GEO ENG
GEO ENG

საინტერესო გადაცემის იდეა სატელევიზიო მაუწყებლებისთვის

ვფიქრობთ, ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი რომელიმე სატელევიზიო კომპანია გააკეთებდა გადაცემას, სადაც კომპეტენტური ადამიანი მაყურებლებს კომპიუტერული პროგრამებისა და ზოგადად კომიუტერის მოხმარების შესწავლაში დაეხმარებოდა.

 

 

ხანშიშესული ადამიანებისათვის (და არამარტო), რომლებსაც კომპიუტერი აქვთ სახლში, თუმცა მოხმარება არ იციან კარგად, ზოგჯერ უხერხულია სხვა შეაწუხონ უამრავი კითხვებით – რა ოპერაცია როგორ გააკეთონ. მოუხერხებლობის თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი სპეციალურ კურსებზეც ვერ დადიან, თუმცა აინტერესებთ და ცოდნის შემთხვევაში სასარგებლოდ გამოიყენებდნენ.

 

ასეთი ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუკი სატელევიზიო გადაცემის საშუალებით მოახერხებდნენ ამის შესწავლას, მათ შორის მარტივი ოპერაციების შესრულება, საოფისე პროგრამების შესწავლა, სხვადასხვა ე.წ. მესინჯერის გამოყენება და ა.შ. გარდა ამისა ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა, თუკი მომხმარებელს იმის საშუალება ექნებოდა, რომ პირდაპირ ეთერში დაესვა შეკითხვა, როცა რაღაც ოპერაციას ვერ ასრულებს და წამყვანს იქვე, ეჩვენებინა კომპიუტერში როგორ კეთდება.

 

ვფიქრობთ, ეს გადაცემა დიდ კმაყოფილებას გამოიწვევს და ბევრი მაყურებელი ეყოლება. ის დაეხმარებოდა როგორც დამწყებებს, ასევე უკვე გათვითცნობიერებულებსაც ცოდნის გაღრმავებაში.