GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია კვერცხის მწარმოებელს გაზარდოს გაყიდვები სათამაშოების მაღაზიასთან თანამშრომლობით

მწარმოებელმა კვერცხის შეფუთვებში უნდა ჩადოს პატარა, მრგვალი კუპონები, რომელიც იქნება რაღაც თანხის შესაბამისი, მაგალითად, 10 თეთრის და თავის მუდმივ მომხმარებელებს საშუალება მისცეს, ამ თანხით (დაგროვილი კუპონებით) სათამაშოების მაღაზიაში შეიძინონ სათამაშო. 

 

ეს იგივე იქნება, რაც დაახლოებით 5%-იან ფასდაკლება, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ეს არ აისახება ფასზე. კვერცხი ეღირება იმდენი, რამდენიც ღირდა.  სამაგიეროდ, მუდმივი მოხმარებელი მიიღებს დამატებით ბენეფიტს, მაღაზიაში სათამაშოს შეძენის სახით.

 

P.S. იმის საშიშროება, რომ გამყიდველები ამოიღებენ ამ კუპონებს, არ იქნება, რადგანაც გაპიარების შემთხვევაში, მომხმარებლები თვითონ მოითხოვენ კუპონებს, შეფუთვაში რომც არ იდოს.