GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს დაეხმაროს აბიტურიენტებს

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო სკოლების, მაღალ კლასებში შემოიღებს ახალ საგანს – უნარ-ჩვევებს, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული მასწავლებლები შეასწავლიან.

 

როგორც ცნობილია, სწორედ ეს საგანი განსაზღვრავს უმაღლესში უფასო სწავლებას. ამიტომ მომზადების სურვილი დიდია, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს და პროფესიონალი რეპეტიტორებიც ცოტაა. განსაკუთრებით რაიონებში დგას ეს პრობლემები. ამიტომ სპეციალური გაკვეთილების ჩატარებით ძალიან ბევრი დაინტერესდება და ნაკლებად დაიჩაგრებიან ისეთი მოსწავლეები, ვისაც მატერიალური მდგომარეობა არ უწყობს ხელს დაიქირავონ მასწავლებლები.