GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია სადაზღვევო კომპანიას საპენსიო ფონდის მომგებიანობის კიდევ უფრო გაზრდა

თუ სადაზღვევო კომპანია, საპენსიო ფონდის სახსრებით, მიკრო საფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტებას დაიწყებს, შეძლებს, სწრაფად გაზარდოს ფონდის შემოსავლიანობა.  ეს მისი საპენსიო სქემების არსებული მონაწილეობის კმაყოფილებასაც გაზრდის და ახალ მონაწილეებსაც დაიმატებს. 

 

ამისათვის მას მოუწევს ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ისეთი სქემის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც მას ექნება საშუალება, მისი ფონდების გამოყენების მიზნობრიობა, საკრედიტო რისკების დონე და გაცემის პროცედურების დაცვა აკონტროლოს.

 

სადაზღვევო კომპანიის მიერ საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის დღეს შეთავაზებულ საბანკო განაკვეთებს ეს ცვლილება 5-7%-ით მაინც გაზრდის. ეს კი სადაზღვევო კომპანიის საპენსიო ფონდის პოპულარულობას კიდევ უფრო მეტად აამაღლებს.