GEO ENG
GEO ENG

საინტერესო იდეა ტელეკომპანიებს – არხის მიყიდვა საკაბელო ტელევიზიისთვის

სატელევიზიო მაუწყებლებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ საკაბელო ტელევიზიებისთვის გააკეთონ სხვადასხვა სეგმენტსა თუ თემატიკაზე მორგებული არხები და მიჰყიდონ მათ.

 

ამ არხებზე გავა მაღალი ხარისხის, მაყურებლისთვის ღირებული გადაცემები რეკლამების გარეშე. შემოსავალს მაუწყებლობა მიიღებს იმ აბონენტებისგან, ვინც საკაბელო არხის მომხმარებელი იქნება.

 

ჩვენი აზრით, ამ არხებით ბევრი ისარგებლებს, მითუმეტეს თუ მაუწყებლები და საკაბელო ტელევიზიები მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ მაყურებლებს. გარდა ამისა საკაბელო არხები წაახალისებს ტელევიზიებთან არსებულ სხვადასხვა სტუდიებს, გააკეთონ მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი, მოთხოვნადი გადაცემები და დამოუკიდებლად მიჰყიდონ საკაბელო ტელევიზიას.