავისუფლების მინიჭებაა.   რაც უფრო თავისუფლად გრძნობენ ადამიანები ორგანიზაციაში თავს, რაც უფრო მეტი დამოუკიდებლობა აქვთ იმ სფეროში, რომელიც აბარიათ, რაც უფრო მეტად ეძლევათ საშუალება მოიპოვონ მათ წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო რესურსები და მხარდაჭერა უმ...

ადამიანები თუ სტრუქტურა

ორგანიზაციული განვითარების საკითხებზე მუშაობისას ხშირად ისმის კითხვა – რა უფრო მნიშვნელოვანია სტრუქტურა თუ ადამიანები, ვინც ამ სტრუქტურაში მუშაობენ? რას აქვს უფრო დიდი გავლენა შედეგზე, იმას, თუ როგორი თანამშრომლები გვყავს, თუ იმას – როგორ არიან ისინი ორგანიზებული? ეს თითქმის იგივეა, რომ ვიკითხოთ მძღოლი უფრო მნიშვნელოვანია თუ მანქანა რომელსაც ის მართავს…    ...

სტრუქტურის ტყვე ორგანიზაციები

სტრატეგია დიდ გავლენას ახდენს სტრუქტურაზე და ეს, რა თქმა უნდა, კარგია. სტრუქტურა ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს სტრატეგიას. მაგრამ, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად, სტრუქტურა თვითონ ახდენს გავლენას სტრატეგიაზე. ამან კი ორგანიზაციას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოუტანოს.   როდესაც მმართველი გუნდის წევრები სასახლეების შენებას იწყებენ, გიგანტიზმის სინდრომით ავადდებიან და საკუთარ ვიწრ...

სწორი სტრუქტურული ცვლილებებისათვის საჭირო სამი აუცილებელი წინაპირობა

ორგანიზაციულ სტრუქტურაში სწორი ცვლილებები რომ მოახდინო სამი აუცილებელი წინაპირობაა ამისათვის საჭირო: ძალიან ცხადად უნდა გესმოდეს ორგანიზაციის პრიორიტეტები, დეტალურად უნდა გქონდეს გააზრებული მინიმუმ 5-7 ყველაზე მთავარი პროცესი და საკმარისად კარგად უნდა გქონდეს გაანალიზებული მენეჯერების პოტენციალი, როგორც უმაღლეს, ისე საშუალო რგოლის დონეზე. ამ სამი პირობის გარეშე განხორციელებული სტრუქტურულ...

რა არის თქვენი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი

ძირითადად სამი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებას. ორგანიზაციის ამოცანაა, იცოდეს სამივე მათგანი, ჰქონდეს დროში განსაზღვრული პრიორიტეტები – მათ შორის რაზე აკეთებს აქცენტს და სამივეზე ჰყავდეს გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი, რგოლი სტრუქტურაში (შესაბამისი რანგით), რომელიც მუდმივად იზრუნებს ამოცანის გადაჭრაზე. ეს ფაქტორებია:   1. პროდუქტის ფართო ასორტიმენტი; &...

ბრძოლა სტრუქტურებით

რა განსხვავებულ საკითხებზე იქნება მიმართული საკადრო რესურსების ყურადღება და ძალისხმევა, რა განსხვავება იქნება კონკურენტი კომპანიების სტრუქტურულ მოწყობას შორის, სულ უფრო მეტად განსაზღვრავს კონკურენტებს შორის ბრძოლის შედეგებს.     რამდენი ადამიანი და როგორი კალიბრის იმუშავებს პროდუქტების განვითარებაზე, მათ შორის რამდენი იქნება არსებული პროდუქტების ანალიზზე და გაუმჯობესებაზე მი...

როდესაც სტრუქტურა არ შეესაბამება სტრატეგიას

თუ თქვენ გრძნობთ, რომ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვან ამოცანაზე გინდათ გასცეთ დავალება, მაგრამ არ იცით ვის დაავალოთ, ან როდესაც ავალებთ, მაგრამ ისინი ამ დავალების შესასრულებლად ვერაფრით იცლიან, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სტრუქტურა აღარ შეესაბამება სტრატეგიას და მას სასწრაფოდ გადახედვა სჭირდება.   სტრატეგიის შესაბამის სტრუქტურაში არასდროს ან თითქმის არასდროს გაჩნდება კითხვა...

მეორე პირობის სინდრომი

როდესაც ორგანიზაციას გამორჩეული მეორე პირი ჰყავს, რომელიც შიდა ურთიერთობებში ფაქტობრივად მთლიანად ცვლის ხელმძღვანელს, ორგანიზაცია დიდი საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც უმაღლესმა მენეჯერმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.   ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ასეთ დროს იმაშია, რომ ამ ადამიანს, როდესაც ის ტოპ მენეჯერის დიდი ნდობითაც სარგებლობს და რომელზე დელეგირებული უფლებებიც შიდა...

კარგ და ჩვეულებრივ ორგანიზაციებს შორის განსხვავება

ჩვეულებრივ ორგანიზაციებში თუ ინიციატივების მთავარი ნაწილი ზემოდან მოდის და თავად მენეჯმენტის დიდი ძალისხმევისა და ნებისყოფის ხარჯზე ხორციელდება, კარგ ორგანიზაციებში მათ განხორციელებას მენეჯმენტისგან მხოლოდ სწორი გადარჩევა, აქტუალობის მიხედვით რანჟირება და ადეკვატური მხარდაჭერა სჭირდება.   ერთი შეხედვით ეს მცირე განსხვავება კი შედეგად იმას იძლევა, რომ კარგ ორგანიზაციებში ბევრად მეტ...

არასწორი ორგანიზაციული სტრუქტურის უარყოფითი გავლენა ადამიანების ქცევაზე

როგორი კარგად და სწორად გაკეთებულიც არ უნდა იყოს სტრუქტურა, მასში მომუშავეებს უკეთესს ვერ გახდის, თუმცა, არასწორ სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს ძალიან ადვილად შეუძლია ზედაპირზე ამოიტანოს ადამიანების უარყოფითი თვისებები, დადებითები დაჩრდილოს, ან დათრგუნოს კიდეც და ყველაზე ცუდი რაკურსით დაგვანახოს ისინი.     როდესაც ადამიანის პასუხისმგებლობაში ერთმანეთისთვის კონფლიქტურ ამოცანებს ...

რისკების მართვა

ასეთ ცვალებადსა და ტრანსფორმირებად გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებს შეეძლოთ უარყოფითი რისკების ეფექტური მართვა. რა თქმა უნდა, ყველა რისკი ვერ იქნება ცხადი და ნეიტრალიზებული, მაგრამ თუ ორგანიზაციაში იარსებებს რისკების მართვის მექანიზმი, რეალიზებული რისკებით გამოწვეული ზარალი გაცილებით მცირე იქნება.     ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი შეიძლება იყოს რისკების მართვის კ...

ხელმძღვანელების ორი კატეგორია

ხელმძღვანელების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება. ერთ-ერთი ყველაზე მართებული პრინციპი მათ შორის არის დაყოფა ხელმძღვანელებად, რომლებიც ხვდებიან სტრუქტურის მნიშვნელობას და ისეთებად, რომლებიც სათანადოდ ვერ აფასებენ მას.   პირველები მათი საქმიანობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ სტრუქტურის განვითარებას, გუნდის წევრების შერჩევას, მათ საქმიანობაზე დაკვირვებას, მათზე ამოცანების, პასუხისმგე...

პროცესებზე მორგებული სტრუქტურა და არა პირიქით

გავრცელებული პრაქტიკაა, შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სტრუქტურა, ხოლო ამის შემდგომ არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს მოერგოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები. ამ დროს ძალიან დიდი რისკებია, პროცესები იყოს არასრულყოფილი, გაუმართავი და ვერ ასრულებდეს საკუთარ დანიშნულებას სათანადოდ – ხან დროში გაიწელება, ან გადაწყვეტილებების ხარისხი იქნება არადამაკმაყოფილებელი და ა.შ..   ამის მიზეზები კი ა...

როდესაც გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ჩვენი ორგანიზაცია

ყველაზე სწრაფად ორგანიზაციას სტრუქტურის ცვლილება ცვლის. ის, ფაქტიურად, ახალი სტრუქტურის ძალაში შესვლის მეორე დღიდან იწყებს განსხვავებულად აზროვნებას, მოქმედებას, ცხოვრებას. თანაც ეს ცვლილება ძალიან ბუნებრივად და ზედმეტი ძალდატანების გარეშე ხდება და იმდენად დიდი წარმატებები მოაქვს, რამდენადაც სწორადაც არის გაკეთებული და დანერგილი ახალი სტრუქტურა.   ბევრ ორგანიზაციაში გვქონდა შესაძლ...

ჰოლდინგის მართვის აპარატი

ორგანო, რომელიც, მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის შემთხვევაში, გენერალურ მენეჯმენტს ახორციელებს და რომლის მთავარი მიზანი ჰოლდინგის რესურსების რაციონალური და სამართლიანი განკარგვაა, მაშინ მუშაობს ეფექტურად, თუ მასში სწორ ამოცანებზე ცხადად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირები არსებობენ. ეს ამოცანებია:     ჰოლდინგის რესურსების განაწილება სამართლიანად და რაციონალურად.   იმისათვის...

სტაბილურად მზარდი გაყიდვებისთვის

კომპანიის სტაბილურად მზარდი გაყიდვები რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის ორგანიზაციული სტრუქტურა გაყიდვებთან დაკავშირებულ 3 ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას უნდა ჭრიდეს:   . ახალი კლიენტების მოზიდვა – მუდმივი მუშაობა ახალი კლიენტების მოზიდვის ნაკადის სტაბილურად ზრდა; არსებული კლიენტების კმაყოფილება – კლიენტების მაქსიმალური კმაყოფილების უზრუნველყოფა; კლიენტებთან გრძელვადიანი ურ...

სტრუქტურების შეფასება

ორგანიზაციის შედეგიანობასა და ეფექტიანობაზე ყველაზე დიდ გავლენას ორგანიზაციული სტრუქტურები ახდენს, ვინაიდან ის განსაზღვრავს ინდივიდუალებისა და ჯგუფების ეფექტიანობასაც. ამის შეფასება კი სამი კომპონენტითაა შესაძლებელი:   1. სტრატეგიული მიზნების მიღწევა – რამდენად ახერხებს ორგანიზაცია, მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რომელიც სტრატეგიის შედეგად ჩამოყალიბდა? რამდენად რეალობაში ტარდება ...

ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურები

თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს არაფორმალური გავლენის სფეროები. პასუხისმგებლობის რეალური განაწილებაც ბევრგან მეტ-ნაკლებად განსხვავდება ფორმალური სტრუქტურით გათვალისწინებულისაგან. არის ფუნქციები, რომლებიც დებულებების მიხედვით ევალება ერთს და სინამდვილეში კი აკეთებს მეორე. მოკლედ, თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებ...

საოპერაციო და განვითარების ამოცანები ერთად ?!

ძალიან გავრცელებული მიზეზით ორგანიზაციებში განვითარების ამოცანების შესრულება ფერხდება ან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვინაიდან განვითარების ამოცანაზე და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ერთეულები, როგორც წესი, სტრუქტურულად ერთად იმყოფებიან.   ეს ასტიმულირებს ძალისხმევის და რესურსების მიმართვას მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის განხორციელებაზე და სულ უფრო ნაკლ...

ორგანიზაციული დიზაინის გავლენა

ორგანიზაციული დიზაინი ზემოქმედებს თანამშრომლების ქმედებებზე შემდეგი გზებით:   1. ქცევის მოტივაცია – განსაზღვრული ამოცანებით, პასუხისმგებლობებით, მიზნების შექმნით, შეფასებისა და ანაზღაურების სისტემებით ადამიანები შეიძლება მიმართო სასურველი მიმართულებით და დაახარჯინო ენერგია კონკრეტული საქმიანობებისათვის.   2.ქცევის ფასილიტაცია – თანამშრომლები მოტივირებულნი არიან,...

ორგანიზაციის მკვდარი და ავადმყოფი უჯრედები

ცოცხალი სტრუქტურები ჩვეულებრივი სტრუქტურებისაგან იმით განსხვავდება, რომ მათ თითქმის არ აქვთ მკვდარი უჯრედები. მათი ყველა ნაწილი ფუნქციონირებს, საკუთარ დანიშნულებას ასრულებს, ორგანიზაციის დანარჩენ ნაწილებთან და მენეჯმენტთანაც ქმედითად თანამშრომლობს. ორგანიზაციის მკვდარი და ავადმყოფი უჯრედები ის პოზიციები, ან ქვედანაყოფებია, რომლებმაც არ ან არასწორად იციან მათი ფუნქცია, არ აქვთ მკაფიოდ გა...

ორგანიზაცია და მექანიზმი

ორგანიზაცია და მისი ერთეულები შეიძლება რომელიმე რთულ მექანიზმს შევადაროთ – თუნდაც მანქანას, ან კომპიუტერს – შეიძლება ყველა ნაწილი, ყოველი ელემენტი იყოს მაღალი ხარისხის, ზუსტად ისეთი, როგორიც სჭირდება, მაგრამ ერთად არასწორად იყოს აწყობილი და არ მუშაობდეს, არ დადიოდეს, ან არ ირთვებოდეს.   ასევეა ორგანიზაციაშიც – სადაც შეიძლება ძალიან ძლიერი თანამშრომელთა გუნდი იყოს...

შენობის არქიტექტურა და ორგანიზაციის არქიტექტურა

შენობის არქიტექტურას არქიტექტორის შემოქმედებით უნარებთან ერთად შემდეგი გარემოებებიც განსაზღვრავს: შენობის დანიშნულება, გარემო რომელშიც შენობა უნდა აშენდეს, მასალები რომელიც შეუძლია არქიტექტორმა გამოიყენოს და ტექნოლოგიები, რომლითაც შენობის აგება არის შესაძლებელი. ასევეა ორგანიზაციის დიზაინის ფორმირებისასაც. ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციის სტრუქტურის დიზაინს ქმნიან მათაც აუცილებლად უნდა...

ის, რაც, როგორც სახლების, ისე სტრუქტურების შენებისას არ უნდა დაგვენანოს

როგორც ყველამ ვიცით, სახლებს, ადამიანები, ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ვაგებთ. ამიტომ მისაშენებაში ჩადებული რესურსი, რაც უნდა ძვირი ჯდებოდეს,მაინც რაციონალურად გვეჩვენება. ისეთი საძირკვლის გაკეთება, რომელიც პირველივე მიწისძვრაზე მოიშლება, ან ისეთი საშენი მასალით აშენება, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოცვენას დაიწ...

ორგანიზაცია, როგორც ლიდერთა ქსელი

ერთი ლიდერი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის, არ არის საკმარისი თანამედროვე რეალობაში დიდი და თუნდაც საშუალო ზომის ორგანიზაციების სამართავად. იმისათვის, რომ ცოცხალი ორგანიზაცია გვქონდეს, საჭიროა ძლიერი ლიდერები გვყავდეს შუა რგოლის მენეჯერების პოზიციებზე.   ამასთან, აუცილებელია, მათ შორის სწორად იყოს გადანაწილებული პასუხისმგებლობები, თითოეულს კარგად ესმოდეს მისი ამოცანა და სწორი ურთ...

როდესაც იდეები ქვევიდან არ მოდის

როდესაც ახალი იდეები ქვევიდან არ მოდის და სტრუქტურა არ ქმნის ინიციატივებს, მაშინ იდეების გენერაციას ხელმძღვანელები იწყებენ. ამას კი ბევრი უარყოფითი შედეგი მოყვება. პირველ რიგში ის, რომ იდეები არასაკმარისად ჩნდება. ეს, თავისთავად, არ იძლევა მათი გადარჩევის, მათგან ყველაზე საუკეთესოების ამორჩევის შესაძლებლობას. ამას ისიც ემატება, რომ ხელმძღვანელებიდან წამოსულ იდეებს, როგორც წესი, ოპ...

ოპერაციული მართვა VS განვითარება

ძალიან ბევრ ორგანიზაციაში ვაწყდებით სიტუაციას, როცა სტრუქტურა მთლიანად მორგებულია კომპანიის ოპერაციულ მართვაზე. ეს გულისხმობს ისეთი ფუნქციების და მხარდამჭერი სისტემების არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე მომსახურება სრულდებოდეს გამართულად, შეფერხებების გარეშე (შესყიდვები, მარაგების მართვა, წარმოება, მიმდინარე მომსახურება და ა.შ.). რა თქმა უნდა, ამ ფუნქციების არსებობა აუცილებელია ...

სტრუქტურის ქაოსური, უსისტემო განვითარება

ორგანიზაციული სტრუქტურის ქაოსური, უსისტემო განვითარება ძალიან ხშირად იწვევს იმას, რომ ის ქვედანაყოფები, რომლებსაც კომპანიაში მთავარი შედეგები მოაქვთ, იმისთვის მუშაობენ, რათა ადმინისტრაციული და მხარდაჭერის სამსახურები შეინახონ და არა პირიქით. ადმინისტრაცია და მხარდაჭერის სამსახურები კი მუშაობენ იმისთვის, რომ შემოსავლების მომტან სტრუქტურებს მეტი და უკეთესი შედეგების მიღებაში დაეხმარონ. &n...

ისევ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სტრუქტურების შესახებ

სრულად დეცენტრალიზებული, ან ცენტრალიზებული სტრუქტურები მხოლოდ წიგნებშია, ბუნებაში ასეთები არ არსებობს. ყველა მსგავს სტრუქტურაში არსებობს დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული ფუნქციები. ის, თუ რომელი ფუნქციის გადატანა შეიძლება ადგილზე, ძალიან ინდივიდუალურია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ფუნქციის დეცენტრალიზაცია იწვევს, პირველ ეტაპზე, გადაწყვეტილებების ნაკლებ კოორდინაციას, ცალკეულ შემთხვევე...

არასწორად გაკეთებული სტრუქტურა

არასწორად გაკეთებული სტრუქტურა გაუმართავ ავტომანქანას ჰგავს, რომლით წასულ მოგზაურობაშიც მძღოლიც გაიტანჯება, მგზავრებიც, დანიშნულების წერტილს ან მივაღწევთ, ან ვერა,თუკი მივედით საერთოდ იქამდე, რამდენი ხნის დაგვიანებით და რად დაგვიჯდება ეს, არავინ იცის. წარმოიდგინეთ ავტომანქანა, რომლის ფანჯარა არ იკეტება, მუხრუჭები არ მუშაობს და ძრავი ზეთს უშვებს, თანაც ჩქარი ტემპით, საწვავის წვა მომატებუ...

თუ სტრატეგიული გეგმები სრულად არ ხორციელდება

ნებისმიერ სტრუქტურაში ორგანიზაციული ორთქმავლები სწორედ ადამიანები, მათი ტალანტები და თვისებებია და სწორედ ისინი არიან, ვინც სტრატეგიებს თან წარმატებით ახორციელებენ. თუმცა, თუ მათ  ლოგიკურად დაკავშირებული და მკაფიო როლები არ ექნათ, თუ მათი მუშაობა როგორც ოპერაციულ, ისე განვითარების საკითხებზე უწყვეტი არ იყო და თუ არ ეცოდინებათ რა ნიშნით ფასდებიან, მაშინ დიდი შანსია, რომ ადამიანების უ...

საინვესტიციო საბჭო

თუ იარსებებს ორგანიზაციაში საბჭო, სადაც ნებისმიერი რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შეფასება და განხილვა მოხდებოდა, გადაწყვეტილების ხარისხი ამით მკვეთრად გაიზრდებოდა. ის, ვისაც გამოაქვს ინიციატივა, მაგალითად, ახალი სერვისის ან პროდუქტის დამატებაზე, ან ფილიალის მშენებლობაზე თუ სხვა საკითხზე, ვალდებულია მოამზადოს არგუმენტები (და სასურველია რაოდენობრივი მაჩვენებლებით), თუ რას მოუტანს...

არასტრუქტურირებული ორგანიზაციები

თუ ორგანიზაციას კარგად გამოკვეტილი, ფორმალური სტრუქტურა არ გააჩნია, რაღაც ეტაპზე აუცილებლად წყვეტს განვითარებასაც და ზრდასაც. რაც უფრო აგვიანებს ორგანიზაცია სტრუქტურირებას, მით უფრო მტკივნეული ხდება ამის გაკეთება. ორგანიზაციები განვითარების საქმიანობის გარკვეული მასშტაბის მიღწევამდე ახერხებენ ცხადი სტრუქტურის გარეშე მუშაობას. ყველა ყველაფერს აკეთებს, ყველა ყველაფერში ერკვევა, ხელმძღვანე...

სისტემური ხარვეზები ორგანიზაციულ სტრუქტურაში

თუ გვინდა, რომ ორგანიზაციის სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემები დავინახოთ, ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ . არ უნდა გავითვალისწინოთ, როგორ არის პროცესები მასში აწყობილი და მხოლოდ სტრუქტურულ სქემას უნდა დავაკვირდეთ კარგად. ძირითადი კითხვები, რომლებიც ამ დროს სტრუქტურას უნდა დავუსვათ, შემდეგია: მენეჯმენტის ყურადღება და რესურსები ყო...

თანამშრომლებთან მუშაობა

ორგანიზაციას, სადაც 40-50 ადამიანზე მეტი მუშაობს და სადაც მათი უმრავლესობა ერთმანეთისგან განსხვავებული საქმით არიან დაკავებული, აუცილებლად უნდა ყავდეს მენეჯერი, რომელიც თანამშრომლებთან მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. შემდეგ კი, ყოველ 60-70 თანამშრომელზე, ამ მენეჯერს ერთი ადამიანი უნდა დაემატოს გუნდში. თანამშრომლებთან მუშაობაზე პასუხისმგებელი მენეჯერი განსაკუთრებით უნდა ზრუნავდეს სამ მთ...

მიმართულების გაძლიერება

ხშირად მენეჯმენტი ფიქრობს რომელიმე მიმართულებაზე. რომ ის პრიორიტეტული და გასაძლიერებელია, რისთვისაც სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო და მხოლოდ განაცხადი და კარგი ხელმძღვანელი არ არის საკმარისი. უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა შევაფასოთ მიმართულების არსებული უფლებამოსილება: რამდენად აქვს მას ძალაუფლება, აკეთოს მეტი, ჰქონდეს ტოპ-მენეჯმენტის მხარდაჭერა, გაიტანოს თავისი მოსაზრებები და რესურსებ...

ორგანიზაციული ლოჯიები

ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში სტრუქტურის საფუძვლიან რევიზიას არ ახდენენ და ევოლუციურად, წლიდან წლამდე მცირე მიმდინარე ცვლილებებით ცდილობენ გავიდნენ ფონს, ისეთ სახლებს ემსგავსებიან, ყველა მხრიდან უფორმო და უშინაარსო მიშენებებით და დაშენებებით რომ არის გარშემორტყმული. ვისაც მიშენებულ ლოჯიიან სახლში გიცხოვრიათ, ალბათ, გახსოვთ, იმის მიუხედავად, რომ ბინას ფართი ემატება, მისი...

სრული საოპერაციო ციკლი – ერთ სტრუქტურულ რგოლში

ძალიან ხშირად პროცესი გადანაწილებულია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებზე. მაგალითად , განვიხილოთ წარმოების პროცესი – ერთი პროდუქტის იდეაზე იღებს გადაწყვეტილებას, მეორე შესყიდვებს და მარაგებს მართავს, მესამე ამ პროდუქტს აწარმოებს, სხვა მიმართულება კი მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ დროს ძალიან ცხადი ამოცანები აქვთ მიმართულებებს და ხდება ადამიანებში კონკრეტული კომპეტენციების დაგროვება....

პასუხისმგებლობის, ძალაუფლებისა და ფუნქციების განაწილების ხუთი მთავარი ეფექტი

ის, თუ როგორ არის ორგანიზაციაში განაწილებული პასუხისმგებლობები, ძალაუფლება და ფუნქციები, განაპირობებს ხუთ ძირითად ეფექტს: 1. რა საკითხებზე ხარჯავს მენეჯმენტი ყურადღებას და დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში; 2. რამდენად გამართულად და უწყვეტად მიმდინარეობს ორგანიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები; 3. რამდენად იყენებს ორგანიზაცია მენეჯმენტის და ძირითადი თანამშრომლების უნარებს და შესაძლებლო...

რეორგანიზაცია წარმატებისთვის და არა კრიზისიდან გამოსასვლელად

რატომღაც მიღებულია, როდესაც ორგანიზაცია რეორგანიზაციას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ მას რაღაც სერიოზული პრობლემები აქვს. სინამდვილეში ორგანიზაციული ცვლილებები და მათ შორის არსებითი სტრუქტურული ცვლილებები სწორედ იმიტომ უნდა ხდებოდეს, რომ მნიშვნელოვანი ორგანიზაციული კრიზისი და დანაკარგები ავირიდოთ თავიდან. ამას წინათ ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ კომპანიაში დავასრულეთ სტრუქტურის რედიზაინის პროექტი...

დებულებების მომზადება

რამდენად სწორად და კარგად არის დებულება მომზადებული, რამდენად ცხადად ასახავს ის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან კონკრეტული პოზიციის მიზანს, ამოცანებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობებს, რამდენად ეს გადაწყვეტილებები თანხვედრაშია ერთმანეთთან და სხვა პოზიციების და ქვედანაყოფების აღწერებთან, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას. დებულებების მომზადებისას რამდენიმე მნიშვნე...

რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ხელმძღვანელს ორგანიგრამა

რაც უფრო ახლოს, გამოსაჩენ ადგილას ექნება ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავისი ორგანიზაციის სტრუქტურის ამსახველი დიაგრამა, მით უფრო მეტი შანსია, დაუკვირდეს სტრუქტურაში ჩადებულ ან მისაღებ გადაწყვეტილებებს, შეაფასოს რამდენად ასახავს ეს სტრუქტურა ორგანიზაციის პრიორიტეტებს და რამდენად ეხმარება ის მიზნების განხორციელებაში.   ბევრ ორგანიზაციას შევხვედრილვართ საქართველოში, მათ შორის არც თუ ის...

დესტრუქციული წევრები კომიტეტზე

თათბირებისა და კომიტეტების მონაწილეთა შორის ხშირად გვხვდებიან დესტრუქციული წევრები. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანოს მსჯელობა, არგუმენტირება და საუბარი გადაიყვანოს ცხარე კამათში, შეუძლებელი გახადონ გადაწყვეტილების მიღება ან გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა. კომიტეტის ლიდერმა არ უნდა დაუშვას ასეთი წევრის მიერ შეხვედრის ჩაშლა და დროულად უნდა იმოქმედოს, რათა სხვებს...

ამოცანებზე თუ ფუნქციებზე აგებული სტრუქტურები

ის ორგანიზაციები, რომლებშიც ქვედანაყოფებს შორის ამოცანებია გადანაწილებული და არა ფუნქციები, გაცილებით უფრო ინიციატივიანი და დინამიურებია.   თუ ქვედანაყოფს აქვს კონკრეტული ამოცანა, მას ემსახურება (მაგ.: კლიენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა) და არ აქვს უბრალოდ ფუნქცია (მაგ.: კლიენტების მომსახურება), გაცილებით უფრო შემოქმედებითად უდგება საქმეს, იდეებიც ბევრი უჩნდება და შესაძლებლობებს...

შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება

რეგულარულად მოქმედი კოლეგიალური რგოლები საუკეთესო ინსტრუმენტია შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებისათვის. მაგ., თუ დირექტორატი ყოველი თვის ბოლო შეხვედრას უთმობს პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებაზე მიმართული იდეების მოსმენასა და განხილვას, და სტრუქტურაში არსებობს რგოლები, რომლებსაც ამ იდეების მომზადება ევალებათ, ეს ამ მიმართულებებით ორგანიზაციის განვითრების პროცესს აქცევს მუდმივს....

როდესაც სტრუქტურა აფერხებს მნიშვნელოვან პროცესებს

ხშირად ხდება ისე, რომ ორგანიზაციისათვის მნიშნელოვანი რაიმე პროცესის შემადგენელი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია გამორჩენილია სტრუქტურაში. ანუ არავინაა, ვინც კონკრეტულად ამ ფუნქციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს ამ პროცესში შეფერხებებს, მის არასწორ ან უსისტემო დინებას და, აქედან გამომდინარე, ბევრ უარყოფით შედეგს იწვევს. იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა სტრუქტურის დიზაინერმა კ...

ქვედანაყოფის გაუმართლებლად მაღალი სტატუსი

როდესაც სამსახურს ისეთ მაღალ სტატუსს ვანიჭებთ სტრუქტურაში, რომელიც მას არ სჭირდება, ამით მნიშვნელოვან პრობლემებს ვუქმნით თვით ამ ქვედანაყოფსაც და ყველას, ვისაც მასთან მუშაობა და ურთიერთობა უწევს.   როდესაც რომელიმე სამსახურს პირდაპირ ვუქვემდებარებთ ორგანიზაციის პირველ პირს მაშინ, როდესაც ძალიან არსებითი აუცილებლობა არ არის, ამით ხელს ვუწყობთ ბიუროკრატიის ზრდას ამ სამსახურის მხრიდა...

ინტერესთა კონფლიქტებით მიღებული სარგებელი

ინტერესთა კონფლიქტები, ორგანიზაციას ზრდის და განვითარების კარგ საშუალებას აძლევს. კონფლიქტური მხარეები, პარალელურ რეჟიმში, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, ბუნებრივად აკონტროლებენ ერთმანეთს და აიძულებენ უკეთესად იმუშაონ. ამასთან, მეტი სასარგებლო ინფორმაცია ამოდის მენეჯმენტის დონეზე და შესაბამისად უფრო სწრაფად და უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება შესაძლებელი. სტრუქტურა...

მხოლოდ ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზით

იმისთვის, ვისაც ამ მიმართულებით ბევრი არ უფიქრია და უმუშავია, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რამდენი პრობლემები და სირთულეებია ორგანიზაციაში, ამასთან რამდენი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზით, დამატებითი შეხვედრებისა და დოკუმენტების კითხვის გარეშე. პრობლემები, რომლებიც ასეთი ანალიზის შედეგად ხდება თვალსაჩინო, ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობ...

კონტროლი და თავისუფლება

შესაძლოა ცხოვრებაში ასე არც არის, მაგრამ ორგანიზაციებში თანამშრომელთა თავისუფლების ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ კვალიფიციური და კარგად აწყობილი კონტროლის სისტემა იძლევა. თუ ორგანიზაცია ვერ ახერხებს კარგად აწყობილი წინასწარი, მიმდინარე თუ შემდგომი კონტროლის მექანიზმებით ეფექტურად აკონტროლოს რისკები, რომლებიც თანამშრომლებისთვის მეტი თავისუფლების მისანიჭებლად იქმნება, მაშინ ის ვერ...

რატომ არის რთული რეორგანიზაცია?

სრულიად ახალი სტრუქტურის და ორგანიზაციის შექმნა, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. ასეთ დროს გამოდიხარ არსებული რეალობიდან. ეს გადაწყვეტილებების მიღებას გაცილებით ამარტივებს, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია ხარისხიანად ვეღარ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, ანუ სახლი აღარ არის საკმარისი არსებული ოჯახისათვის, მაშინ იწყება პრობლემები.ასეთ დროს ხელოვნურად იწყებენ ახალი სტრუქტურების შექმნას, რომელიც ო...

ბევრი პრობლემის სათავე

ორგანიზაციული სტრუქტურების ფორმირების სფეროში მუშაობის თითქმის 15 წლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, თუ რამდენი რთული ორგანიზაციული პრობლემის, დაკარგული დროითი, ფულადი, საკადრო და ემოციური რესურსის, ხელიდან გაშვებული საუკეთესო შესაძლებლობების მიზეზი შეიძლება გახდეს სტრუქტურულ მოწყობაში დაშვებული შეცდომები.   მეორე მხრივ, ცხადია, რამდენად დიდი შეიძლება იყოს წარმატება, რომელსაც სწორად ...

როდესაც პირველ პირს ბევრი სამსახური ექვემდებარება პირადად

როდესაც ხელმძღვანელს პირადად ექვემდებარება ბევრი სამსახური და მიმართულება (8-9, ან კიდევ უფრო მეტი), ამას ძალიან ცუდი ეფექტი აქვს ორგანიზაციის საქმიანობაზე და საქმიანობის შედეგებზეც.   პირველ რიგში, ეს იწვევს პირველი პირის ჩართულობას ძალიან ბევრ მიმდინარე საკითხში და მისი დრო იხარჯება ისეთ ტექნიკურ თემებზე, რაზეც პირველი პირი დროს არ უნდა ხარჯავდეს. ავტომატურად, მცირდება ხელმძღვა...

ორგანიზაციის ინერტულობის სამი მიზეზი

ორგანიზაცია სიცოცხლის ნიშნებს არ იძლევა მაშინ, როდესაც ხელმძღვანელებს თვითონ უწევთ ყველაფერზე ფიქრი და ზრუნვა, როდესაც მათგან წამოსულ ინიციატივებს და დავალებებს ქვედა რგოლების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა ხვდება. გარდა ამისა, როდესაც ხელმძღვანელი გრძნობს, რომ მისი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულები ორგანიზმის მკვდარ, უფუნქციო სხეულებად ქცეულან. ყოველივეს, როგორც წესი, სამი ძირითადი მიზეზი ...

ძალაუფლების კონცენტრაციის ორი ცენტრი

იმ ორგანიზაციებში, სადაც პირველი პირის გარდა კიდევ არსებობს ძალაუფლების კონცენტრაციის სხვა განსაკუთრებულად ძლიერი ცენტრი, მაგალითად, მოადგილე, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის დიდ ნაწილზე არის პასუხისმგებელი, ყოველთვის იქმნება მართვის პრობლემა განსაკუთრებით ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირების სახით. ეს, საბოლოოდ, ორგანიზაციას ბევრ რამეს აკარგვინებს და ხდება მაშინაც, როდესაც ეს ადამიანები...

როდესაც ორგანიზაციაში იდეები ზემოდან ქვემოთ მოდის

ორგანიზაციების დიდ ნაწილში სამწუხაროდ ისეა აგებული  სტრუქტურა და პროცესები,ისეა განაწილებული როლები და პასუხისმგებლობები, რომ ახალ იდეებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ძირითადად, ხელმძღვანელებს უწევთ ფიქრი. სწორედ ისინი გვევლინებიან იდეების მთავარ წყაროდ და მერე ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ თანამშრომლებზე ზემოქმედებაზე, რათა საკუთარი იდეები ცხოვრებაში განხორციელდეს. ამას ორგანიზაციისათვ...

ორგანიზაციაში ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს

ხშირად ორგანიზაციებში არ ასხვავებენ ერთამენეთისგან, თუ ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს. სინამდვილეში ეს ორი საკითხი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის განაწილებული ორგანიზაციაში როგორც ერთი, ისე მეორე. ვის რაზე აკისრია პასუხისმგებლობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ რა საკითხზე ფიქრობს. თუმცა, ფუნქციებით, შესაძლოა, იმავე ფუნქციებს, რაზეც ერთნი ფი...

სტრუქტურაში ტოპ-გუნდზე ამოცანების გადანაწილება

სტრუქტურების მოწყობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. გთავაზობთ შემდეგ მიდგომას  ეფექტიანი დიზაინის შესაქმნელად: ძალიან ცხადად და კარგად გაიაზრეთ ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი და პრიორიტეტული ამოცანები და გადაანაწილეთ ის ტოპ-მენეჯმენტის წევრებზე. ამასთან, დაუქვემდებარეთ ის რგოლები, რომლებიც აუცილებელია მათი ამოცანების განსახორციელებლად. ასეთი ორგანიზაციები რესურსებს გაცილებით ეფექტიანად...

დასახელება – მთავარი დავალება ქვედანაყოფისთვის

ქვედანაყოფისთვის მთავარი დავალებაა ის, რაც მის დასახელებაში წერია და ცხადად იკითხება. თუ დასახელება ცხადია, ქვედანაყოფიც იმის მიხედვით ცხადად მოქმედებს, თუ დასახელება ზოგადი და ბუნდოვანია, შესაბამისად გაუგებრად მუშაობს სამსახურიც, მიუხედავად იმისა რამდენად დეტალურად არის მის დებულებაში ყველაფერი გაწერილი. თუ სამსახურის დასახელება ფორმულირებულია როგორც ფუნქცია, სამსახური ბევრად უფრო ინერ...

სტრუქტურები და საერთაშორისო პრაქტიკა

როდესაც სტრუქტურებს ვაკეთებთ, ბევრი კომპანიის მენეჯმენტი ინტერესდება საზღვარგარეთის პრაქტიკით – რას ეყრდნობა ჩვენი მოსაზრება და თუ არსებობს მსგავსი სტრუქტურები. მართლაც, იქნებ გაცილებით მარტივია რომელიმე წარმატებული მსგავსი კომპანიის სტრუქტურის კოპირება, ასე ხომ თითოეულ კომპანიას ექნებოდა გამოცდილი და წარმატებული სტრუქტურა. რეალობა გაცილებით რთულია. ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე ...

თანამშრომლების ტერიტორიული განლაგების მნიშვნელობა

პროცესების მიმდინარეობას შეიძლება დაეხმაროს ან ხელი შეუშალოს თანამშრომელთა განლაგებამ. ზოგადად პრაქტიკაში მიღებულია ერთი დეპარტამენტის, სამსახურის, მიმართულების თანამშრომლების ერთად განლაგება. ეს მართლაც საჭიროა, მათ შორის კომუნიკაციის აუცილებლობიდან გამომდინარე. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გაუმჯობესება განსხვავებული დეპარტამენტების თანამშრომლებს შორის...