GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ ფარმაცევტულ კომპანიებს პარაფარმაციის მიმართულების განვითარება

ამ ბოლო დროს ფარმაცევტული კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პარაფარმაციის მიმართულების განვითარებას. მოსახლეობაში შემოსავლების მატება მოთხოვნას ზრდის თავის მოვლის ძვირ და ხარისხიან საშუალებებზე. შესაბამისად ეს მიმართულებაც შედარებით აქტიურად ვითარდება და იაფ, ცნობილ მწარმოებლებს სულ უფრო ჩაენაცვლებიან შედარებით ძვირი, ექსკლუზიური, კონკრეტულ პრობლემებეზე მიმართული თავის მოვლის საშუალებები. სწორედ ამიტომ, ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრი მეტ ადგილს უთმობენ საკუთარ აფთიაქებში ამ კატეგორიის პროდუქციას. თუმცა სწორედ ამ პროდუქტების გაყიდვების დიდი ნაწილი ქსელური მარკეტინგის კომპანიებზე მოდის. ეს ხელს უშლის აფთიაქებში მათი გაყიდვების ზრდას.

 

სავარაუდოა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისათვის მომგებიანი უნდა იყოს თავის მოვლის საშუალებების გაყიდვა სააგენტო ქსელების მეშვეობით, სადაც მთავარი პარტნიორები მათთვის სტილისტები გახდებიან. მათთან ზუსტად იმავე მიდგომებით მუშაობა, როგორც ეს კომპანიები ექიმებთან მუშაობენ, არანაკლებ ფინანსურ შედეგებს გამოიღებს.

 

საჭირო იქნება სილამაზის სალონებში აქტური მუშაობა, გრძელვადიანი სტიმულირების სქემის ჩამოყალიბება სტილისტებთან ურთიერთობისათვის, მათი სწავლება და სხვადასხვა მორალური წახალისება იმისათვის, რომ ისინი სტაბილური და მოტივირებული სთავაზობდნენ საკუთარ მუდმივ კლიენტებს ამ კონკრეტულ პროდუქციას.

 

როგორც წესი, ყოველი სტილისტი 50 დან 200 მდე სტაბილურ კლიენტს ემსახურება. მათთან ის ნდობით სარგებლობს და მისი რჩევები თავის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით მათთვის უყურადღებოდ არ დარჩება.

 

ფარმაცევტული კომპანიებისათვის სტილისტებთან თანამშრომლობის მთავარი სირთულე მათი დამსახურების აღრიცხვა იქნება. ექიმებისგან განსხვავებით რთულია დაითვალო კონკრეტულად რომელი სტილისტის რეკომედაციით ყიდულობს მომხმარებელი საქონელს. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ისევ ბარათები გამოდგება, თუ სტილისტი მოახერხებს და მის მუდმივ კლიენტებს ლოალობის ბარათს ააღებინებს. მის ნომერს დაარეგისტრირებს, როგორც საკუთარი მუდმივი კლიენტის. ეს კომპანიას მისცემს საშუალებას, რათა ამ კონკრეტულ ბარათზე განხორციელებული მთალიანი ვაჭრობიდანაც წაახალისოს სტილისტი და კონკრეტული პროდუქტების გაყიდვებიდანაც