GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შემოსავლებიც გაზარდოს, კლიენტების რაოდენობაც და მათი კმაყოფილებაც

ვფიქრობთ, ყველასათვის მომგებიანი იქნება, თუ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მცირე ფირმების საკონსულტაციო ჯგუფს გააკეთებს. შეიყვანს მასში ბუღალტერს, გადასახადების სპეციალისტს, იურისტს, მარკეტოლოგს და კადრების სპეციალისტს. ისეთებს, რომლებიც მცირე ფირმებისთვის აქტუალურ თემებზე არიან სპეცილიზირებული. 

 

თუ ეს ორგანიზაცია, სესხების მიცემასთან ერთად, კლიენტებს მისცემს 5-10 საათი ამ ჯგუფის მომსახურებით უფასოდ სარგებლობის უფლებასაც, ხოლო ამის შემდეგ კი მათ მომსახურებას საათობრივად დაადებს ღირებულებას 20-50 ლარამდე. სავარაუდოა, რომ ნიჭიერი, სწრაფად მზარდი სპეცილისტების შემთხვევაში ეს მიმართულება სულ მალე თვითონაც გახდება მომგებიანი, კლიენტებსაც ბევრ რამეში დაეხმარება, ახალი კლიენტების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს და არსებულების განვითარებასაც დააჩქარებს.