GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია დეპოზიტების მოზიდვა უცხოეთიდან რომელიმე ბანკს

თუ რომელიმე ლიდერი ბანკი, დავუშვათ, 1000 დოლარიან დეპოზიტურ სერტიფიკატებს გამოუშვებს, მსოფლიო განაკვეთების კვალობაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და პერიოდულად პრიზებსაც გაათამაშებს, ინტერნეტ გაყიდვების ეფექტურად აწყობის შემთხვევაში შესაძლოა დიდი თანხმების მობილიზაციაც მოახერხოს.

 

მსოფლიოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ნაცნობები ჰყავთ საქართველოში, ან ნამყოფები არიან აქ და ადვილად შეუძლიათ გადაამოწმონ ამა თუ იმ ბანკის საქმიანობის მასშტაბი და განვითარების დონე. ან, უბრალოდ, დათანხმდებიან გარისკონ თავიდან $1000 იმისათვის, რომ კარგი შემოსავლების წყარო აღმოაჩინონ. ამ ადამიანებამდე ასეთი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების შემთხვევაში ნელ-ნელა შესაძლებელი შეიძლება გახდეს საკმაოდ დიდი თანხმების მოგროვება.