GEO ENG
GEO ENG

სადაზღვევო კომპანიები სკოლის მასწავლებლების სამსახურში

ვფიქრობთ, იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელთაც საკუთარი კლინიკები აქვთ, კარგი შესაძლებლობაა სკოლებში მასწავლებელთა უფასო გამოკვლევების ჩატარება. ამით კომპანიისადმი კმაყოფილება და ნდობა გაიზრდება.

 

ამისთვის, მათშეუძლიათ მოელაპარაკონ საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს, რომ სკოლის ტერიტორიაზე რამოდენიმე დღის განმავლობაში, უფასოდ შესთავაზებენ მასწავლებლებს გამოკვლევებს, მისცემენ რჩევებს, რეცეპტებს და ა.შ.

 

ამით სადაზღვევო კომპანიები რიგებში დგომის პრობლემას გადაჭრიან და ლოკალურად გაუწევენ მომსახურებას მასწავლებლებს. ამით ისინი არსებული და პოტენციური კლიენტების ლოიალურად განწყობას შეძლებენ, აგრძნობინებენ, რომ კომპანია ზრუნავს მათზე.

 

საწყის ეტაპზე სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება დახარჯოს რესურსი ამ გამოკვლევების ჩატარებაზე, თუმცა, საკმაოდ მოკლე ვადაში, უფრო მეტ მოგებას ნახავს კმაყოფილი და მომატებული კლიენტების სახით.