GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია ცნობილი ბრენდების ავტოდილერს განავითაროს ტაქსების მიმართულება

თუ რომელიმე ცნობადი ავტობრენდის დილერი შეარჩევს ერთ ან რამოდენიმე მოდელს კორპორატიული კლიენტებისთვის და მათთვის სატაქსო მომსახურების გასაწევად გამოიყენებს, მანქანებს არ გაუკეთებს ტაქსებისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ნიშნებს, ეცდება, რომ ერთ ორგანიზაციასთან ერთი და იგივე მძღოლები ამუშაოს და მოძრაობის ტრაექტორიის მართვის ეფექტურ სქემას შექმნის, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებას შეძლებს.

 

 

ამჟამად თბილისში მოქმედი სატაქსო კომპანიებიდან უდიდესები  შემოსავლების ძირითად ნაწილს  გამოძახებებიდან იღებენ. აქედან ასევე მნიშვნელოვან ნაწილს კორპორატიული კონტრაქტებით გაკეთებული გამოძახებები შეადგენს.

 

არადა კორპორატიული კლიენტებისათვის კი იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, რომ მანქანა გამოძახებიდან მალე მოვიდეს (მათ ხომ ხშირ შემთხვევაში ბევრად ადრე იციან, როდის დასჭირდებათ მანქანა) არის ის, რომ მანქანას არ გამოარჩევდეს ტაქსის ნიშნები, მძღოლი იყოს ნაცნობი და აყვანილი, მომზადებული და მოტივირებული სწორედ ერთი და იმავე კლიენტების მოსამსახურებლად.

 

სწორედ ამიტომ, თუ ავტო დილერი ამოარჩევს რამოდენიმე მოდელს თავისი ასორტიმენტიდან, სწორედ ამ სეგმენტზე ორიენტირებულ სატაქსო მომსახურების სერვისს შექმნის და გაყიდის კორპორატიულ კლიენტებზე, დიდი ალბათობით ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავებას მოკლე ვადებში შეძლებს.

 

ვფიქრობთ, რომ სწორედ ავტოდილერებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ეს შესაძლებლობა იმის გამო უნდა იყოს, რომ:

 

– მათ გაცილებით იაფი დაუჯდებათ საკუთარი ბრენდების ავტომობილების ჩამოყვანა და შემდგომ მომსახურება

 

– ამით საკუთარი ბრენდების დამატებით რეკლამირებას შეძლებენ

 

– ეს კომპანიები ამ გზით, შეძლებენ უფრო კარგად შეისწავლოს იმ კლიენტების საჭიროებები, რომლებსაც მოემსახურებიან და შემდგომში შესთავაზებენ მათთვის მისაღებ და სასურველ ბრენდებს საკუთარი ავტოპარკის დასაკომპლექტებლად.