GEO ENG
GEO ENG

ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურები

როცა ადამიანებს ორგანიზაციაში არაფორმალური ძალაუფლება აქვთ მოპოვებული მათი კავშირებიდან, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე პირადი გავლენიდან ან სხვა პიროვნული მომენტებიდან გამომდინარე, და რომელიც ძალიან განსხვავდება მათი ფორმალური ძალაუფლებისგან, ან ისეთი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომელიც მათ სამსახურებრივად არანაირად არ ეხებათ, ქმნის განსხვავებას ფორმალურ და არაფორმალურ სტრუქტურებს შორის. რაც უფრო დიდია განსხვავება, მით უფრო დიდია გაუგებრობები მართვაში, დემოტივაცია ადამიანებში და წინაპირობა ორგანიზაციულ ქაოსში გადასასვლელად.

 

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს განსხვავებას ფორმალურ და არაფორმალურ სტრუქტურებს შორის. იგი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, მოიყვანოს ისინი შესაბამისობაში ერთმანეთთან, რისთვისაც, ძირითადად, სათანადო საკადრო გადაადგილებას, როტაციას, დაწინაურებას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაქვეითებას, ან გათავისუფლებასაც კი უნდა იყენებდეს.

 

სხვა შემთხვევაში არაფორმალური გავლენის სფეროებს, არაფორმალურ პასუხისმგებლობას ორგანიზაციის დანგრევა შეუძლია, ვინაიდან არაფორმალური ლიდერების არსებობა ფორმალური ლიდერების დემორალიზაციას იწვევს. მენეჯმენტში პრობლემებს კი ყველაზე სწრაფად შეუძლია დანარჩენი ორგანიზაციის დემორალიზაცია და დეზორგანიზაცია გამოიწვიოს.