GEO ENG
GEO ENG

რომელი მთავარი ამოცანები უნდა გადაჭრას დღეს ქართულმა ტელევიზიებმა

სამი მთავარი ამოცანა, რომელიც ამჟამად ქართლი ტელეკომპანიების წინაშე დგას:

ა) ადგილობროვი სატელევიზიო პროდუქციის გაფართოვების ხელშეწყობა;

ბ) ინტერნეტგვერდებისა და მაუწყებლობის აქტიური განვითარება;

გ) მაყურებლის უფრო აქტიური ჩართვა სატელევიზიო პროდუქციის ხარისხის და ასორტიმენტის გაუმჯობესებას.

 

ტელევიზია, რომელიც უკეთ შეძლებს ამ ამოცანების გადაწყვეტას, მაყურებელსაც უფრო აქტიურად მიიზიდავს, სარეკლამო დროსაც გაზრდის და შესაბამისად, რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებულ შემოსავლებსაც.

 

ქართული ტელევიზიის მთავარი პრობლემა დღეს ადგილობროვი პროდუქციის სიმცირე (მხოლოდ საღამოს საათებში) და დაბალი ხარისხია. სტუდიების რაოდენობა, რომლებიც ადგილობრივ პროდუქციას აწარმოებენ ძალიან მცირეა და ისინი საღამოს ეთერის დატვირთავსაც ვერ ახერხებენ. კომპანია, რომელიც შეძლებს უფრო აქტიურად დააფინანსოს ადგილობრივ თემებზე, პრობლემებზე მომზადებული გადაცემების წარმოება, უფრო მეტ მაყურებელს მოიზიდავს.

 

თუმცა ამ ამოცანის გადაწყვეტა არ იქნება საკმარისად შედეგიანი, თუ ტელევიზიები ინტერნეტ მიმართულების განვითარებას სათანადო ყურადღებას არ დაუთმობენ. დიდია იმ აუდიტორიის არეალი, ვისთვისაც დღის საათებში კომპიუტერით უფრო მოსახერხებელია მათთვის საინტერესო თემებზე მომზადებული გადაცემების ნახვა. ეს სეგმენტი სულ უფრო იზრდება და მათი ათვისებისთვის ინტერნეტ მაუწყებლობის, ტელევიზიის ინტერენეტ გვერდების განვითარება, მათი რეკლამირება და შემოსვლების სტიმულირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყოველივე ამას ქართული არხები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ.

 

და მესამე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მაყურებლის აქტიური ჩართვა ასორტიმეტის განვითარების საკითხში. ტელევიზიები თვითონ ცდილობენ გამოიცნონ, რა გადაცემები იქნება საინტერესო მაყურებლისთვის, ან ამ არჩევანს, ძირითადად, საკუთარი გემოვნებით აკეთებენ. გაშვებული ფორმატების განვითარება კი, ფაქტიურად, მთელი წლის განმავლობაში აღარ ხდება, რაც რეიტინგის კლებას და მაყურებლების კარგვას იწვევს. მნიშვნელოვანია აქტიური უკუკავშირი მომხმარებელთან, რისთვისაც ისევ და ისევ ინტერნეტ საიტები, სატელეფონო და წერილობითი გამოკითხვები უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ინტერაქტიულობის გაზრდა ამჟამად გადაცემების მიმართ ინტერესსაც მნიშვნელოვნად ზრდის.