GEO ENG
GEO ENG

როდესაც ხელმძღვანელები იმას აკეთებენ, რაც მათ არ უნდა აკეთონ

ხელმძღვანელები, რომლებიც იმას აკეთებენ, რასაც თვითონ არ უნდა აკეთებდნენ და რასაც დაქვემდებარებულებს უნდა აკეთებინებდნენ წესით, ამით როგორც ამ დაქვემდებარებულების, ისე საკუთარი და მთლიანად ორგანიზაციის განვითარებას სერიოზულად აფერხებენ.

 

სამწუხაროდ ძალიან ბევრი როგორც მაღალი, ისე საშუალო რგოლის ხელმძღვანელი, იმ მოტივით, რომ თითქოს ამდენი დრო არ აქვს და ურჩევნია სწრაფად თვითონ გააკეთოს რაღაც ისეთი საქმეების კეთებით არის დაკავებული, რისი გაკეთებაც მის გუნდში სხვებსაც შეუძლიათ.

ხშირად ნახავთ, როდესაც მაგალითად ხელმძღვანელი დაიბარებს თანამშრომელს, რომელსაც რაღაც გარკვეული მიმართულება აბარია და დეტალურ მითითებებს აძლევს რა და როგორ უნდა გააკეთოს. ასევე ხშირად ნახავთ, როდესაც რომელიმე ერთეულის ხელმძღვანელი თვითონ პირადად ასრულებს უფრო ზედა დონის ხელმძღვანელისგან წამოსულ დავალებას, ისეთს, რომლის გაკეთებაც მის გუნდში სხვებსაც შეუძლიათ და მათ კი ან საერთოდ არ რთავს ამ სამუშაოში ან ძალიან ტექნიკურ და რუტინულ საქმეს ავალებს.

ეს ხელმძღვანელები ამ დროს ფიქრობენ, რომ ასე უფრო სწრაფად და უფრო კარგად გაკეთდება საქმე და ამასთან საკუთარ უნარებს და მნიშვნელობასაც უფრო კარგად წარმოაჩენენ. 

არადა ერთხელ სამუშაოში თანამშრომლის ჩართვის გამო დროში გაწელილი და თუნდაც ოდნავ ცუდად გაკეთებული საქმე ხვალ მთლიანი გუნდისთვის უფრო მეტი და უფრო კარგად გაკეთებული საქმის წინაპირობა გახდება.

ხოლო ასეთი ქცევით კი, ადამიანების უნარების და შესაძლებლობების გამოყენება ვერ ხდება, ვერც დაქვემდებარებულები ვითარდებიან და ვეღარც თვითონ ეს ხელმძღვანელები.