GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია “საქცემენტს” საცალო ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავება

უამრავ ოჯახს სჭირდება ჩამონგრეული ნალესის პატარა მონაკვეთის შელესვა, სხვადასხვა სანტექნიკური გაყვანილობების დაზიანების და გამოცვლის შემთხვევაში სიცარიელის ამოვსება და ა.შ. ამას რა თქმა უნდა, ცემენტი სჭირდება. ცემენტის ორმოცდაათკილოგრამიანი პარკები, რომლებიც დღეს საცალო ბაზარზე იყიდება, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და ზედმეტი, გამოყენების შემდეგ კი მომხმარებელმს დარჩენილი ცემენტის გადაყრა უწევს. 

 

ასეთ დროს ორმაგად მომგებიანი იქნება, თუ “საქცემენტი” გამოუშვებს 25 და 10 კილოგრამიან ცემენტის პარკებს. თუ 50 კილოგრამიანი პარკის ფასი საცალო ბაზარზე 10-დან 15 ლარამდეა, ასეთი პარკების შესაბამისად შეიძლება იყოს 6 და 4 ლარი..

 

ასეთი მიდგომა მომხმარებელს თანხის დაზოგვის საშუალებას მისცემს, საქცემენტს კი შესაძლებლობა ექნება მთლიანად აითვისოს საცალო სეგმენტი.