GEO ENG
GEO ENG

ტელევიზია ხალხის დასაქმების სამსახურში

თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს ისეთი ტიპის გადაცემას მათთვის, ვინც ეძებს სამსახურს , მაგრამ არ მიუწვდება ხელი ინტერნეტ დასაქმების საიტებზე, მეორეს მხრივ კომპანიებსაც მისცემს საშუალებას ფართო აუდიტორიის წინაშე გააკეთოს ვაკანსიის მოკლე პრეზენტაცია, ვფიქრობთ, ასეთი გადაცემა შეიძლება ძალიან საჭირო და რეიტინგული გახდეს. ამ გადაცემაში გაცხადდება, როგორც დაბალი და საშუალო პოზიციების, ასევე მაღალი პოზიციების ვაკანსიები, რაც მთავარია, რჩევები და რეკომენდაციები დასაქმების მაძიებლებისთვის. ორგანიზაციები მოტივირებულნი იქნებიან განაცხადონ მათი ვაკანსია გადაცემაში მოწვეული კომპანიის წარმომადგენლის საშუალებით, მეორეს მხრივ ადამიანებს ექნებათ საშუალება გაიგონ დაწვრილებით სამუშაოს მოთხოვნების და გამოხაურების შესახებ, ამასთან მიიღონ სამსახურთან დაკავშირებული ყველანაირი რჩევა. არსებობდა მსგავსი ტიპის გადაცემა “კომუნიკატორი”, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა და ბევრს ეხმარებოდა დასაქმებაში.