GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია სასწავლო ტრეინინგ-ცენტრებს სკოლის მოსწავლეების სეგმენტის ყველაზე სწრაფად და წარმატებით ათვისება

ტრეინინგ-ცენტრებმა უნდა გახსნას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრები (კაბინეტები) შიგ სკოლებში. ამით ისინი შეძლებენ, მოკლე პერიოდში მოიცვან სკოლის მოსწავლეების ძალიან დიდი ნაწილი. კურსები ჩატარდება გაკვეთილების შემდეგ და ეს იქნება ძალიან მოსახერხებელი იმ მშობლებისათვის, ვინც ვერ ახერხებს სკოლიდან ბავშვების ადრე გამოყვანას.

 

 

ამან რომ არ გამოიწვიოს უკმაყოფილებისა და პროტესტის გრძნობა სკოლის ინგლისური ენის პედაგოგებში (დღეს ბავშვები ძირითადად მათთან ემზადებიან), ცენტრმა მასწავლებლებად უნდა აიყვანოს თვითონ ისინი (ამისთვის შეიძლება მათ დასჭირდეთ პატარა გადამზადება).

 

ხოლო თუ სკოლის მასწავლებლებისთვის სასწავლო ცენტრი შეიმუშავებს სპეციალურ გადამზადების პროგრამას, რომელიც უფასო იქნება უშუალოდ იმ სკოლის პედაგოგებისთვის, სადაც იმუშავებენ, იქნება უფასო, სკოლებიც უფრო ადვილად წამოვლენ თანამშრომლობაზე.