GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია გათბობის სისტემებში სპეცილიზირებულ კომპანიას თავისი ბაზრის გაფართოება

ვფიქრობთ, მომგებიანი იქნება, თუ გათბობის სისტემებით დაკავებული რომელიმე კომპანია ნახშირზე მომუშავე სისტემების იმპორტის, მონტაჟისა და შემდგომი მომსახურების მიმართულებას განავითარებს. ძირითად მომხმარებლებად კი მოიაზრებიან დიდი ორგანიზაციები, საწარმოები, ფერმები, სათბურები, შესაძლოა საცხოვრებელი კორპუსები და მცირე ზომის დასახლებებიც. 

 

გაზის გაძვირების პერიოდში ამგვარი საწვავით გათბობა მნიშვნელოვანი ეკონომიური გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულის ქვანახშირი, შესაძლოა, ამ მიზნით არ ეყოს ან არ გამოდგეს, ქვანახშირის იმპორტირებაც კი ბევრად შეამცირებს გათბობაზე გასაწევ ხარჯებს.

 

მართალია, ევროკავშირში ამ მხრივ შეზღუდვები არსებობს, მაგრა, იქ შესვლამდე, იმედია, ყველა, ვინც ამ სისტემას დაამონტაჟებს, ბევრჯერ მოასწრებს დაზოგილი თანხებით მისი ღირებულების კომპენსირებას.