GEO ENG
GEO ENG

უფრო კომფორტული ინტერნეტი – როგორ შეუძლიათ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს აბონენტების რაოდენობისა და კმაყოფილების ზრდა

ვფიქრობთ, შეიძლება, ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიისათვის მომგებიანი და აბონენტებისთვის საინტრესო იყოს 24 საათიანი ინტერნეტ პაკეტების შემოღება. იხდი მობილურით რაღაც X თანხას და 24 საათის განმავლობაში ჩაგერთვება შენთვის სასურველი სიჩქარის ინტერნეტი. მაგალითად, თუ უბრალოდ გინდა მეილების შემოწმება, ჩართავ 1 ლარიან პაკეტს, თუ გინდა უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ფილმების ან სხვა რამის გადმოწერა, აირჩევ 3 ლარიან პაკეტს, თუ კიდევ უფრო ჩქარი 5 ლარიანს და ა.შ.

 

ანუ შენ ყიდულობ ინტერნეტს 24 საათის განმავლობაში და არა ერთი თვით. ეს პაკეტი ძალიან მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანებისათვის, ვინც ყოველდღე არ სარგებლობს ინტერნეტით. მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჩართონ ინტერნეტი, როცა დასჭირდებათ და ისეთი სიჩქარის, რაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდებათ. მათ არ მოუწევთ ყოველთვე ტყუილად 30, 60 ლარის გადახდა იმის მიუხედავად, სარგებლობენ ინტერნეტით თუ არა.

 

აქ, უბრალოდ, მნიშვნელოვანია ფასების ისე დასმა, რომ ინტერნეტის აქტიურ მომხმარებლებს (ვინც თითქმის ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით) არ უღირდეთ 24 საათიანი პაკეტების შეძენა. საბლოო ჯამში ეს უნდა ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე ერთთვიანი პაკეტი. მაგალითად, 30 ლარიანი პაკეტის სიჩქარის ინტერნეტი, 24 საათის განმავლობაში, უნდა ღირდეს 1 ლარზე მეტი, სიტყვაზე 2 ლარი. 24 საათიანი ინტერნეტ პაკეტები საინტერესო უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, ვინც კვირაში ერთხელ ან ორჯერ სარგებლობს ინტერნეტით.