GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია თელასს შეიქმნას დამატებითი შემოსავლების მიღების კარგი წყარო ინტერნეტის, სატელეფონო და საკაბელო კომპანიებისგან

თუ თელასი კაბელების განახლების და შეკეთების პროცესში, მის გაყვანილობას პარალელურად ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებსაც გააყოლებს შეიქმნის მნიშვნელოვან წყაროს დამატებითი შემოსავლების მისაღებად.

 

ამ კაბელების ჩაყრისა და მომსახურებისათვის თელასს დამატებითი სამსახურების და სიმძლავრეების შექმნა ფაქტობრივად არ დასჭირდება. მაშინ როდესაც ამ ქსელების გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება. ისინი შეიძლება იქირაონ ინტერნეტის, სატელეფონო და საკაბელო ტელევიზიის კომპანიებმა და საკმაოდ ბევრი შეიძლება გადაიხადონ ამაში. ასეთივე ფუნქციებში ქსელების გამოყენება თელასმა შესაძლოა თვითონაც მოახერხოს, თუმცა კონკრეტულ კომპანიებთან პარტნიორობა სავარაუდოდ უფრო მომგებიანი იქნება.