GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია “ენერგოპროს” გაზარდოს ამოღების მაჩვენებელი რთულ რეგიონებში

თუ “ენერგოპრო” შეძლებს აუმაღლოს აბონენტებს მორალური ვალდებულება (რაც ბევრ სოფელში კანონისმიერ ვალდებულებაზე მაღლა დგას) გადაიხადონ ელექტროენერგიის გადასახადი, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ამოღების მაჩვენებლებს ასეთ რეგიონებში.

მორალური ვალდებულების ამაღლებას “ენერგო-პრო” მოახერხებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს კომპანია შეძლებს თითოეული აბონენტისთვის გახდეს “თანასოფლელი”, “ნათესავი”, “მეგობარი” და ა.შ., რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებები უნდა მოიფიქროს, დაგეგმოს და განახორციელოს.

 

მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ტიპის რთულ სოფელში “ენერგო-პრო” წესად აქცევს, რომ ყოველი მიცვალებულის ოჯახს დაეხმაროს 50 ლარით, ისევე როგორც სხვა თანასოფლელები, ან ყოველ დაქორწინებულს გაუგზავნოს საჩუქრად ჭურჭლის სერვიზი, ან გზის გასაყვანად დადოს თავის წილი სხვა მოსახლეებთან ერთად და ა.შ., ანუ “ენერგო-პრო” იქცეს ერთ-ერთი ძლიერ და პატივსაცემ კომლად სოფელში.