GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ IT კომპანიებს ტურისტებზე ორიენტირებული პროგრამის დაწერით დამატებითი შემოსავლების მიღება

ჩვენი აზრით კარგი იქნება, თუ IT კომპანიები მოამზადებენ ელექტრონული გიდის მსგავს სპეციალურ პროგრამას ტურისტებისთვის, ჩაწერენ მას IPAQ-ებში და გააქირავებენ აეროპორტში. პროგრამაში დეტალებში უნდა იყოს მოცემული ტურისტებისთვის საჭირო ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მაგ.:

 

 ქალაქის ქუჩები;

 ისტორიული ძეგლები და მუზეუმები (სად მდებარეობს, რომელი საუკუნისაა, რითია განსაკუთრებული, რისი ნახვა შეიძლება შიგნით და ა.შ.);

 თეატრები, კინოები და კლუბები;

 სკვერები და პარკები;

 სასტუმროები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები;

 ინგლისური ენის მცოდნე ტაქსისტების ტელეფონის ნომრები;

 საინფორმაციო ბიუროს, სასწრაფოს, სახანძროს, პოლიციის ტელეფონის ნომრები და ა.შ.;

დღეს ესეთი ტიპის კომპლექსური გადაწყვეტილება ტურისტებისთვის არ აქვს არცერთ ქართულ IT კომპანიას. არადა ვფიქრობთ, ნებისმიერმა მათგანმა რომ დაწეროს მსგავსი პროგრამა მალევე ამოიღებს დანახარჯებს, როგორც პროგრამაზე, ასევე ტექნიკური საშუალებების (IPAQ-ების) შეძენაზე და საკმაოდ დიდ მოგებასაც მიიღებს.

 

პირობითად, IPAQ-ის გაქირავების ფასად რომ ავიღოთ დღეში 10 დოლარი, და დავუშვათ რომ ყოველდღიურად მას მოიხმარს 1000 ტურისტი, კომპანია წელიწადში მიიღებს 3 000 000 დოლარმდე შემოსავალს (ყოველწლიურად საქართველოში მარტო ტურისტული მიზნით, აქ არ შედიან საქმიანი ვიზიტით ჩამოსული ტურისტები, ჩამოდის დაახლოებით 200 000 ადამიანი).