GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია “ზარაფხანას” მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი წილი ოქროს ოპერაციებში საქართველოში

ზარაფხანა წლების განმავლობაში უმსხვილესი, საკავშირო მასშტაბის ორგანიზაცია იყო. იგი საიუველირო ნაწარმს ამზადებადა. ასეთი მაშტაბის წარმოება სულ რამოდენიმე იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ამჟამად ამ წარმოებიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. ის ოქროს ნაკეთობათა საქართველოს ბაზრის 5% მდეღა ფლობს, რაც ფაქტიურად ნულოვანი დატვირთვის ტოლფასია ამ ერთ დროს ძალიან ძლიერი ორგანიზაციისათვის. შედეგად საკმაოდ მოზრდილი სამუშაო ფართიც უმოქმედოდაა დარჩენილი.

 

ნაკეთობათა ბაზრის უდიდესი ნაწილი დღეს ე.წ. ვაგზალზე განლაგებულ ოქროს ბირჟაზე მოდის. სწორედ აქეთ მიდის ყველა, ვისაც ამ ნაკეთობების ყიდვის სურვილი აქვს. საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა, თუ “ზარაფხანა” დაუტვირთავ ფართებს დაუკავშირებდა ძვირფასი ნაკეთობებით ვაჭრობას და ე.წ. “ოქროს ბირჟის” ალტერნატივას შექმნიდა.

 

ვფიქრობთ, “ზარაფხანას” საკმაოდ ადვილად შეუძლია ეს ბაზარი გადაინაწილოს. ამისათვის ერთ-ერთი გზა შეიძლება ასეთი იყოს:

 

I ზარაფხანამ მინიმალური მარჟებით რომ დაიწყოს ნაკეთობების ჩაბარება და გაყიდვა და განავითაროს ოქროს სალომბარდო ოპერაციები. თავისთან დიღომში დაიწყოს დიდი სავაჭრო სივრცის ათვისება ნაკეთობების გასაყიდად, მისაღებად და დასაგირავებლად.

 

II ეტაპზე, მას შემდეგ, რაც ასორტიმენტი საკმარის რაოდენობას მიაღწევს, საჭირო იქნება ახალი ოქროს ცენტრის ფართო რეკლამირება, რის პარალელურადაც კერძო მოვაჭრეებს უნდა შესთავაზოს მათთან გადავიდნენ და დაიწყონ ვაჭრობა, ან დამატებითი დახლები მაინც გააკეთონ იქ, დიღომში.

 

III ეტაპზე დაიწყოს ნაკეთობების ონლაინ გაყიდვა და ადგილზე მიტანის სერვისი, რაც ბევრისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მოსახერხებელი და საინტერესო.

 

IV დაარწმუნოს მომხმარებელი, თუ რატომ ჯობია ძვირფასი ნაკეთობის შესაძენად “ზარაფხანას” სავაჭრო ცენტრში წასვლა და არა ვაგზლის მოედანზე.(“ზარაფხანას” ბრენდი, ნორმალური მისასვლელი, მოწესრიგებული სავაჭრო ფართები, ძვირფასი ლითონის ხარისხის გარანტია, სასურველი ნაკეთობის შეკვეთის ადგილზე მიცემა (რომელსაც “ზარაფხანა” დაამზადებს), ზოგადად ცივილური გარემოს შექმნა და ა.შ.

 

შედეგად , 2-3 წელიწადში ზარაფხანას შეუძლია ოქროს ბირჟის ძირითადი ბრუნვები თავის ტერიტორიაზე გადაიტანოს, რაც ამ ბრუნვაში მისი წილის ზრდას უფრო ადვილად შესაძლებელს გახდის.