GEO ENG
GEO ENG

უკუკავშირის მიღების ერთი გზა

როცა ჩვენი უშუალო ან არაუშუალოდ დაქვემდებარებული ხელმძღვანელისგან გვსურს უკუკავშირის მიღება ჩვენს საქმიანობაზე და ამის ფორმალიზებული ფორმა არ არსებობს ორგანიზაციაში, ან არსებული არ გვაკმაყოფილებს, ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან ქმედითი გზაა ვთხოვოთ, მივწეროთ მას, რომ გამოყოს მცირე დრო ჩვენთვის, როცა ამის საშუალება ექნება და მოგვწეროს:

 

3 რამ, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს ჩვენს მუშაობაში, მიდგომებში, ქცევებში, სხვებთან ურთიერთობებში, ის რაც უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ორგანიზაციის უკეთესი თანამშრომლები გავხდეთ და

3 რამ, რაც ყველაზე მეტად მოსწონს, რაც უნდა შევინარჩუნოთ იმავე მიზნის მიღწევისთვის.

კონკრეტული რიცხვის მიწერა კარგია, ადრესატს უკეთ კონცენტრირების საშუალებას აძლევს და ყველაზე მნიშვნელოვანზე აკეთებინებს აქცენტს. სამი კი ამისთვის ოპტიმალური რიცხვია.

 

წერილობით მიწერის უპირატესობა კი ისაა, რომ ხელმძღვანელს ამაზე დაფიქრების საშუალებას ვაძლევთ, სათქმელის წერილობითი ფორმით ჩამოყლიბებისას, როგორც წესი, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ სიტყვებს, წინადადებების შინაარსს, როგორ გადმოვცემთ და, რაც მთავარია, ჩვენთვის ძალიან საჭირო და ღირებული რჩევები გვრჩება წერილობითი ფორმით.

 

თუ მოწერილი პუნქტებიდან ამოვკრეფთ ყველაზე ღერძულ სიტყვებს, გავიკრავთ სამუშაო მაგიდაზე თვალსაჩინო ადგილას და პერიოდულად შევცვლით, ახალ, სხვა ფერის ფურცელზე გადავწერთ და ისევ გავიკრავთ, დაგვეხმარება, რომ ყოველდღიურად, ჩვენს მოქმედებებში დავიწყოთ კარგი ცვლილებების განხორციელება.