GEO ENG
GEO ENG

ქართული პროდუქცია ქართველი ემიგრანტებისთვის

ჩვენი აზრით, თუ კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი კომპანია თავისი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართველები მასობრივად ცხოვრობენ, ამით ეს კომპანია თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას შეძლებდა.

 

ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის გაყიდვები შეიძლება გახდეს სტაბილური შემოსავლის წყარო. უცხოეთში მყოფი ქართველები, რომლებიც მონატრებულნი არიან ქართულ პროდუქციას, უპირატესობას სწორედ ექსპორტირებულ ქართულ ნაწარმს მიანიჭებენ და არა იქაურ პროდუქციას. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ნაწარმი მაღალი ხარისხის იქნება.

 

საწყის ეტაპზე კარგი იქნებოდა, მსგავსი პროფილის კომპანიებს გამოეკვლიათ ის ქვეყნები და ადგილები, სადაც ქართველები მეტ–ნაკლებად ერთად სახლობენ, ეზრუნათ იმ ქვეყნის მიერ დაწესებული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე და შემდგომ პროდუქციის ექსპორტზე.

 

ამ გზით კომპანია უცხოეთში მყოფი ქართველების ქართული ნაწარმით განებივრებას შეძლებდა, შედეგად _ გაყიდვების დივერსიფიცირებას და მოცულობის საგრძნობლად გაზრდას