GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია თელასს თბილისში კიდევ უფრო მდგრადი გახადოს ელექტრო სისტემა

რაც უფრო მეტი კვალიფიციური ელექტრიკოსი იქნება ქალაქში, მით ნაკლები იქნება უხარისხო გაყვანილობით, არასწორი მონტაჟით, გაუმართავი ელექტრო სისტემის გამო წარმოქმნილი შეფერხებების რაოდენობა. თელასს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ეს პრობლემები თუ შექმნის სპეციალიზირებულ სასწავლებელს ან ტრენინგ-ცენტრს ელექტროტექნიკოსების მოსამზადებლად, და მასთან ერთად გააკეთებს საკუთარ სერტიფიცირების ორგანოს, მიმართავს მოსახლეობას ეცადონ ელექტროობა მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს გააკეთებინონ. ასე ის შეიმცირებს თავისივე ხარჯებს, შექმნის დადებით იმიჯს მოსახლეობის თვალში და ა.შ. ასევე სასწავლებელი დაეხმარება მას მისივე საკადრო საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებაში.

 

თუ ამ სასწავლებელს პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის სახე ექნება მაშინ მან (სხვა ყველაფერთან ერთად) შეიძლება სათავე დაუდოს ასეთი ტიპის სასწავლებლების შექმნის ახალ პროცესს, რაც ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს განათლების სისტემას. ეს პროცესი კი გულისხმობს დიდი კომპანიების, სახელმწიფო მონოპოლიების ან კერძო კომპანიების კოოპერირების შედეგად მათი საკადრო ბაზის გაძლიერებისათვის სხვადასხვა სახის პროფესიული ტექნიკური სასწავლებლების დაარსებას, აღორძინებას ან არსებულის განვითარებას (თუ ასეთები ჯერ კიდევ შემორჩენილია).