GEO ENG
GEO ENG

როგორ შეძლებენ ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები ნედლი ქათმის ბაზარზე სწრაფად დამკვიდრებას

ქათმის ხორცის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები ადვილად შეძლებენ წარმოების გაზრდას და ნედლი (გაუყინავი) ხორცის ბაზარზე დამკვიდრებას, თუ ასეთი სქემით იმოქმედებენ:

 

 

 

• უარს იტყვიან ტრადიციულ მიდგომაზე, კონკრეტულად ქათმის საკუთარი რესურსებით გაზრდაზე და ამ საქმეს, გარკვეული საკომისიოს ფასად, წვრილ ფერმერებს მიანდობენ;

 

• უზრუნველყოფენ წვრილ ფერმერებს წიწილით, კომბინირებული საკვებით, ვაქცინებით და საკონსულტაციო მომსახურებით;

 

• დაალაგებენ ფერმერებიდან ცოცხალი ქათმის ტრანსპორტირების ლოგისტიკას;

 

• ძირითად ენერგიას და რესურსებს გამოიყენებენ ხორცის გადამუშავებაზე, სასაქონლო სახის მიცემაზე, ბრენდის განვითარებასა და რეალიზაციაზე;

 

 

ასეთი სქემა საკმაოდ კარგადაა აპრობირებული იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია მეფრინველეობა.