GEO ENG
GEO ENG

ხარისხის მართვის ოფიცრები კლიენტების კმაყოფილების გასაზრდელად

ვფიქრობთ სუპერმარკეტების ქსელებისთვის კლიენტების კმაყოფილების გაზრდის კარგი შესაძლებლობაა ხარისხის მართვის ოფიცრების სისტემის შემოღება.

 

ამისთვის საჭიროა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოკითხვა ჩაატაროს თანამშრომლებში საუკეთესო იდეებზე _ რა შეიძლება გაკეთდეს კლიენტების კმაყოფილების გასაზრედელად. მონაწილეებს შორის გამოარჩიოს ყველაზე კრეატიული და მონდომებული თანამშრომლები, დანიშნოს ისინი ხარისხი მართვის ოფიცრებად. სასურველია შერჩეულ ოფიცრებს დამატებით ჩაუტარდეთ ტრენინგები იმ მიდგომების სწავლებაზე, რომელსაც კლიენტებთან საურთიერთობოდ, მათი კმაყოფილების დასადგენად გამოიყენებენ.

ხარისხის მართვის ოფიცრები ყოვლთვიურად უნდა იკრიბებოდნენ და მუშაობის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი შემთხვევების, მათ მიერ მოფიქრებული იდეების გაზიარებას ახდენდნენ. მოკლედ, იდეები ყოველთვიურად უნდა იყრიდეს თავს, მათი გადარჩევა ხდებოდეს და საუკეთესოების განხორციელება თანმიმდევრულად, ოფიცრების მონაწილეობით, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება.

 

ამგვარად, ჩამოყალიბებული სისტემა კომპანიას საინტერესო იდეების თავმოყრის საშუალებას მისცემს როგორც მომხმარებლებიდან, ასევე კომპანიის თანამშრომლებიდან. ეს საგრძნობლად გაზრდიდა მომსახურების ხარისხსა და კლიენტების კეთილგანწყობას, მეორეს მხრივ თანამშრომლებს უფრო მეტად ლოიალურს გახდიდა კომპანიის მიმართ, მათი თანამონაწილეობით რომ იზრდება კომპანიის ღირებულება.