GEO ENG
GEO ENG

“თუ დამავალე, მაცალე კიდეც”

ხშირად ხელმძღვანელები თანამშრომლებს რაღაცა მნიშვნელოვანს ვავალებთ, მაგრამ იმის გაკეთებაში დიდ მონაწილეობას მაინც ჩვენ ვიღებთ. იმის არგუმენტით, რომ გვინდა ძალიან კარგად გამოვიდეს, რამე შეცდომა არ დაუშვას, რამე არ გააფუჭოს. შედეგი შეიძლება ერთი შეხედვით იყოს კარგი, მაგრამ ეგ იქნება ერთჯერადად, იმ კონკრეტულ შემთხვევაში და სხვა დროსაც ჩვენ ამგვარ ჩართვას მოითხოვს.

 

რაც არ უნდა გვექავებოდეს ხელები, რომ იმ კონკრეტული დავალების გადაჭრის ჩვენი მოსაზრება ვუთხრათ, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის, და ვთვლიდეთ რომ თავზე დაგვექცევა, ჯობია, ვაცალოთ იმ ადამიანს ამის გაკეთება. მოთმინებით დაველოდოთ. თუ რამეს გვკითხავს, ჩვენი აზრი ვუთხრათ, მაგრამ ჩვენი ინიციატივით ნუ შევუცვლით მიმართულებას.

 

ამგვარად, ის ადამიანი თავისით იმ მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას თუ ვერ ისწავლის, იმას მაინც გავიგებთ რა პოტენციალი აქვს რეალურად და რა იმედები შეიძლება დავამყაროთ მასზე. ვიდრე ჩვენს იმედად იყოს მუდმივად მსგავსი მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება.