GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლია ბენზინ გასამართი სადგურების ქსელს მიიზიდოს კლიენტები მაგისტრალებზე არსებულ სადგურებზე

ვფიქრობთ, ბენზინ გასამართი სადგურების ქსელის მქონე კომპანიას მის რეგიონალურ ავტოგასამართ სადგურებზე შეუძლია გააკეთოს პატარა სამედიცინო კაბინეტები, სადაც იჯდება ზოგადი პროფილის თერაპევტი და ასევე შესაძლებელი იქნება ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა. კაბინეტით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებიც მგზავრობისას გახდნენ შეუძლოდ.

 

მგზავრობას ბევრი ვერ იტანს, განსაკუთრებით ბავშვები. ავტომაგისტრალებზე კი სამედიცინო დახმარების პუნქტები, ავტოგასამართი სადგურებისგან განსხვავებით, ნაკლებად თუ შეგვხვდება.

 

კაბინეტები მობილიზებული უნდა იყოს იმ ძირითადი პრობლემებისთვის, რაც შეიძლება მომხმარებელს მგზავრობისას შეეხოს. იყიდებოდეს შესაბამისი მედიკამენტები. სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს კაბინეტში მოსვენების საშუალებაც უნდა ჰქონდეს.

 

მომხმარებელს ეცოდინება, რომ სწორედ ამ კომპანიის სადგურებზე, ავტომომსახურების მიღების გარდა, შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. ეს აღძრავს შეგრძნებას, რომ ორგანიზაცია ზრუნავს არა მხოლოდ ავტომობილზე, არამედ მის კეთილ მგზავრობაზე.